imedi /  16 ივნისი 2026, 14:05 / სანდო წყარო

დავით ჩიხელიძე: ევროპის ლიდერებს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ უკრაინის კონფლიქტის გაგრძელებისთვის და არა მისი დასრულებისთვის. ფაქტობრივად, ევროკავშირი უკრაინელი ხალხის მკვლელობის გაგრძელებას აფინანსებს

დავით ჩიხელიძე

დავით ჩიხელიძე

ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ირანის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა უკრაინის საკითხს დაუბრუნდეს, რაც, ევროპელი ლიდერების შეშფოთებას იწვევს.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო უკრაინისთვის გაწეული ფინანსური და სამხედრო დახმარება, ომის გაგრძელებას უწყობს ხელს.

პოლიტიკო“ წერს, რომ ირანის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, ტრამპი შესაძლოა უკრაინის საკითხს დაუბრუნდეს, რაც ევროპელი ლიდერების შეშფოთებას იწვევს. ევროპის ლიდერებს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ უკრაინის კონფლიქტის გაგრძელებისთვის და არა მისი დასრულებისთვის. ფაქტობრივად, ევროკავშირი უკრაინელი ხალხის მკვლელობის გაგრძელებას აფინანსებს, მათი გადადგმული ნაბიჯები სიტუაციის ესკალაციას ემსახურება და არა ლოკალიზაციასა და შეთანხმების მიღწევას.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ აწესებს სანქციებს, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ისე არ მუშაობს, როგორც მოლოდინი იყო. მეორე მხრივ, უკრაინას აძლევს ფინანსურ და სამხედრო რესურსს, რათა ომი გაგრძელდეს და ფაქტობრივად ნაბიჯსაც არ დგამს ზავისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური დახმარების ნაწილი კრედიტია და არა საჩუქარი, რომლის გადახდაც უკრაინას შემდგომ წლებში მოუწევს.

თავის მხრივ, ტრამპი ნამდვილად იმედგაცრუებულია ევროპით, რადგან ირანის კონფლიქტის დროს ევროპა ამერიკის მოკავშირე არ აღმოჩნდა. პირიქით, მან ტრამპს დახმარებაზე უარი განუცხადა (სწორი იყო ევროპის პოზიცია თუ არასწორი, ეს სხვა წერილის თემაა). შესაბამისად, ევროპაზე გაბრაზებული ტრამპი ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპაზე დომინაცია მოიპოვოს და ევროპული ქვეყნების როლი კიდევ უფრო შეამციროს, მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით.

დღეს მთელი მსოფლიოს მიზანი უკრაინა-რუსეთის შეთანხმება და ომის დასრულება უნდა იყოს, მაგრამ ევრობიუროკრატების შეშფოთებაში კარგად იკითხება, რომ მათთვის ომი მომგებიანია. ომის შიშმა და დეფაქტო საომარმა მდგომარეობამ მათ გარკვეული მიმართულებით ხელ-ფეხი გაუხსნა. ისინი საკუთარ ქვეყნებში აღარ ატარებენ ეროვნულ პოლიტიკას, არამედ, ხელისუფლების, გარკვეულწილად ოკუპაციის პირობებში, სახელმწიფოებისთვის მიუღებელ კურსს ახორციელებენ, რაზეც მათი შიდა რეიტინგებიც მეტყველებს: ფონ დერ ლაიენს რეალურად არავინ ირჩევს, ხოლო მერცის, მაკრონისა და სტარმერის რეიტინგები კრიტიკულად დაბალია. ევროპაში გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა საზოგადოებრივი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმ გავლენას, რომელსაც ისინი ფლობენ. ევროპაში რეალურად უმცირესობის მიერ უმრავლესობის მართვას ვხედავთ. მსგავსი პოლიტიკური მოდელის დანერგვას ისინი საქართველოშიც ცდილობდნენ, თუმცა ქართულმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ ეროვნული ინტერესების დაცვა შეძლო.“ - წერს ჩიხელიძე.

