ეკა სეფაშვილი: ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არის ის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას
ეკა სეფაშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
„ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არის ის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და ეს, რა თქმა უნდა, სპორტისა და განათლების სფეროების ერთობლივი ძალისხმევით ხდება,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ერთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც საგანმანათლებლო და სოციალური პროექტის, „სასკოლო ლიგა“ ფარგლებში გაწეული საქმიანობისა და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მოსმენა გაიმართა.
დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განათლება და ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტთან დაკავშირებული აქტივობები ბალანსირებულად ერწყმოდეს ბავშვის ცხოვრებას.
„მადლობა ბატონო ოთარ [პროექტის „სასკოლო ლიგა“ ხელმძღვანელი, ოთარ აბულაძე] ნამდვილად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინეთ, რადგან ის ეხება ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არის ის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და ეს, რა თქმა უნდა, სპორტისა და განათლების სფეროების ერთობლივი ძალისხმევით ხდება. შთამბეჭდავი ციფრების შესახებ მოვისმინეთ ინფორმაცია. თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად, უფრო და უფრო მეტი მოსწავლე ერთვება ჯანსაღი ცხოვრების წესში. მადლობა მსურს გადავუხადო ბატონ გიორგი ჩაკვეტაძეს [„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი], რომელმაც სათავე დაუდო ამ ყველაფერს. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ასაკში ბავშვები მიეჩვიონ გუნდურად თამაშს, გაწეული ძალისხმევის დაფასებას, მარცხის ღირსეულად ატანას, გამარჯვების ღირსეულად ზეიმს, ასევე ურთიერთთანამშრომლობას ამ პროცესში.
მნიშვნელოვანია, განათლება და ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტთან დაკავშირებული აქტივობები ბალანსირებულად ერწყმოდეს ბავშვის ცხოვრებას. ვისურვებდი, რომ ამ აქტივობაში ჩართული იყოს საქართველოს ყველა სკოლა იმიტომ, რომ ეს უპირველეს ყოვლისა უკავშირდება ჯანმრთელობას, ეს არ ეხება მხოლოდ სპორტს, მხოლოდ გართობას და შეჯიბრებების მოწყობას.
საინტერესოა, გავეცნოთ სტრატეგიას, როგორ იგეგმება ეს ყოველივე ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლის გათვალისწინებით, თუ რასაკვირველია, გათვალისწინებულია ყველა სკოლა და თუ არა, მაშინ იქნებ ვიფიქროთ, რომ პროექტში ჩართული იყოს ყველა სკოლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა მოსწავლე. ერთია როცა პროფესიონალურად არის დაინტერესებული ბავშვი სპორტით, თუმცა მეორე მხრივ აუცილებელია, რაღაც დოზით, ბავშვი მისთვის საინტერესო სპორტულ აქტივობაში იყოს ჩართული.
აქვე აღვნიშნავ, კარგია, რომ ამ ყველაფერს უკეთებთ რეკლამირებას სოციალურ ქსელში. გასაგებია, რომ ჩვენი ბავშვები დღეს ზედმეტად არიან მიჯაჭვულები გაჯეტებზე, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ეს არის ის სივრცე, რითაც დღეს ახალგაზრდები ინტერესდებიან და მედია პლატფორმების გამოყენება მათი ინფორმირებისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა პროექტთან დაკავშირებით მაქვს ერთი შენიშვნა - ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ ამ აქტივობის შესახებ იქნება უფრო ფართო რეკლამირება ტელევიზიების საშუალებით. მე ამ პროექტს განვიხილავ, როგორც სოციალურ პროექტს და აქედან გამომდინარე, მის რეკლამირებას ფინანსები არ დასჭირდება. საქართველოს კანონმდებლობით სოციალური რეკლამა ტელევიზიებში არის უფასო და მოგიწოდებთ, რომ ეს შესაძლებლობა ფართოდ გამოიყენოთ,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ყველა სიახლე
04 მაისი 2026, 18:37
მსოფლიო
მარკ რუტე: ევროპელებმა ტრამპის გზავნილი გაიგონეს
ევროპელი ლიდერების სამიტზე, რომელიც სომხეთში მიმდინარეობს, ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაყვანის თაობაზე. რუტემ აღიარა ვაშინგტონის „იმედგაცრუება“, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული ქვეყნები ამერიკის მოთხოვნებს უკვე პასუხობენ.
