imedi /  15 მარტი 2018, 14:29 / სანდო წყარო

ევროპული საქართველო ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს

გიორგი კანდელაკი

გიორგი კანდელაკი

"ევროპული საქართველო" შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორაზროვანი განცხადების გამო. ამის შესახებ 1tv წერს.

დეპუტატ გიორგი კანდელაკის თქმით, მინისტრი ჯანელიძე რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, ჭეშმარიტების დადგენის აუცილებლობაზე ლაპარაკობს მაშინ, როდესაც  ბრიტანეთის პრემიერი და აშშ დარწმუნებით საუბრობენ საქმეში რუსეთის ბრალეულობაზე.

“მაშინ, როდესაც ბრიტანეთის პრემიერმა და აშშ-მა დარწმუნებით განაცხადეს ამ მტრულ აქტში რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, სიმართლის დადგენის აუცილებლობაზე საუბრობს. ეს, მინიმუმ, არაკომპეტენტურია და საქართველოს მოკავშირეების, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს”, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ მათთვის ასევე მიუღებელია პრემიერის მიერ გაკეთებული მიმართვა რუსეთის ხელისუფლების მიმართ. კანდელაკის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ბრიტანეთი “მაგნიტსკის სიის” მიღებას გეგმავს, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მიღება აღარ უნდა გაჭიანურდეს. საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე, პარტია "ევროპული საქართველო" პრემიერს პარლამენტში იბარებს”, - განაცხადა მან.

“არსებულ სიტუაციაში, როცა ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ სულ უფრო უარყოფითი ხდება, საქართველოს მხრიდან აუცილებელია მეტი აქტიურობა, რაც არანაირად არ ჯდება პრემიერმინისტრის კაპიტულანტურ მიმართვაში. რამდენიმე დღეში დიდი ბრიტანეთი აპირებს “მაგნიტსკის სიის” მიღებას, რის შემდეგაც იმ პირების მიმართ, რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები, მკაცრი სანქციები გატარდება, ამ ფონზე აღარ უნდა მოხდეს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიის გაჭიანურება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მომავალ კვირას ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ პრემიერი პარლამენტში უნდა გამოცხადდეს”, - აცხადებს დეპუტატი.

მანამდე  Twitter-ში საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა.

"მკაცრად ვგმობთ სოლსბერიში მომხდარ თავდასხმას. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს, გაერთიანებულ სამეფოს, სიმართლის დადგენის პროცესში,"- ეს მიხეილ ჯანელიძის სიტყვებია.

რუსი ჯაშუშის, სერგეის სკრიპალის მოწამვლის საქმეზე გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ბრიტანულმა მხარემ საბჭოს წევრებს გამოძიების დეტალები მიაწოდა. ლონდონის მტკიცებით, რუსი ჯაშუში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებებით მოწამლეს

ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ლონდონმა მოსკოვთან ორმხრივი კავშირები შეაჩერა.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სკრიპალის საქმეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და ბრიტანელებს ურჩია ყოფილი ჯაშუშის მოწამვლის ინციდენტში ჯერ თავად გაერკვნენ.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აქამდე არსებული და ცნობილი ყველა ფაქტი ქმნის საფუძველს, რომ საქმეში რუსეთის ბრალეულობა გამოვლინდეს. 

რუსი ჯაშუში სერგეის სკრიპალის მოწამვლის საქმეზე გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ბრიტანულმა მხარემ საბჭოს წევრებს გამოძიების დეტალები მიაწოდა. 

ოფიციალური ლონდონი რუსეთთან ყველა მაღალი დონის შეხვედრას აუქმებს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ლონდონში ვიზიტს. ასევე, რუსეთში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები.

ყველა სიახლე

პეტერ მადიარი

11 სექტემბერი 2026, 08:57

მსოფლიო

მადიარი: უსამართლობაა, რომ უნგრეთი ყოველდღიურად ერთ მილიონ ევროს იხდის ევროპის საერთო საზღვრის, უნგრეთის საზღვრის დასაცავად, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიისგან 200 მილიონ ევროს იღებს იმის გამო, რომ შესაძლოა, თავისი საქმე სათანადოდ არ შეასრულა

უნგრეთის პრემიერ მინისტრი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა თავშესაფრის მიცემის წესებისა და მიგრაციული პოლიტიკის დარღვევის გამო ყოველდღიურად მილიონ ევროს იხდის. პეტერ მადიარის თმით, უსამართლობაა ის, რომ უნგრეთს საკუთარი და ევროპის საზღვრების დაცვის გამო ჯარიმას ახდევინებენ.

11 სექტემბერი 2026, 08:50

რეგიონი

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად ბანაკის მონაწილეებს პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატები ესტუმრნენ. არაფორმალურ გარემოში სტუმრებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად სამოქალაქო პასუხისმგებლობის, პიროვნული განვითარებისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ანა წითლიძე

11 სექტემბერი 2026, 08:41

პოლიტიკა

ანა წითლიძე: მე შემიძლია გვარამია პოლიტიკურად ისე დავმარხო, რომ ვეღარასდროს ვერ წამოყოს თავი - გვარამიამ მითხრა: მერაბ კოსტავა ვარ, მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო

მე შემიძლია პოლიტიკურად ისე დავმარხო გვარამია, რომ ვეღარასდროს თავი ვერ წამოყოს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.

