შალვა პაპუაშვილი: იქით ვასწავლით ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა და ადამიანის უფლებები. უნდა მოვიცილოთ გარედან ძალით მოხვეული კომპლექსი, თითქოს მოწაფეები ვართ და კლასის დამრიგებლებად გვყვანან ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ვისურვებდი, რომ ბრიუსელის ჩინოვნიკები ევროკავშირში ადამიანის უფლებების მდგომარეობას სერიოზულად მიუდგნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებების მდგომარეობა ევროკავშირში, რაც ეხება გამოხატვის თავისუფლებას, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა კოპენჰაგენში აქციის დარბევაზე საუბრისას.
მისი თქმით, კოპენჰაგენი არ არის ცალკეული გამონაკლისი - იგივე სურათი ვიხილეთ ბერლინში, პარიზში, სხვა დედაქალაქებში მშვიდობიანი მიტინგების დარბევის დროს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კოპენჰაგენში „განსაკუთრებული ბრუტალურობით“ აქციის დარბევა გამოძიებული იყოს, დამნაშავეები კი დაისაჯონ.
პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დანიას ადამიანის უფლებების დარღვევის ისტორია აქვს და მაგალითად გრენლანდიაში მომხდარი ფაქტები (მოსახლეობის იძულებით სტერილიზაცია და ოჯახებიდან ბავშვების გატაცების სოციალური ექსპერიმენტი) მოიყვანა. მისი თქმით, ზოგიერთი გრენლანდიელი პოლიტიკოსი ამ სისტემას გენოციდად აფასებს, თუმცა დღემდე ეს შემთხვევები არ არის გამოძიებული და არც არავინ დასჯილა.
„სამწუხაროა, როდესაც ასეთი ქვეყნიდან წარმომადგენლები შემდეგ სხვებს ესაუბრებიან რაიმე სტანდარტებზე. და ბოლოს, ჩვენ უნდა გავითავისუფლოთ თავი იმ კომპლექსებისგან, რომლებსაც წლების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ მოეხვიათ ქართველი ხალხისთვის, თითქოს ჩვენ ვართ მეორეხარისხოვანი ერი, ბოლომდე არგანვითარებული ერი, თითქოს დანიამ თუ გერმანიამ უნდა გვასწავლოს როგორია სწორი ცხოვრება, როგორია სწორი ევროპელობა, როგორ არის სწორად ქვეყნის შენება. იქით ვასწავლით ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა და ადამიანის უფლებები, ამიტომ უნდა მოვიცილოთ ეს გარედან ძალით მოხვეული კომპლექსი, რომ ჩვენ თითქოს მოწაფეები ვართ და კლასის დამრიგებლებად გვყვანან ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებსაც გენოციდთან გათანაბრებული დანაშაულები აქვთ ჩადენილი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და დღემდე არ აქვთ ეს საკითხები გამოძიებული და არავინაა დასჯილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
20 მაისი 2026, 12:17
მსოფლიო
სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებისა და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავების შეთანხმებას მოაწერეს ხელი
პეკინში სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა. ამის შემდეგ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა 20-ზე მეტ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, მათ შორის პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული კოორდინაციის შემდგომი გაძლიერებისა და „კეთილმეზობლური და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ.
20 მაისი 2026, 12:13
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: მთავრობა „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და სამართლებრივი რეაგირების“ სამმართველოს ქმნის. ეს სამსახური ადრე რომ შექმნილიყო, გვარამიას რეიტინგი დღეს ფსკერზე არ იქნებოდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება მთავრობის გადაწყვეტილებას, სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და მასზე რეაგირების სამმართველოს შექმნის შესახებ.
20 მაისი 2026, 12:01
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანსა და პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად, ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანს - დირკ რამაეკერსს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
20 მაისი 2026, 11:53
საზოგადოება
თბილისის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს პერიოდში, ღამის საათებში მოწესრიგდება
დედაქალაქის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს პერიოდში, ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
20 მაისი 2026, 11:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სტრასბურგში საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო დაემარცხებინა ბრიუსელი, რომელიც ცდილობდა ჩვენთან სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა. ეს არის კიდევ ერთი მხილება, რომ სიძულვილის ენა სრულად ითესება გარედან
სტრასბურგში საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო დაემარცხებინა ბრიუსელი, რომელიც ცდილობდა ჩვენთან სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა. ეს არის კიდევ ერთი მხილება, რომ სიძულვილის ენა სრულად ითესება გარედან,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
20 მაისი 2026, 11:49
პოლიტიკა
პაპუაშვილი ბრიტანეთის მიერ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტზე: ეს ნიშნავს რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც პირდაპირ ითხოვდა, რომ საქართველოში არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები
ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, თუ რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა, რომ საქართველოში არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
20 მაისი 2026, 11:45
კულტურა
„რიკი და მორტის“ მიხედვით სრულმეტრაჟიან მულტფილმს გადაიღებენ
ჯერჯერობით უცნობია, თუ რაზე იქნება სრულმეტრაჟიანი ფილმი და გეგმავენ თუ არა მის დამზადებას მხოლოდ სტრიმინგებისთვის, თუ კინოგაქირავებაშიც გაუშვებენ.
