ლევან ბოძაშვილი: თავშესაფრის მაძიებლის განაცხადის დაკმაყოფილების შანსი 2 ათასში 80-ია
ლევან ბოძაშვილი
უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ლევან ბოძაშვილის თქმით, თავშესაფრის მაძიებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი განაცხადის დაკმაყოფილების შანსი 2 ათასში 80-ია. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ბოძაშვილის განმარტებით, ეს შანსი კიდევ უფრო მცირდება იმ ქვეყნებში, სადაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული. მისი თქმით, 2017 წელს თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირს 147 ქვეყნის 1.2 მილიონმა ადამიანმა მიმართა, მათგან ყველაზე მეტი სირიაზე, ერაყზე და ავღანეთზე მოდის.
"ევროკავშირის ქვეყნებში 2017 წლის ბოლო 2 კვარტალში 202 700 პირველი ინსტაციის სასამართლო გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. აქედან თავშესაფრის აპლიკაციების 46% დაკმაყოფილდა. აქედან ყველაზე მეტი გერმანიაზე (90 900), საფრაგეთზე (30 500), იტალიაზე (18400), შვედეთზე (15 500), ავსტრიაზე (14700) და საბერძნეთზე (6900) მოდის.
დაკმაყოფილებულ აპლიკაციათა სტატისტიკა სხვა ქვეყნებიდან მიმართვებზე ყოველი 2000 განაცხადიდან ასეთია: მაკედონია - 2 %, სერბეთი - 3 %, საქართველო - 4 %, ალჟირი - 8%.
ეს ნიშნავს, რომ თუ ამ მიზნით მიდის ადამიანი, მანდ უნდა იცოდეს, რომ მისი განაცხადის დაკმაყოფილების შანსი ყოველ 2 ათას ადამიანზე 80-ში მოხვედრის ტოლფასია. ხოლო ეს შანსი კიდევ უფრო მცირდება იმ ქვეყნებში, სადაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული. ამიტომ, კარგი იქნება თუ გაკეთდება რაიმე პორტალი, ოფისი, სადაც ადამიანებს უფასოდ აუხსნიან თავშესაფრის პროცედურებს, მათ შედეგებსა და სავარაუდო ფინანსურ თუ სხვა დანახარჯებსა და სანქციებს, რომლის დაწესებაც იგეგმება. სულ ერთი რეგულაციაა, ერთი დირექტივა და ერთიც პროცედურა. ითარგმნოს და დარიგდეს ან დაიდოს სადმე, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რას რისკავენ და რა შანსები აქვთ ამ რეგულაციების გავლის. აბსოლუტური უმრავლესობა ვიღაცის მონაყოლზე მიდის. იქნებ ბევრმა გადაიფიქროს კიდეც“, - აცხადებს ბოძაშვილი.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა. 2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა - 1570-მდე გაიზარდა. ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა. პრობლემად ისევ დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. ამ ფონზე საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებაზე დაფიქრდა. მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვარის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 14:20
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი და სანდო ინფორმაციის მიწოდებას გამოცდებთან დაკავშირებული პროცესების სწორად დაგეგმვისა და ეფექტიანი მართვის მიზნით. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 14:19
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან ძლიერია, არამხოლოდ უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე, არამედ უწყებებს შორისაც, ვმუშაობთ ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის
საქართველოსა და თურქეთს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან ძლიერია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში.
17 აპრილი 2026, 14:17
მსოფლიო
მაკრონი ევროკავშირს მოუწოდებს ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომა შეიმუშაოს
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროკავშირს მოუწოდებს ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომა შეიმუშაოს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 14:15
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი
18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 14:09
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანს შეხვდა.
17 აპრილი 2026, 13:53
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველო 23 საუკუნისაა, ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის
ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
17 აპრილი 2026, 13:51
მსოფლიო
BBC: აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის მანდელსონის სკანდალის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თუმცა სტარმერი გადადგომას არც ამჯერად აპირებს
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის შესახებ სკანდალის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გადადგომას არც ამჯერად აპირებს.
17 აპრილი 2026, 13:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.
17 აპრილი 2026, 13:35
პოლიტიკა
პრემიერი: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში - ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე
ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.
17 აპრილი 2026, 13:32
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი მიდგომა ასეთია, ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის უზრუნველყოფას, ვზრუნავთ ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია
საქართველოს მიდგომა ასეთია, ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.
17 აპრილი 2026, 13:19
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 %-ს შეადგენს 2021 წლიდან, მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 % იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.
17 აპრილი 2026, 13:18
პოლიტიკა
პრემიერი: ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, თუმცა, თუ ამჟამინდელ ევროკავშირს სამივე მიმართულებით სერიოზული გამოწვევები აქვს, ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს
ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო, ამავდროულად, ვხედავთ რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.
17 აპრილი 2026, 13:15
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად
საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.
17 აპრილი 2026, 13:12
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის საკითხზე: გამოჩნდა, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო - ორი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ და შემდეგ გადაივლის. უბრალოდ ორი დღე უნდა დავიცადოთ ხოლმე
გამოჩნდა, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო - რი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ და შემდეგ გადაივლის, უბრალოდ 2 დღე უნდა დავიცადოთ ხოლმე,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ „აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა იყო.
17 აპრილი 2026, 13:00
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: თანამედროვე ლიბერალიზმის აპოგეა არის სრული პიროვნული თავისუფლება, რაც მომხიბვლელია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის. რეალურად კი, თავად ფსევდოლიბერალიზმი არღვევს თავისუფლების პრინციპს
თანამედროვე, ანუ ფსევდოლიბერალიზმის მიზანია აქციოს თითოეული ადამიანი მის მსხვერპლად, შეათრიოს მის მარწუხებში და მართოს ისე, როგორც მას უნდა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა თანამედროვე ლიბერალიზმისათვის დამახასიათებელ ნიშნებზე ისაუბრა.
17 აპრილი 2026, 12:58
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!
ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
17 აპრილი 2026, 12:55
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჰანს გენშერი ალბათ საფლავში ტრიალებს, რომ უყურებს რას დაემსგავსა გერმანიის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით
სამწუხაროა, რომ ელჩის დაა ზოგიერთი გერმანელი ბიუროკრატის ქცევით ისეთი ზიანი მიაყენა გერმანიის ხელისუფლებამ გერმანიის რეპუტაციას, რომ წლები დასჭირდება დაზიანებული რეპუტაციის აღდგენას ქართველების თვალში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
17 აპრილი 2026, 12:54
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
17 აპრილი 2026, 12:48
პოლიტიკა
პაპუაშვილი: რომ დადიოდა სხვის ჭკუაზე „ნაცმოძრაობა“, იმიტომაც მივიღეთ ომი. ჩვენც რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ესენი - დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე, დღეს კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით
რომ დადიოდა სხვის ჭკუაზე „ნაცმოძრაობა“, იმიტომაც მივიღეთ ომი. ჩვენც რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ესენი იქცეოდნენ - დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე, დღეს კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
17 აპრილი 2026, 12:40
მსოფლიო
POLITICO: „მეტი კომპრომისი“: ტრამპს ირანთან ომის დასრულება სურს
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოება სურს, რაც ხუთშაბათს მის მიერ ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადებით დასტურდება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.


