imedi /  12 მარტი 2018, 13:22 / სანდო წყარო

ზესტაფონში მომხდარზე პროფკავშირები შრომის ტექნიკური ინსპექტორის ჩართვას ითხოვენ

თამაზ დოლაბერიძე

თამაზ დოლაბერიძე

პროფკავშირები ზესტაფონში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზების მოკვლევის პროცესში შრომის ტექნიკური ინსპექტორის ჩართვას ითხოვს. როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების დირექტორის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე ამბობს, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა კომპანიის ადმინისტრაციაში უკვე გაიგზავნა:

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ საინტერესოა დეტალები, ცალსახაა, რომ მუშა თავს არ იკლავს და ასეთ შემთხვევებს აქვს კონკრეტული მიზეზები. დავინტერესდებით იყო თუ არა სამუშაოების დაწყების წინ ე.წ. განაწესის დაშვება გაკეთებული, ეს არის დოკუმენტი, რომელიც საჭიროა სამონტაჟო-სარემონტო სამუშაოების დროს, ასევე გვაინტერესებს მიმდინარეობდა თუ არა სარემონტო სამუშაოები ქარხნის შრომის უსაფრთხოების თანამშრომლების მეთვალყურეობით და ა.შ.", - აცხადებს თამაზ დოლაბერიძე. პროფკავშირების დირექტორის მოადგილე შრომის უსაფრთხოების ახლადდამტკიცებული კანონის ხარვეზებზეც საუბრობს:

"მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულია კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ ჩვენ ვხედავთ, რომ 2018 წელიც იგივე ინტენსივობით დაიწყო სამუშაო ადგილებზე მუშების გარდაცვალების მიმართულებით. ეს კანონი, რომელიც ახლა მიიღეს, არის აბსოლუტურად დაცლილი იმ აუცილებელი ელემენტებისგან, რომელმაც ეფექტი უნდა მოიტანოს", - აცხადებს თამაზ დოლაბერიძე.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა ვასილ გველესიანი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი.

"უბედური შემთხვევა დილით მოხდა, რომელიც ფატალური შედეგით დასრულდა. ბრიგადა რომელიც მუშაობდა ნომერ მეოთხე საამქროს სახურავის ფენილის შეცვლაზე, ერთ - ერთი წევრი, 61 წლის დავით ძაბირაძე ჩამოვარდა 38 ნიშნულიდან და გარდაიცვალა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ბრიგადა აღჭურვილი იყო უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებული აღჭურვილობით - ქამრებითა და კასკებით. დანარჩენს გამოძიება დაადგენს,"- თქვა ვასილ გველესიანმა.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ადგილობრივი პირველადი ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი, დავით ძაბირაძე, მე-4 საამქროს სახურავიდან, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კონკრეტულად კი სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს დღეს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ის დაახლოებით 40 მეტრ სიმაღლეზე იყო.

ყველა სიახლე

ქეთევან ხუროძე

29 სექტემბერი 2026, 14:24

პოლიტიკა

პარლამენტმა ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო. გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 79-მა წევრმა დაუჭირა.

29 სექტემბერი 2026, 14:13

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამართალდარღვევა გამოავლინეს.

29 სექტემბერი 2026, 14:07

მსოფლიო

Bloomberg: ევროკომისიამ უკრაინას პორტების დაბომბვით დაზარალებული ფერმერებისთვის 220 მილიონი ევროს დახმარებაზე უარი უთხრა

ევროკომისიამ უარყო უკრაინის მოთხოვნა 220 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე, რომელიც საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმების შედეგად დაზარალებული ფერმერების მხარდასაჭერად იყო განკუთვნილი. ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა, ტარას ვისოცკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

29 სექტემბერი 2026, 14:02

რეგიონი

გივი მიქანაძემ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

ღონისძიებაზე გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების, მისი შედეგებისა და სამომავლო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო განახლებულ სახელმძღვანელოებს, სასკოლო ფორმებს, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებს.

ალექსუს გრინკევიჩი

29 სექტემბერი 2026, 14:00

მსოფლიო

ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალი: თუ თქვენი ქვეყანა ჰიბრიდული თავდასხმის სამიზნე გახდება, უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება რუსებს დაანახებს, რომ მათმა სტრატეგიამ ვერ გაამართლა

ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის დივერსიულმა კამპანიამ მთავარ მიზანს - უკრაინის დახმარებაზე დასავლეთის უარს - ვერ მიაღწია. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა, ალექსუს გრინკევიჩმა განაცხადა.

29 სექტემბერი 2026, 14:00

სამართალი

შსს: შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე რაიმე სახის ნებართვას არ გასცემს და მისი მთავარი ფუნქციაა დაიცვას ბალანსი შეკრების, ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება, ან მანიფესტაცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე რაიმე სახის ნებართვას არ გასცემს და მისი მთავარი ფუნქციაა დაიცვას ბალანსი შეკრების, ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება, ან მანიფესტაცია მიმდინარეობს, - განუცხადეს „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გიორგი ჩაკვეტაძე

29 სექტემბერი 2026, 13:52

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: ალბანეთში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ალბანეთში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას ეხებოდა.