20 მაისი 2026, 11:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ის, რომ სიძულვილის, ზიზღის ენა არ იყოს საზოგადოების დისკუსიის დროს ლექსიკის ნაწილი, წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკისა და ემოციების საკითხს, არამედ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი
ის, რომ სიძულვილის, ზიზღის ენა არ იყოს საზოგადოების დისკუსიის დროს ლექსიკის ნაწილი წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკის და ემოციების საკითხს, არამედ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
20 მაისი 2026, 11:43
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მეგობრული ურთიერთობები მაქვს. რუსეთი ზესახელმწიფოა და მას პატივი უნდა ვცეთ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მას რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მეგობრული ურთიერთობები აქვს.
20 მაისი 2026, 11:39
საზოგადოება
N96 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
ჩუღურეთის რაიონში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე N96 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.
20 მაისი 2026, 11:29
სამართალი
,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ზოდები, ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო ჯამში: 543 გრამი) და არადეკლარირებული ნაღდი ფული კერძოდ, 48 200 აშშ დოლარი და 85 000 რუსული რუბლი აღმოაჩინეს.
20 მაისი 2026, 11:29
საზოგადოება
კახა კალაძე: ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეებთან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გვეყოლება
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე პრეტენდენტებთან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.
20 მაისი 2026, 11:27
ჯანდაცვა
თბილისის მერიამ „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დააფინანსა
„ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დაფინანსდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
20 მაისი 2026, 11:24
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მსგავსებაც კი არ არის იმ სასტიკ სისტემასთან, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც 21 000 პატიმარი ჰყავდა და 310 000 მოქალაქე გაატარეს პრობაციის მარწუხებში. მოსახლეობის 10% გამოცხადებული ჰყავდათ კრიმინალად
ჩვენ ვნახეთ, რომ კვლავ ბრიუსელის პროპაგანდისტების კამპანია, რომელიც გაჩაღდა მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რაც არის უმარტივესი ტყუილი და მანიპულაცია. მსჯავრდებულთა რაოდენობა, რომელშიც შედიან არა მხოლოდ მსჯავრდებულები, არამედ ყველა, ვისზეც სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, არის 22 000, თუმცა პატიმრების რაოდენობა არის 8700, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ალტ ინფოს“ წევრების განცხადებებზე საუბრისას, რომლებიც ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებულ პატიმართა რაოდენობას გადააჭარბა დღეს არსებულმა პატიმრების რაოდენობამ.
20 მაისი 2026, 11:24
კულტურა
რუსთაველის ეროვნულ თეატრში, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გვაქვს უთვალავი ფერითა“ გაიმართა
რუსთაველის ეროვნულ თეატრში, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გვაქვს უთვალავი ფერითა“ გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
20 მაისი 2026, 11:21
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკოსების, თუ აქტივისტების ეს მარგინალური ჯგუფი მხოლოდ ერთი რამით არის დაინტერესებული - რამენაირად ასიამოვნონ უცხოელებს, რომლებიც მათ დაკვეთებს აძლევენ
პოლიტიკოსების, თუ აქტივისტების ეს მარგინალური ჯგუფი მხოლოდ ერთი რამით არის დაინტერესებული - რამენაირად ასიამოვნონ უცხოელებს, რომლებიც მათ დაკვეთებს აძლევენ, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით ჩინეთში იმყოფება.
20 მაისი 2026, 11:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ჩინეთში ვიზიტზე: ჩინეთის ხელისუფლებას და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად იდენტური მიდგომა, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას უნდა დაუბრუნდეს ყველა ქვეყანა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპი უნდა იყოს მთავარი
ის ფაქტი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი არის ჩინეთში, ხაზს უსვამს ამ ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და ქვეყნებს შორის ურთიერთობის ისტორიულად მაღალ დონეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩინეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
20 მაისი 2026, 11:10
მსოფლიო
AXIOS: მოკავშირეებთან უთანხმოების მიუხედავად, ტრამპი საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საფრანგეთში ივნისში გაიმართება. ინფორმაციას AXIOS-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 მაისი 2026, 11:00
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა
მინისტრმა საქართველოში განხორციელებულ ჯანდაცვის რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობის 95%-ზე მეტს აქვს.


