პრემიერი: არიან ადამიანები, ძალები ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, რომლებიც არიან მტრულად განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ და რომლებსაც აღიზიანებთ ბიძინა ივანიშვილის ეს როლი, რასაც ჰქვია სუვერენიტეტის გარანტის როლი, ამ როლს ის ასრულებს მას შემდეგ, რაც ჩაერთო პოლიტიკაში
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
2024 წელს, როცა ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ ამ მოცემულობით წარვდექით საზოგადოების წინაშე. მთელი ეს კონფიგურაცია საზოგადოებამ იცოდა, ვინ იქნებოდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვინ იქნებოდა მთავრობის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარე და შესაბამისად, ამ მოცემულობას მიანიჭა პირდაპირი მანდატი და ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერის თქმით, აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ჩარჩოებში მოქცეული და ეს ჩარჩოები არის კონსტიტუციური ჩარჩოები.
„დღეს მთავრობაში პროცესები წარიმართება კონსტიტუციური წესების შესაბამისად, იგივე ხდება პარლამენტში და ყველა კონსტიტუციურ ორგანოში. ამასთან ერთად, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და ის არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. ასევე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, 2024 წელს, როცა ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ ამ მოცემულობით წარვდექით საზოგადოების წინაშე. მთელი ეს კონფიგურაცია საზოგადოებამ იცოდა, ვინ იქნებოდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვინ იქნებოდა მთავრობის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარე და შესაბამისად, ამ მოცემულობას მიანიჭა პირდაპირი მანდატი და ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ჩარჩოებში მოქცეული და ეს ჩარჩოები არის კონსტიტუციური ჩარჩოები. ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ამასთან დაკავშირებით ობიექტურად ვერავითარი კითხვის ნიშნები ვერ იქნება. უბრალოდ, არიან ადამიანები, ძალები ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, რომლებიც არიან მტრულად განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ და რომლებსაც აღიზიანებთ ბიძინა ივანიშვილის ეს როლი, რასაც ჰქვია სუვერენიტეტის გარანტის როლი. ამ როლს ის ასრულებს მას შემდეგ, რაც ჩაერთო პოლიტიკაში. 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო პოლიტიკაში, ქვეყანას სუვერენიტეტი არ ჰქონდა. ქვეყანას მართავდა ადგილობრივი აგენტურა, უცხოური ძალების აგენტურა და ამ აგენტურამ რა მოუტანა ქვეყანას - ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, 2 ისტორიული რეგიონის ოკუპაცია“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
09 ივნისი 2026, 14:54
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: თქვენ პოლიტიკური აუტანლობა გაქვთ ნებისმიერი კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში მშვიდობას ემსახურება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მან ამ განცხადებებს სიცრუე და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა უწოდა.
09 ივნისი 2026, 14:53
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილა
შეხვედრაზე პაატა სალიამ და ანა რიჩმა აღნიშნეს, რომ იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ხელს უწყობს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებას.
09 ივნისი 2026, 14:51
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე: გადავხედეთ ბოლო წლის, თვეების სტატისტიკას და მივიღეთ გადაწყვეტილება დავიწყოთ მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რათა მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღოთ
გადავხედეთ ბოლო წლის, თვეების სტატისტიკას და მივიღეთ გადაწყვეტილება დავიწყოთ მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რათა მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღოთ, - განუცხადა „ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე.