ნიკა გვარამია

11 სექტემბერი 2026, 08:35

პოლიტიკა

ნიკა გვარამია ანა წითლიძეზე: ნამუსგარეცხილი ურეპუტაციო ქაჯია

„ნამუსგარეცხილი, ურეპუტაციო ქაჯი“ - ასე აფასებს ნიკა გვარამია ანა წითლიძეს. პარტია „ახალის’’ ლიდერის გამოხმაურება წითლიძის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, გვარამიამ მას უთხრა, რომ ის მერაბ კოსტავაა და მიშას გვერდზე გაწევს.

ზუკა რურუა

11 სექტემბერი 2026, 08:28

პოლიტიკა

ზუკა რურუა მარტა კოსის განცხადებაზე: მისი შეფასება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირში ცდილობენ ინტეგრაციას, არის ორმაგი სტანდარტი, ძალადობა და შიდა საქმეებში ჩარევის პირდაპირი მცდელობა

სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების გაღვივებაში ასრულებს ევროკომისრის როლს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა მარტა კოსის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.

ლევან მაჭავარიანი

11 სექტემბერი 2026, 08:16

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გარდაცვლილი ადამიანის ისტორიით რომ სპეკულირებენ, ეს საშინელი ტრაგედიაა - გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ღარიბაშვილი და „ასავალ-დასავალი“ სინქრონში მოქმედებენ

დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხებს, მთლიანად ამ პროცესს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, კითხვის ნიშანი არ არსებობს.- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

11 სექტემბერი 2026, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

11 სექტემბერი 2026, 01:16

მსოფლიო

The New York Times: ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს

ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:30

პოლიტიკა

ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ყოველთვის, როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. ბრიუსელი ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“, რომ პრორუსული პარტიაა. სისულელეა. „ქართული ოცნება“, როგორც AfD ვიცავთ ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს

ყოველთვის ერთი და იგივე ხდება. როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, ამ პარტიას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. იგივე ხდება საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.

11 სექტემბერი 2026, 00:26

მსოფლიო

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს. კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ალბერტას პროვინციის ქალაქ კალგარიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:21

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეცდებიან აკრძალონ AfD -ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს

თუ ეცდებიან აკრძალონ AFD-ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული, ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა, გადაცემაში „იმედი LIVE“.

11 სექტემბერი 2026, 00:18

საზოგადოება

თამარ ჭოველიძის ქუჩიდან, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ამჟამად, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტროტუარებზე მიმდინარეობს. ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, რომლის დასრულების შემდეგაც, LED სანათები დამონტაჟდება. საფეხმავლო ტერიტორიაზე კი დაიგება ფილები და მოეწყობა ბორდიურები. პროექტის საბოლოო ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ზედა ფენა, განხორციელდება შესაბამისი საგზაო მონიშვნები, დამონტაჟდება შუქნიშნები და შესრულდება გამწვანების სამუშაოები.

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ევროკავშირი მთელ მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო მთელი მსოფლიოს დიქტატი

ევროკავშირი მთელს მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო დიქტატი მთელი მსოფლიოსი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.

11 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ არის სისულელე. ჩვენ არ ვართ პრორუსები და არც პროუკრაინულები, არც პროამერიკულები. ჩვენ ვართ პროგერმანულები. ვფიქრობთ, რომ იაფი ენერგეტიკა გვჭირდება, ამიტომ, ხანგრძლივი თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვჭირდება

ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ არის სისულელე. პრორუსებს გვეძახიან. ჩვენ არ ვართ პრორუსები და არც პროუკრაინულები, არც პროამერიკულები. ჩვენ ვართ პროგერმანულები. ვფიქრობთ, რომ იაფი ენერგეტიკა გვჭირდება, ამიტომ, ხანგრძლივი თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვჭირდება, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:42

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე: ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება

ჩემი ვარაუდია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:33

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე

რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ღარიბაშვილის წერილზე: თურმე ძალიან მსხვილი ე.წ. „ატკატები“ ტყდებოდა ბატონი ღარიბაშვილის კაბინეტში. იგი ელოდა ახალი ბრალის წარდგენას, მან წინასწარ იცოდა ბატონი ბურჭულაძის თანამშრომლობის შესახებ და ორი დღით ადრე იყო ის პირველი წერილი, როდესაც გამოუშვა და ეცადა სამართლებრივი საკითხი გადაეტანა პოლიტიკურ ჭრილში

ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან ორმაგად გულდასაწყვეტი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ ეს სერიალი ბევრჯერ გვინახავს?! გვარამიათი დაწყებული, მელიათი გაგრძელებული და გიგი უგულავათი დამთავრებული - ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი იყო წარდგენილი, აბსოლუტურად ყველა ხდებოდა შემდეგ პოლიტიკური დევნილი. შემდეგ ეს საქმეები წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და ასიდან ასივე შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:16

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი. შემდეგ ამბობს, მე არაფერი ჩამიდენიაო

გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:13

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე: ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას

ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE,“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გახარიას პარტიის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

10 სექტემბერი 2026, 23:02

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოს

თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.