11 მაისი 2026, 17:58 / სანდო წყარო

მაია ბითაძე: პარტიული ტელევიზიები ცდილობდნენ მეუფე შიოსთვის და ახლა უკვე პატრიარქისთვის შეექმნათ იმიჯი და რუსულ ძალებთან გაეიგივებინათ. სამარცხვინოა, არ შეიძლება ყველაფერს, რაც არ მოგწონს რუსული ეძახო, ვიხილეთ გაავებული კამპანია

მაია ბითაძე

მაია ბითაძე

პარტიული ტელევიზიები დღე და ღამე ცდილობდნენ მეუფე შიოსთვის და ახლა უკვე პატრიარქისთვის წინასწარ შეექმნათ იმიჯი და რუსულ ძალებთან გაეიგივებინათ. ძალიან სამარცხვინოა. არ შეიძლება ყველაფერი, რაც არ მოგწონს რუსულთან გააიგივო. ჩვენ ვიხილეთ გაავებული კამპანია. სამარცხვინო მესიჯები ისმოდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა ისე წარმოეჩინა, თითქოს მმართველი ძალა ცდილობდა პატრიარქის არჩევნებში ჩარევას. მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებამ თავად ნახა, რამდენად დამოუკიდებელი იყო პროცესი.

„რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის ძალიან სამარცხვინო კამპანია, რაშიც უცხოელი პოლიტიკოსებიც კი იყვნენ ჩართულები და მათი აზრით, საქართველოს მოსახლეობას უნდა გასჩენოდა აზრი იმის თაობაზე, რომ მართლმადიდებელი ეკლესია „შავბნელი ფორმატი“ არის ადამიანებზე ზემოქმედების. გაგახსენებთ მიხაილ როთს, რომელიც პირდაპირ აძაგებდა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას.

პარტიული ტელევიზიები დღე და ღამე ცდილობდნენ მეუფე შიოსთვის და ახლა უკვე პატრიარქისთვის წინასწარ შეექმნათ იმიჯი და რუსულ ძალებთან გაეიგივებინათ. ძალიან სამარცხვინოა. არ შეიძლება ყველაფერი, რაც არ მოგწონს რუსულთან გააიგივო. ჩვენ ვიხილეთ გაავებული კამპანია. სამარცხვინო მესიჯები ისმოდა.

ვიხილეთ გაავებული კამპანია თუნდაც გუშინ მათ ტელევიზიებში, სადაც სამარცხვინო მესიჯები ისმოდა, როგორც ახლა უკვე პატრიარქის მიმართ, ასევე, იყო მცდელობა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ზიანი მიეყენებინათ.

ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამ მავნე რიტორიკას პასუხი გასცა და თვალნათლივ აჩვენა მთელს მსოფლიოს მისი დამოკიდებულება მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მაშინ, როდესაც ჩვენ ვაცილებდით ილია მეორეს. მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორი კონსოლიდაცია შეუძლია ერს, რომლის დაქსაქსვას ძალიან ცუდად ცდილობდნენ, როგორც გარე ძალები, ასევე, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საკუთარი თავის დემოკრატიის შუქურად გასაღებას ცდილობს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით აირჩიეს.

ყველა სიახლე

12 მაისი 2026, 16:46

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.

ტიერი მარიანი

12 მაისი 2026, 16:30

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: საფრანგეთში ხალხს გადასახადების ფული არ აქვს, საერთაშორისო სიტუაცია შემაშფოთებელია, პანდემიის მსგავსი სიტუაციაც გვაქვს - ამ დროს რაზე ფიქრობს ეროვნული ასამბლეა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციას უყაროს კენჭი?

იცით, რა ვითარებაა საფრანგეთში? ხალხს გადასახადების ფული არ აქვს, საერთაშორისო სიტუაცია შემაშფოთებელია, ახალი პანდემიის მსგავსი სიტუაციაც გვაქვს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ მოსახლეობას და ამ დროს რაზე ფიქრობს ეროვნული ასამბლეა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციას უყაროს კენჭი? - განუცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკას“.