09 ივნისი 2026, 14:49
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
09 ივნისი 2026, 14:30
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტები BYD, Baidu და Alibaba იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომლებიც ჩინეთის სამხედრო ძალას ეხმარებიან
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტი Alibaba, ინტერნეტ-საძიებო კომპანია Baidu და ავტომწარმოებლები BYD და NIO იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, პეკინის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობენ ხელს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 14:23
პოლიტიკა
მახაშვილი: საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას გვერდით, რომელმაც კრიტიკულ მომენტებში, საკუთარი სიცოცხლის, ოჯახის რისკის ფასად მიიღო საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებები
საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას გვერდით, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს და რომელმაც კრიტიკულ მომენტებში, საკუთარი სიცოცხლის, ოჯახის რისკის ფასად მიიღო საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებები, იმისთვის, რომ ამ ქვეყანას შენარჩუნებოდა ნორმალური მომავალი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
09 ივნისი 2026, 14:19
საზოგადოება
ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი - საჯარო რეესტრი მომხმარებელს ახალ ციფრულ სერვისს სთავაზობს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს „გონიერი კონტრაქტის“ ახალ ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს. საქართველოს მოქალაქეებს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დისტანციურად შეუძლიათ. ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 14:19
პოლიტიკა
ჭოუ ციენი ჯო უილსონის განცხადებაზე: არ ვართ დაინტერესებული ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვიღაც ამერიკელი კონგრესმენის კომენტარით - არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოადგენს შეერთებული შტატების პოლიტიკას და ჩვენ ეს არ გვაინტერესებს
„გულწრფელად გითხრათ, არ ვართ დაინტერესებული ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვიღაც ამერიკელი კონგრესმენის კომენტარით. ჩვენი მეგობრობა, თანამშრომლობა და საქართველოსთან ურთიერთობა არ არის რაიმე ალიანსის ნაწილი და არც რომელიმე მესამე ქვეყნის სამიზნე. არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოადგენს შეერთებული შტატების პოლიტიკას და ჩვენ ეს არ გვაინტერესებს“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.
09 ივნისი 2026, 14:16
პოლიტიკა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა.
09 ივნისი 2026, 14:15
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი თუ გარე მოწინააღმდეგეებისთვის ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული მისი კომპეტენცია ყოფილა - ეს ადამიანები ვერ ეგუებიან, რომ ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს
ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, რომელმაც 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში საკვანძო როლი შეასრულა, რაც შემდგარი ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ დღეს ის, ქვეყნის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციას იკავებს და პოლიტიკური საბჭოს წევრია, შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესებშიც ჩართულია, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, სოციალურ ქსელში.
09 ივნისი 2026, 14:14
რეგიონი
დავით სონღულაშვილი გარდაბანში მეფრინველეობის ფერმის „საბუდარა“ საქმიანობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში მდებარე მეფრინველეობის ფერმაში, შპს „საბუდარაში“ იმყოფებოდა.
09 ივნისი 2026, 14:12
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
09 ივნისი 2026, 14:06
პოლიტიკა
რიმა ბერაძე ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს იმდენად სწყურიათ ძალაუფლება, რომ ამ წყურვილს ერთმანეთის ლანძღვით იკმაყოფილებენ. მათ გარდა ყველა მიხვდა, რას არ აკეთებენ სწორად. მათ ვერ მოიპოვეს მთავარი - ხალხის ნდობა და პატივისცემა
ჩვეული დაპირისპირებების მომსწრე ვართ ბოლო კვირებია ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში. ბევრჯერ გვინახავს ფანჩატურებში გაერთიანებულები საჯაროდ როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს. ახლაც იგივე სურათი მეორდება. ამ ადამიანებს იმდენად სწყურიათ ძალაუფლება, რომ ამ წყურვილს ერთმანეთის ლანძღვით იკმაყოფილებენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
