17 მაისი 2026, 19:48 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას - იქ სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, ეროვნული თვითშეგნებაც და თავად სახელმწიფოც

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ აღავლინა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.

„საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას - იქ სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, ეროვნული თვითშეგნებაც და თავად სახელმწიფოც. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არა ერთი განსაცდელი გამოვიარეთ - ომები, შემოსევები, იმპერიების ზეწოლა, სარწმუნოების, ენისა და იდენტობის წაშლის მცდელობები, მაგრამ ქართველმა ხალხმა შეძლო საკუთარი თავის შენარჩუნება და ეს უპირველეს ყოვლისა ქართულმა ოჯახმა შეძლო. ოჯახმა, რომელმაც თაობიდან თაობას გადასცა რწმენა, სიყვარული, სამშობლოს ერთგულება და წინაპართა პატივისცემა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ეს თარიღი მხოლოდ რელიგიური მოვლენა არ არის. ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების საფუძველი. ქრისტიანობამ ქართველ ხალხს მისცა ის სულიერი ღერძი, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში გაგვაერთიანა, გაგვაძლიერა და გადაგვარჩინა. სწორედ, ქრისტიანულმა ფასეულობებმა ჩამოაყალიბა ქართული ოჯახის მოდელი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთ პატივისცემაზე, სიყვარულზე, თანადგომაზე, პასუხისმგებლობაზე, სადაც იზრდება მომავალი თაობა, სადაც ბავშვი პირველად სწავლობს რა არის სამშობლო, სიკეთე, ღირსება, შრომა და ერთმანეთის პატივისცემა. დღეს, როდესაც მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავიცვათ ის ფასეულობები, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება, როდესაც ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად, როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს.

„ქართული ოჯახი ყოველთვის იყო არა მხოლოდ სოციალური ერთეული, არამედ ეროვნული გადარჩენის ინსტიტუტი. სწორედ, ოჯახმა გადაარჩინა ქართული ენა, ქართული სიმღერა, ტრადიციები, ქრისტიანული რწმენა და ეროვნული მეხსიერება. ამიტომ, ჩვენი ვალია მომავალ თაობას გადავცეთ არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, არამედ სულიერად მტკიცე საქართველო, ქვეყანა, რომელიც საკუთარი ისტორიას იცნობს, საკუთარ ფასეულობებს უფრთხილდება და მომავალს სწორედ ამ საფუძველზე აშენებს.

ამ დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენს წმინდა პატრიარქ ილია II-ს, რომელმაც 17 მაისი აქცია ერის მთლიანობის, მისი უმთავრესი ფასეულობების, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ.
ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ღმერთი ფარავდეს ქართულ ოჯახს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახლად არჩეული პატრიარქის პირველ საპატრიარქო წირვას ესწრებოდნენ საქართველოში საგანგებოდ ჩამოსული მსოფლიო საპატრიარქოსა და სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

სადღესასწაულო წირვის პარალელურად, ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე ტრადიციული ლოცვითი მსვლელობა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღეს.
სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისული მრევლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა.

შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საყოველთაო შეკრება და მსვლელობა საქართველოს 10 ქალაქში გაიმართა.

17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღედ, 2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა.

ყველა სიახლე

17 მაისი 2026, 20:30

საზოგადოება

17 მაისი ასმაგად საპასუხისმგებლოა. საპასუხისმგებლოა, როგორც მრევლისთვის ასევე ეკლესიისთვის და ახალი კათოლიკოს პატრიარქისთვის. შიო მესამის გვერდით დღეს მთელი საქართველო იდგა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

2026 წლის 17 მაისი ასმაგად საპასუხისმგებლოა. საპასუხისმგებლოა, როგორც მრევლისთვის ასევე ეკლესიისთვის და ახალი კათოლიკოს პატრიარქისთვის. შიო მესამის გვერდით დღეს მთელი საქართველო იდგა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნაზე საუბრისას.