ტულსი გაბარდი

12 მაისი 2026, 16:27

მსოფლიო

New York Post: ტულსი გაბარდი საზღვარგარეთ განლაგებული 120-ზე მეტი ამერიკული ლაბორატორიის დაფინანსებას სწავლობს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი საზღვარგარეთ განლაგებული 120-ზე მეტი ლაბორატორიის საქმიანობას სწავლობს, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ამერიკელი გადამხდელების ფულით ფინანსდებოდნენ. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

ზვიად შალამბერიძე

12 მაისი 2026, 15:42

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ

სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

თენგიზ შარმანაშვილი

12 მაისი 2026, 15:39

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი გერმანიის ელჩზე: ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა

ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გერმანიის ელჩთან დაკავშირებით.

ნიკა გვარამია

12 მაისი 2026, 15:36

პოლიტიკა

ნიკა გვარამია სააკაშვილის პოსტზე: გასაგებია, რომ გვინდა ცვლილებები, მაგრამ რეალობა იმგვარია, როგორც არის და ყველანი ვცდილობთ ერთად, რომ ყველაფერი გამოგვივიდეს. მე არ ვარ დაბალი წარმოდგენის ქართულ ოპოზიციაზე

პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმაურება, რომელშიც ის ოპოზიციას აკრიტიკებს და ოპოზიციურ გაერთიანებას სტრატეგიას უწუნებს.

მიხეილ სააკაშვილი

12 მაისი 2026, 15:33

პოლიტიკა

სააკაშვილი: ახლა ცალ-ცალკე მოყელყელავე პარტიების და სინამდვილეში „ფეისბუქ კუტოკების“ ნაცვლად, საჭიროა დეცენტრალიზებული ჰორიზონტალური რადიკალური წინააღმდეგობის მოძრაობა

„ახლა ცალ-ცალკე მოყელყელავე პარტიების და სინამდვილეში „ფეისბუქ კუტოკების“ ნაცვლად, საჭიროა დეცენტრალიზებული ჰორიზონტალური რადიკალური წინააღმდეგობის მოძრაობა“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ;ში.

ზვიად შალამბერიძე

12 მაისი 2026, 15:22

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე პატრიარქ შიო III-თან დაკავშირებით ოპოზიციის კომენტარებზე: ფარისევლობა და ცილისწამება ყველა ქრისტიანი ადამიანისთვის არის უდიდესი ცოდვა. შენდობა მოსთხოვონ უფალს და ქართველ ერს

შიო III-ის არჩევაზე რიგი ოპოზიციონერების გამოხმაურებებს, რომლებიც ახალ პატრიარქსა და ეკლესიაზე შეტევად შეფასდა - ეხმიანებიან მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ეს განცხადებები იმ ანტიეროვნული საქმიანობის გაგრძელებაა, რომელსაც ეს ჯგუფი წლების განმავლობაში ეწევა.

პეტერ ფიშერი

12 მაისი 2026, 15:21

პოლიტიკა

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის სლოვაკეთში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას პასუხობს. ფიშერი პაპუაშვილის განცხადებას ცილისწამებად აფასებს. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სამწუხაროა ის, რაც ამ ერთმა ადამიანმა [ფიშერმა] ქართულ-გერმანულ ურთიერთობას გაუკეთა.

თენგიზ შარმანაშვილი

12 მაისი 2026, 15:14

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: შევთხოვოთ უფალს, რომ მისცეს პატრიარქს ძალა, რათა ამ ურთულეს საქმეში იყოს მხნედ

„ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი ვართ და შევთხოვოთ უფალს, რომ მისცეს მას ძალა, რათა ამ ურთულეს საქმეში იყოს მხნედ და წაუძღვეს ჩვენს მართლმმადიდებელ ეკლესიას სამომავლო გამოწვევებისა და სიკეთისკენ“, - განაცხადა შარმანაშვილამ.

