პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი
 სერდარ ბერდიმუჰამედოვი

16 ივლისი 2026, 14:37

საქართველოს პრეზიდენტისა და თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და თურქმენეთის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის ფორმატში გადაინაცვლეს, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზვიად შალამბერიძე

16 ივლისი 2026, 14:36

ზვიად შალამბერიძე გვარამიას განცხადებაზე: ეს ადამიანები წარმოადგენდნენ იმ ხელისუფლებას, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას 2003 წლიდან 2012 წლამდე და რომელთა მმართველობის პროცესში ჩვენ გვაქვს უამრავი დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ რას წარმოადგენდა მათთვის ადამიანის სიცოცხლე

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე აფასებს ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი ერგება.

16 ივლისი 2026, 14:34

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით მინისტერიალს უმასპინძლებს

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით მინისტერიალს უმასპინძლებს

რატი იონათამიშვილი

16 ივლისი 2026, 14:27

რატი იონათამიშვილი: გვარამია იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ ის და მისნაირები მისტირიან ორ რამეს, ერთი -საქართველო არ განადგურდა და აქ ომი არ იყო. მეორე, - მათ ამ ომზე შემდეგ ფული ვერ იშოვეს

„გვარამია იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ ის და მისნაირები მისტირიან ორ რამეს, ერთი -საქართველო არ განადგურდა და აქ ომი არ იყო. მეორე, - მათ ამ ომზე შემდეგ ფული ვერ იშოვეს“, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

16 ივლისი 2026, 14:26

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.

გიორგი ვოლსკი

16 ივლისი 2026, 14:24

გიორგი ვოლსკი გლობალური ადაპტაციის ინიციატივის ანგარიშზე: ეს კვლევა ადასტურებს, რომ ამ გამოწვევების წინაშე, რომელიც მსოფლიოს ახასიათებს, საქართველოს მზაობა არის ძალიან მაღალი და ბევრი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მაჩვენებლებზე უკეთესია

სამწუხაროა, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა ამ მიმდინარე პროცესებში რომელი ქვეყანა რამდენად სტაბილური მდგომარეობით გამოირჩევა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გლობალური ადაპტაციის ინიციატივის ანგარიშზე საუბრისას.

არჩილ გორდულაძე

16 ივლისი 2026, 14:23

არჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე: ეს ერთი მხრივ არის ომის პროპაგანდა, მეორე მხრივ გამართლების მცდელობა 2008 წლის მოვლენებისა, როცა 4 მილიარდი თითქოს, გადმოგვცეს, მაგრამ დღემდე იხდის სახელმწიფო ამ ვალს

ეს არის პირდაპირი გამოძახილი 2022 წლიდან მოყოლებული ნარატივისა, ქალბატონ ნინო ლომჯარიას რომ სირცხვილი წვავდა და ერჩივნა, რომ ბომბების წვიმა ყოფილიყო რუსთაველზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ცოტნე ანანიძე

16 ივლისი 2026, 13:29

ცოტნე ანანიძე სალომე ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმაზე: ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ, რომ ოპოზიციის ყალბი გაერთიანება გამარჯვების ფორმულაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სალომე ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმას ეხმიანება და ამბობს, რომ „ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ, რომ ოპოზიციის ყალბი გაერთიანება გამარჯვების ფორმულაა“.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}