17 მაისი 2026, 19:04

საზოგადოება

საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა. ფოტოგალერეა

საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა - ქვეყნის 10 ქალაქში მსვლელობები გაიმართა. თბილისში მსვლელობა ქაშვეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართა და მასში მოქალაქეებთან და სასულიერო პირებთან ერთად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

17 მაისი 2026, 18:56

რეგიონი

აჭარაში ფრიდონ ხალვაშის 101 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად, ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი ყვავილებით შეამკო.

ცოტნე ანანიძე

17 მაისი 2026, 18:48

რეგიონი

ცოტნე ანანიძე: ფრიდონ და ზაზა ხალვაშებმა დაგვიტოვეს ოჯახური და ეროვნული საგანძური, მემკვიდრეობა, რომელიც თაობებს გადაეცემა

პოეტი და საზოგადო მოღვაწე - ფრიდონ ხალვაში გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს: აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა - გიორგი ცინცაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ - ვანო მაისურაძემ.

17 მაისი 2026, 18:27

საზოგადოება

ოჯახის სიწმინდის დღე ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში აღინიშნა

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი სამადლობელი პარაკლისი შესრულდა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მანამდე, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები და სასულიერო პირები და ლოცვისა და გალობის თანხლებით სვეტიცხოველში გადაინაცვლეს. მათი თქმით, 17 მაისი ოჯახური ღირებულებების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის სიმბოლოა, რომელიც მომავალ თაობას უნდა გადაეცეს.

კაია კალასი

17 მაისი 2026, 18:20

მსოფლიო

კაია კალასი: აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს გახლეჩილი ევროპა ურჩევნიათ

„მათ არ მოსწონთ ევროკავშირი, ეს სრულიად ნათელი. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რატომ არ მოსწონთ მათ ევროკავშირი; რატომ არ მოსწონს ჩინეთს, რატომ არ მოსწონს რუსეთს. ეს იმიტომ ხდება, რომ თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, თუ ერთობლივად ვიმოქმედებთ, მაშინ ჩვენ ვართ თანაბარი ძალის მქონე და ძლიერები“, - თქვა კალასმა კვირას, ტალინში გამართულ ლენარტ მერის კონფერენციაზე.

17 მაისი 2026, 17:59

რეგიონი

გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღნიშნეს

სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი აღდგომის საკათედრო ტაძარში შეიკრიბა. მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.

ოჯახის სიწმინდის დღე

17 მაისი 2026, 17:50

რეგიონი

ქუთაისში მრავალრიცხოვანი ლოცვითი მსვლელობა გაიმართა

ცენტრალურ მოედანზე, ბაგრატ მესამისა და დავით აღმაშენებლის ტაძრებთან შეკრებილი მრევლი მსვლელობით გაემართა ბაგრატის საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანემ სამადლობელი პარაკლისი შეასრულა.

17 მაისი 2026, 17:35

რეგიონი

რუსთავში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა გაიმართა

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღესრულა, რის შემდეგაც ტრადიციული სახალხო მსვლელობა მოეწყო.

ალექს სააბი და ნიკოლას მადურო

17 მაისი 2026, 17:24

მსოფლიო

ნიკოლას მადუროს ყოფილი მინისტრი ალექს სააბი ვენესუელიდან აშშ-შია ექსტრადირებული

„დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გათვალისწინებით, რომ კოლუმბიის აღნიშნული მოქალაქე მონაწილეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულში, რაც საყოველთაოდ ცნობილი და ფართოდ განხილვადი ფაქტია“, - აღნიშნულია მიგრაციის სამსახურის განცხადებაში.

თეა ახვლედიანი

17 მაისი 2026, 17:18

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: ოჯახის სიწმინდის დღე ნიშნავს ერთგულებას, თანადგომას, სიყვარულს. ოჯახის სიყვარულისგან და სიძლიერისგან იწყება საზოგადოების ერთობა და ქვეყნის მიმართ ერთგულება და სიყვარული

ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დღეა; რა თქმა უნდა, ეს დღე განასახიერებს იმ ტრადიციებს, ფასეულობებს, იმ ღირებულებებს, რაც, როგორც ხედავთ, აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას და მომავალშიც განამტკიცებს მას, დარწმუნებული ვარ, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.

