11 მაისი 2026, 11:43 / სანდო წყარო

მარიამ ლაშხი: სლოვაკეთმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განათლების რეფორმა განახორციელა და ჩვენთვის მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია

მარიამ ლაშხი

მარიამ ლაშხი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სლოვაკეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სლოვაკეთში გამართული შეხვედრები ძალიან დატვირთული იქნება.

„საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი. მოკლე, თუმცა საკმაოდ დატვირთული ვიზიტი იქნება. ჩვენ შეხვედრები გვექნება სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი აქცენტი გაკეთდება განათლებაზე. სულ ცოტა ხნის წინ, სლოვაკეთმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმა განახორციელა ამ კუთხით და მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება. ჩვენც განათლების რეფორმის აქტიურ ფაზაში ვართ და მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნის, სლოვაკეთის ეს გამოცდილება. ასევე, მნიშვნელოვანია და საზოგადოებას ახსოვს სლოვაკეთის ის მყარი მხარდაჭერა, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ სხვადასხვა რეზოლუციის კუთხით იქნება ეს, თუ სანქციების არ დაშვების კუთხით. შესაბამისად, ეს აქცენტიც ექნება ჩვენს ორმხრივ შეხვედრებს“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

ყველა სიახლე

11 მაისი 2026, 12:57

მსოფლიო

ჰანტავირუსი საკრუიზო ლაინერიდან ევაკუირებულ საფრანგეთის მოქალაქესაც დაუდასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სტეფანი რისტმა განაცხადა, რომ ჰანტავირუსზე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა ერთ-ერთი მგზავრის შემთხვევაში, რომელიც წინა დღით პარიზში კუნძულ ტენერიფედან გადაიყვანეს. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ქალს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. რისტის თქმით, პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებული პაციენტის მდგომარეობა ღამის განმავლობაში გაუარესდა.

11 მაისი 2026, 12:47

პოლიტიკა

ზაზა ლომინაძემ დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ჩრდილოეთ მაკედონიაში დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

11 მაისი 2026, 12:46

პოლიტიკა

პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი შეიმუშავა

პარლამენტის პლენარული სხდომები მიმდინარე სასესიო კვირაში 13 და 14 მაისს გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ბიუროს წევრებს განსახილველი საკითხები გააცნო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

11 მაისი 2026, 12:39

ტექნოლოგიები

იტალიაში ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

„ტოქსიკური მეგობრობა დროთა განმავლობაში დამოკიდებულებაში გადაიზარდა: ეს არის ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების პირველი შემთხვევა, რომელიც დამოკიდებულებათა მკურნალობის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

11 მაისი 2026, 12:35

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა

სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.

თენგიზ შარმანაშვილი

11 მაისი 2026, 11:52

პოლიტიკა

შარმანაშვილი: პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება იმეორებს ევრო ბიუროკრატიის ნარატივს, რევოლუციური პროპაგანდის ავანგარდობასაც აპირებენ

პოლონეთი მთლიანად გადაეშვა გლობალური რადიკალური დღის წესრიგის დამკვიდრების საქმეში. არც ერთხელ არ უცდია გაეგო, რა არგუმენტები გვქონდა ჩვენი სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვისათვის. პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება ერთი ერთზე იმეორებს ევრო ბიუროკრატიის ნარატივს და არც კი მოსვლია აზრად, მოდი გავარკვიოთ, რა ხდება, რა ადარდებს ამ ხალხს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, სოციალურ ქსელში.

11 მაისი 2026, 11:47

რეგიონი

ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული და მერი გაეცნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს, - ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გურამ როგავა

11 მაისი 2026, 11:44

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის პროპაგანდისტი გურამ როგავა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ დაასანქცირონ „იმედი“, „პოს ტვ“ და „რუსთავი 2“

„ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტი გურამ როგავა უკვე ღიად ითხოვს ქართული მედიის ნაწილის დასჯას და დასანქცირებას.

11 მაისი 2026, 11:33

მსოფლიო

საკრუიზო ლაინერიდან ევაკუირებულ ერთ-ერთ ამერიკელს ჰანტავირუსი დაუდასტურდა

შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ცნობით, ორივე მგზავრი იზოლირებულია. ოფიციალურად, საერთო ჯამში, გემზე ვირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა და გარდაცვალების ერთი ფაქტია დადასტურებული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფრომაციით, ვირუსის ხმელეთზე გავრცელების რისკი ძალიან დაბალია.

