14 სექტემბერი 2026, 11:55 / სანდო წყარო

გეკა გელაძე: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სუს-ის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადება უწყების „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ. მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ყველა სიახლე

14 სექტემბერი 2026, 17:34

მსოფლიო

პოლონეთში რუსული დრონის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს

„პირველადი დათვალიერება მიუთითებს იმაზე, რომ ეს რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატია. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა მინისტრმა.

14 სექტემბერი 2026, 17:23

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში სარეალიზაციო ობიექტიდან ვადაგასული სურსათი ამოიღო

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასურსათო მაღაზია შპს „აჭარა“ შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საქმიანობა შეუჩერეს. ინსპექტირების შედეგად, ობიექტზე ვადაგასული სურსათი დაფიქსირდა, მათ შორის ხორცპროდუქტები. ამასთან, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

14 სექტემბერი 2026, 17:23

მსოფლიო

Spiegel: გერმანიის ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია მოსახლეობას საწვავის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს

ავტობანებზე მდებარე გასამართ სადგურებზე აღნიშნული ნიშნული უკვე დაფიქსირდა. ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საწვავის გაძვირება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ რთულ ვითარებასა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების სირთულეებს არ უკავშირდება.

თენგიზ შარმანაშვილი

14 სექტემბერი 2026, 17:23

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: რა რეპრესიაზეა საუბარი, ვინ ექაჩებოდა მას ენაზე, რომ ეს ეთქვა. სახელმწიფომ ჩაუდო ეს ნათქვამი?

ის პატრიოტია თუ არა პატრიოტი ამისთვის არავინ ასამართლებს, მას ბრალი წარუდგინეს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას.

14 სექტემბერი 2026, 17:21

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა სამართლებრივი დავები განიხილეს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე დაჯარიმდა

საქალაქო და რაიონული სასამართლოები სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამართლებრივ დავებს განიხილავენ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე იმსჯელა წყალტუბოს სასამართლომ.

ლევან მახაშვილი

14 სექტემბერი 2026, 17:21

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი მაკრონისა და მერცის რეიტინგის ვარდნაზე: თითოეული ეს კვლევა პირდაპირი გამოძახილი და შედეგია მათი არასწორი პოლიტიკის. მათ ხალხის ინტერესები ომის ინტერესებს და არაფორმალური გავლენის ინტერესებს გადააყოლეს

თითოეული ეს კვლევა პირდაპირი გამოძახილი და შედეგია მათი არასწორი პოლიტიკის, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა მაკრონისა და მერცის რეიტინგის ვარდნასთან დაკავშირებით.

ირაკლი რუხაძე

14 სექტემბერი 2026, 17:20

სამართალი

7 ნოემბრის საქმეზე მოწმის სტატუსით ირაკლი რუხაძე დაიკითხა

შვიდი ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა.

14 სექტემბერი 2026, 17:16

მსოფლიო

შოტლანდიამ, ჩრდილოეთ ირლანდიამ და უელსმა თვითგამორკვევის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს

შოტლანდიამ, ჩრდილოეთ ირლანდიამ და უელსმა თვითგამორკვევის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს. შეთანხმება მიზნად ისახავს რეგიონების ავტონომიური უფლებების გაფართოებასა და ლონდონის ცენტრალური ხელისუფლებისგან მეტი პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებას. დოკუმენტში, რომელსაც ხელი სამი ქვეყნის პირველმა მინისტრებმა მოაწერეს ხელი, ნათქვამია, რომ სამივე ერთმანეთის თვითგამორკვევის უფლებას აღიარებს და მზად არიან ეკონომიკურს, საგარეო ურთიერთობათა და ენერგეტიკის საკითხებში ითანამშრომლონ.

14 სექტემბერი 2026, 17:06

მსოფლიო

უკრაინის რადა გენერალური პროკურორი გადაყენების საკითხს ხვალ განიხილავს

კორუფციული სკანდალის გამო გადამდგარი გენერალური პროკურორის თანამდებობიდან დათხოვნის საკითხს უკრაინის რადა ხვალ განიხილავს. მანამდე ყოფილი გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო კორუფციულ საქმიანობაში მისი უწყების წინააღმდეგ საქმის გამომძიებლებს, კერძოდ ანტიკორუფციულ ბიუროსა და ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს.

14 სექტემბერი 2026, 17:01

მსოფლიო

ევროკავშირი არქტიკის ახალ სტრატეგიას ამზადებს

რეგიონთან დაკავშირებით ახალ სტრატეგიას ევროკომისია 2026 წლის ოქტომბერში წარადგენს. დოკუმენტში უსაფრთხოების, კლიმატისა და გარემოს დაცვის სფეროებში კონკრეტული პროექტები იქნება შეტანილი.

შალვა პაპუაშვილი

14 სექტემბერი 2026, 16:59

პოლიტიკა

პარლამენტში ინიციირებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები, საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს

„ჩვენი მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში არის, რომ კანონმდებლობით უზრუნველვყოთ, რომ დამსაქმებლებმა არ დააზიანონ საკუთარი დასაქმებულები და დროულად და სრულად შეიტანონ საპენსიო დანაზოგის თანხა, რომელშიც თავისი წილით სახელმწიფოც მონაწილეობს. იმ შემთხვევაში, თუ დაიფარება ძირი თანხა - საპენსიო შენატანი და საურავები, ჯარიმის ნაწილი მოიხსნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

14 სექტემბერი 2026, 16:32

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, 543 სამართალდარღვევა გამოავლინა

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 85 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 39 შემთხვევაში მონადირეებს გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებისთვის დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, 15 შემთხვევაში სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას - ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 1 შემთხვევაში კი, დაფიქსირდა ფრინველის აკრძალულ სახეობაზე ნადირობის ფაქტი.

14 სექტემბერი 2026, 16:32

მსოფლიო

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

ბენზინის ფასები ამჟამად მკვეთრად იზრდება. შაბათ-კვირას ახალი რეკორდული მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელები ფასების კიდევ უფრო ზრდას შიშობენ.

14 სექტემბერი 2026, 16:15

პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე, უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი, მერაბ გამყრელიძე, სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს წარუდგინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

14 სექტემბერი 2026, 16:13

პოლიტიკა

პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინეს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძეს მოუსმინეს.

რატი იონათამიშვილი

14 სექტემბერი 2026, 15:54

პოლიტიკა

მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკითხი განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მამუკა ბარათაშვილი

14 სექტემბერი 2026, 15:32

საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს, გააგრძელებს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

14 სექტემბერი 2026, 15:28

პოლიტიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.

ირაკლი კობახიძე

14 სექტემბერი 2026, 15:26

პოლიტიკა

პრემიერი ოპოზიციაზე: ბევრჯერ გაერთიანდნენ, თუმცა ყველა ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში აღმოჩნდა წარუმატებელი, თავიდან ბოლომდე არიან ორიენტირებულები არა ქართველ ხალხზე, არამედ უცხოელ პატრონებზე და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი ვერ აღწევენ წარმატებას

ბევრჯერ გაერთიანდნენ, თუმცა ყველა ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში აღმოჩნდა წარუმატებელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.

14 სექტემბერი 2026, 15:23

ჯანდაცვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (შესწორებული) (MLC, 2006) 2022 წლის ცვლილებები“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (შესწორებული) (MLC, 2006) 2022 წლის ცვლილებები“ და საქართველოს კანონების პროექტები: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ განიხილეს.