imedi /  27 მარტი 2018, 13:52 / სანდო წყარო

ვახტანგ მახარობლიშვილი: ამ ეტაპზე შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ არსებობს

ვახტანგ მახარობლიშვილი

ვახტანგ მახარობლიშვილი

იმ ანგარიშის მიხედვით, რომელიც ევროკომისიამ დეკემბერში წარმოადგინა, საქართველო უვიზო რეჟიმს წარმატებით იყენებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა პარტნიორმა სახელმწიფომ გარკვეული წუხილი გამოთქვა.

„შეჩერების მექანიზმის ამოქმედების კუთხით, არც ევროკომისიის შიგნით და არც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან რაიმე ოფიციალურ დისკუსიას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, ეს საფრთხე არ არსებობს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მონაპოვარს. მნიშვნელოვანია, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებსა და პრობლემატიკას, რომელმაც ბოლო პერიოდში იჩინა თავი.

ხელისუფლებამ რეაგირება მყისიერად მოახდინა. ძირითადი გამოწვევა თავშესაფართა მაძიებლობის პრინციპის არამართლზომიერად და ბოროტად გამოყენებაა, ისევე როგორც – გარკვეულწილად, კრიმინალის მატება.

ჩვენი მხრიდან დაიგეგმა და სხვადასხვა მიმართულებით ერთგვარი სამოქმედო გეგმა ხორციელდება. ამ სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულება საინფორმაციო კამპანიაა. უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი კამპანია იქნება წარმოებული.

ახლო მომავალში, აპრილის დასაწყისში ევროკავშირის შესაბამისი სააგენტოს ე.წ ფრონტექსის წარმომადგენლების ვიზიტი იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, იმ შესაძლებლობებსა და ზომებზე ვიმსჯელებთ, რომლებიც შეიძლება ერთობლივად გავატაროთ რათა, უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების შემთხვევები შემცირდეს“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გვარის შეცვლასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები ვიზალიბერალიზაციის კუთხით არსებული სიტუაციის გამოსწორებას ხელს შეუწყობს.

„გვარის შეცვლასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს. ეს სიტუაციის გამოსწორებას ხელს აუცილებლად შეუწყობს. ჩვენ პირის იდენტიფიცირების რამდენიმე საშუალება გვაქვს. შეიძლება ადამიანმა გვარი გამოიცვალოს, მაგრამ მისი პირადი ნომერი უცვლელი რჩება.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის სისტემა ე.წ. პირადი ნომრის საფუძველზე პირის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს, ამიტომ გვარის შეცვლა აქტუალური პრობლემატიკა გახდა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ზომები, რომ გვარის შეცვლასთან დაკავშირებით პროცედურები გავამკაცროთ“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.

2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა - 1570-მდე გაიზარდა. ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა.

პრობლემად ისევ დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. ამ ფონზე საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებაზე დაფიქრდა. მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვრის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ

ყველა სიახლე

14 აგვისტო 2020, 13:06

სამართალი

თბილისში, დიდუბეში მდებარე ერთ-ერთ საცხობში აფეთქება მოხდა

„აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. საცხობის ორმა თანამშრომელმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარის ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, საცხობში ბუნებრივი აირი დარჩათ მოშვებული, რამაც მისი დაგროვება და შემდეგ აფეთქება გამოწვია“ - აცხადებენ კომპანიაში.

14 აგვისტო 2020, 13:02

მსოფლიო

მინსკში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს ათავისუფლებენ

გათავისუფლებულების ნაწილი წამებისა და გადავსებული საკნების შესახებ საუბრობს. ზოგიერთს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში 6700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქციები ქვეყანაში არჩევენების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

14 აგვისტო 2020, 12:58

რეგიონი

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ძველი ქანდის, ქვემო წეროვნის და წეროვნის კვლევითი ინსტიტუტის მოსახლეობას შეხვდა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

14 აგვისტო 2020, 12:55

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ ვიმყოფები

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ცოცხალია და საზღვარგარეთ არ იმყოფება.

ჯასინდა არდერნი

14 აგვისტო 2020, 12:42

COVID19

ახალ ზელანდიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 12 დღით გახანგრძლივდება

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ ქალაქ ოკლენდში კორონავირუსის გამო დაწესებული მე-3 დონისა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში დაწესებული მე-2 დონის შეზღუდვები 12 დღით გახანგრძლივდება.

