12 მაისი 2026, 16:30 / სანდო წყარო

ტიერი მარიანი: საფრანგეთში ხალხს გადასახადების ფული არ აქვს, საერთაშორისო სიტუაცია შემაშფოთებელია, პანდემიის მსგავსი სიტუაციაც გვაქვს - ამ დროს რაზე ფიქრობს ეროვნული ასამბლეა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციას უყაროს კენჭი?

ტიერი მარიანი

ტიერი მარიანი

იცით, რა ვითარებაა საფრანგეთში? ხალხს გადასახადების ფული არ აქვს, საერთაშორისო სიტუაცია შემაშფოთებელია, ახალი პანდემიის მსგავსი სიტუაციაც გვაქვს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ მოსახლეობას და ამ დროს რაზე ფიქრობს ეროვნული ასამბლეა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციას უყაროს კენჭი? - განუცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკას“.

ევროპარლამენტარი ასე ეხმაურება საფრანგეთის პარლამენტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას.

ტიერი მარიანი აღნიშნავს, რომ ეს რეზოლუცია ევროკავშირს ჰგავს და ქვეყნის შიდასაქმეებში ჩარევაა.

„ძალიან გამიკვირდა, რომ საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციისთვის. იცით, რა ვითარებაა საფრანგეთში? ხალხს გადასახადების ფული არ აქვს, საერთაშორისო სიტუაცია შემაშფოთებელია, ახალი პანდემიის მსგავსი სიტუაციაც გვაქვს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ მოსახლეობას და ამ დროს რაზე ფიქრობს ეროვნული ასამბლეა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციას უყაროს კენჭი? ეს ყოველივე ძალიან უცნაურია. მოგვაგონებს ევროკავშირს.

ახლა გვყავს მთავრობა, რომელსაც არ აქვს უმრავლესობა. ძალიან ვამაყობ, რომ პარტია, რომელმაც უარი თქვა ამ რეზოლუციის მხარდაჭერაზე არის ჩემი პარტია ანუ მარინ ლე პენის პენის პარტია. ჩვენმა პარტიამ უარი თქვა, რომ ხმა მიეცა ამ რეზოლუციისთვის, რადგან რეალურად ეს რეზოლუცია ევროკავშირისას ჰგავს, რომელთაც მთავრობის შეცვლა სურთ. არც ევროკავშირმა და არც საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ არ უნდა მისცეს ხმა ქართველების ნაცვლად. პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის არჩევანს. თქვენ გაქვთ უმრავლესობა და ევროკავშირმა და საფრანგეთმაც ამ უმრავლესობასთან უნდა ითანამშრომლოს.

გაოგნებული ვარ, რომ საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობამ სხვა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ მისცა ხმა. ცხადია, ეს არის ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევა. საფრანგეთში ბევრი პრობლემა გვაქვს. საქართველო კი ყველასთვის მეგობრული სახელმწიფოა. როცა დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ აფიქსირებ პოზიციას, ცხადია ეს არის ჩარევა. წარმოიდგინეთ, საქართველოს მთავრობამ რომ მხარი დაუჭიროს რეზოლუციას, რომ ფრანგებმა მაკრონი უნდა გადააყენონ - ცხადია, ეს იქნება ჩარევა და ყველა ფრანგი გაოგნებული იქნება ასეთი რეზოლუციით. ეს არის ცალსახა ჩარევა. ყველა აცნობიერებს, რომ ევროკავშირს და ზოგიერთი ქვეყნის უმრავლესობას საქართველოში მთავრობის შეცვლა სურს”, - განაცხადა ტიერი მარიანიმ.

საფრანგეთის პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში წერია, რომ გმობენ საქართველოში ავტორიტარულ გადახრას, აკრიტიკებენ ქვეყანაში მიღებულ კანონებს და ითხოვენ სანქციებს. სიტყვით გამოსვლისას, მომხსენებელმა მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე ილაპარაკა. სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილიც.

ყველა სიახლე

12 მაისი 2026, 17:19

საზოგადოება

ისრაელის საელჩო საქართველოში და ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას ულოცავენ

ისრაელის საელჩო საქართველოში და ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას ულოცავენ.

12 მაისი 2026, 17:15

მსოფლიო

CNN: აშშ-მა სტრატეგიული მარაგიდან 53 მილიონი ბარელი ნავთობი გამოუშვა

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა სტრატეგიული სანავთობო მარაგიდან 53,3 მილიონი ბარელის მოცულობის ნავთობი თავისუფალ მიმოქცევაში გამოუშვა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

12 მაისი 2026, 17:14

საზოგადოება

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკავშირი გულითადად ულოცავს შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას, გვჯერა, თქვენი უწმინდესობის სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და აღსაყდრებას ულოცავს.

12 მაისი 2026, 17:01

მსოფლიო

DW: გერმანიაში 2024 წლის იანვრის შემდეგ ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ირანში ომის გამო ნავთობზე ფასის მკვეთრმა მატებამ გერმანიაში ინფლაციის საერთო დონის ზრდა გამოიწვია. ინფორმაციას DW ავრცელებს.

12 მაისი 2026, 16:48

მსოფლიო

უკრაინაში 10 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით ყოფილ ვიცე-პრემიერსა და კიდევ ხუთ ადამიანს ბრალი წაუყენეს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, 460 მილიონი უკრაინული გრივნის ოდენობის (10 მილიონ დოლარზე მეტი) კორუფციულ საქმესთან დაკავშირებით, ექვს პირს, მათ შორის ყოფილ ვიცე-პრემიერს ბრალი წაუყენეს.

