გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ფოტო: საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოს პარლამენტში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ცაგარეიშვილს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე მოუსმინეს.
ანგარიშის წარდგენისას მინისტრის მოადგილემ სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, მიღწეულ შედეგებსა და დასაქმების მიმართულებით არსებულ პროგრესზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებში 2025 წელს მოქალაქეთა მომართვიანობა 59 %-ით გაიზარდა.
ყურადღება ასევე გამახვილდა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე. 2025 წელს სააგენტომ სწავლება 58 ყველაზე მოთხოვნად პროფესიაში დააფინანსა. პროგრამის ფარგლებში სააგენტო 30-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო კოლეჯთან თანამშრომლობდა, ხოლო სხვადასხვა სასწავლო კურსში 3000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო.
როგორც ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, კურსდამთავრებულთა 67 % უკვე დასაქმებულია. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთანაც. 2025 წლის განმავლობაში სააგენტომ 800-ზე მეტ დამსაქმებელთან ითანამშრომლა, ხოლო სისტემაში 14 600-ზე მეტი ვაკანსია განთავსდა. დამსაქმებელთან 4,684 სამუშაოს მაძიებელი გადამისამართდა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე თემატურ კომიტეტზეა დაგეგმილი.
ყველა სიახლე
11 მაისი 2026, 22:39
მსოფლიო
უკრაინული მედია: 100 მილიონი დოლარის ღირებულების კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით საქმეზე ანდრიი ერმაკს ბრალი წარუდგინეს
ერმაკის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა 100 მილიონი დოლარის ღირებულების კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო ბირთვულ მონოპოლისტ „ენერგოატომს“ უკავშირდება.
11 მაისი 2026, 22:17
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის ელჩ ოლივიე კურტოს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძემ და ოლივიე კურტომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და მიმდინარე ერთობლივ პროგრამებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განიხილეს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები. ყურადღება გამახვილდა კლინიკურ სექტორზეც. საუბარი შეეხო მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებსაც, რომლებიც დღეს საქართველოში ოპერირებენ.
11 მაისი 2026, 22:12
მსოფლიო
Fox News: ტრამპი სერიოზულად განიხილავს ნაბიჯს ვენესუელის 51-ე შტატად გადასაქცევად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ვენესუელის ანექსიას შეეცდება. მან Fox News-ს განუცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს ნაბიჯს ამ ქვეყნის აშშ-ის 51-ე შტატად გადასაქცევად.
11 მაისი 2026, 22:08
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: რადიკალური ოპოზიცია უტევს ყველაფერს, რაც უდრის ქვეყნის იდენტობას და სარწმუნოებას - ეს არის უმორალო, უსამშობლო ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც ყველაფერს ებრძვიან, რაც ქვეყნისთვის ღირსეულია
„როდესაც ქვეყნის იდენტობას შეარყევ და შეეცდები, რწმენაში მყოფ ადამიანში რწმენა შეარყიო, ის ადვილად სამართავია. ესენი ამ ფორმულით მოქმედებენ. მაგრამ, მათ არ იციან, ან იციან და არ უნდათ რომ გაიაზრონ ის ისტორია და გზა, რაც ჩვენმა ქვეყანამ საუკუნეების განმავლობაში გამოიარა“.
11 მაისი 2026, 22:06
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: მსურს ნულამდე დავიყვანო ამერიკული ფინანსური მხარდაჭერა, ჩვენს სამხედრო თანამშრომლობაში არსებული ფინანსური კომპონენტი
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ათი წლის განმავლობაში ისრაელი აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერაზე აღარ იქნება დამოკიდებული.
11 მაისი 2026, 22:00
პოლიტიკა
დავით ფაცაცია ისრაელის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე დავით ფაცაციამ, მინისტრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა და სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების მხარდაჭერასა და სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
11 მაისი 2026, 21:55
საზოგადოება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ასევე გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობაც. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა როგორც პროფესიული განათლების დიპლომი, ასევე სრული ზოგადი განათლების ატესტატი, რაც უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.
11 მაისი 2026, 21:53
საზოგადოება
ჩეხეთის ელჩი: ვულოცავ სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს - ვუსურვებ მას სიბრძნეს, ძალასა და წინამძღოლობას მის წმინდა მისიაში
ვულოცავ სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს, ვუსურვებ მას სიბრძნეს, ძალასა და წინამძღოლობას მის წმინდა მისიაში, - განაცხადა საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ კუბერნატმა.