29 სექტემბერი 2026, 13:51

სამართალი

სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გოჩა ქოქოლაძის საქმე განიხილა

სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გოჩა ქოქოლაძის საქმე განიხილა

ლევან მაჭავარიანი

29 სექტემბერი 2026, 13:48

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ვინც დღეს არის თქვენი ამომრჩეველი, ისიც კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან. ძალიან ბევრმა სხვადასხვა ვერსიამ, სხვადასხვა დროს გაიჟღერა და მინდა რამდენიმე შეგახსენოთ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

თორნიკე ფაღავა

29 სექტემბერი 2026, 13:46

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: Emaar ჯგუფისა და Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არის საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა და მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი დადებითი ეფექტი ქართულ ეკონომიკაზე - სწორედ ამ პროცესის წინააღმდეგ დამიზნებით იბრძვის დღეს რადიკალური ოპოზიცია

მოვისმინეთ არაერთი უგუნური განცხადება რადიკალური ოპოზიციის არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ დავით საყვარელიძის ძალიან სახიფათო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, გახდეს გლობალურ ძალთა ჭიდილში სამხედრო-ლოჯისტიკური ჰაბი, რაც, ჩემი აზრით, დამანგრეველი იქნება საქართველოსათვის, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში Emaar ჯგუფისა და Trump Tower-ის მიერ 8 მილიარდი დოლარის ინვესტიციის სახით შემოტანაზე საუბრისას.

ირაკლი ლატარია

29 სექტემბერი 2026, 13:41

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ „ქოცებსო", IRI-ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს - ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი „მხარდაჭერა" - 1 პროცენტი

ექსპერტი, ირაკლი ლატარია, IRI-ის მიერ პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და იხსენებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ „ქართული ოცნების" მისამართით გამოთქმულ მუქარას.

29 სექტემბერი 2026, 13:40

საზოგადოება

ComCom-მა საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი სამუშაო შეხვედრები გამართა

ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორთან შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება ბავშვთა ონლაინ დაცვის, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით შესაძლებლობების განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს დაეთმო. ComCom-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ITU-ს გამოცდილების მნიშვნელობას ბავშვთა ონლაინ დაცვის მიმართულებით და გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ITU-სთან ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიისა და შესაბამისი უნარების განვითარების მიმართულებით.

ლიკა შარტავა

29 სექტემბერი 2026, 13:36

პოლიტიკა

ლიკა შარტავა: დღევანდელ გლობალურ ქაოსში საქართველო დგას მტკიცედ, ვითარდება და ინარჩუნებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლიკა შარტავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სოხუმის დაცემის დღე -1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენა, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მტკივნეულ თარიღს წარმოადგენს.

პიტ ჰეგსეტი

29 სექტემბერი 2026, 13:31

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც სამხედრო უწყებას ავალდებულებს, დაიცვას აშშ-ის შუალედური არჩევნები უცხოური ჩარევისგან

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც სამხედრო უწყებას ავალდებულებს, დაიცვას აშშ-ის შუალედური არჩევნები უცხოური ჩარევისგან, - განაცხადა ორშაბათს პენტაგონმა.

კახა კალაძე

29 სექტემბერი 2026, 13:27

პოლიტიკა

კახა კალაძე: კვლევა არ სჭირდება იმას, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რომელ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან IRI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის შედეგები მათმა არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა განსაზღვრა.

29 სექტემბერი 2026, 13:23

მსოფლიო

ესტონეთმა რუსეთის სპეცსამსახურები თავდაცვის საწარმოზე თავდასხმაში დაადანაშაულა

ესტონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტალინში, თავდაცვითი კომპანია Milrem Robotics-ის შენობაზე აგვისტოში განხორციელებული ცეცხლის წაკიდების უკან რუსული დაზვერვა დგას.

რატი იონათამიშვილი

29 სექტემბერი 2026, 13:23

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოება ენდობა საქართველოს, ხედავს იმ პროგრესს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არის საუკეთესო ინვესტიცია უკეთესი ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად

მსოფლიო ჩემპიონატი პარაძიუდოში პარალიმპიური სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და შემთხვევითი არ არის, რომ მასპინძელ ქვეყნად საქართველო შეირჩა, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

29 სექტემბერი 2026, 13:22

საზოგადოება

გვალვის მონიტორინგის და პროგნოზირების პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოში გვალვის მონიტორინგის და პროგნოზირების პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

ლიკა შარტავა

29 სექტემბერი 2026, 13:21

პოლიტიკა

ლიკა შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერზე: ჩვენი თაობა არ უნდა გახდეს წლებისა თუ ათწლეულების პოლიტიკური დაპირისპირების მემკვიდრე

ჩემთვის მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში მიჰყვება -საქართველოს მომავალი მშვიდობით, განვითარებითა და ეროვნული ინტერესების დაცვით აშენდეს და არა ისეთი დაპირისპირებით, რომელიც საბოლოოდ თავად საქართველოს დააზიანებს, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლიკა შარტავამ.

გიორგი გაბუნია

29 სექტემბერი 2026, 13:08

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: ლევილის ისტორია დღეს უკვე მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, ეს არის საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელოვანი გამოხატულება

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იძენს. მისი რეაბილიტაციით შეიქმნა უნიკალური სივრცე, სადაც ისტორია მხოლოდ შესწავლის საგანი კი არ იქნება, არამედ ცოცხლად განცდილი მემკვიდრეობა გახდება, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.