09 სექტემბერი 2026, 12:07 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით თავისი პოლიტიკით ჩიხშია შესული და საკუთარი თავის ტყვე გახდა. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ბრიუსელს, რომ გამოვიდეს ამ ჩიხიდან. მნიშვნელოვანია წევრ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი, ვაჩვენოთ ჩვენი არგუმენტები და გავარღვიოთ ის სიცრუის ნარატივი, რომლის საქართველოსთან მიმართებით დამკვიდრებას ცდილობს ბრიუსელის ბიუროკრატია

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

თქვენ ყოველთვის გაქვთ მცდელობა წარმოაჩინოთ, თითქოს ევროპა არის საქართველოს მტერი. ჩვენ ეს არასდროს გვითქვამს. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ჯგუფებზე. თქვენი აზრით, არის თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესების მტრობა საქართველოში ძალადობის დაფინანსება?!, - ასე მიმართა ოპოზიციასთან აფილირებული ერთ-ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მედიის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილს ლუქსემბურგში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ჰკითხა და დაინტერესდა, აპირებს თუ არა ის იმ კრიტიკული განცხადებების გაჟღერებას, რომელსაც ევროკავშირის მიმართ აკეთებს ხოლმე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველასთვის ცნობილია ის, რომ ევროკავშირის ფინანსები ძალადობრივი აქციების დასაფინანსებლად იხარჯებოდა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ დაგეგმილი ვიზიტები და ამ შეხვედრებზე გავლენას ვერ მოახდენს ევრობიუროკრატების ის ნაწილი, რომელიც საქართველოს მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი.

„ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით თავისი პოლიტიკით ჩიხშია შესული და საკუთარი თავის ტყვე გახდა. საკუთარი ილუზიებისა და ცრუ ნარატივების ტყვე გახდა. ვერ გამოდის ამ ჩიხიდან. ამიტომ ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ბრიუსელს, რომ გამოვიდეს ამ ჩიხიდან. ამ ჩიხში ყოფნით ბრიუსელი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, ვინაიდან კანდიდატ ქვეყანასთან კონფრონტაციის პოლიტიკა აქვს არჩეული. იმ კანდიდატ ქვეყანასთან, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურად, ეკონომიკურადაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, რომ ჰყავდეს წევრად, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ სატრანსპორტო გზებზე და ა.შ. და მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიულ ამოცანებზე. ანუ ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს ევროკავშირს აზიანებს თავისი პოლიტიკით საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ბრიუსელს, რომ შეცვალოს ეს პოლიტიკა და ვინაიდან ისინი აირან ტყვე საკუთარი ილუზიების და აგრესიულ რიტორიკას აგრესიული რიტორიკით აგრძელებენ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია წევრ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი და საუბარი ამაზე, რომ ვაჩვენოთ ჩვენი არგუმენტები, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ ბრიუსელი, რომელიც მათ ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს, საქართველოს მიმართ არსებული პოლიტიკით საბოლოო ჯამში აზიანებს კონკრეტული წევრი ქვეყნის და ზოგადად ევროკავშირის ინტერესებს. ამიტომ მიზანი ამგვარი ვიზიტების ეს არის, რომ ჩვენ გავარღვიოთ ის სიცრუის ნარატივი, რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, რომ საქართველოსთან მიმართებით დაამკვიდროს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

09 სექტემბერი 2026, 13:50

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 8 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026წლის 1 იანვრიდან 31აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 136 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

09 სექტემბერი 2026, 13:48

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე: ვაშინგტონი შეეცდება შუალედური შეთანხმებების მიღწევას და მოსკოვისა და კიევის სამმხრივ ფორმატში დაბრუნებას

უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ამ პროცესში მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ის როლზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ვრცელ პოსტში ექსპერტი აღნიშნავს, პროცესი აჩვენებს, რომ ახალი იდეები გაჩნდა და სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობა არსებობს.

მარტა კოსი

09 სექტემბერი 2026, 13:34

მსოფლიო

Euractiv: ბრიუსელი კანდიდატ ქვეყნებს სთხოვს, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის MAGA-თან კავშირები გაწყვიტონ

ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-თან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ინფორმაციას Euractiv-ი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსზე დაყრდნობით ავრცელებს.

09 სექტემბერი 2026, 13:23

პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრი კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის საკითხები. კატარის სახელმწიფოს ელჩმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სახელით, ფინანსთა მინისტრს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად ოფიციალური მოწვევა გადასცა.

თამთა სოფრომაძე

09 სექტემბერი 2026, 13:22

ეკონომიკა

თამთა სოფრომაძე: ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკების მინიმიზაციის მიზნით, სებ-მა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება მიზანშეწონილად მიიჩნია

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველს, ერთის მხრივ, წარმოადგენს მიმდინარე ინფლაციის ტენდენციები, რაზეც საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს საგარეო ფაქტორებს. მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მსოფლიო ეკონომიკა რიგი გამოწვევების წინაშე დგას და, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგორესურსების ფასების საკმაოდ მკვეთრი ზრდა არის, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ.

