ბათუმის ესტაკადის მშენებლობა შემოდგომამდე დასრულდება
ბათუმი
ფოტო: shutterstock.com
ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებლობის დასრულებას მშენებელი კომპანია ივლისში ვარაუდობს.
ესტაკადის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან აქვს გაფორმებული. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 14 მილიონ 370 ათასი ლარია.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მშენებლობა და უშუალოდ ესტაკადას საძირკვლის მოწყობა. პროექტის მიხედვით ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა ჯამში ერთკილომეტრიანი იქნება“.
მშენებელ კომპანიაში განაცხადეს, რომ ასაქცევი გზის თითქმის ნახევარი გაკეთებულია და მაისში ეს მონაკვეთი მთლიანად დასრულდება.
პროექტის მიხედვით, ესტაკადის სიმაღლე – 8,5 მეტრი, ხოლო სიგრძე – 800 მეტრი იქნება. პროექტი ითვალისწინებს – ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი რამდენიმე დამხმარე გზის მშენებლობას.
ესტაკადის მშენებლობის გამო, მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვალა.
ყველა სიახლე
05 მაისი 2026, 11:51
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მედიის თავისუფლებაც არის ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულება, რომელიც ფეხქვეშ გათელეს კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა
როდესაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები პირდაპირ ესხმიან თავს მედიის თავისუფლებას სხვა ქვეყანაში, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს - ეს არის პირდაპირ უხეში თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე, ე.წ ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ უპირისპირდებიან ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
05 მაისი 2026, 11:49
პოლიტიკა
პრემიერი ზელენსკისთან შეხვედრაზე: პრობლემები რაც იყო, რა თქმა უნდა, არსად წასულა, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულნი, გუშინ ვიყავით კონცენტრირებულები მეგობრულ საუბარზე და ეს იყო სულისკვეთება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი
რაც შეეხება გუშინდელ საუბარს, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. პრობლემები რაც იყო, ბუნებრივია, რჩება - არსად წასულა არც ადეიშვილი, არც ლორთქიფანიძე, არც ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა, არც ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება და ა.შ. ჩვენ გუშინ, არსებითად, ვიყავით კონცენტრირებულები მეგობრულ საუბარზე და ეს იყო სულისკვეთება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
05 მაისი 2026, 11:48
პოლიტიკა
პრემიერი: ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, შესაბამისად, ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის
„აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს და ეს ყველაფერი აისახოს ურთიერთობებში ხელისუფლებებს შორის. ყველა გონივრული ნაბიჯი ჩვენი მხრიდან შეიძლება, გადაიდგას. ჩვენ ბუნებრივია, ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, რომელიც არის დღეს ურთულეს მდგომარეობაში, ომის მდგომარეობაში, არის ურთულესი ეკონომიკური, სოციალური პირობები. ჩვენ ყველანაირად ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, ბუნებრივია, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს, შესაბამისად, ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი მხრიდან სრული მზაობა არსებობს დანარჩენი ვნახოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
05 მაისი 2026, 11:42
რეგიონი
დამწყები გიდების გადამზადება გრძელდება
ბათუმში დამწყები გიდების გადამზადება გრძელდება. ამ ეტაპზე, სამთვიანი ტრენინგ-კურსის მონაწილეებს პრაქტიკული გასვლები ბათუმის განაშენიანებისა და არქიტექტურის, ძველი ბათუმის საფეხმავლო ტურის, ღირსშესანიშნაობების, ბათუმის ძველი და ახალი ბულვარის მარშრუტების მიმართულებით ჩაუტარდათ.
05 მაისი 2026, 11:42
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად საქართველოს რკინიგზაში სრული განახლება იწყება
როგორც სასტუმრო „პარაგრაფში“ გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ტრადიციული მარშრუტების სიმყიფე და ახალი, სანდო დერეფნების საჭიროება გამოკვეთა, რამაც შუა დერეფანს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მიმართ გაზრდილი ინტერესი ლოგიკური შედეგია და ქვეყანა მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც სტაბილურობისა და ხარისხის გარანტმა პარტნიორმა. აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, შუა დერეფანი უკვე ყალიბდება გლობალური ვაჭრობის რეალურ და კონკურენტუნარიან ალტერნატივად.
05 მაისი 2026, 11:42
პოლიტიკა
პრემიერი: ყველა ის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება, ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ახალ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს - ყველა მიმართულებით გვექნება ცვლილებები
ყველა ის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება, ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ახალ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს - ყველა მიმართულებით გვექნება ცვლილებები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
05 მაისი 2026, 11:41
ეკონომიკა
პრემიერი: გვაქვს ხელშესახები შედეგები რკინიგზის გაჯანსაღების მიმართულებით, შესყიდვების ოპტიმიზაციისა და საკონტრაქტო ღირებულების შემცირების ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა 190.4 მლნ ლარი, რაც მოხმარდება რკინიგზის შემდგომ განვითარებას
ოპტიმიზაციის ფონზე გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა საქართველოს რკინიგზაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 მაისი 2026, 11:40
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას, ასეთი რამ გაუგონარია
ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას, ასეთი რამ გაუგონარია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ რასა იუკნევიჩიენეზე საუბრისას.
