04 ივნისი 2026, 08:31 / სანდო წყარო

დავით მათიკაშვილი: საქართველო არის მზად შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის, ხოლო გაფუჭებული ურთიერთობა არის დამსახურება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებისა, რაც იყო საქართველოსთან მიმართებით

დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

საქართველო არის მზად შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

ის ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას საქართველოს შესახებ, რომელიც მან კონგრესში გამოსვლისას გააკეთა.

„ხოლო გაფუჭებული ურთიერთობა, სამწუხაროდ, არის დამსახურება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებისა, რაც იყო საქართველოსთან მიმართებით. შესაბამისად, უსამართლო დამოკიდებულებით გაფუჭებული ურთიერთობა სამართლიანი დამოკიდებულებით უნდა გამოკეთდეს და გაუმჯობესდეს და ეს ასეც იქნება, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუკი ურთიერთობა იქნება სამართლიანი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება“. „ჩვენ მივიღეთ რამდენიმე პოზიტიური გამოხმაურება და ამიტომ, ჩვენი იმედია, რომ ვიხილავთ ტრაექტორიის ცვლილებას საქართველოს შემთხვევაში იმ მდგომარეობიდან, სადაც ის დღეს იმყოფება", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ყველა სიახლე

04 ივნისი 2026, 09:45

კულტურა

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა

კონცერტში მონაწილეობდნენ სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდი და საფესტივალო ორკესტრი, დირიჟორ სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.

შიო ხეცურიანი

04 ივნისი 2026, 09:42

ეკონომიკა

„არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი Swissôtel Kobuleti Beach Resort-ზე: ეს იქნება გამორჩეული პროექტი არა მხოლოდ აჭარის რეგიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის

„არქის“ გენერალური დირექტორი ქობულეთში ახალი პროექტის - Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ვახტანგ ლომჯარია

04 ივნისი 2026, 09:27

ეკონომიკა

ვახტანგ ლომჯარია: დღეს იხსნება თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი, რომელსაც ეწვევიან სტუმრები 20-მდე ქვეყნიდან, ჯამში ველოდებით 1000-მდე სტუმარს, რომლებიც იმსჯელებენ მდგრადი განვითარების საკითხებზე

დღეს თბილისის მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე რეგიონული ფორუმი გაიხსნება. ორი დღის განმავლობაში განიხილავენ როგორც გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, ისე ეკონომიკურ საკითხებს. თბილისში იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები.

აბას არაღჩი

04 ივნისი 2026, 09:19

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა იმ ობიექტებს დაარტყეს, რომლებსაც შეერთებული შტატები სამოქალაქო გემებზე თავდასხმებისთვის იყენებდა

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა იმ ობიექტებს შეუტიეს, რომლებსაც შეერთებული შტატები სამოქალაქო გემებზე თავდასხმებისთვის იყენებდა. ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

04 ივნისი 2026, 09:16

სამართალი

აშშ-ისა და კანადის ვიზებზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე ხუთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, კიდევ ოთხი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ვიზებზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთაგან ხუთს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე კიდევ ოთხი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. გახსნილ ორგანიზებულ დანაშაულებზე საქართველომ მადლობა შეერთებული შტატებისგან მალევე მიიღო.

თამარ ჩერგოლეიშვილი

04 ივნისი 2026, 09:03

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანი რომ დაწინაურდეს, ყველაფერზე უნდა უქნიოს მიშას თავი. მიშას წინააღმდეგ თუ წავიდა, ის წინ ვერ წავა

„ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაში დაპირისპირება გრძელდება. თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს, ამავდროულად კი აღიარებს, რომ ოპოზიციაში ავტოკრატიაა. ანი წითლიძე სააკაშვილს იცავს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებას კი მწვავედ აფასებს „გირჩი“.

ტოდ ბლანში

04 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

ABC News: ტრამპი აშშ-ის გენპროკურორის თანამდებობაზე ტოდ ბლანშის წარდგენას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ტოდ ბლანშის წარდგენას გეგმავს. ინფორმაციას ABC News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თორნიკე ჭეიშვილი

04 ივნისი 2026, 08:46

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: მათ დააგვიანდათ დასკვნების გაკეთება თუნდაც, ბოიკოტის წამგებიანობასთან დაკავშირებით. ისინი თავის დროზე წავიდნენ პოლიტიკურ ვა ბანკზე - დღეს უკვე ლაპარაკი იმის შესახებ, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო თუ არასწორი, დაგვიანებულია

მათ დააგვიანდათ შესაბამისი დასკვნების გაკეთება თუნდაც, ბოიკოტის წამგებიანობასთან დაკავშირებით, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

გიორგი ვოლსკი

04 ივნისი 2026, 08:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი რუბიოს განცხადებაზე: იმას, რომ ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორია უნდა შეიცვალოს, სრულიად ვეთანხმებით და ეს ყველაფერი კარგად იყო ასახული იმ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა საქართველოში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ

თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გზავნილს აფასებენ. მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელი გახდება. პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი ეთანხმება პოზიციას, რომ ურთიერთობის ტრაექტორია უნდა შეიცვალოს.