შიო მესამე

12 მაისი 2026, 15:14

საზოგადოება

პატრიარქი: ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს, ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი

„რთულია, სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამასოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა, ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ, გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია“.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2026, 15:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ჩვენ ვიხილავთ ახლა ნიაღვარს ზიზღისა, რომელიც აუცილებლად წამოვა სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიის წინააღმდეგ. კარგად დავაკვირდეთ, რომელ დედაქალაქებში დადიან, რომელ ელჩებს ართმევენ ხელს

ჩვენ ვიხილავთ ახლა ნიაღვარს ზიზღისა, რომელიც აუცილებლად წამოვა სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.

12 მაისი 2026, 15:09

სამართალი

პროკურატურამ 1 004 798 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 1 004 798 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ზურაბ აბაშიძე

12 მაისი 2026, 15:08

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე: დღეს არის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე. სიმბოლურია, რომ სწორედ დღევანდელ დღეს მოხდა პატრიარქის აღსაყდრება

„დღეს, როდესაც არის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, სიმბოლურია, რომ სწორედ დღევანდელ დღეს მოხდა პატრიარქის აღსაყდრება“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო III-ის სვეტიცხოვლის ტაძარში ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ

შიო მესამე

12 მაისი 2026, 15:07

საზოგადოება

შიო მესამე: გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის

„ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ, ერთი ორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი. რთულია, სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამასოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა, ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ, გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია“.

ანდრია ჯაღმაიძე

12 მაისი 2026, 15:06

საზოგადოება

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქი შიო მესამე სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრებს 17 მაისისთვის მიიღებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ახალი პატრიარქი - შიო მესამე სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრებს 17 მაისისთვის მიიღებს.

ანდრია ჯაღმაიძე

12 მაისი 2026, 15:04

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ერთად ვმუშაობდით კათოლიკოს-პატრიარქობის სხვადასხვა კანდიდატის ჯგუფები, რომ ყველაფერი ისეთი ყოფილიყო, რომელიც სანიმუშო იქნებოდა როგორც ეკლესიისთვის, ასევე, ერის ხალხისთვის

კათოლიკოს-პატრიარქობის სხვადასხვა კანდიდატის ჯგუფები, რომ ყველაფერი ისეთი ყოფილიყო, რომელიც სანიმუშო იქნებოდა როგორც ეკლესიებისთვის, ასევე, ერის ხალხისთვის, - განუცხადა მცხეთაში ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანრია ჯაღმაიძემ.

12 მაისი 2026, 15:02

საზოგადოება

პატრიარქი: ქვეყნის ხვალინდელი დღე ჩვენი შვილები არიან. ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გამსჭვალული მოქალაქეები ჰყავდეს ქვეყანას

გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია. საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ.

12 მაისი 2026, 14:55

ეკონომიკა

შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება: გამოვხატავთ მზადყოფნას საცალო რეალიზაციის ქსელებთან ერთად ვიმუშაოთ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად

კომპანია გამოხატავს მზაობას, საცალო რეალიზაციის ქსელებთან ერთად იმუშაოს პროექტის წარმატებით განსახორციელებლად.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2026, 14:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: ჩვენ ვიცით, რომ ის აქედან პირდაპირ გადის პენსიაზე, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ის ვეღარ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც ეს სამწუხაროდ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში შეძლო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება პეტერ ფიშერის განცხადებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს ცილისწამებაში ადანაშაულებს. პაპუაშვილის თქმით, პირობა, რომლის მიხედვითაც ფიშერი საქართველოში ელჩის სტატუსით დაბრუნდა, რომ ასეთი თავდასხმები ელჩის მხრიდან აღარ იქნებოდა, დარღვეულია როგორც ელჩის, ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან.