ნანა კაკაბაძე: საქართველო „კავკასიური ცარცის წრის” ბავშვის როლში აღმოჩნდა, რომელსაც აქეთ-იქით ექაჩებიან დასავლეთი და რუსეთი მისი მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო. ასეთ სიტუაციაში მართებულად გამოიყურება ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომელიც მკვეთრად არ უპირისპირდება რუსეთს და ამავე დროს დასავლეთისგან მოითხოვს საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემას
ნანა კაკაბაძე
ფოტო: Facebook
ჩვენი ხელისუფლების აშშ-სთან ურთიერთობების „დალაგების“ პირველივე ნიშნებმა, უკიდურესად შეაშფოთა ე.წ პროდასავლელები, დემოკრატების ქურქში გახვეული ჩვენი ნეო "ლიბერალ-პატრიოტები“. უკვე მერამდენედ გაიშიფრა და გამოჩნდა, რომ რაც სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის, ის საზიანო და სახიფათოა ამ „ლიბერალ-პატრიოტების“ პოლიტიკური მიზნებისთვის, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
იგი საქართველოსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას “კავკასიურ ცარცის წრეს” ადარებს და არნიშნავს, რომ საქართველოს აქეთ-იქით ექაჩებიან დასავლეთი და რუსეთი მისი მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო.
„კავკასიური ცარცის წრე
ბოლო პერიოდში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაში როგორც კი გარკვეული პერსპექტივები გამოიკვეთა, მაშინვე ამუშავდა საქართველოში ჩაბუდებული, უცხო ქვეყნების მიერ მართული, რადიკალური ოპოზიცია და მათი ლობისტი მამა-მარჩენალი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.
ისინი თურმე „შეაშფოთა“ და "აღაშფოთა", იმ ფაქტმა, რომ საქართველოში ერთის მხრივ ჩინეთის და რუსეთის რეზიდენტურა მუშაობს, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი ხელისუფლება ირანს რევერანსებით ესაუბრება.
ტრივიალური ჭეშმარიტებაა, ის რომ გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოთი დაინტერესებული უკლებლივ ყველა ქვეყანა შეძლებისდაგვარად ცდილობს აქ საკუთარი რეზიდენტების ქსელი შექმნას. ამაში გასაოცარი თითქოსდა არაფერია,
მაგრამ საინტერესო და მრავლის მთქმელია ის ფაქტი, რომ ჩვენი ხელისუფლების აშშ-სთან ურთიერთობების „დალაგების“ პირველივე ნიშნებმა, უკიდურესად შეაშფოთა ე.წ პროდასავლელები, დემოკრატების ქურქში გახვეული ჩვენი ნეო "ლიბერალ-პატრიოტები“.
უკვე მერამდენედ გაიშიფრა და გამოჩნდა, რომ რაც სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის, ის საზიანო და სახიფათოა ამ „ლიბერალ-პატრიოტების“ პოლიტიკური მიზნებისთვის.
სიმბოლურია ისიც, რომ დროში დაემთხვა საქართველოს ოპოზიციისა და რუსეთის საგარეო სამინისტროს შეშფოთება, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე ასვლის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნაცვლად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა, საუბარია ჩვენი ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, მარია ზახაროვამ სწორედ ასეთ დროს განაცხადა:
"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ბრიუსელის მხრიდან დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით, მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას და საფრთხეს შეუქმნის ახლობლებს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებას, რომლებიც საქართველოში და რუსეთში ცხოვრობენ - მათ შეიძლება დაკარგონ ერთმანეთის ნორმალურად მონახულების შესაძლებლობა. გარდა ამისა, საქართველოს მოუწევს შეურთდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ ენერგეტიკულ ემბარგოს და დაკარგოს შეღავათიან სავაჭრო რეჟიმი რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან, რომლებიც მისთვის მთავარი საექსპორტო ბაზრებია.“
ამ განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი ზახაროვა ასე გამოეხმაურა გულბაათ რცხილაძის თბილისში დაპატიმრებას: “ის ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საჯაროდ და გულწრფელად, დამალვის გარეშე მხარს უჭერს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოებების დაძლევას, მხარს უჭერს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას… ის ყველა კონტაქტს ღიად, ოფიციალურად ახორციელებდა, მაგრამ ის დააკავეს რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს საჯარო სივრცეში რუსოფობიის მონიტორინგის პროექტი დააანონსა… რა თქმა უნდა, არ შეიძლება მისი ბედი არ გვაღელვებდეს”.