04 ივნისი 2026, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 4 ივნისს საქართველოში

4 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

დონალდ ტრამპი

04 ივნისი 2026, 02:13

მსოფლიო

ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ ძალაშია და ირანთან მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რეგიონში განხორციელებული ბოლო დარტყმების მიუხედავად, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში რჩება, და დასძინა, რომ მოლაპარაკებებმა „ძალიან კარგად“ ჩაიარა.

04 ივნისი 2026, 01:39

მსოფლიო

წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპისთვის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგრძელების საშუალებას აძლევდა

„რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებადმა წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპისთვის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგრძელების საშუალებას აძლევდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

04 ივნისი 2026, 01:16

მსოფლიო

Reuters: ათასობით ალბანელი გამოვიდა ტირანის ქუჩებში იმ სამშენებლო პროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული კომპანიის მიერ იგეგმება

სამშაბათს საღამოს ათასობით ალბანელი გამოვიდა ტირანის ქუჩებში იმ სამშენებლო პროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული კომპანიის მიერ იგეგმება ადრიატიკის ზღვის სანაპიროს ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ნაწილში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პასკალ ლოტასი

04 ივნისი 2026, 00:51

პოლიტიკა

პასკალ ლოტასი: საქართველოს სჭირდება ფოკუსირება იმაზე, თუ რა არის კარგი საქართველოსთვის. სხვები იტყვიან, რომ ეს ეგოისტურია, მაგრამ ახლა დრო არის გონივრული სუვერენიტეტის, რომ მოხდეს დეესკალაცია და თქვენი ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს

საქართველოს სჭირდება ფოკუსირება იმაზე, თუ რა არის კარგი საქართველოსთვის. სხვები იტყვიან, რომ ეს ეგოისტურია, მაგრამ ახლა დრო არის გონივრული სუვერენიტეტის, რომ მოხდეს დეესკალაცია და თქვენი ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს, -

პეტერ მადიარი

04 ივნისი 2026, 00:40

მსოფლიო

მადიარი: უნგრეთი კვლავ ეწინააღმდეგება ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას - თუ უკრაინა მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში წარმატებით დახურავს გაწევრიანების 33-ვე თავს, უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინის გაწევრიანებას იურიდიულად სავალდებულო რეფერენდუმის საფუძველზე

სულ რაღაც სამ კვირაში ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც ვიქტორ ორბანმა და მისმა მთავრობამ ათი წლის განმავლობაში ვერ შეძლეს - ჩვენ მივაღწიეთ ყოვლისმომცველ შეთანხმებას უკრაინასთან უნგრული უმცირესობის 100 000-ზე მეტი წევრის ენობრივი, საგანმანათლებლო, კულტურული და პოლიტიკური უფლებების გაფართოების შესახებ, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

პასკალ ლოტასი

04 ივნისი 2026, 00:25

პოლიტიკა

პასკალ ლოტასი: ბრიუსელში უზარმაზარი ბანერი კიდია, რომელსაც აწერია - დემოკრატია. ამავე დროს, ის ადამიანები, რომლებმაც ჩამოკიდეს ეს ბანერი, თრგუნავენ არჩევნებს რუმინეთში, მხარს უჭერენ საქართველოში ანტისამთავრობო პროტესტებს

ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს, რომ მეორე ფრონტი გახდნენ რუსეთის წინააღმდეგ და ნატოს ალიანსი ცდილობს, საქართველოს მოტივაციას, რომ დაივხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს, რომ მეორე ფრონტი გახდნენ რუსეთის წინააღმდეგ და ნატოს ალიანსი ცდილობს, საქართველოს მოტივაციას, რომ დაიკავოს მეტად ანტირუსული პოზიციები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა პასკალ ლოტასმა.

04 ივნისი 2026, 00:02

პოლიტიკა

გლენ დისენი: საქართველომ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო 2008 წელს, ახლა ხედავთ რა ხდება უკრაინაში - საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა

საქართველომ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო 2008 წელს, ახლა ხედავთ რა ხდება უკრაინაში, საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა.

03 ივნისი 2026, 23:54

პოლიტიკა

პასკალ ლოტასი: გერმანელები ამბობენ, რომ 2030 წლისთვის რუსეთთან ომისთვის მზად ვიქნებითო. ეს სიგიჟეა, გვჭირდება დიპლომატია, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ვხედავთ, რომ პირიქით ხდება

გერმანელები ამბობენ, რომ 2030 წლისთვის რუსეთთან ომისთვის მზად ვიქნებითო, ეს სიგიჟეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა პასკალ ლოტასმა.

გიორგი ვოლსკი

03 ივნისი 2026, 23:41

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გამოვიდა და თქვა, უკრაინა არის ლაბორატორიაო. ამაზე მეტი რაღა უნდა თქვან კიდევ, რომ დავინახოთ, ჩვენ რაც არ უნდა ცუდი ბალანსი გვქონდეს მხარდამჭერებსა და შემომტევებს შორის, ერთადერთი სწორი გზა ავირჩიეთ

ერთადერთი გზა, რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ ჩვენი ხალხი დაიცვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.