04 მაისი 2026, 18:32
საზოგადოება
ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმებმა ზუგდიდში ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს
ჰოსპიტლის მედპერსონალმა, მოძრავი ამბულატორიით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ადგილზე გაუწია სამედიცინო მომსახურება 10 ბენეფიციარს, რომელთაც ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, არ შეუძლიათ გადაადგილება.
04 მაისი 2026, 18:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: როდესაც ვაშენებთ დიალოგის ხიდებს, ვცდილობთ პარტნიორების მოძებნას, ვხედავთ ევროპარლამენტს, რომელიც დღენიადაგ ეძებს მიზეზს, რომ დაანგრიოს ხიდები, მიზეზს ეძებს რომ ახალი მტრები გაიჩინოს პროცესში
როდესაც ვაშენებთ დიალოგის ხიდებს, ვცდილობთ პარტნიორების მოძებნას, ვხედავთ ევროპარლამენტს, რომელიც დღენიადაგ ეძებს მიზეზს, რომ დაანგრიოს ხიდები, მიზეზს ეძებს რომ ახალი მტრები გაიჩინოს პროცესში, - განაცხაა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
04 მაისი 2026, 18:27
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ზელენსკის განცხადებაზე: თუ იქნება პრაქტიკაში კონკრეტული ნაბიჯები, რომ გაფუჭებული ურთიერთობები და უსამართლო დამოკიდებულება შეიცვალოს, მზად ვართ, ეს ურთიერთობები გავაჯანსაღოთ
„ბევრი განცხადება გვინახავს, მაგრამ პრაქტიკაში ფაქტია, რომ დღემდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სხვა მაღალჩინოსნები უკრაინის მხრიდან დასანქცირებულები არიან ზელენსკის გადაწყვეტილებით, დღემდე არც უკრაინის ელჩია დანიშნული საქართველოში და არც საქართველოს ელჩი მოღვაწეობს უკრაინაში მათივე გადაწყვეტილებით, დღემდე რამდენიმე ქართული მსხვილი კომპანია დასანქცირებული უკრაინის მიერ, ამიტომ, კარგი განცხადება, კარგი ინიციატივა, კარგი პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით, მაგრამ ეს გაზაფხულს ვერ მოიყვანს, პრაქტიკაში უნდა შევხედოთ რამდენად სახელმწიფოდამოკიდებულება გადაიხედება საქართველოსადმი“.
04 მაისი 2026, 18:22
მსოფლიო
ფიცომ განაცხადა, რომ ზელენსკისთან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ომი, ნავთობი, კრედიტები და იარაღი
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ომი, ნავთობი, კრედიტები და იარაღი.
04 მაისი 2026, 18:21
პოლიტიკა
პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „სასკოლო ლიგის“ საქმიანობის ანგარიში მოისმინეს
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „სასკოლო ლიგის“ საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
04 მაისი 2026, 18:21
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი გუნდი არის ეფექტიანი, კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე, ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 9.1% ეკონომიკური ზრდით
ძალიან გვიხარია, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც დადებითად აფასებენ ეკონომიკურ პოლიტიკას საქართველოში და ქვეყნის მიღწევებს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
04 მაისი 2026, 18:20
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს და საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხზე იმსჯელეს.
04 მაისი 2026, 18:20
პოლიტიკა
პრემიერი: დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის სერიოზული პრობლემა, ამაზე ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, ეს არის სამწუხარო რეალობა და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება
დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის სერიოზული პრობლემა, ამაზე ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, ეს არის სამწუხარო რეალობა და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს.
04 მაისი 2026, 18:19
პოლიტიკა
პრემიერი: სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, ეს უკვე, რა თქმა უნდა სირცხვილია, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ეს იყო სისტემური დანაშაული, რასაც ჩადიოდა მაშინდელი ხელისუფლება
სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, ეს უკვე, რა თქმა უნდა, სირცხვილია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს შეეხებოდა.