14 აგვისტო 2020, 12:37

რეგიონი

მეთხილე ფერმერები წელს 50-დან 55 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან

სამეგრელოს რეგიონში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თხილის საშრობში და თხილის გადამმუშავებელ საწარმოში ,,ჯეო ნათსი“ იმყოფებოდა.

14 აგვისტო 2020, 12:30

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

14 აგვისტო 2020, 12:24

სამართალი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამართალდამცავებმა ნ.ა. 2020 წლის 4 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

14 აგვისტო 2020, 12:17

COVID19

პარიზი და მარსელი კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონად გამოცხადდა

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პარიზი და მარსელი კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონად გამოცხადდა.

14 აგვისტო 2020, 12:05

სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში, მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა.

გიტანას ნაუსედა

14 აგვისტო 2020, 12:01

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი: არ ვფიქრობ, რომ კვლავ შეგვიძლია ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმური პრეზიდენტი ვუწოდოთ

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგას. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 11:59

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 5 დაბა სტეფანწმინდიდანაა, 4 კი სოფელ გარბანს უკავშირდება, სადაც ორი დღის წინ სიღრმისეული ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩაატარეს და გამოსაკვლევად 300-ზე მეტი ნიმუში გადააგზავნეს.

14 აგვისტო 2020, 11:56

საზოგადოება

უმაღლესი სასწავლებლებისთვის რეკომენდაციები მუშავდება

უმაღლესი განათლების მიმართულებით ცალკე რეკომენდაციები მუშავდება - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ეკატერინე დგებუაძე

14 აგვისტო 2020, 11:56

საზოგადოება

სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საჯარო სკოლა სადეზინფექციო საშუალებებით აღიჭურვება

განათლების სამინისტრო, სასწავლო წლის დაწყებამდე, ყველა საჯარო სკოლაში უზრუნველყოფს სადეზინფექციო საშუალებებით აღჭურვოს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 11:53

საზოგადოება

სექტემბრიდან სკოლებში სახელოვნებო წრეებიც გაიხსნება

„შემუშავებულ რეგულაციებში სახელოვნებო წრეებიც წერია - თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოსწავლეებიც და ის ადამიანებიც, რომელნიც ამ პროცესს უწევენ კოორდინაციას. რა თქმა უნდა, პროცესი იქნება ჩვეულებრივი; იქნება სპორტული გაკვეთილებიც, სახელოვნებოც“.

თამარ გაბუნია

14 აგვისტო 2020, 11:51

საზოგადოება

თუ სკოლაში ბავშვს თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას დროებით იზოლირებულ ოთახში მოათავსებენ

თუ სკოლაში თერმოსკრინინგისას ბავშვს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას სპეციალურად მომზადებულ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მშობლები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ და თუ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ მაინც შეიცვლება, აუცილებლად მიმართონ ოჯახის ექიმს და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სკოლაში არ გაუშვან.

მესტიის მუნიციპალიტეტი

14 აგვისტო 2020, 11:50

COVID19

სოფელ ლენჯერში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ლენჯერის თემში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მესამე დღეა სოფელი ჩაკეტილია და იქ დაწესებული რეგულაციები მოქმედებს. აკრძალულია შიდაგადადგილებაც კი. დღეისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში ეს სოფელი ერთ-ერთი პრობლემურია. კორონავირუსზე ტესტირება ლენჯერში ყველა მოქალაქემ გაიარა.

14 აგვისტო 2020, 11:41

საზოგადოება

გაეზრდებათ თუ არა მასწავლებლებს სამუშაო საათები

იმ მოდელმა, რომელსაც განათლების სამინისტრო სკოლებს სთავაზობს, მასწავლებლებისთვის სამუშაო საათების ზრდა არ უნდა გამოიწვიოს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არის სკოლების გარკვეული რაოდენობა, სადაც აუცილებელია მასწავლების საათების გაზრდა, განათლების სამინისტრო ამ მიმართულებითაც მუშაობს.

ანდრეი ბაბიში

14 აგვისტო 2020, 11:41

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერი: ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.

ირაკლი ღარიბაშვილი, თეა ახვლედიანი

14 აგვისტო 2020, 11:39

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ირაკლი ღარიბაშვილმა გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის მინისტრთან ერთად, გმირებს პატივი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა და სხვა სამხედრო პირებმა მიაგეს.