12 მაისი 2026, 16:46

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.

ტულსი გაბარდი

12 მაისი 2026, 16:27

მსოფლიო

New York Post: ტულსი გაბარდი საზღვარგარეთ განლაგებული 120-ზე მეტი ამერიკული ლაბორატორიის დაფინანსებას სწავლობს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი საზღვარგარეთ განლაგებული 120-ზე მეტი ლაბორატორიის საქმიანობას სწავლობს, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ამერიკელი გადამხდელების ფულით ფინანსდებოდნენ. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

ზვიად შალამბერიძე

12 მაისი 2026, 15:42

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ

სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

თენგიზ შარმანაშვილი

12 მაისი 2026, 15:39

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი გერმანიის ელჩზე: ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა

ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გერმანიის ელჩთან დაკავშირებით.

ნიკა გვარამია

12 მაისი 2026, 15:36

პოლიტიკა

ნიკა გვარამია სააკაშვილის პოსტზე: გასაგებია, რომ გვინდა ცვლილებები, მაგრამ რეალობა იმგვარია, როგორც არის და ყველანი ვცდილობთ ერთად, რომ ყველაფერი გამოგვივიდეს. მე არ ვარ დაბალი წარმოდგენის ქართულ ოპოზიციაზე

პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმაურება, რომელშიც ის ოპოზიციას აკრიტიკებს და ოპოზიციურ გაერთიანებას სტრატეგიას უწუნებს.

მიხეილ სააკაშვილი

12 მაისი 2026, 15:33

პოლიტიკა

სააკაშვილი: ახლა ცალ-ცალკე მოყელყელავე პარტიების და სინამდვილეში „ფეისბუქ კუტოკების“ ნაცვლად, საჭიროა დეცენტრალიზებული ჰორიზონტალური რადიკალური წინააღმდეგობის მოძრაობა

„ახლა ცალ-ცალკე მოყელყელავე პარტიების და სინამდვილეში „ფეისბუქ კუტოკების“ ნაცვლად, საჭიროა დეცენტრალიზებული ჰორიზონტალური რადიკალური წინააღმდეგობის მოძრაობა“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ;ში.

ზვიად შალამბერიძე

12 მაისი 2026, 15:22

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე პატრიარქ შიო III-თან დაკავშირებით ოპოზიციის კომენტარებზე: ფარისევლობა და ცილისწამება ყველა ქრისტიანი ადამიანისთვის არის უდიდესი ცოდვა. შენდობა მოსთხოვონ უფალს და ქართველ ერს

შიო III-ის არჩევაზე რიგი ოპოზიციონერების გამოხმაურებებს, რომლებიც ახალ პატრიარქსა და ეკლესიაზე შეტევად შეფასდა - ეხმიანებიან მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ეს განცხადებები იმ ანტიეროვნული საქმიანობის გაგრძელებაა, რომელსაც ეს ჯგუფი წლების განმავლობაში ეწევა.

პეტერ ფიშერი

12 მაისი 2026, 15:21

პოლიტიკა

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის სლოვაკეთში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას პასუხობს. ფიშერი პაპუაშვილის განცხადებას ცილისწამებად აფასებს. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სამწუხაროა ის, რაც ამ ერთმა ადამიანმა [ფიშერმა] ქართულ-გერმანულ ურთიერთობას გაუკეთა.

შიო მესამე

12 მაისი 2026, 15:14

საზოგადოება

პატრიარქი: ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს, ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი

„რთულია, სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამასოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა, ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ, გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია“.

თენგიზ შარმანაშვილი

12 მაისი 2026, 15:14

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: შევთხოვოთ უფალს, რომ მისცეს პატრიარქს ძალა, რათა ამ ურთულეს საქმეში იყოს მხნედ

„ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი ვართ და შევთხოვოთ უფალს, რომ მისცეს მას ძალა, რათა ამ ურთულეს საქმეში იყოს მხნედ და წაუძღვეს ჩვენს მართლმმადიდებელ ეკლესიას სამომავლო გამოწვევებისა და სიკეთისკენ“, - განაცხადა შარმანაშვილამ.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2026, 15:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ჩვენ ვიხილავთ ახლა ნიაღვარს ზიზღისა, რომელიც აუცილებლად წამოვა სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიის წინააღმდეგ. კარგად დავაკვირდეთ, რომელ დედაქალაქებში დადიან, რომელ ელჩებს ართმევენ ხელს

ჩვენ ვიხილავთ ახლა ნიაღვარს ზიზღისა, რომელიც აუცილებლად წამოვა სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.

12 მაისი 2026, 15:09

სამართალი

პროკურატურამ 1 004 798 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 1 004 798 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ზურაბ აბაშიძე

12 მაისი 2026, 15:08

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე: დღეს არის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე. სიმბოლურია, რომ სწორედ დღევანდელ დღეს მოხდა პატრიარქის აღსაყდრება

„დღეს, როდესაც არის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, სიმბოლურია, რომ სწორედ დღევანდელ დღეს მოხდა პატრიარქის აღსაყდრება“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო III-ის სვეტიცხოვლის ტაძარში ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ

შიო მესამე

12 მაისი 2026, 15:07

საზოგადოება

შიო მესამე: გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის

„ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ, ერთი ორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი. რთულია, სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამასოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა, ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ, გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია“.