მაკა ბოჭორიშვილი: ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ვენაში საქართველოს თავმჯდომარეობით იმართება.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ელოდება მჭიდრო თანამშრომლობას გაერთიანებულ სამეფოსთან ეუთო-ს თავმჯდომარეობის „ტროიკის“ ფარგლებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ერთობლივი საქმიანობის უწყვეტობა და თანმიმდევრულობა.
„ქალბატონებო და ბატონებო!
ჩემთვის დიდი პატივია უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმზე მოგმართოთ სიტყვით ჩემი ქვეყნისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო დროს, როდესაც საქართველო ამ მნიშვნელოვანი ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო საფრანგეთს თავმჯდომარეობის პერიოდში დიალოგის ხელშეწყობის კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის.
ასევე, მოველით მჭიდრო თანამშრომლობას გაერთიანებულ სამეფოსთან ეუთო-ს თავმჯდომარეობის ,,ტროიკის” ფარგლებში, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ერთობლივი საქმიანობის უწყვეტობა და თანმიმდევრულობა.
ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ სერიოზული შეშფოთების საგანია და ჩვენგან დაუყოვნებელ ყურადღებას მოითხოვს.
კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე და ეუთო-ს დამფუძნებელი პრინციპების დაცვისა და პატივისცემის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოაჩენს.
დღეს ვხედავთ, თუ როგორ ირღვევა ის ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების სისტემის საფუძველი უნდა იყოს.
ორგანიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის ვენის დოკუმენტით გათვალისწინებული და ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების განხორციელება მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას.
რისკის შემცირების მექანიზმები ზეწოლის ქვეშაა, გამჭვირვალობისა და სამხედრო სფეროში პროგნოზირებადობის დონე დაბალია, ხოლო დიალოგის შესაძლებლობები ხშირად პოლიტიკური ან უსაფრთხოების ფაქტორებით იზღუდება.
ამავდროულად, უპრეცედენტო სისწრაფით ჩნდება ახალი და მუდმივად ცვალებადი საფრთხეები.
მათ რიცხვს განეკუთვნება მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების გავრცელება,
უსაფრთხოების პოტენციური გამოწვევების შემცველი კიბეროპერაციების გაფართოება და ჰიბრიდული საფრთხეები, რომელიც საზღვრებს შლის ომის წარმოების კონვენციურ და არაკონვენციურ ფორმებს შორის.
უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმმა (FSC) უნდა უპასუხოს აღნიშნულ გამოწვევებს არამხოლოდ არსებული ვალდებულებების განმტკიცებით, არამედ ინოვაციების ხელშეწყობის, თანამშრომლობის გაფართოებისა და მონაწილე სახელმწიფოებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.
ამ კონტექსტში, საქართველოს მტკიცედ სწამს, რომ შეთანხმებული პრინციპების მიმართ პატივისცემის და მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის აღდგენა ჩვენი საერთო ძალისხმევის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს.
საქართველოს თავმჯდომარეობას გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებასაც ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ვაპირებთ.
ფორუმის მანდატის გათვალისწინებით და წინა თავმჯდომარე ქვეყნების მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაყრდნობით, საქართველო უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე:
პირველი უსაფრთხოების დიალოგი მიეძღვნება უსაფრთხოების პოლიტიკურ-სამხედრო ასპექტებზე ეუთო-ს ქცევის კოდექსთან შესაბამისობის გაძლიერებას, მათ შორის, ეროვნული შესრულების მექანიზმებისა და მათი ეფექტიანი გამოყენების მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.
მეორე უსაფრთხოების დიალოგი შეეხება შეიარაღებული კონფლიქტის გავლენას ქალებსა და გოგოებზე.
შეიარაღებული კონფლიქტები კვლავ არაპროპორციულ და მრავალგანზომილებიან გავლენას ახდენს ქალებსა და გოგოებზე, მაშინ როდესაც ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოციალური მდგრადობის შენარჩუნებაში და წვლილი შეაქვთ მშვიდობის დამყარებისა და აღდგენის პროცესებში.
მესამე უსაფრთხოების დიალოგი დაეთმობა კონფლიქტის პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, ქცევის კოდექსის ფარგლებში.
მისი მიზანია გააძლიეროს მონაწილე სახელმწიფოთა ინფორმირებულობა მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების კუთხით, მათი ვალდებულებების შესახებ, მათ შორის შეიარაღებულ კონფლიქტებში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს შორის ურთიერთკავშირის შესწავლის გზით, ასევე განამტკიცოს ეროვნულ დონეზე ამ ვალდებულებათა ეფექტიანი განხორციელება.
სამივე პრიორიტეტულ სფეროში საქართველო ყურადღებას გაამახვილებს ვალდებულებების პრაქტიკული განხორციელების მნიშვნელობაზე.
ქალბატონებო და ბატონებო,
საქართველოს გამოცდილება ხაზს უსვამს ეუთო-ს საქმიანობის მნიშვნელობას.
ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების რთულ გამოწვევებთან უწევს გამკლავება და საკუთარი გამოცდილებით ვიცით გადაუჭრელი კონფლიქტების, სუვერენიტეტის დარღვევის, მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის რღვევის შედეგები მაშინ როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და იქ უკანონო სამხედრო ყოფნას.
სწორედ ეს გამოცდილება განსაზღვრავს ჩვენს მიდგომას ფორუმის თავმჯდომარეობასთან მიმართებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტრუქციულ ჩართულობასა და პრაქტიკული ზომების მიღებას ეუთო-ს მთელ ტერიტორიაზე მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად.
ასევე ვაცნობიერებთ, რომ უსაფრთხოება მხოლოდ ფორმალური ინსტრუმენტების გამოყენებით არ მიიღწევა.
ეს მოითხოვს მუდმივ ჩართულობას, ნდობის აღდგენასა და საფუძვლიანი არგუმენტების მოსმენასა და მათზე რეაგირებისთვის მზაობას.
საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი (FSC) კვლავაც დარჩეს კონსტრუქციული დიალოგისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად.
ასევე, მსურს გაცნობოთ, რომ საქართველომ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე.
განაცხადის წარდგენა ადასტურებს ორგანიზაციისადმი ჩვენს მტკიცე ერთგულებას და უწყვეტობის, ინკლუზიურობისა და პროაქტიული ჩართულობის ღირებულებების მიმართ დამოკიდებულებას.
საქართველო თავმჯდომარეობისთვის მზაობას ადასტურებს, ეუთო-ს საქმიანობაში კონსტრუქციული მონაწილეობის, ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების განუხრელად შესრულებისა და რთული უსაფრთხოების გამოწვევების გამკლავებაში შეძენილი პრაქტიკული გამოცდილებით.
რეგიონული უსაფრთხოების ურთულეს გამოწვევებთან გამკლავების კუთხით დაგროვილი გამოცდილება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს ხელი შეუწყოს ეუთო-ს საქმიანობის უმაღლეს დონეზე წარმართვას.
ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.
ამ გამოწვევებთან გამკლავება ფრთხილ მიდგომას, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და სიმტკიცეს მოითხოვს.
ამასთან, მათთან გასამკლავებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთო ძალისხმევა, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით მოქმედება, ეუთო-ს არსის შესაბამისად.
საქართველო თავმჯდომარეობას იწყებს პასუხისმგებლობით, სრული მზაობითა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართ მტკიცე ერთგულებით.
მოველით ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა გავაძლიეროთ უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი (FSC), ხელი შევუწყოთ საერთო მიზნების მიღწევას და უზრუნველვყოთ, ეუთო-ს მხრიდან შედეგების მიღწევა რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
მადლობას მოგახსენებთ“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ყველა სიახლე
13 მაისი 2026, 14:29
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე: არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად, არც შინაარსობრივად ამ დოკუმენტს ფაქტობრივად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
„ეს არის ხმაურის ატეხის არაფრის მომეცი, იაფფასიანი მცდელობა, იმისთვის რომ საქართველოში რაღაც დღის წესრიგი გააჩინონ. სხვა მხრივ - არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად, არც შინაარსობრივად, ფაქტობრივად არანაირი მნიშვნელობა ამ დოკუმენტს არ აქვს. რა თქმა უნდა, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციებში, აქაც უამრავი ტყუილი, ბრალდება და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრების. თუ ვინმეს გულწრფელად აინტერესებს ესა თუ ის საკითხი - კანონმდებლობა იქნება, ხელისუფლების გადაწყვეტილებები თუ ა.შ., მზად ვართ მათ კონსტრუქციულად დაველაპარაკოთ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული მტკიცებულებებით“, - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი მახაშვილი.
13 მაისი 2026, 14:25
სამართალი
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს
დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდებს – ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძეს, რომლებიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
13 მაისი 2026, 14:23
ეკონომიკა
„აგროჰაბის“ კომერციული დირექტორი „სასურსათო კალათაზე“: ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღინიშნება „ტოპ ფასი“, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით
ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღნიშნული იქნება „ტოპ ფასი“, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ჩვენს ქსელში, ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით, - განაცხადა „აგროჰაბის“ კომერციულმა დირექტორმა ანა გახარიამ „სასურსათო კალათაზე“ საუბრისას.
13 მაისი 2026, 14:23
საზოგადოება
იტალიის საელჩო შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
იტალიის საელჩო თბილისში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.
13 მაისი 2026, 14:22
ეკონომიკა
„ლიბრეს“ კომერციული დირექტორი: ჩვენს ქსელში სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად არის წარმოდგენილი რამდენიმე პროდუქტი, რომელიც სამ დღეში ერთხელ შეიცვლება ხოლმე
ჩვენს ქსელში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად რამდენიმე პროდუქტი, რომელიც შეიცვლება ხოლმე სამ დღეში, - განუცხადა „ქრონიკას“ „ლიბრეს“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი გოცირიძემ.
