05 ივნისი 2026, 08:14 / სანდო წყარო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ჯამში 68 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რეზოლუციის მოწინააღმდეგე ქვეყნების რეკორდულად მცირე რაოდენობა, 8 დაფიქსირდა.

საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს და მისი მიზნებიდან გამომდინარე, ჰუმანიტარული ხასიათისაა. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე.

რეზოლუცია, ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

ბოლო წლებში ხსენებული რეზოლუცია გლობალურ ინიციატივად ჩამოყალიბდა, რადგან თანაავტორთა რიგებს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ათეულობით ქვეყანა უერთდება [აღნიშნული მაჩვენებელი წელს 4-ით გაიზარდა და 68 შეადგინა]. რეზოლუციის თანაავტორობა მათ შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევაში.

რეზოლუციის განხილვისას, 4 ივნისს, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროკავშირმა, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ (კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით), უკრაინამ და იაპონიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ყველა სიახლე

მაკა ბოჭორიშვილი

05 ივნისი 2026, 09:12

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე აშშ საკმაოდ მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი. სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი არის დემონსტრირება იმ დამოკიდებულების, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით

სახელმწიფო მდივნის მოადგილის მკაფიო გზავნილები, რომლებიც საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გაჟღერდა, საგარეო საქმეთა მინისტრისთვის იმედის მომცემია. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების უფრო მეტად განვითარების წინაპირობაა.

სერგეი ლავროვი

05 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

სერგეი ლავროვი: ბაიდენის ომი უკვე ტრამპის ომი გახდა

ბაიდენის ომი უკვე ტრამპის ომი გახდა. ასე აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამერიკელი კოლეგის მარკო რუბიოს მიერ გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მხარდაჭერის შესახებ.

ჯაფრი საქსი

05 ივნისი 2026, 08:50

პოლიტიკა

ჯეფრი საქსი: მე ძალიან მაშფოთებს ევროკავშირის ჩარევა სამხრეთ კავკასიაში, ეს უკიდურესად სახიფათო თამაშია, რაც აბსოლუტურად აცდენილია ევროკავშირის მისიას

თბილისის მდგრადი განვითარების ფორუმზე ჯეფრი საქსი სიტყვით გამოვიდა. პროფესორმა, გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე ილაპარაკა და აქცენტი ევროკავშირის პოლიტიკაზე გააკეთა.

მაკა ბოჭორიშვილი

05 ივნისი 2026, 08:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო არის მზად აშშ-სთან ჰქონდეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული შინაარსიანი ურთიერთობები, ჩვენ ვხედავთ მათი მხრიდან განწყობას, რომ ეს არის მიღწევადი

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორივე მხრიდან იმისათვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში იყოს დანახული, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

ლევან მახაშვილი

05 ივნისი 2026, 08:28

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: არსებობს აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლებების პოლიტიკური ნება ურთიერთობების გადატვირთვის და ამ ნებას წინ ვერაფერი დაუდგება

არსებობს აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლებების პოლიტიკური ნება ურთიერთობების გადატვირთვის, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

05 ივნისი 2026, 08:08

პოლიტიკა

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2026, 02:27

მსოფლიო

ტრამპი: შესანიშნავი იქნებოდა, ზელენსკი და პუტინი მოლაპარაკებებისთვის თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს - ორივე მათგანი ძალიან კარგი ადამიანია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, თუ რას ფიქრობს ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილზე კრემლის ლიდერისადმი. მან თავისი მოსაზრება ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს გაუზიარა.

05 ივნისი 2026, 01:56

პოლიტიკა

ბრაზილიამ გაეროში დევნილთა შესახებ რეზოლუციაზე თავი შეიკავა, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბრაზილიის მისიის წარმომადგენელმა განმარტა ქვეყნის პოზიცია იმ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს ეხება.

05 ივნისი 2026, 01:45

პოლიტიკა

ისრაელმა გაეროში დევნილთა შესახებ რეზოლუციის კენჭისყრისას თავი შეიკავა, თუმცა საქართველოს სუვერენიტეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ მორიგი რეზოლუციის კენჭისყრისას ისრაელმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ისრაელის მისიის წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ იერუსალიმის პრინციპული პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უცვლელი რჩება.

05 ივნისი 2026, 01:28

პოლიტიკა

გაეროში უკრაინის მისიის წარმომადგენელი: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სრულად შეასრულოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ვალდებულებები - რუსეთის ოკუპაცია კვლავაც ხელს უშლის დევნილებსა და ლტოლვილებს საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებაში

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის მისიის წარმომადგენელმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრა და ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

05 ივნისი 2026, 01:16

პოლიტიკა

გაეროში გაერთიანებული სამეფოს მისიის წარმომადგენელი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს თავისი უკანონო ყოფნა საქართველოში, დატოვოს ოკუპირებული რეგიონები და სრულად შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები

გაეროში გაერთიანებული სამეფოს მისიის წარმომადგენელმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსზე ისაუბრა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრიდან 18 წელი გავიდა, თუმცა მოსკოვი კვლავ აგრძელებს უკანონო ქმედებებს, რაც კონფლიქტის ხანგრძლივად გაჭიანურებას უწყობს ხელს.

