საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის პატრონაჟით, თბილისობის ფარგლებში, ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის პატრონაჟით, თბილისობის ფარგლებში, ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველმა ლედიმ ორბელიანების სასახლის მიმდებარედ წარმოდგენილი საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილ პროდუქციას და მათ საქმიანობას გაეცნო.
გამოფენა-გაყიდვა მიზნად ისახავს ქართული წარმოების მხარდაჭერასა და ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას. თბილისობის ფარგლებში გამართული ღონისძიება ქართული მეწარმეობის მრავალფეროვნებას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. გამოფენაში 70-ზე მეტი ქართველი მეწარმეა ჩართული.
მონაწილეები მადლობას უხდიან თამარ ბაგრატიონს, ქართული საქმისა და ქართველი მეწარმეების მიმართ გამოჩენილი მუდმივი მხარდაჭერისთვის.
ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა 3 და 4 ოქტომბერს, ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ყველა სიახლე
03 ოქტომბერი 2026, 14:34
პოლიტიკა
ახმეტაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმის მიცემა მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს
ახმეტაში საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის მხოლოდ ერთი, „ქართული ოცნების“ კანდიდატია რეგისტრირებული. სოფელ კასრისწყალში საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით ტარდება. უბანზე 272 ამომრჩეველია რეგისტრირებული და მათი აქტივობა საშუალოა.
03 ოქტომბერი 2026, 14:30
პოლიტიკა
12:00 საათის მონაცემებით, წალკასი საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 200-ზე მეტი ამომრჩეველი იმყოფებოდა
საკრებულოს დღევანდელ შუალედურ არჩევნებში ყველაზე მეტი, 4 უბანი წალკაშია გახსნილი - 3 ადგილზე კი კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიით ტარდება.
03 ოქტომბერი 2026, 14:15
პოლიტიკა
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა, დაახლოებით, 35%-მა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ მაღალია. დაახლოებით, 220 ამომრჩეველი მივიდა უბანზე და თავისი არჩევანი გააკეთა.
03 ოქტომბერი 2026, 14:14
მსოფლიო
The Guardian: დასავლეთის ქვეყნები კიევიდან საელჩოების გადატანას ლვოვში ან პოლონეთში განიხილავენ
დიპლომატები კიევიდან საელჩოების გადატანის საკითხს განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე თავდასხმებს მიზანმიმართულად დაიწყებს. ინფორმაციას The Guardian-ი დიპლომატებთან პირად საუბრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 ოქტომბერი 2026, 13:58
მსოფლიო
AXIOS: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციას გეგმავს, აშშ ამ ეტაპზე მას არ უერთდება
საუდის არაბეთი და იემენის სამთავრობო ძალები უახლოეს დღეებში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან კონტრშეტევას გეგმავენ. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
03 ოქტომბერი 2026, 13:22
მსოფლიო
AXIOS: ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მაღალჩინოსნებმა კემპ დევიდში ირანისა და იემენის შესახებ საიდუმლო შეხვედრა გამართეს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები პარასკევს კემპ დევიდში რამდენიმე საათით საიდუმლოდ შეიკრიბნენ, რათა ირანთან ომისა და იემენში საუდის არაბეთსა და „ჰუსიტებს“ შორის კონფლიქტის ფონზე სამომავლო ნაბიჯები განეხილათ. ინფორმაციას AXIOS-ი აშშ-ის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 ოქტომბერი 2026, 12:21
მსოფლიო
Reuters: ტენესიში სიკვდილით დასჯის მცდელობის შემდეგ კრისტა პაიკი უგონო მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული
ტენესიში ინიექციის გზით სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მსჯავრდებული კრისტა პაიკი მძიმე მდგომარეობაში, უგონოდ და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ინფორმაციას Reuters-ი პაიკის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 ოქტომბერი 2026, 12:18
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის მათემატიკური საზოგადოების ინსტიტუციური წევრია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის მათემატიკური საზოგადოების (EMS) ინსტიტუციური წევრი გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება EMS-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა, სათათბირო სხდომაზე, ერთხმად მიიღო.
03 ოქტომბერი 2026, 12:12
რეგიონი
ხულოში თეატრალური და მუსიკალური ფესტივალი „მოძრავი სცენა“ მიმდინარეობს
ხულოში თეატრალური და მუსიკალური ფესტივალი „მოძრავი სცენა“ მიმდინარეობს, რომელშიც თეატრალური დასები და ქუჩის მუსიკოსები მონაწილეობენ.
03 ოქტომბერი 2026, 12:00
საზოგადოება
თბილისობის სადღესასწაულო პროგრამა 12:00 საათზე იხსნება
რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, სტუმრებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს. განთავსებულია სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები.
