ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს: მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის, განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში, საქართველოს მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით
ირაკლი კობახიძე
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ბატონო პრეზიდენტო, გულწრფელ მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის. ეს ორდენი აღნიშნავს განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც არსებობს ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის” საპატიო ორდენით დაჯილდოების ცერემონიალზე.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყაზახეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.
„ბატონო პრეზიდენტო, გულწრფელ მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის. ეს ორდენი აღნიშნავს განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც არსებობს ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის. ჩვენ ვამაყობთ ამ ძლიერი მეგობრობითა და პარტნიორობით. ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და მტკიცედ ვართ განწყობილნი, ყველაფერი გავაკეთოთ ამ მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები. მადლობას გიხდით განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში.
საქართველოს მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს და განავითაროს ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. დღევანდელი დღე უკვე ისტორიულია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მეგობრობისთვის, მხარდაჭერისთვის და თქვენი ქვეყნის მტკიცე სურვილისთვის, კიდევ უფრო გაღრმავდეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
29 ივნისი 2026, 20:06
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა ხელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს მოაწერა ხელი.
29 ივნისი 2026, 20:03
მსოფლიო
ევროკომისია: ევროპა ამაყობს - მთელ ევროპაში პრაიდის თვემ ხალხი გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად
ევროპა ამაყობს - მთელ ევროპაში პრაიდის თვემ ხალხი გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
29 ივნისი 2026, 19:57
მსოფლიო
„კონსტანტინოვკის დაცემა მხოლოდ დროის საკითხია“ - Reuters-მა ქალაქში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
რუსეთი თანდათანობით მიიწევს კონსტანტინოვკისკენ, უკრაინის აღმოსავლეთ „ციხესიმაგრეთა სარტყელის“ საკვანძო დასაყრდენი პუნქტისკენ და, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ქალაქის დაცემა მხოლოდ დროის საკითხია. როგორც Reuters-ი წერს, საბრძოლო მოქმედებები უკვე ქალაქის ფარგლებში მიმდინარეობს - რუსი ჯარისკაცების მცირე ჯგუფები მის გარეუბნებში შეღწევას ცდილობენ.
29 ივნისი 2026, 19:42
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთმა ხარკოვის ოლქში საზღვარი კიდევ ერთი მიმართულებით გაარღვია
რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის მცდელობებს ხარკოვის ოლქში და დაბა კოზაჩია ლოპანის მიმართულებით გადაადგილდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვითი ძალების კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 ივნისი 2026, 19:34
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტისას ვისაუბრეთ ენერგეტიკის სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ასევე სხვა შესაძლებლობებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს
„ვისაუბრეთ ენერგეტიკის სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ასევე სხვა შესაძლებლობებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომლებიც გულისხმობს მათ შორის ტურიზმის, ისევე როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
29 ივნისი 2026, 19:29
მსოფლიო
აშშ მიწისძვრით დაზარალებული ვენესუელისთვის დახმარებას 150 მილიონიდან 300 მილიონ დოლარამდე ზრდის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი მიწისძვრით დაზარალებული ვენესუელისთვის დახმარებას 150 მილიონიდან 300 მილიონ დოლარამდე ზრდის.
29 ივნისი 2026, 19:27
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
29 ივნისი 2026, 19:22
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს ნურლან საურანბაევს შეხვდა
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს ნურლან საურანბაევს შეხვდა.
29 ივნისი 2026, 19:18
მსოფლიო
დონალდ ტრამპი საარჩევნო რეფორმის დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების კრიტიკასთან ერთად, საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის, SAVE AMERICA ACT-ის დაუყოვნებლივ მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.
29 ივნისი 2026, 19:15
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის
ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყაზახეთთან ურთიერთობების გაძლიერებასა და გამყარებას, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.
29 ივნისი 2026, 19:07
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება უპირობოდ გაზრდის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და კავშირებს - ვფიქრობთ, რომ ხელშესახები შედეგები გვექნება, მათ შორის ტვირთნაკადების ზრდასთან მიმართებაში
„ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა იმ არსებული, სიღრმისეული ურთიერთობის და თანამშრომლობის, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას გააჩნია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
29 ივნისი 2026, 19:00
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: ურსულა ფონ დერ ლაიენი გახარებულია იმით, რომ დასაჯეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა „პრაიდის“ ჩატარებას უნგრეთში და შედეგად, ბუდაპეშტშიც ააფრიალეს ლგბტ დროშა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ბუდაპეშტში ლგბტ „პრაიდის“ ჩატარებასა და პრაიდთან დაკავშირებით ურსულა ფონ დერ ლაიენის პოზიტიურ შეფასებას მედიასთან გამოეხმაურა. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატები უკვე დაუფარავად ავრცელებენ ფსევდო ლიბერალურ ნარატივს და მნიშვნელოვანია ევროპის გამიჯვნა ევრობიუროკრატიისგან.
29 ივნისი 2026, 18:50
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა, რაც ახალ თავს დაწერს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში
სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა, რაც ახალ თავს დაწერს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე.
29 ივნისი 2026, 18:42
ეკონომიკა
ნათია თურნავამ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად გლობალური ფინანსური ბაზრების ტენდენციების განხილვას ეძღვნება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და ცნობილ ეკონომისტებს აერთიანებს. წლიური ასამბლეის ფარგლებში, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა გლობალური ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი გამოწვევები და შესაძლებლობები მიმოიხილეს.
29 ივნისი 2026, 18:41
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა
კომიტეტის წევრებმა ქალაქ რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან მოისმინეს ინფორმაცია რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ.
29 ივნისი 2026, 18:36
პოლიტიკა
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ირაკლი კობახიძეს: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გამორჩეული ლიდერობისა და ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად, გადმოგცემთ „მეგობრობის“ პირველი ხარისხის ორდენს, ეს ჯილდო ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა
ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საპატიო ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე.
29 ივნისი 2026, 18:35
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი: დაფიქრებულა კი ოდესმე უკრაინული საზოგადოება იმაზე, ნამდვილად სურთ თუ არა მათ კლეპტოკრატიულ ელიტებს ევროკავშირში გაწევრიანება?
პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდაჩმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება „კლეპტოკრატიულია“ და ეჭვი გამოთქვა მათ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით.
29 ივნისი 2026, 18:33
პოლიტიკა
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.
29 ივნისი 2026, 18:32
პოლიტიკა
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ირაკლი კობახიძეს: თქვენი ძლიერი ლიდერობის პირობებში, საქართველო წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს, აუმჯობესებს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას, ამავდროულად განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს
ყაზახეთი საქართველოს ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოდ აფასებს. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა ისტორიული კავშირები, საერთო კულტურული ფასეულობები და მეგობრობისა და ურთიერთგაგების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საპატიო ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე.