11 მაისი 2026, 21:52
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
„სხდომაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ მიმართულებებს, მათ შორის, ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას. დეტალურად განიხილეს, თუ რა ნაბიჯებია დაგეგმილი აღნიშნული მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში, ასევე, იმსჯელეს აღმასრულებელი რგოლის მიგნებებსა და შეფასებებზე“.
11 მაისი 2026, 21:46
საზოგადოება
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი: დაე, უფალმა აკურთხოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების ახალი ეტაპი და ატაროს იგი ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზით
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს არჩევას ულოცავს.
11 მაისი 2026, 21:42
რეგიონი
განვითარებაზე ორიენტირებული კურორტი - აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ინფრასტრუქტურის მინისტრმა კონტრაქტორ კომპანიებს პროექტის დასრულებისთვის მკაცრი ვადები განუსაზღვრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზის რეაბილიტაციაა.
11 მაისი 2026, 21:32
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: განვიხილეთ ეკონომიკური მონაცემები, რომელიც ტრადიციულად, საბედნიეროდ, ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე მზარდია. თუნდაც, ეს კვარტალი რომ განვიხილოთ, ეკონომიკური ზრდა უკვე წინა წელზე მეტია
განვიხილეთ ეკონომიკური მონაცემები, რომელიც ტრადიციულად, საბედნიეროდ, ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე მზარდია. თუნდაც, ეს კვარტალი რომ განვიხილოთ, ეკონომიკური ზრდა უკვე წინა წელზე მეტია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
11 მაისი 2026, 21:28
საზოგადოება
კირცხალია: ილია მეორის ცხოვრებაშივე შიო მუჯირის გამორჩევა ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო - მხნეობა და სულიერი სიმტკიცე შიო მესამეს იმ დიდ პასუხისმგებლობაში, რომელიც წმინდა სინოდმა მიანიჭა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიოს lll -ს გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას, რომელიც მას წმინდა სინოდმა დღეს მიანიჭა, - განაცხადა მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალია უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
11 მაისი 2026, 21:16
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძემ თენგიზ ასათიანს 80 წლის იუბილე მიულოცა
პროფესორი თენგიზ ასათიანი ქართული მედიცინის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში ემსახურებოდა მეან-გინეკოლოგიის განვითარებას და ახალგაზრდა ექიმების აღზრდას. იგი არის საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის წევრი.
11 მაისი 2026, 21:12
რეგიონი
12 მაისიდან ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზაზე მოძრაობა აღდგება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის კმ1-კმ6 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2026 წლის 3 მაისიდან, კმ0+800-ზე მარცხენა მხარეს არსებული ჩამსვლელი პანდუსი დროებით ჩაკეტილი იყო.
11 მაისი 2026, 21:09
საზოგადოება
ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა მისალოცი წერილი გაუგზავნა მის უწმინდესობა შიოს
მიტროპოლიტმა ტიხონმა, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის (OCA) წინამძღოლმა, ორშაბათს ოფიციალური მისალოცი წერილი გაუგზავნა მის უწმინდესობა შიოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მისი არჩევის შემდეგ.
11 მაისი 2026, 21:03
საზოგადოება
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მისალოცი წერილი გაუგზავნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მისალოცი წერილი გაუგზავნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს.
11 მაისი 2026, 21:02
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია დაკავებულ სპეცრაზმელებზე: უნდა გვახსოვდეს რა არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომ კანონი ყველასთვის უზენაესია - ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელად ვემხრობით
„როდესაც მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ინიშნებოდა, მან ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გააჟღერა დანაპირები, რომელიც ეხებოდა იმ სპეცრაზმელების დაკავებას, რომელთაც გადაცდომა მოუვიდათ და რომელი გადაცდომაც შემდეგ ჩვენს ღია თუ ფარულ მტრებს წლების განმავლობაში ხელზე ჰქონდათ დახვეული“.
11 მაისი 2026, 20:58
საზოგადოება
თბილისის მერია პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
მერიის ინფორმაციით, მოქალაქეები მუნიციპალური ავტობუსებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე, ქვეყნის 142-ე პატრიარქის ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ კი ისევ რესპუბლიკის მოედნამდე იმგზავრებენ.


