imedi /  19 თებერვალი 2018, 12:02 / სანდო წყარო

აბაშიშვილი: ამ ეტაპზე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების რისკი არ არსებობს

გიორგი აბაშიშვილი

გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების რისკი არ არსებობს. ამის შესახებ 1tv-ი წერს.

როგორც აბაშიშვილმა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში განაცხადა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ვიზალიბერალიზაცია ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.

„ყოველთვის, როდესაც ევროპაში ინფორმაცია ვრცელდება საქართველოს მოქალაქეების შესახებ, კრიმინალთან დაკავშირებული და ა.შ, ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ამ ინფორმაციის წარმომავლობის წყაროს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მათ შორის ეს ყოველთვის ყველა ინფორმაციას არ ეხება, რომ საქართველოს რუსეთის სახით დიდი პროპაგანდისტული მტერი ჰყავს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ალბათ, საქართველოს შესახებ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიამოვნებით ეცდება, მათ შორის ვიზალიბერალიაციის პროცესში, რომლითაც ჩვენი მეზობელი ბედნიერი სულაც არ არის. ეს ფაქტორი არსებობს, ამ ფაქტორის იგნორირება უბრალოდ არ შეიძლება“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი სარგებელია და დიდი სიფრთხილეა საჭირო.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.

2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა - 1570-მდე გაიზარდა. ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა.

პრობლემად ისევ დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. ამ ფონზე საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებაზე დაფიქრდა. მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვარის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ

ყველა სიახლე

არჩილ გორდულაძე

06 ივნისი 2026, 18:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ცდილობს, სხვადასხვა გზით გარე მმართველობა დაამყაროს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამავდროულად, ვერ იყოფენ თავიანთი პატრონის მიერ გაცემულ „ნდობას“, თანხებსა და შეპირებას მომავალი ძალაუფლების შესახებ და ვხედავთ, ერთმანეთის ჭამით არიან დაკავებული

ვხედავთ, რომ გარე დავალების შემსრულებლები ამ ქვეყანაში ძალიან ცოტაა და ძირითადად, ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც გარე მმართველობა და სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმი ჰქონდათ ჩამოყალიბებული 2003-2012 წლებში. ზუსტად იგივე ადამიანები არიან, ოღონდ მათ ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე განსხვავებული ადამიანი მიიტმასნეს, - განაცხადა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

არჩილ გორდულაძე

06 ივნისი 2026, 18:18

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი „ტყვია“, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არარჩეულ ბიუროკრატიას, რომელიც სამწუხაროდ ახლა სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით

ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი „ტყვია“, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არ არჩეულ ბიუროკრატიას, რომელიც სამწუხაროდ ახლა სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

06 ივნისი 2026, 18:02

პოლიტიკა

დიპლომატი კოტე ჟღენტი კრისტოფერ ლანდაუს განცხადებაზე: ეს გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას წარმოადგენს

კოტე ჟღენტმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა. პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება პარტნიორობის გაღრმავება შტატებთან მიმდინარე პოლიტიკური საკითხებით.

არჩილ გორდულაძე

06 ივნისი 2026, 17:57

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო. ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობიდან

„როდესაც ვამბობთ, რომ ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, ეს არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ მხოლოდ ტერიტორიაა საჭირო, ყველამ კარგად იცის რა როლი აქვს საქართველოს ევროპის კულტურის განვითარებაში და რამდენად ევროპულიუა ჩვენი კულტურა“, - აღნიშნა გორდულაძემ.

06 ივნისი 2026, 17:36

სპორტი

ჯუნიორ NBA მეათე ჩემპიონატი საქართველოში 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით ჩატარდება

ტურნირში A b და C ლიგებში 90 გუნდი და 1300-მდე ახალგაზრდა კალათბურთელი მონაწილეობს. ტრადიციულად, თითოეულ გუნდს სპეციალური კენჭისყრის შედეგად შერჩეული NBA კლუბის სახელი მიენიჭა.

თამარ მახარაშვილი

06 ივნისი 2026, 17:30

საზოგადოება

სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენება იკრძალება

არამიზნობრივ გამოყენებად ჩაითვლება უფლებამოსილის წინასწარი თანხმობის გარეშე, მოწყობილობის ჩართულ მდგომარეობაში შენახვა, ქონა და გამოყენება. სკოლა ვალდებული იქნება, განსაზღვროს მოსწავლის მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის ოფიციალური არხები.

06 ივნისი 2026, 17:28

სპორტი

დღეიდან თბილისი არენას ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლის სახელწოდება მიენიჭა

დღეიდან თბილისი არენას ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლის სახელწოდება მიენიჭა.

კახა ძაგანია

06 ივნისი 2026, 17:28

პოლიტიკა

„მემარცხენე ალიანსი“: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სანამ ევრობიუროკრატია საქართველოსთან შოვინისტურ მიდგომებს არ დაასრულებს, ევროსაბჭოსთან შეწყვიტეთ პარტნიორული დამოკიდებულება

„მემარცხენე ალიანსი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროპასთან პარტნიორული დამოკიდებულება შეწყვიტოს, ვიდრე მათივე თქმით, ევრობიუროკრატია საქართველოსთან შოვინისტურ მიდგომებსა და ორმაგი სტანდარტით ურთიერთობას არ დაასრულებს.

06 ივნისი 2026, 17:26

რეგიონი

ახალციხე ყველაზე გემრიელ ფესტივალს მასპინძლობს

ახალციხე ყველაზე გემრიელ ფესტივალს მასპინძლობს. გასტრონომიული ფესტივალის ცენტრად, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორია იქცა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ ღონისძიებაზე 13 ადგილობრივი მეწარმეა წარმოდგენილი.

პიტ ჰეგსეტი

06 ივნისი 2026, 16:56

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროს განსხვავებული, საშიში იდეოლოგიები უტევენ. ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ნავები და ადამიანები ჩამოდიან - როდის მოიმოქმედებენ ევროპული დედაქალაქები რამეს, რათა ამ შემოჭრას გაუმკლავდნენ?

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ევროპელი მოკავშირეები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები მიგრაციულ კრიზისს ვერ უმკლავდებიან. პიტ ჰეგსეტი: სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროს განსხვავებული, საშიში იდეოლოგიები უტევენ. ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ნავები და ადამიანები ჩამოდიან - როდის მოიმოქმედებენ ევროპული დედაქალაქები რამეს, რათა ამ შემოჭრას გაუმკლავდნენ?

ფრიდრიხ მერცი

06 ივნისი 2026, 16:33

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი: ჩვენ არ ვუტეხთ სახელს ადამიანებს, რომლებიც გერმანიაში სამუშაოდ ჩამოდიან. ჩვენ მათ მივესალმებით

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლება არ ცდილობს სახელი გაუტეხოს უცხოელებს, რომლებიც სამუშაოდ ჩადიან.

06 ივნისი 2026, 16:11

მსოფლიო

თურქულ გემს ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ. ერთი ადამიანი დაიღუპა

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ გემს შავ ზღვაში, ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ. ინფორმაციას თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს.

06 ივნისი 2026, 16:08

სპორტი

სპორტული ჟურნალისტის ლაშა გოდუაძის წიგნის - „ხუთასზე მეტი ამბავი ოცდაორ მსოფლიო თასზე“ პრეზენტაცია გაიმართა

წიგნში თითოეულ მუნდიალს 26 გამორჩეული ისტორია და საინტერესო ფოტო მასალა ეძღვნება. პრეზენტაციას სპორტის, მედიისა და საფეხბურთო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

06 ივნისი 2026, 16:06

სპორტი

სპორტის მინისტრმა საქართველოს ათლეტიზმის ნაკრებს კლასიკურ წოლჭიმში მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში ქართველმა სპორტსმენებმა 12 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 4 ოქრო, 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა. გუნდურ შეჯიბრებაში ჭაბუკ ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი, ქალთა გუნდმა - მესამე, ხოლო ახალგაზრდებში ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

06 ივნისი 2026, 15:50

კულტურა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ ხსნიან

საქართველოს ეროვნულ არქივში 3-დღიანი რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს ორი ათწლეულის განმავლობაში შექმნილი ქართული კინო.

06 ივნისი 2026, 15:46

კულტურა

თბილისის კინოს სახლში რეჟისორისა და ანიმატორის ხათუნა ტატუაშვილის ახალი საავტორო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ოჰ! დედა, დედა…“ პრემიერა გაიმართა

ფილმი ჰიპერმზრუნველობის, კონტროლისა და თავისუფლების შეზღუდვის თემებს ეხება და სიყვარულის სახელით შენიღბულ დამოკიდებულებებს იკვლევს. საერთაშორისო ფესტივალებზე უკვე აღიარებული და არაერთი ჯილდოს მფლობელი ნამუშევარი ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად ოფიციალურ პრემიერაზე წარდგა.

06 ივნისი 2026, 15:42

საზოგადოება

იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა

შეხვედრა იუსტიციის სახლსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ისახავს მიზნად.

გიორგი სოსიაშვილი

06 ივნისი 2026, 15:33

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მათ შორის განხეთქილება ლოგიკური დასასრული იყო ამ ფესვდოპოლიტიკური ძალების. ახლა თავს იწონებენ გარეპატრონების წინაშე, რომ როგორღაც ფუნქცია შეინარჩუნონ და არ დაკარგონ თავიანთი ანაზღაურება

„ახლა თავს იწონებენ გარეპატრონების წინაშე, რომ როგორღაც ფუნქცია შეინარჩუნონ და არ დაკარგონ თავიანთი ანაზღაურება, ესენი ჩვეულებრივი აგენტები არიან, ფულს იღებენ ამ ყველაფერში, მათ შორის მათ მიერვე დაგეგმილ პროვოკაციებში, მიტინგების ორგანიზებაში. ეს დაპირისპირება ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ იყოფენ ამ თანხებს ანუ უნდათ, რომ თავიანთი გარეპატრონების წარმოსახვაში დარჩნენ, როგორც მათთვის სასურველი და ფუნქციის მქონე ადამიანები“, - განაცხადა სოსიაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

06 ივნისი 2026, 15:31

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ეს ბრალდებები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რაოდენ დიდი უნდობლობაა მათ შორის - მათი გაყრაც და შეყრაც ყოველთვის გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი იყო და არ შინაგანი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ

ეს ბრალდებები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რაოდენ დიდი უნდობლობაა მათ შორის, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების შეფასებისას.

06 ივნისი 2026, 15:07

საზოგადოება

გივი მიქანაძემ პეკინის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, სტუმრებს უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, ხე კუანგცაიმ უმასპინძლა, მათ უნივერსიტეტის საქმიანობა გააცნო და სასწავლო, სამეცნიერო და საერთაშორისო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.