05 ივნისი 2026, 00:54

პოლიტიკა

გაეროში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი: ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით

ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

იან პრაუდი

05 ივნისი 2026, 00:41

პოლიტიკა

იან პრაუდი: ეს რომ მომხდარიყო ჩემს ქვეყანაში, უცხოელი ელჩი გამოსულიყო და ეთქვა, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს, რადგან პროტესტი მიდის პარლამენტის გარეთ, ყველა გაზეთში იქნებოდა მოთხოვნა, რომ ეს ელჩი გაეწვიათ

ეს რომ მომხდარიყო ჩემს ქვეყანაში, უცხოელი ელჩი რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს იმიტომ, რომ პროტესტი მიდის პარლამენტის გარეთ, ყველა გაზეთში იქნებოდა მოთხოვნა, რომ ეს ელჩი გაეწვიათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

იან პრაუდი

05 ივნისი 2026, 00:39

პოლიტიკა

იან პრაუდი: თუ გააკრიტიკებ იმას, რომ 21 მილიარდ ფუნტს ურიცხავს ბრიტანეთი უკრაინას ომისთვის, რომელიც ანგრევს ქვეყანას და უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, დაგადანაშაულებენ, რომ კრემლის რუპორი ხარ. შეიძლება დაგაპატიმრონ და კონტრტერორიზმის პოლიციამ დაგკითხოს რადიკალური იდეებისთვის. ეს ყველაფერი გვაქცევს ახალ საბჭოთა კავშირად

თუ გააკრიტიკებ იმას, რომ 21 მილიარდ ფუნტს ურიცხავს ბრიტანეთი უკრაინას ომისთვის, რომელიც ანგრევს ქვეყანას და უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, დაუყოვნებლივ დაგადანაშაულებენ იმისთვის, რომ კრემლის რუპორი ხარ. შეიძლება დაგაპატიმრონ ქვეყანაში, რომ ჩახვალ და კონტრტერორიზმის პოლიციამ დაგკითხოს რადიკალური იდეებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა კითხვაზე: თუ რა მდგომარეობა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში.

მაკა ბოჭორიშვილი

05 ივნისი 2026, 00:31

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს რეზოლუციაზე: მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

იან პრაუდი

05 ივნისი 2026, 00:27

პოლიტიკა

ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი: ევროპული და ბრიტანული ელიტებისთვის საქართველო გახლავთ პაიკი ჭადრაკის დაფაზე. რაღაც ზარალიც რომ მიაყენონ რუსეთს, ესეც საკმარისია და არ აინტერესებთ შედეგები საქართველოს მოსახლეობისთვის, უკრაინის მოსახლეობისთვის

ევროპული ელიტებისთვის, ბრიტანული ელიტებისთვის საქართველო გახლავთ პაიკი ჭადრაკის დაფაზე. რაღაც ზარალიც, რომ მიაყენონ რუსეთს ესეც საკმარისია და არ აინტერესებთ შედეგები საქართველოს მოსახლეობისთვის, უკრაინის მოსახლეობისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

05 ივნისი 2026, 00:21

პოლიტიკა

ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი: არასდროს მსმენია, რომ ჩავიდა ელჩი და გააკრიტიკა საჯაროდ ქვეყნის ხელისუფლება. ეს არის ნათელი ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში

არასდროს მსმენია, რომ ჩავიდა ელჩი და გააკრიტიკა საჯაროდ ქვეყნის ხელისუფლება. ეს არის ნათელი ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

იან პრაუდი

05 ივნისი 2026, 00:12

პოლიტიკა

ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი: გული მტკივა, რომ ევროპა ცდილობს სანქციების მეშვეობით საქართველოზე წნეხი აწარმოოს, რომ ისეთ ომში ჩაითრიოს საქართველო, რომლის დასრულებას ყველა ცდილობს

გული მტკივა, რომ ევროპა ცდილობს სანქციების მეშვეობით საქართველოზე წნეხი აწარმოოს, რომ ისეთ ომში ჩაითრიოს საქართველო, რომლის დასრულებას ყველა ცდილობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

ლევან მახაშვილი

04 ივნისი 2026, 23:59

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ასობით ათას ადამიანს, რომელიც გახდა ომის მსხვერპლი, ექნება საშუალება დაუბრუნდეს მამა-პაპისეულ სახლებს

იმედი გვაქვს, რომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ასობით ათასობით ადამიანი, რომელიც გახდა ომის მსხვერპლი, ექნებათ საშუალება, რომ დაუბრუნდნენ მამა-პაპისეულ სახლებს, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.