ჯორჯია მელონი

17 მაისი 2026, 17:05

მსოფლიო

ჯორჯია მელონიმ კვიპროსში ვიზიტი მოდენაში მომხდარი ტრაგედიის გამო გააუქმა, სადაც ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა

16 მაისს, მოდენის ცენტრში, ავტომობილის მძღოლი დიდი სიჩქარით შეეჭრა ფეხით მოსიარულეთა ჯგუფში. ინციდენტის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. სამი მათგანის რეანიმირება ადგილზევე გახდა საჭირო, ორ დაშავებულს კი ფეხების ამპუტაცია დასჭირდა.

მარიამ ქვრივიშვილი

17 მაისი 2026, 16:30

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, ყველამ გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ჩვენი ოჯახური ღირებულებების გაფრთხილებას და გაძლიერებას

მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ჩვენი ოჯახური ღირებულებების გაფრთხილებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძე

17 მაისი 2026, 16:11

საზოგადოება

გივი მიქანაძე: დღევანდელი დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ტრადიციები გრძელდება და ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს ღირსეულად გადავცეთ ეს ყველაფერი

მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, ოჯახის სიწმინდის დღე, მშობლების პატივისცემის დღე. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველოში გრძელდება ტრადიციები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ჩვენი ვალია, რომ მომავალ თაობებს ღირსეულად გადავცეთ ეს ყველაფერი, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.

მეუფე შიო

17 მაისი 2026, 15:46

საზოგადოება

შიო მესამე: თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, როგორიც მაგალითად აბორტია, ასეთ საფუძველზე ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი. ასეთი ოჯახი განწირულია, რადგან, როგორც ბიბლიიდან ვიცით, „მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის“

თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც მაგალითად არის აბორტი, მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი. ასეთი ოჯახი განწირულია იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ბიბლიიდან ვიცით, „მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის“ და პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება იმიტომ, რომ ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილებისთვის სიტყვით მიმართვისას.

შიო მესამე

17 მაისი 2026, 15:38

საზოგადოება

შიო მესამე: ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის - ეს არის თავგანწირული სიყვარული

მადლიერებით ვიხსენებთ ილია მეორეს, რომელმაც ეს დღე დაგვიწესა და მის მიერ დაარსებულ საყოველთაო ნათლობებს, რამაც ასე შეუწყო ხელი ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიის გაუმჯობესებას, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილებისთვის სიტყვით მიმართვისას. მისი თქმით, ეს ტრადიცია აუცილებლად გაგრძელდება.

17 მაისი 2026, 15:27

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: ოჯახის სიწმინდის დღე იმ უდიდეს ღირებულებებს აერთიანებს, რაც ქვეყნის ერთიანობის საფუძველია

რუსთავში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, მასშტაბური მსვლელობა მოეწყო. მსვლელობაში, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა ოჯახებთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა მიიღეს მონაწილეობა.

შიო მესამე

17 მაისი 2026, 15:22

საზოგადოება

შიო მესამე: მადლი მოგვცეს უფალმა, რომ ვიღვაწოთ ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ

მადლი მოგვცეს უფალმა, რომ ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება ოჯახის დაცვის და შენარჩუნების, - ასე მიმართა საქართველოს პატრიარქმა შიო მესამემ სამების ტაძრის ეზოში შეკრებილებს.

17 მაისი 2026, 15:20

მსოფლიო

ჯანმომ კონგოსა და უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა კონგოს დედაქალაქ კინშასაში, რომელიც აფეთქების ეპიცენტრიდან (აღმოსავლეთ პროვინცია იტური) დაახლოებით 1000 კილომეტრითაა დაშორებული.