imedi /  11 თებერვალი 2017, 16:20 / სანდო წყარო

ირაკლი მეძმარიაშვილი ჟურნალისტებს დახურულ ფორმატში შეხვდა

ირაკლი მეძმარიაშვილი

ირაკლი მეძმარიაშვილი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა დღეს სპორტულ ჟურნალისტებთან დახურული შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტსა და ყოფილ კანდიდატს შორის არსებული დავა. ირაკლი მეძმარიაშვილი აცხადებს, რომ ის ბრძოლას აგრძელებს და აპირებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც მიმართოს.

ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე, სასამართლომ 2016 წლის 23 დეკემბერს საარჩევნო-საანგარიშო სესიაზე არჩეულ აღმასკომს დროებით შეუჩერა უფლებამოსილება. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა. მეძმარიაშვილის დღევანდელი განცხადებით, სასამართლომ საქმე წარმოებაში უკვე მიიღო და მალე დაინიშნება სასამართლო პროცესი. 

ყველა სიახლე

08 ივლისი 2026, 14:18

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რომ ინდივიდუალური მეწარმე შ. თ. (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა N 1) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას სავალდებულო აღიარების გარეშე ახდენდა. გარდა ამისა, ობიექტზე არ იყო დაცული რეალიზაციის პირობები, კერძოდ, დარღვეული იყო შეფუთვის მთლიანობა და აგროქიმიკატების რეალიზაცია ხდებოდა გახსნილ მდგომარეობაში.

მიხეილ ყაველაშვილი

08 ივლისი 2026, 14:18

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ჯო უილსონის ინიციირებულ რეზოლუციაზე: ხელისგულზე ჩანს ქმედებები ერთი კონგრესმენის, რომელიც დაინტერესებული მხარეა და მის უკან კიდევ რა დგას ესეც მარტივად დასანახია ნებისმიერი მოქალაქისგან. ამიტომ, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ამდაგვარი პერსონების შეფასებებს

მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ უილსონის ფიგურა ყველასთვის ცნობილია და ისიც ცნობილია, თუ რა დგას მის უკან.

ნიკოლოზ სამხარაძე

08 ივლისი 2026, 14:15

პოლიტიკა

საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

08 ივლისი 2026, 14:08

მსოფლიო

Bloomberg: ნატო 2027 წლის სამიტის გადადებას განიხილავს, რათა ტრამპთან დაძაბულობა თავიდან აიცილოს

ნატო განიხილავს შესაძლებლობას უარი თქვას 2027 წელს ყოველწლიური სამიტის ჩატარებაზე. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

08 ივლისი 2026, 14:05

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის ავტორმა აღიარა, რომ არასანდო წყაროებით ისარგებლა. მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული დეკლარაცია ემსახურება საქართველოს მტრების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის, ინტერესებს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ჰააგაში იმყოფება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს. პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე საქართველოს შესახებ.

ვიორელ პინტილესკუ

08 ივლისი 2026, 13:42

ტაბლოიდი

87 წლის კაცი რუმინეთის უხუცესი აბიტურიენტი გახდა🎓

„არ შეიძლება ადამიანი სულელი მოკვდეს, ასე თუ შეიძლება ითქვას... განსაკუთრებით მაშინ, თუ ის იასიდანაა. სამარცხვინო იქნებოდა უნივერსიტეტში არ ჩაბარება, რადგან, პირველ რიგში, იასი კულტურის აკვანია და მე შევძლებ ჩემი ცოდნის გამდიდრებას. ეს ბევრად სჯობს უბრალოდ წოლასა და ძილს. უნივერსიტეტი ძალიან სწორი საქმეა“, - განუცხადა კაცმა ჟურნალისტებს.

დიმიტრი ხუნდაძე

08 ივლისი 2026, 13:37

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო რეზოლუცია განიხილება, კიდევ ერთხელ იკვეთება რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდი, თანმიმდევრული და პრინციპული საგარეო პოლიტიკა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება ჯო უილსონის მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეა დღეს განიხილავს. მისი თქმით, ქვეყნის ღირსება და დამოუკიდებლობა არ უნდა გახდეს გარე ზეწოლის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი.

ფრიდრიხ მერცი

08 ივლისი 2026, 13:30

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი: რუსეთს ომის მოგების შანსი არ აქვს

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთს უკრაინასთან ომის მოგების შანსი არ აქვს.

08 ივლისი 2026, 13:29

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა

საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. აღინიშნა, რომ ამ თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში, ფარმაცევტული პოლიტიკის სრულყოფასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაში.