11 მაისი 2026, 11:27

საზოგადოება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 81 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მიმდინარე წლის 10 მაისს, ავსტრიის რესპუბლიკაში, მაუთჰაუზენის საერთაშორისო კომიტეტის მიწვევით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ეკატერინე ფაჩულია, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ბანაკის გათავისუფლებიდან 81 წლისთავს ეძღვნებოდა, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მეუფე იოანე

11 მაისი 2026, 11:25

საზოგადოება

მეუფე იოანე პატრიარქის არჩევაზე: უფალი როგორც განაგებს, ის იქნება. მეუფე შიო პატრიარქის გვერდით იყო, მისი კურთხევით მოქმედებდა

უფალი როგორც განაგებს, ის იქნება, - განუცხადა ჟურნალისტებს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ.

ილია ხინიკაძე

11 მაისი 2026, 11:22

საზოგადოება

დეკანოზი ილია ხინიკაძე: დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში არის ისტორიული მოვლენა. ვლოცულობთ, რომ ისეთი მამამთავარი გამოირჩეს, რომელიც გააგრძელებს მისი უწმინდესობის გზას

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში არის ისტორიული მოვლენა. ვლოცულობთ, რომ ისეთი მამამთავარი გამოირჩეს, რომელიც გააგრძელებს მისი უწმინდესობის გზას, - განაცხადა დეკანოზმა ილია ხინიკაძემ.

ედუარდ ფილიპი

11 მაისი 2026, 11:22

მსოფლიო

საფრანგეთის ყოფილი პრემიერი ედუარ ფილიპი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ცნობას Politico ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ედუარ ფილიპი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც გამოკითხვების ფავორიტი, ჯორდან ბარდელასა და მარინ ლე პენისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევას შეძლებს. არჩევნები საფრანგეთში მომავალ წელს გაიმართება.

მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა

11 მაისი 2026, 11:18

საზოგადოება

მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა: ისტორიული დღე გვაქვს. ეპოქალური მოვლენაა ეკლესიისა და საზოგადოების ცხოვრებაში, ვირჩევთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

ისტორიული დღე გვაქვს და ეპოქალური მოვლენაა ეკლესიის და საზოგადოების ცხოვრებაში , ვირჩევთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, - განაცხადა გორის და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

11 მაისი 2026, 11:18

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებულად არ ჩაითვლება, სანამ ქვეყნიდან გამდიდრებული ურანის მარაგს არ გაიტანენ

„ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებულად არ ჩაითვლება, სანამ ქვეყნიდან გამდიდრებული ურანის მარაგს არ გაიტანენ. ირანში ჯერ კიდევ არსებობს გამდიდრების ობიექტები, რომლებიც უნდა დაიშალოს. ჩვენ მისი დიდი ნაწილი დავასუსტეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არსებობს და სამუშაო ჯერ კიდევ გასაკეთებელია. გამდიდრებული ურანის ამოღების საუკეთესო გზა შეთანხმების მიღწევა იქნება. თუ არა, გეგმა ასეთია - შედიხარ და გამოგაქვს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

11 მაისი 2026, 11:17

საზოგადოება

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს. დარწმუნებული ვიყოთ, რომ პატრიარქი ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება

„ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს. დარწმუნებული ვიყოთ, რომ [პატრიარქი] ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება. არ ვიტყვი რისი ღირსიც ვართ, იმიტომ რომ შეიძლება დავისაჯოთ. ხომ ყველამ ვნახეთ პატრიარქს უდიდესი როლი აქვს საქართველოს ისტორიაში და აწმყოშიც“, - აღნიშნა გიგნაძემ.

11 მაისი 2026, 11:13

მსოფლიო

მედიაში ირანის მიერ აშშ-სთვის გაგზავნილი კონტრწინადადების შინაარსი გამოქვეყნდა

ამერიკული მედიის ცნობით, ვაშინგტონისთვის გაგზავნილ პასუხში თეირანი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის ეტაპობრივად გახსნის ინიციატივით გამოდის, თუმცა იმ პირობით, თუ შეერთებული შტატები ირანის პორტებს ბლოკადას მოუხსნის.

11 მაისი 2026, 11:07

რეგიონი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ოზურგეთში აბიტურიენტებს შეხვდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს.

11 მაისი 2026, 11:07

მსოფლიო

ტრამპის განცხადების შემდეგ, ნავთობი ისევ გაძვირდა

ნავთობი ისევ გაძვირდა. მას შემდეგ, რაც ომის დასრულებისთვის სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ ამერიკულ წინადადებაზე ირანის პასუხს დონალდ ტრამპმა „მიუღებელი“ უწოდა, ბარელი ნავთობის ღირებულებამ, საშუალოდ, 3 დოლარით მოიმატა.