გაგა კირკიტაძე

09 სექტემბერი 2026, 13:02

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გაგა კირკიტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება

ფორუმზე, რომელიც 2022 წელს დაარსდა, განიხილება გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები.

კაია კალასი

09 სექტემბერი 2026, 12:52

მსოფლიო

Euronews: კაია კალასს ევროკავშირის დედაქალაქები ყველაზე მეტად იმ დროს უპირისპირდებიან, როცა მათი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა მორიგი პოლიტიკური მარცხი განიცადა მას შემდეგ, რაც წევრმა ქვეყნებმა მისი უკანასკნელი ინიციატივა, შეექმნა ექსპერტთა ჯგუფი ევროპული თავდაცვის საკითხებზე, ჩაშალეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

09 სექტემბერი 2026, 12:43

რეგიონი

ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის დარჩენილი სამუშაოების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

09 სექტემბერი 2026, 12:40

საზოგადოება

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძეს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვისა და მოსწავლეებისთვის უკრაინის უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის განკუთვნილი გამოცდების ორგანიზებისთვის

მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

ენდი ბერნემი

09 სექტემბერი 2026, 12:36

მსოფლიო

AXIOS: ტრამპი ისრაელის დასახლებების წინააღმდეგ ბრიტანეთის სანქციებს არ შეეწინააღმდეგა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ შეეწინააღმდეგა დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომლის მიზანიც დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებთან დაკავშირებით ახალი სანქციების დაწესებაა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

09 სექტემბერი 2026, 12:20

საზოგადოება

სარკინიგზო საზღვრის კვეთის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით,თბილისში, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებისას საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივების საკითხებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

09 სექტემბერი 2026, 12:18

ტექნოლოგიები

კვლევა: 2023 წელს პასიური მოწევა 1,66 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა

ნაშრომის ავტორებმა განმარტეს, რომ არამწეველები ძირითადად სიგარეტის გვერდით კვამლს ისუნთქავენ. ის ფილტრს არ გადის, ხოლო თამბაქო მისი წარმოქმნისას სრულად არ იწვის. ამიტომ, მოცულობის ერთეულზე ასეთ კვამლში შეიძლება უფრო მეტი ტოქსიკური და კანცეროგენული ნაერთი იყოს, ვიდრე იმ კვამლში, რომელსაც უშუალოდ მწეველი ისუნთქავს.

09 სექტემბერი 2026, 12:11

რეგიონი

ფოთის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და საჭიროების მქონე ბავშვებს სასკოლო ნივთები საჩუქრად გადასცა

ფოთის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და საჭიროების მქონე ბავშვებს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სასკოლო ნივთები საჩუქრად გადასცა, - ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

09 სექტემბერი 2026, 12:10

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

09 სექტემბერი 2026, 12:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: გარდაცვლილი ადამიანის ბოდვის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არასწორია, აქ უკვე ადამიანურ სტანდარტებზეა საუბარი

გარდაცვლილი ადამიანის ბოდვის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არასწორია, აქ უკვე ჟურნალისტურ სტანდარტებზე საუბარი აღარაა, აქ ადამიანურ სტანდარტებზეა საუბარი, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.

შალვა პაპუაშვილი

09 სექტემბერი 2026, 12:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახალ სამხედრო დაპირისპირებაში, არის იმის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს და პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი ვირტუალური ფრონტის ხაზზე იდგა იმისთვის, რომ არ დაეშვა სამხედრო კონფლიქტი

ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახლა სამხედრო დაპირისპირებაში, მათ შორის არის ამ კონსტრუქციის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.

შალვა პაპუაშვილი

09 სექტემბერი 2026, 12:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „გირჩისა“ და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შეხვედრაზე: უჩვეულო რატომ არის ასეთი შეხვედრა?! „გირჩის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩვენც არაერთხელ გვქონია. ის, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იყოს, ამაში ან გასაკვირი, ან უჩვეულო რა არის?!

ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებისა და დღის წესრიგის ინფორმაციის მფლობელი არ გახლავართ, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, მისთვის ცნობილია თუ არა, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი „გირჩს“ შეხვდა.

ზურაბ პატარაძე
დაგლას უები

09 სექტემბერი 2026, 11:59

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, დაგლას უებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, დაგლას უებს შეხვდა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

09 სექტემბერი 2026, 11:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ყველაფერი ფასდება საქმეებით. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა ეს საქმეები კითხვებს ბადებს

ყველაფერი ფასდება საქმეებით. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა ეს საქმეები კითხვებს ბადებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.