.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

16 ივნისი 2026, 15:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის მარკ პალმერის ჯილდოს გადაცემაზე: მარკ პალმერი არის ცნობილი, როგორც ფერადი რევოლუციების იდეოლოგი. ვულოცავ ქალბატონ სალომეს ამ დამსახურებულ ჯილდოს. ის მართლაც სწორედ მონიშნეს, როგორც უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი საქართველოში

მარკ პალმერი არის ცნობილი, როგორც ფერადი რევოლუციების იდეოლოგი. ვულოცავ ქალბატონ სალომეს ამ დამსახურებულ ჯილდოს. ის მართლაც სწორედ მონიშნეს, როგორც უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი საქართველოში, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის მარკ პალმერის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილებას.

16 ივნისი 2026, 15:09

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი UN Tourism-ის ახალ გენერალურ მდივანს, შეიხა ალ ნუვაისს შეხვდა

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ახალი გენერალური მდივანი მიმდინარე წელს საქართველოს ვიზიტით ეწვევა. აღნიშნული ცნობილი გახდა შეიხა ალ ნუვაისისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შეხვედრაზე, რომელიც ესპანეთის ქალაქ მადრიდში, ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიმართა.

16 ივნისი 2026, 15:07

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი და რატი იონათამიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

16 ივნისი 2026, 15:05

საზოგადოება

გივი მიქანაძემ სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო ინიციატივების მნიშვნელობაზე, რომლებიც ხელს უწყობს აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაფუძნებული მომავლის ხედვის ჩამოყალიბებასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.

ნიკა გვარამია

16 ივნისი 2026, 15:03

სამართალი

ნიკა გვარამიას მიმართ facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო მოქალაქე გიორგი გედენიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შსს-ს ცნობით, 3 ივნისს, გიორგი გედენიძემ სოციალურ ქსელში, „იმედის“ პოსტზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენა.

შალვა პაპუაშვილი

16 ივნისი 2026, 15:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როგორც კი მოხდება დეოკუპაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთის ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, ყველა წინაღობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მოიხსნება

როგორც კი ეს ნაბიჯი გადაიდგმება და რუსეთის ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, ყველა წინაღობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მოიხსნება, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

16 ივნისი 2026, 15:00

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შალვა პაპუაშვილი

16 ივნისი 2026, 15:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტზე: მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ ისწავლოს გაკვეთილი, თუნდაც საქართველოს მაგალითზე და მოითხოვოს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა

ძალიან კარგია, რომ რუმინეთი ასეთ კანონმდებლობას იღებს, სწორია და სრულად მივესალმები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ ისწავლოს გაკვეთილი, თუნდაც საქართველოს მაგალითზე და მოითხოვოს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა, - ასე შეაფასა შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის პარლამენტში „ასოციაციებისა და ფონდების შესახებ“ კანონპროექტის დარეგისტრირება, რომელიც არასამთავრობო სექტორის დაფინანსების მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

შალვა პაპუაშვილი

16 ივნისი 2026, 14:57

პოლიტიკა

პაპუაშვილი: კანდიდატი ქვეყნებიდან არაერთ ევროპელ ლიდერთან მქონია საუბარი; იმედგაცრუება, საკუთარი თავის მოტყუებულად ჩათვლა - ეს არის ის საერთო მწარე გემო, რაც ყველას დაჰკრავს ბრიუსელთან ურთიერთობის შემდეგ. ვფიქრობ, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა გააერთიანონ ძალები

გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. მნიშვნელოვანია, რომ უპირველეს ყოვლის ორმხრივ ურთიერთობებზე ვიზრუნოთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სერბეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

შალვა პაპუაშვილი

16 ივნისი 2026, 14:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მაკრონის განცხადებაზე: ახია საფრანგეთზე, რასაც დასთეს იმას მოიმკი. როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი და საფრანგეთი ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, როდესაც თავს უფლებას აძლევს საქართველოს კანონმდებლობის დეტალები გვიკრიტიკოს, რა თქმა უნდა, უნდა იყო მზად იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან

ახია საფრანგეთზე, რასაც დასთეს იმას მოიმკი, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კითხვას, საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, თუ რას ფიქრობს ემანუელ მაკრონის წუხილზე, რომ სხვა ქვეყანა მის კანონებსა თუ რეგულაციებს იწუნებს.