09 ივნისი 2026, 14:03
პოლიტიკა
გრეტა წიწავა: საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი გაჯერებულია ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით - საზოგადოება ხედავს, ვის ეფიქრება ქვეყანაში მშვიდობაზე და ეკონომიკურ წინსვლაზე
გეოპოლიტიკიდან გამომდინარე ყველა კარგად ხედავს, განსაკუთრებით, ბოლო წლები, თუ რაოდენ დიდი გამოწვევების წინაშეა ჩვენი რეგიონი. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი იყო და არის გაჯერებული ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გრეტა წიწავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
09 ივნისი 2026, 14:02
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: ჩვენმა გუნდმა დროულად დაინახა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ცვლილებები და პირველი ნაბიჯები გადადგა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისკენ - საქართველო აგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას როგორც ტრადიციულ პარტნიორებთან, ისე ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრებთან
ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას გამუდმებით ესმოდა ერთი გზავნილი თუ საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავდა, თუ არ დაემორჩილებოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს და ურთიერთობებს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ააწყობდა ქვეყანას აღარ ეყოლებოდა პარტნიორები, შეწყდებოდა ინვესტიციები და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდებოდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
09 ივნისი 2026, 14:02
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: საქართველომ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია პარტნიორობა ისე, რომ არ დაკარგო ღირსება, შესაძლებელია თანამშრომლობა ისე, რომ არ თქვა უარი სუვერენიტეტზე და არ აღმოჩნდე ვასალურ დამოკიდებულებაში
მინდა ვკითხო ოპოზიციას — დარჩათ თუ არა მცირედი პასუხისმგებლობის განცდა მაინც იმ პროგნოზებზე, რომლითაც საზოგადოებას ქვეყნის იზოლაციასა და ეკონომიკურ კოლაფსს უწინასწარმეტყველებდნენ? დღეს ფაქტები საპირისპიროს აჩვენებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
09 ივნისი 2026, 13:56
პოლიტიკა
ვახტანგ ცინცაძე: წელს I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 47.7%-ით გაიზარდა, რაც ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოზე მეტყველებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პოზიტიური ტენდენციები ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ საინვესტიციო და ბიზნესგარემოზე მეტყველებს.
09 ივნისი 2026, 13:55
პოლიტიკა
გრეტა წიწავა: ალიანსად წოდებული რადიკალური ოპოზიციის მორიგი თავყრილობა, ვფიქრობ, მალე დაიშლება
„ალიანსად“ წოდებული რადიკალური ოპოზიციის მორიგი თავყრილობა ვფიქრობ, მალე დაიშლება, თუმცა გავა ჟამი და ისევ შემოსძახებენ და მოუწოდებენ მათი გარე პატრონები გაერთიანებისკენ და ჩვენც ვიხილავთ მორიგ ჯერზე „შეკვეთის“ შესრულების პროცესს, რომელსაც, ალბათ, დაარქმევენ „ხალხს ასე უნდა, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია
09 ივნისი 2026, 13:55
პოლიტიკა
რიმა ბერაძე ოპოზიციაზე: მათ ვერ მოიპოვეს მთავარი - ხალხის ნდობა და პატივისცემა იმიტომ, რომ არ უყვართ საკუთარი ერი და ქვეყანა
ბოლო კვირებია, ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში ჩვეული დაპირისპირებების მომსწრენი ვართ. ბევრჯერ გვინახავს, ფანჩატურებში გაერთიანებულები საჯაროდ როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ახლაც იგივე სურათი მეორდება. ამ ადამიანებს იმდენად სწყურიათ ძალაუფლება, რომ ამ წყურვილს ერთმანეთის ლანძღვით იკმაყოფილებენ. ერთმანეთის კონკურენციით შეშინებულები, ხან „დიდ ბელად მიშას“ აკრიტიკებენ და ხან ერთმანეთს ინგლისური ენის ცოდნას უწუნებენ. მთელ დროს ერთმანეთის ლანძღვაში და ფეისბუკ პოსტებით პასუხის-პასუხში ატარებენ, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ.
09 ივნისი 2026, 13:54
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ ეროვნული ინტერესები, რათა ჩვენი ქვეყანა, ზოგიერთების სურვილის მიუხედავად, ბნელ წარსულში აღარასდროს დაბრუნდეს
„ჩვენმა სამშობლომ განიმტკიცა სუვერენიტეტი. ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის ტემპით და ეს უპრეცედენტო მაჩვენებელი თითოეულ მოქალაქეზეც უნდა აისახოს“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე.