ანდრეი ბაბიში

08 ივლისი 2026, 13:26

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერი: ყველა საუბრობს ომზე, ყველა საუბრობს შეიარაღებაზე, ხოლო გუშინ სიტყვა „მშვიდობა“ ერთხელაც არ გამიგია

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის განცხადებით, ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტზე ყველა საუბრობს ომზე, შეიარაღებაზე, ხოლო სიტყვა „მშვიდობა“ არავის უხსენებია.

იგორ აკულოვი

08 ივლისი 2026, 13:16

ეკონომიკა

საინვესტიციო ბანკ Barclay-ის განვითარებადი ბაზრების მმართველი დირექტორი: საქართველოს ბაზარი საერთაშორისო ინვესტირებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი ქვეყანაა

საერთაშორისო ინვესტორები ძალიან აფასებენ საქართველოს კაპიტალის ბაზრის პერსპექტივებს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, - განაცხადა საინვესტიციო ბანკ Barclay-ის განვითარებადი ბაზრების მმართველმა დირექტორმა იგორ აკულოვმა სებ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივა - ინდექსები და ბირჟაზე ვაჭრობადი საინვესტიციო ფონდები“.

გივი მიქანაძე

08 ივლისი 2026, 13:09

საზოგადოება

გივი მიქანაძე: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა, რომლის მიხედვით საქართველოში განათლების ხარისხის მიმართულებით არსებული მექანიზმები სრულ თავსებადობაშია ევროპულ სტანდარტებთან

,,სწორედ ეს გადაწყვეტილება დაედება საფუძვლად იმ მიმართვას, რომელსაც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი წარადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში, რათა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიღებული იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სამართლიანად აღუდგეს სტატუსი, რაც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარება იქნება.

დონალდ ტრამპი სი ძინპინი

08 ივლისი 2026, 13:00

მსოფლიო

ტრამპი: ჩინეთი სამართლიანად მოგვექცა. პრეზიდენტ სის დიდი თაყვანისმცემელი ვარ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანტან დაპირისპირების კონტექსტში ჩინეთის პოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოფიციალური პეკინი ვაშინგტონს სამართლიანად მოექცა.

ლევან მახაშვილი

08 ივლისი 2026, 12:57

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: როდესაც საქართველოს შესახებ რეზოლუციები დაუდასტურებელი ბრალდებებისა და ცალმხრივი ინტერპრეტაციების გავრცელების საშუალებად იქცევა, ჩვენ ვკარგავთ იმ სახელმწიფოების ნდობას, რომლებიც ეუთოს მიუკერძოებელ აქტორად და კეთილსინდისიერ შუამავლად მიიჩნევენ

როდესაც საქართველოს შესახებ რეზოლუციები დაუდასტურებელი ბრალდებებისა და ცალმხრივი ინტერპრეტაციების გავრცელების საშუალებად იქცევა, ჩვენ ვკარგავთ იმ სახელმწიფოების ნდობას, რომლებიც ეუთოს მიუკერძოებელ აქტორად და კეთილსინდისიერ შუამავლად მიიჩნევენ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

08 ივლისი 2026, 12:54

სპორტი

საბრძოლო სპორტის მსოფლიო ვარსკვლავები უკვე საქართველოში არიან - თბილისი RAF Georgia-ს მასპინძლობისთვის ემზადება

ღონისძიების მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებასა და მედიაში. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მაყურებელი მის ხილვას შეძლებს Fox Nation-ის პლატფორმაზე. ამასთანავე, უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ინტერნეტტრანსლაცია სხვადასხვა ციფრული არხის საშუალებით, რაც მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით ათას გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, თვალი ადევნოს ტურნირს.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 12:44

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 12:31

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანთან დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი „დასრულებულია“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, ირანთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი „დასრულებულია“, მას შემდეგ, რაც რეგიონში დარტყმების სერია განხორციელდა.

08 ივლისი 2026, 12:21

საზოგადოება

თბილისის მერია წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას გეგმავს

დაბა წყნეთში რუსთაველის ქუჩის ცენტრალური ნაწილისა და დაბა კოჯორში იუნკერთა ქუჩის ცენტრის რეაბილიტაცია იგეგმება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

08 ივლისი 2026, 12:19

პოლიტიკა

ჩინეთის საელჩო: ელჩმა ჭოუ ციენმა მადლობა გადაუხადა მარიამ ქვრივიშვილს და ეკონომიკის სამინისტროს ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობისადმი დიდი მხარდაჭერისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას ურთიერთსასარგებლო და ორმხრივად მომგებიანი შედეგების საფუძველზე

ელჩმა მადლობა გადაუხადა მარიამ ქვრივიშვილს და ეკონომიკის სამინისტროს ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობისადმი დიდი მხარდაჭერისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას ურთიერთსასარგებლო და ორმხრივად მომგებიანი შედეგების საფუძველზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ჩინეთის სალჩო ავრცელებს.

08 ივლისი 2026, 12:16

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდია“.