16 ივნისი 2026, 14:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილი

16 ივნისი 2026, 14:50

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: მეორე ხარისხოვან ერად ყოფნას არავინ აპირებს. ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ამას არც კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენ, ჩვენი ერი მეორე ხარისხოვან ერად ვაქციოთ, რომელიმე გაერთიანებაში. ახლა მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა გააერთიანონ და შეეწინააღმდეგონ ევროკავშირის ცივილიზაციურ უფსკრულისკენ გაქანებას

თქვენ დაქვემდებარებული და მეორე ხარისხოვანი ერი გინდათ იყოთ, რომელიმე გაერთიანებაში?!, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა - შეიძლება თუ არა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში წევრობის თაობაზე განაცხადი უკან გამოიწვიოს.

შალვა პაპუაშვილი

16 ივნისი 2026, 14:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: როდესაც ოთხი წლის წინ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ვაკეთებდით, ამაზე ხელი არ მოგვიწერია. ნელ-ნელა გვაგუებენ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით მეორეხარისხოვანი ერი ევროკავშირში

ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც კანდიდატმა ქვეყნებმა ხმა უნდა აღიმაღლონ ამ მართლაც აღმაშფოთებელი ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც 21-ე საუკუნეში ერების სეგრეგაციას გულისხმობს ევროკავშირის შიგნით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2026, 14:45

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ის გარეშე ისრაელი არ იარსებებდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის გარეშე ისრაელი არ იარსებებდა.

შალვა პაპუაშვილი

16 ივნისი 2026, 14:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაცური“ იდეოლოგია არის ანტიქართული იდეოლოგია

ნათამაშები დაპირისპირებებს, გაყოფასა და შეკოწიწებას უკვე 14 წელია ვაკვირდებით. პრობლემა არ არის იმაში, ვინ ვის ებრძვის და საკუთარი მმართველების წინაშე ვის უნდა რომ ქულები ჩაიწეროს, პრობლემა არის იდეოლოგიური, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

16 ივნისი 2026, 14:32

მსოფლიო

ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრის სამდივნომ ცენტრალური ევროპის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულება MCC Brussels-ს რეგისტრაცია შეუჩერა: „ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობა, რომ ჩვენი ხმა ჩაახშონ, რადგან დაუღალავად ვაკრიტიკებთ ევროკავშირის ბიუროკრატიულ მანქანას“

ევროკავშირის ბიუროკრატია MCC Brussels-ს უტევს. ინფორმაციას ცენტრალური ევროპის წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კვლევითი ცენტრის, მათიას კორვინუსის კოლეგია - MCC Brussels-ი ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 14:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში გვექნება ხელშესახები შედეგი და ჩვენ შევძლებთ, ხელი მოვაწეროთ საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩთან ორმხრივი შეხვედრისას საუბარი შედგა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პერსპექტივების შესახებ.

ლევან მაჭავარიანი

16 ივნისი 2026, 14:22

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე მაკრონის პასუხის შესახებ: ბუნებრივია ბატონი მაკრონის წუხილი - არავის უხარია, როდესაც საკუთარი ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ქვეყანა ერევა

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე ემანუელ მაკრონის პასუხს ეხმიანება, რომელმაც თქვა, „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს.”

რატი იონათამიშვილი

16 ივნისი 2026, 14:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი მაკრონის განცხადებაზე: უკეთესი იქნება, რასაც სხვას ურჩევს, ის თვითონ რომ გაითვალისწინოს

„პირველ რიგში, უკეთესი იქნება, რასაც სხვას ურჩევს, ის თვითონ რომ გაითვალისწინოს, ვინაიდან გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც პირდაპირ კანონშემოქმედებით საქმიანობაში ერეოდა საფრანგეთი საქართველოში, იქნებოდა ეს გამჭვირვალობის შესახებ, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი თუ სხვა. სინამდვილეში, ნებისმიერი სუვერენული ქვეყანა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. როდესაც თვითონ [საფრანგეთს] ეხება გარკვეული საკითხები და მერე გამოთქვამს პროტესტს, რა თმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ კრიზისზე, რაც ორმაგმა სტანდარტმა მოიტანა ევროპაში“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.

ემზარ გაგნიძე

16 ივნისი 2026, 14:17

სამართალი

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სს „საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 პირი პასუხისგებაში მისცა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სს „საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 პირი პასუხისგებაში მისცა