13 მაისი 2026, 14:09
საზოგადოება
ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სკოლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე ტრენინგები ჩატარდა
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და უსაფრთხო ქცევის წესების პოპულარიზაციის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სპეციალისტებმა შეხვედრები ჭიათურისა და საჩხერის საჯარო სკოლებში გამართეს, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
13 მაისი 2026, 13:57
საზოგადოება
პოლონეთის საელჩო შიო III-ს საქართველოს პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს - თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გისურვებთ მხნეობას, სიბრძნესა და უფლის შეწევნას ერის სულიერი წინამძღოლის ამ უმნიშვნელოვანესი მისიის აღსრულებაში
პოლონეთის საელჩო თბილისში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.
13 მაისი 2026, 13:43
საზოგადოება
Conde Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის Conde Nast Traveller-ის ინდურმა რედაქციამ საქართველო 4 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. პუბლიკაციის ქართულ ენაზე თარგმანს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
13 მაისი 2026, 13:42
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: „პრაიდის კვირეული“ სიყვარულის, იდენტობის, გამბედაობისა და საზოგადოების ზეიმია, ევროკომისია ამაყობს
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, “პრაიდის კვირეულთან” დაკავშირებით, LGBT დროშის აღმართვის კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ „პრაიდის კვირეული“ სიყვარულის, იდენტობისა და გამბედაობის ზეიმია.
13 მაისი 2026, 13:32
პოლიტიკა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა.
13 მაისი 2026, 13:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გუშინ ჩვენი საზოგადოებისთვის უდიდესი დღე იყო, სვეტიცხოვლის ტაძარში აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III
„ჩვენ ვიყავით ისეთი მომენტის მომსწრე, რომელიც იშვიათად ხდება ადამიანის ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, ყველა განსაკუთრებული სიხარულით ვიყავით და ვრჩებით აღვსილი. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. მინდა თქვენი სახელით მივულოცო მას და სრულიად საქართველოს ეს განსაკუთრებული, უდიდესი დღე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
13 მაისი 2026, 13:22
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა: უკრაინას ომის ერთი დღე 450 მილიონი დოლარი უჯდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ომის ერთი დღე ქვეყანას 450 მილიონი დოლარი უჯდება.
13 მაისი 2026, 13:06
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშულ დირექტორს შეხვდა
მთავრობის მეთაურმა სამსახურის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
13 მაისი 2026, 13:02
მსოფლიო
Financial Times: ვლადიმერ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ინტერესი დაკარგეს
რუსეთსა და უკრაინაში ფიქრობენ, რომ აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენის პერსპექტივა ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შემთხვევაშიც კი, მცირეა. ინფორმაციას Finacnial Times-ის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 მაისი 2026, 12:53
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ფუნქციონირებს საქართველოში, ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა. მათ აღარ უნდა ჰქონდეთ სამსახურის დაკარგვის შიში და თავისუფლად ისაუბრონ, როცა მათი უფლებები დაირღვევა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ გააკეთა განცხადება სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა დასაქმების პრობლემაზე რეგიონებში თბილისთან შედარებით. ასევე, ხაზი გაუსვა მიგრაციასაც. წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 23 000 უცხოელს სურს საქართველოს შრომის ბაზარზე ოპერირება. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ, ამის ფონზე, საქართველოს 1500 მოქალაქე მუშაობს გერმანიაში:
13 მაისი 2026, 12:48
ეკონომიკა
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.7 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.7 პროცენტით მეტია.
13 მაისი 2026, 12:44
მსოფლიო
თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის რეჟიმი დაამყარა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ და ერევანმა დაასრულეს მუშაობა ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომელიც ქვეყნებს პირდაპირი ორმხრივი ვაჭრობის საშუალებას მისცემს.
13 მაისი 2026, 12:42
კულტურა
არნოლდ შვარცენეგერი სანტა-კლაუსის როლს შეასრულებს🎬🎅
ფილმის რეჟისორი ადამ შენკმენია, სცენარის ავტორი კი ალან რაისი. შვარცენეგერთან ერთად მთავარ როლს ალან რიჩსონი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ავკვაფინა, კენ ჯონგი, ჯეინ კრაკოვსკი, ლიზა კოში და კაილ მუნი.
13 მაისი 2026, 12:21
რეგიონი
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს. მაღალი ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ეკოსისტემის მდგომარეობა ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ძირითადად მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივ გავრცელებას უკავშირდება. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
13 მაისი 2026, 12:19
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: როდესაც გამყალბებელი მედია ამბობს, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ წინააღმდეგ კარგად მოქმედებს, ეს ფაქტობრივად ღალატია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ, როდესაც გამყალბებელი მედია ამბობს, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით ამერიკის წინააღმდეგ კარგად მოქმედებს, ეს ფაქტობრივად ღალატია, რადგან ეს სრული აბსურდია.