04 მაისი 2026, 18:17
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: მნიშვნელოვან მოვლენას ვაკვირდებით. ვხედავთ არსებითად შეცვლილ რიტორიკას, კადრებსაც. რაც ერთი წლის წინ წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, დღეს ვხედავთ, რომ რეალობაა - ვგულისხმობ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივებს
მნიშვნელოვან მოვლენას ვაკვირდებით. ჩვენ ვხედავთ არსებითად შეცვლილ რიტორიკასაც, კადრებსაც. რაც შეიძლება ერთი წლის წინ სრულიად წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, დღეს ვხედავთ, რომ რეალობაა - ვგულისხმობ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან ინიციატივებს და ა.შ., - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
04 მაისი 2026, 18:16
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: გვაქვს საერთო მიზანი და ამბიცია, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი უმოკლეს პერიოდში ვაქციოთ მორიგ რეალიზებულ შესაძლებლობად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. შეხვედრებს მინისტრები, მათი მოადგილეები, დეპარტამენტებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
04 მაისი 2026, 18:15
პოლიტიკა
პრემიერი: თვისებრივად განსხვავებულია ურთიერთობების შინაარსი დღეს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, თვისებრივად განსხვავებული იყო სააკაშვილის რეჟიმის პირობებში - გვახსოვს, როგორი კამპანიები წარმოებდა ეკლესიის წინააღმდეგ
თვისებრივად განსხვავებულია ურთიერთობების შინაარსი დღეს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის და თვისებრივად განსხვავებული იყო ამისგან ურთიერთობების შინაარსი სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას.
04 მაისი 2026, 18:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს და თუ არსებობს რეაქციები, სწორედ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან
წუხილი, რომელიც ისმის ხოლმე და უკავშირდება თითქოს ანტი ევროპულ რიტორიკას, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს საპასუხო. ჩვენი მხრიდან არანაირი ანტი დასავლური რიტორიკა არ არსებობს და თუ არსებობს რეაქციები ქართული პოლიტიკური წრეების და პოლიტიკოსების მხრიდან, სწორედ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
04 მაისი 2026, 18:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: შეხვედრა შედგა უკრაინული მხარის ინიციატივით და რამდენიმე წუთს გასტანა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შევხებოდით, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებშია
შეხვედრა შედგა სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში, უკრაინული მხარის ინიციატივით და რამდენიმე წუთს გასტანა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შევხებოდით, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებშია, - განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტზე საუბრისას.
04 მაისი 2026, 18:06
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ აქვს. ეს მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ასევე ინსტრუმენტად იყო გამოყენებული საქართველოსთან ურთიერთობებში
„არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ აქვს. ეს მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ასევე ინსტრუმენტად იყო გამოყენებული საქართველოსთან ურთიერთობებში“, - განუცხადა სომხეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
04 მაისი 2026, 18:03
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ უკრაინულ მხარესთან დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს და ელჩების საკითხსაც შეეხო
იყო საუბარი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, მათ შორის ქვეყანაში ელჩების ყოფნაზე. ვნახოთ. საქართველოს ამ ხნის განმავლობაში აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს საერთაშორისო ფორმატებში, სადაც ეს შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები იყო ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. რაც შეეხება სანქციების საკითხს, ამაზე საუბარი არ ყოფილა“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
04 მაისი 2026, 18:00
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დამოკიდებულებას, ასევე მხარდაჭერას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე ვიხილოთ უკრაინის მხარის მხრიდან იგივე დამოკიდებულება
მთელი ამ ხნის განმავალობაში საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დამოკიდებულებას, ასევე უკრაინის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე ვიხილოთ უკრაინის მხარის მხრიდან იგივე დამოკიდებულება, - განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ერევანში.
04 მაისი 2026, 17:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როდესაც ვიღაც ითხოვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის გაწვევას, იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
გამჭვირვალობა არის სწორედ, რომ ტრადიციული ევროპული ღირებულება და ასეთ დროს, როდესაც ვიღაც ითხოვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის გაწვევას, იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს
04 მაისი 2026, 17:57
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან 7 ქვეყანას აკავშირებს. გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი როლი შუა დერეფნის ფარგლებში
„ასევე, ერთ-ერთი თემა იყო მწვანე ენერგია, ენერგეტიკული დაკავშირებადობა. აქაც გავაცანი კოლეგებს ჩვენი გეგმები. ჩვენი მიზანია, ელექტროენერგიის გენერაცია, გამომუშავება გაიზარდოს 4 800 მეგავატიდან 11 500 მეგავატამდე. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა გახდება მთლიანად თვითკმარი ელექტროენერგიის თვალსაზრისით და გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ექსპორტზე გავიტანოთ ელექტროენერგია. ამ კუთხით ხაზი გავუსვი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსაც. ყველა ამ თემაზე გვქონდა საუბარი კოლეგებთან“, - განაცხადა პრემიერმა.