ანუ, საქართველო “კავკასიური ცარცის წრის” ბავშვის როლში აღმოჩნდა, რომელსაც აქეთ-იქით ექაჩებიან დასავლეთი და რუსეთი მისი მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო.
ასეთ სიტუაციაში დღეს მართებულად გამოიყურება ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომელიც მკვეთრად არ უპირისპირდება რუსეთს და ამავე დროს დასავლეთისგან მოითხოვს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის პატივისცემას, რამაც ასახვა უნდა ჰპოვოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთხელსაყრელ შეთანხმებებში და არა საქართველოს ოროსანი მოწაფის პოზიციით წარმოჩენაში, რომელიც თურმე დასავლეთის ქვეყნებისგან გაკიცხვასა და სასჯელს იმსახურებს.
დღეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არის დაბალანსებული და მისაღები. არავინ იცის, რა იქნება ხვალ.
სომხეთში 7 ივნისს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების, აშშ-ისრაელი ირანთან ომის და უკრაინის კრიზისის დასრულების შედეგები ბევრწილად განსაზღვრავენ იმას, იქნება თუ არა შესაძლებელი საქართველოსთვის შედარებითი ნეიტრალიტეტის შენარჩუნება თუ საჭირო გახდება პოლიტიკური პოზიციის მკვეთრად დაფიქსირება ერთი ან მეორე ძალის სასარგებლოდ.
მიუხედავად იმისა, ჩვენ რა სურვილები გვაქვს და გვექნება, უახლოეს მომავალში შექმნილი პოლიტიკური ვითარება გვიჩვენებს, რომელ მხარეს გადახრის შემთხვევაში დაემუქრება საქართველოს უფრო მეტი საფრთხე და როგორი პოლიტიკით შეინარჩუნებს ის სტაბილურად განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას.
ასეთ ვითარებაში გადაწყვეტილების მიღება ბეწვის ხიდზე გავლას დაემსგავსება, ვინაიდან არასწორად გადადგმული მკვეთრი ნაბიჯის შედეგი, შეიძლება სწორედ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის არაფორმალური ან ფორმალური დაკარგვა იყოს", - წერს ნანა კაკაბაძე.
ყველა სიახლე
11 ივლისი 2026, 15:05
თავდაცვა
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. მონაწილეებს კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა, წარმატებები უსურვა და კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
11 ივლისი 2026, 15:04
პოლიტიკა
ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამართლებენ ალეკო ელისაშვილს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამართლებენ ელისაშვილის ქმედებას, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ტერორიზმის მცდელობის ფაქტზე. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში თუ მედიების მიერ გაშუქებულ ამბებში ისინი ელისაშვილს სოლიდარობას უცხადებენ.
11 ივლისი 2026, 14:54
მსოფლიო
Bloomberg: თურქეთი S-400-ების მესამე ქვეყანაში გადაცემაზე რუსეთის დათანხმებას ცდილობს, რათა ამერიკული F-35-ები შეიძინოს
თურქეთი ცდილობს, რუსეთისგან მიიღოს თანხმობა მოსკოვისგან შეძენილი S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მესამე ქვეყნისთვის გადაცემაზე. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 14:52
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი ვარდენ მაჭავარიანზე: შსს-მ ეკლესიაზე მიშარდვის გამო ესტონეთის და უკრაინის მოქალაქე დააჯარიმა და ამ პოპულისტმა ნაცმა, ისე, რომ არაფერი იცოდა, თქვა, რუსები არიანო. როგორი გულის ამრევია ნაცის ჰაბიტუსი, ტყუილი და პოპულიზმი რომ არის მათი მთავარი ნიშან-თვისება
ამ პატარა პოპულისტმა ნაცმა, როდესაც ვიდეო ნახა, რომელშიც ორი ტურისტი ეკლესიას აშარდავდა, გამოხტა ეგრევე და ისე, რომ არაფერი იცოდა - აპრიორი რუსები არიან და ხელისუფლების ბრალია, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი ვარდენ მაჭავარიანის განცხადების შესახებ, სადაც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე ამბობს, „ორი რუსი აშარდავდა ეკლესიას”.
11 ივლისი 2026, 14:50
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: კარგად დავინახეთ, რაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს რადიკალებმა - აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი და კიდევ ერთი პირია მიცემული პასუხისგებაში
რადიკალები აქტიურად გამოიყენებდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც, თუკი ამისი საშუალება მათ მიეცემოდათ, მაგრამ აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას.
