09 ივნისი 2026, 14:06 / სანდო წყარო

რიმა ბერაძე ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს იმდენად სწყურიათ ძალაუფლება, რომ ამ წყურვილს ერთმანეთის ლანძღვით იკმაყოფილებენ. მათ გარდა ყველა მიხვდა, რას არ აკეთებენ სწორად. მათ ვერ მოიპოვეს მთავარი - ხალხის ნდობა და პატივისცემა

რიმა ბერაძე

რიმა ბერაძე

ჩვეული დაპირისპირებების მომსწრე ვართ ბოლო კვირებია ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში. ბევრჯერ გვინახავს ფანჩატურებში გაერთიანებულები საჯაროდ როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს. ახლაც იგივე სურათი მეორდება. ამ ადამიანებს იმდენად სწყურიათ ძალაუფლება, რომ ამ წყურვილს ერთმანეთის ლანძღვით იკმაყოფილებენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციამ ხალხის პატივისცემა დაკარგა და მათი ასეთი დაბალი რეიტინგიც განპირობებულია ქვეყნის სიყვარულის ნაკლებობით და გარე ძალების დავალების შესრულებით.

„ერთმანეთის კონკურენციით შეშინებულები, ხან დიდ ბელად მიშას აკრიტიკებენ და ხან ერთმანეთს ინგლისურის ცოდნას უწუნებენ. მთელ დროს ერთმანეთის ლანძღვაში და ფეისბუქ პოსტებით პასუხის -პასუხში ატარებენ. რამდენიმე ხნის წინ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სატელევიზიო ეთერში რიტორიკულად იკითხა, ნეტავ რას ვერ ვაკეთებთ სწორადო? მე მოვუწოდებდი ჩვენს ე.წ. ოპოზიციას, ერთმანეთის ლანძღვის ნაცვლად, იქნებ ფანჩატურში დასხდნენ და ამაზე მეტი იფიქრონ. მათ გარდა ყველა მიხვდა, რას არ აკეთებენ სწორად. მათ ვერ მოიპოვეს მთავარი - ხალხის ნდობა და პატივისცემა. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ არ უყვართ საკუთარი ერი და ქვეყანა იმიტომ, რომ აწყობენ ხელოვნურ პროტესტებს, სწირავენ ახალგაზრდებს ფიზიკური დაპირისპირებებისთვის, პატიმრობისთვის, მომავლის განადგურებისთვის... მაშინ, როცა თავიდანვე იციან, რომ პროტესტი ხელოვნურია და არსად მსოფლიოში ხელოვნურად გამოწვეულ პროტესტს რევოლუცია არ მოუტანია. ისინი უბრალოდ სარგებლობენ ახალგაზრდების პოლიტიკური გამოუცდელობით, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. ისინი არ არიან გულწრფელები საკუთარი მომხრეების წინაშეც კი. იმიტომ, რომ მტრობენ საკუთარ ქვეყანას და ასრულებენ გარე ძალების დავალებებს“-აღნიშნა ბერაძემ.

ამის საპირისპიროდ ბერაძე ამბობს, რომ როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ მოსახლეობასთან და წყვეტენ მათ პრობლემებს.

მისივე თქმით, ხელისუფლება ასრულებს ასოცირებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და აგრძელებს სვლას ევროინტეგრაციის გზაზე.