03 ოქტომბერი 2026, 12:00
ტექნოლოგიები
ხელოვნურმა ინტელექტმა 217 წლის წინ ნაპოლეონის ბრძანებით დაწერილი დაშიფრული წერილი ექვს საათში გაშიფრა
ხელოვნურმა ინტელექტმა დაახლოებით 217 წლის წინ დაწერილი დაშიფრული წერილი გაშიფრა, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის ბრძანებით მომზადდა და რომლის შინაარსის სრულად აღდგენა მკვლევრებმა აქამდე ვერ შეძლეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
03 ოქტომბერი 2026, 11:59
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: ევროკომისიის კვლევის პარალელურად შეუძლიათ, გამოვიდნენ და თქვან, რომ საქართველოსთან მიმართებაში არის არა ის, რაც მათმა კვლევამ აჩვენა, არამედ სრულიად საპირისპირო - მივეჩვიეთ, რომ სადაც არის სუბიექტური მიდგომა, იქ ვხედავთ სრულიად სხვას
ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ და სწორედ ამის გამოძახილია ეს კვლევაც, მაგრამ ჩვენ გვესმის და ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა ევროკომისიის კვლევაზე საუბრისას.
03 ოქტომბერი 2026, 11:48
პოლიტიკა
თამთა ჭელიძე ირმა სოხაძეს: მრცხვენია, რომ ოდესღაც , წამყვანი იყავით „პოს ტივის“ ეთერში, სადაც მაშინ მე გადაცემის მთავარი პროდიუსერი ვიყავი და თან გყვებოდით. მაბრალებდით, თითქოს არ გამღერებდით, იწერდით თათბირზე ჩემს საუბარს და საჩივრის ფურცლებით დარბოდით - ბრავო, საკუთარ თავთან კარგად ავლენთ თავს
მრცხვენია, რომ ოდესღაც , „დღის პოსტის“ წამყვანი იყავით ტელეკომპანია „პოს ტივის“ ეთერში, სადაც მაშინ მე ვიყავი გადაცემის მთავარი პროდიუსერი და თან გყვებოდით, - ასე მიმართავს თამთა ჭელიძე მომღერალ ირმა სოხაძეს სოციალურ ქსელში.
03 ოქტომბერი 2026, 11:41
პოლიტიკა
დმანისში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლები არჩევანს „ქართული ოცნებისა“ და „ლელოს“ კანდიდატებს შორის აკეთებენ
საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ტრადიციული წესით აძლევს ხმას, დმანისში, სოფელ განახლებისა და ველისპირის მოსახლეობა. 35-ე უბანზე მაღალი აქტივობაა და კენჭისყრა, მშვიდ ვითარებაში ტარდება. არჩევანს „ქართული ოცნებისა“ და „ლელოს“ კანდიდატებს შორის აკეთებენ.
03 ოქტომბერი 2026, 11:38
პოლიტიკა
ვანის სოფელ ფერეთაში, მე-17 უბანზე საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მოქალაქეები ხმას ელექტრონული წესით აძლევენ
679 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 29 არჩევანს გადასატანი ყუთის საშუალებით გააკეთებს. არჩევნებში „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ კანდიდატები მონაწილეობენ.
03 ოქტომბერი 2026, 11:33
მსოფლიო
ABC News: Fly Dubai-ს თვითმფრინავის ინციდენტში მონაწილე პილოტს მანამდე უსაფრთხოებასთან დაკავშრეული რისკების გამო ფრენის უფლება შეჩერებული ჰქონდა
Fly Dubai-ს თვითმფრინავის მეორე პილოტი, რომელიც თვითმფრინავის მეთაურზე თავდასხმასა და ისრაელის მიმართულებით მიმავალი ავიარეისის განზრახ ჩამოგდების მცდელობაშია ეჭვმიტანილი, ომანის მოქალაქეა და მანამდე ფრენების შესრულება უსაფრთხოების რისკის გამო ჰქონდა შეჩერებული. ინფორმაციას ABC News-ი დაზვერვისა და სამართალდამცავი უწყებების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 ოქტომბერი 2026, 11:28
პოლიტიკა
საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრა ახმეტის მუნიციპალიტეტში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
საზღვრისპირა სოფელ კასრისწყალში არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდება. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი მონაწილეობს.
03 ოქტომბერი 2026, 11:28
სამართალი
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, ხოლო 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია. ინფორმაცია შსს-ში გამართულ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით კიკნაძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
03 ოქტომბერი 2026, 11:11
პოლიტიკა
წალკის 25-ე ოლქის 4 საარჩევნო უბანია, მათგან 3 უბანზე ხმას ელექტრონული ტექნოლოგიით აძლევენ
სოფლების, იმერას, საბეჭისის, ბარეთისა და ლივადის მოსახლეობამ მაჟორიტარი უნდა აირჩიოს. არჩევნებში „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერო საქართველო-ლელოს“ კანდიდატები მონაწილეობენ.