11 ივლისი 2026, 14:26
სამართალი
ბექა ჭულუხაძის ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი: იგი თავს უდანაშაულოდ ცნობს. გავივლი კონსულტაციას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, დავგეგმავთ სამოქმედო გეგმას და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ
დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძე საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყვანილი. უფლებადამცველს იგი ჯერ არ მოუნახულებია.
11 ივლისი 2026, 14:19
პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე: რაც შეეხება განაჩენს, ეს არის სასამართლო სისტემის პრეროგატივა და მე არ ვარ უფლებამოსილი, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო
რაც შეეხება განაჩენს, ეს არის სასამართლო სისტემის პრეროგატივა და მე არ ვარ უფლებამოსილი, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან ალეკო ელისაშვილის განაჩენთან დაკავშირებით.
11 ივლისი 2026, 14:18
მსოფლიო
Euronews: ევროპარლამენტმა Chat Control 1.0 „უკანა კარის“ გავლით მიიღო
ევროპარლამენტმა Chat Control 1.0, ანუ პირადი მიმოწერების მასობრივი სკანირების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 14:10
თავდაცვა
დაჭრილი მებრძოლების კვირეული გრძელდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული.
11 ივლისი 2026, 14:02
რეგიონი
რუსთავში დღეს „ოქსიგენ ფესტი - 2026“ იხსნება
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და მისი სტუმრებისთვის, საფესტივალო კარი, 11 ივნისს, 19:00 საათიდან, გაიხსნება.
11 ივლისი 2026, 13:59
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ. როგორც KIU-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
11 ივლისი 2026, 13:52
მსოფლიო
რუმინეთმა შავ ზღვაში ხუთი საზღვაო დრონი გაანადგურა
რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის რადუ მირუცეს განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში ხუთი საზღვაო დრონი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 13:48
რეგიონი
ბათუმის მერია ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 13 ივლისიდან 17 ივლისამდე , ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდება ე.წ. ბონი-გოროდოკის, ურეხისა და ჭაობის დასახლების ნაწილში. შეზღუდვა გამოწვეულია ხიდის მიმდებარედ არსებული 500-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის გადატანის საჭიროებით, რაც აუცილებელია ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განხორციელებისთვის.
11 ივლისი 2026, 13:28
მსოფლიო
Reuters: უკრაინის თავდასხმების შემდეგ რუსეთმა დონ-აზოვის არხზე გემების მოძრაობა დროებით შეაჩერა
რუსეთმა დროებით შეაჩერა გემების მოძრაობა დონ-აზოვის არხზე, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს. ინფორმაციას Reuters-ი მარცვლეულის ექსპორტის სექტორის სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 13:06
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი თანამშრომლობა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სხვადასხვა მიმართულებით, პრაქტიკის გავლის შესაძლებლობების შექმნაა.
11 ივლისი 2026, 12:59
მსოფლიო
AXIOS: აშშ ირანს შაბათამდე ვადას აძლევს, საჯაროდ განაცხადოს, რომ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმებს შეწყვეტს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან მოითხოვს, საჯაროდ დაადასტუროს, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა და აიღოს ვალდებულება კომერციულ გემებზე თავდასხმები შეწყვიტოს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 12:50
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე „ტვ პირველს“: ნებისმიერი ღონისძიების დასრულებისთანავე, პრემიერი საათობით პასუხობს ყველა კითხვას. ამასთან, უპრეცედენტოდ მონაწილეობს დებატებში ოპონენტების პირისპირ. ამ ყველაფრის დამალვას ვერ შეძლებთ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის განცხადებაზე, რომ „დიქტატურის ნიშანია, როდესაც ჟურნალისტს კითხვების დასმის საშუალება აღარ ეძლევა“, აცხადებს, რომ ნებისმიერი ღონისძიების დასრულებისთანავე, პრემიერი საათობით პასუხობს ყველა კითხვას.
11 ივლისი 2026, 12:31
მსოფლიო
ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა
ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას The Guardian-ი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 12:27
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ - ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ
წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ,- წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ალეკო ელისაშვილის სასჯელთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე.
11 ივლისი 2026, 12:24
საზოგადოება
გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“, რომელიც პარიზში, UNESCO-ს სათავო ოფისში გაიმართა.