05 მაისი 2026, 11:33
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოს რკინიგზაში, შემდეგი 10 წლის განმავლობაში, ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი, იგეგმება სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრული განახლება
30 %-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის წლიური წმინდა მოგება, ანუ უკვე არსებული მაჩვენებლები რომ ავიღოთ ვნახავთ, რომ მინიმუმ 40 მლნ ლარით მეტი ექნება რკინიგზას შემოსავალი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1-წლიან ჭრილში, რაც ბუნებრივია, არის მნიშვნელოვანი შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 მაისი 2026, 11:32
ტაბლოიდი
რა ეცვათ ვარსკვლავებს Met Gala 2026-ზე📷ფოტოგალერეა
ნიუ-იორკში კოსტიუმის ინსტიტუტის მეჯლისი Met Gala გაიმართა, რომელიც ტრადიციულად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ჩატარდა. ამჯერად ღონისძიება მუზეუმის ექსპოზიციას „კოსტიუმის ხელოვნება“ (Costume Art) ეძღვნებოდა. მოწვეული ვარსკვლავებისთვის დაწესებული დრესკოდი კი იყო „მოდა ხელოვნებაა“.
05 მაისი 2026, 11:31
პოლიტიკა
პრემიერი: მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების განვითარებისთვის, ფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და 2031 წელს თბილისს ექნება სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტი
ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან, საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 მაისი 2026, 11:28
საზოგადოება
აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს, 18:00 საათზე იწურება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს მოუწოდებს, ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციისთვის შესაბამისი პროცედურების შესრულება დროულად უზრუნველყონ და სარეგისტრაციო საფასური6 მაისის 18:00 საათამდე გადაიხადონ.
05 მაისი 2026, 11:19
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: რატომ გამოიწვია ზელენსკისა და პრემიერის შეხვედრამ აჟიოტაჟი რადიკალურ ოპოზიციაში? - ფუჭი მცდელობაა, ეს შეხვედრა თავის სასარგებლოდ გადათარგმნონ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე ოპოზიციის აჟიოტაჟს ეხმიანება.
05 მაისი 2026, 11:16
რეგიონი
რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში მწვანე ტექნოლოგიების კვირეული ჩატარდა
რუსთავის მერიის ინიციატივით, ციფრული განვითარების სივრცეში მწვანე ტექნოლოგიების კვირეული ჩატარდა, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
05 მაისი 2026, 11:09
მსოფლიო
POLITICO: ტრამპის მიერ ჯარების შემცირების შემდეგ, ბერლინს რაკეტების დეფიციტი ექნება
გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, გერმანია იმედოვნებდა, რომ მალე აშშ შორი მანძილზე მოქმედ რაკეტებს განათავსებდა, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების მიყენება შეეძლებოდათ, თუმცა, აღნიშნული გეგმა ჩავარდა.
05 მაისი 2026, 11:03
სამართალი
აპრილში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 665 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 665 ფაქტი გამოავლინეს.
05 მაისი 2026, 11:02
პოლიტიკა
„ნეიტრალური საქართველო“: რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება აქამდე გატარებული კურსიდან უხვევს, სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს ვხედავთ ზელენსკის გვერდით
რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება აქამდე გატარებული კურსიდანაც კი უხვევს, სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს ვხედავთ ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით, იმ ფიგურასთან, რომლემაც ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დისკრედიტაციისთვის, - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
05 მაისი 2026, 10:55
სამართალი
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სპეცრაზმის ახალი უფროსი წარადგინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - ლევან ხარაბაძემ საგამოძიებო სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა.
05 მაისი 2026, 10:29
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ილჰამ ალიევის მხრიდან ევროკავშირის კრიტიკაზე: ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პოლიტიკამ სამხრეთ კავკასიაში მარცხი განიცადა
ფაქტობრივად ხორციელდება საერთაშორისო ზეწოლა საქართველოსა და აზერბაიჯანზე. როგორც ჩანს, ჩვენ ვერ ვთავსდებით ევრობიუროკრატების მიერ შექმნილ და ჩაფიქრებულ პოლიტიკურ, თუ ეკონომიკურ კონიუნქტურაში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
05 მაისი 2026, 10:27
სამართალი
სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალადაშვილთან, მის მოადგილეებთან და დეპარტამენტის სამმართველოების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