„ამის პარალელურად, რას ვაკეთებთ ჩვენ? საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ დედაქალაქში და რეგიონებში. ყოველდღიურად ვხვდებით მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს. ვუსმენთ და ვესაუბრებით მათ. ვიცით, რა აწუხებს ჩვენს ხალხს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ვმუშაობთ ამ საკითხების მოგვარებაზე. მაგალითად, მე, მიმდინარე წელს მოქალაქეთა ყოველკვირეულ მიღებაზე, ხუთასამდე ადამიანს შევხვდი. ასევე იქცევიან ჩემი კოლეგები საქართველოს მასშტაბით. სწორედ ამას არ აკეთებთ თქვენ, რადგან არ გიყვართ საკუთარი სამშობლო და ხალხი. ამიტომ არის თქვენი ბოლოდროინდელი პოლიტიკური რეიტინგი ასე დაბალი და უპერსპექტივო.
ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დარჩა იქ, სადაც მისი ადგილია. ჩვენ კი, ქვეყანაში წარმატებული საქმიანობის ახალი მაგალითები გვაქვს. მიმდინარეობს განათლების რეფორმა, შენდება ახალი სკოლები და საბავშვო ბაღები. სასწავლო წელი ქვეყანაში ძალიან წარმატებით სრულდება. წელს მეტი წარჩინებული მოსწავლე გვყავს, ვიდრე გასულ სასწავლო წელს. უმჯობესდება სასწავლო ინფრასტრუქტურა, სწავლების ხარისხი და ეს შედეგებზეც აისახება. გრძელდება სკოლებისა და ბაღების მშენებლობა და ახალ სასწავლო წელს კიდევ უფრო მეტი განახლებული სასწავლო დაწესებულება შეემატება ჩვენს ქვეყანას. ჩვენი დელეგაციები მჭიდრო კავშირებს ამყარებენ პარტნიორ ქვეყნებთან. დაიწყო ურთიერთობების გადატვირთვა და გაუმჯობესება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ქვეყანაში სიმშვიდეა და ის სტაბილურად ვითარდება. ხელისუფლება ასრულებს ასოცირებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და აგრძელებს სვლას ევროინტეგრაციის გზაზე. ევროპული ბიუროკრატების პირობებში ხშირად ეს გზა ყოფილა ცალმხრივი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მასზე სვლა არ შეგვიწყვეტია. ეს ის გზაა, რომელსაც ქართველი ხალხი, არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად ადგას და ამ ერთობით კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ! ეს არის ის ნამდვილი ერთობა, რომელიც ქვეყნის შიგნიდან მომდინარეობს, ხალხის გულებიდან მოდის და არა უცხოელი დამკვეთებისგან. სიმართლის მხარეს დგომა და ეროვნული ინტერესების დაცვა - ეს არის ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ამდენწლიანი ერთობის მტკიცე საფუძველი, სწორედ ამ ერთობით გვჯერა საქართველო და ქართველი ხალხი მეტ გამარჯვებებს მოიპოვებს“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

ყველა სიახლე

31 ივლისი 2026, 15:13

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე - სულხან-საბას ქუჩის კვეთიდან ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 15:01

მსოფლიო

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

აშშ და ისრაელი ირანისთვის სახმელეთო ბლოკადის დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თინა ბოკუჩავა

31 ივლისი 2026, 14:47

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის ოჯახთან ერთად ქალაქიდან არის გასული, რის შესახებაც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს რამდენიმე კვირის წინ აცნობა.

თორნიკე ფაღავა

31 ივლისი 2026, 14:41

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკა ფაღავა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს აფასებს.

ირაკლი ფავლენიშვილი

31 ივლისი 2026, 14:32

პოლიტიკა

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე

31 ივლისი 2026, 14:29

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

ეს ერთ-ერთი ის მედიკამენტია, რომელზეც დასაწყისშიც, როდესაც პირველად გაჩნდა საზოგადოებაში ინტერესი და საერთოდ, ეს თემა, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი, პერსპექტიული მედიკამენტი იყო. მანამდეც და შემდგომაც განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებოდით პროცესს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.

მარტა კოსი

31 ივლისი 2026, 14:28

მსოფლიო

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

ევროკომისიას ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის გაწევრიანების პროცესის მართვის რესურსი სულ უფრო ნაკლებად ჰყოფნის, მაშინ როდესაც გაფართოების ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ინფორმაციას Euronews-ი ევროკომისიაში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 14:24

პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით

ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს არ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი. საქმე ეხება სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას.

მერაბ დარბაიძე

31 ივლისი 2026, 14:23

სამართალი

18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა

18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე ნაციონალურ მოძრაობას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ავარიას, რომლის დროსაც მისი შვილი, 26 წლის სამხედრო ოფიცერი გიორგი დარბაიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამის თქმით, წინა ხელისუფლებამ უდანაშაულო ადამიანი დააკავა, რადგან რეალურ დამნაშავეს, მეორე ავტომობილის მძღოლს ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები მფარველობდნენ.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 ივლისი 2026, 14:20

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა

მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

31 ივლისი 2026, 14:15

ჯანდაცვა

სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს - ხელშკრულება გაფორმებულია

იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ ​მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 14:06

პოლიტიკა

კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე: ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა

ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სემეკ-ის განცხადებას, რაც 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვას შეეხებოდა.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 14:04

პოლიტიკა

კახა კალაძე: აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხის მიმართ, მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს

„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.

31 ივლისი 2026, 14:04

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო და სამშენებლო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

31 ივლისი 2026, 13:52

მსოფლიო

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 13:50

პოლიტიკა

კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ, სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 13:48

პოლიტიკა

კახა კალაძე საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე: ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელი

საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ეროვნული სიწმინდეებისა და ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ინიციატივას.

31 ივლისი 2026, 13:45

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს.

31 ივლისი 2026, 13:39

რეგიონი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.

დავით ჩიხელიძე

31 ივლისი 2026, 13:23

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: სააკაშვილი - თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო, ხოშტარიამ თქვა - არჩევნები უნდა ჩატარდეს "ქართული ოცნების" გარეშეო, თენგომ - ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო. შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.