არასამთავრობოები „რუსთავი 2“-თან განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები 19 მარტს „რუსთავი 2“-ის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, იქონიონ მკაცრი პოლიტიკა ნებისმიერი იმ ქმედების მიმართ, რომელიც შეიცავს ძალადობას, მიმართულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.
ეს არ არის „ქართული მარშის“ წევრების მიერ განხორციელებული აგრესიის პირველი შემთხვევა მათთვის მიუღებელი აზრის წინააღმდეგ - უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, მათი მხრიდან გამოვლენილი დანაშაულებრივი ხასიათის ქმედებები და თებერვალში დაანონსებული ე.წ. სახალხო პატრულის შემოღების ინიციატივა ცხადჰყოფს, რომ ისინი კვლავაც გააგრძელებენ ნებისმიერი მათთვის მიუღებელი ადამიანის ფიზიკურ შეურაცხყოფას და ეცდებიან განსხვავებული აზრის დანაშაულებრივი გზით ჩახშობას,- წერია განცხადებაში.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ დაუშვებლია ე.წ. “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” თავიდან აცილების მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია ფაქტზე სახელმწიფომ აწარმოოს დროული და ობიექტური გამოძიება, მოახდინის დანაშაულის ზუსტი კვალიფიკაცია, გამოიყენოს ადეკვატური სასჯელი ყველა იმ პირის მიმართ ვისი ბრალეულობაც იკვეთება, დაიცვას მედიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება.
მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, შეხვდეს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და გააცნოს, თუ რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო სიძულვილით მოტივირებული (და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული) დანაშაულების წინააღდეგ საბრძოლველად და მიაწოდოს ინფორმაცია ამგვარ დანაშაულებზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „თანასწორობის მოძრაობა“ (Equality Movement), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ (TI), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საფარი“ და მედიის განვითარების ფონდი (MDF)."- წერია განცხადებაში.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან 19 მარტს პოლიციამ ქართული მარშის 5 წევრი დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ. “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”-თქვა გაბუნიამ.
ყველა სიახლე
03 ივლისი 2026, 14:38
პოლიტიკა
ოპოზიცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ირანში დაკრძალვაზე ჩასვლის გამო აკრიტიკებს, იმავეს სომხეთის პრემიერ-მინისტრზე არ ამბობს: რა ჩემი გადასაწყვეტია უცხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ან უცხო ქვეყნის ლიდერის კრიტიკა, რომელთანაც თანამშრომლობას ვაპირებ
რადიკალების ნაწილი ნიკოლ ფაშინიანს არ აკრიტიკებს, მეორე ნაწილი კი არ უარყოფს, რომ ირანის როლი რეგიონში მნიშვნელოვანია თუმცა ირანში ლიდერების ჩასვლას ეწინააღმდეგება.
03 ივლისი 2026, 14:29
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: აქვეყნებენ რეიტინგებს, რომ ყველა მიმართულებით მოწინავე პოზიციებზე ვართ და კიდევ ჩვენ გვეუბნებიან, რომ უკუსვლის პროცესში ვართ
აქვეყნებენ რეიტინგებს, რომ მოწინავე პოზიციებზე ვართ ყველა მიმართულებით და კიდევ ჩვენ გვეუბნებიან, რომ უკუსვლის პროცესში ვართ, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ გაფრთხილებას, რომ „საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პირობებში, დემოკრატიული უკუსვლის და ანტიევროპული, რუსული სტილის დეზინფორმაციის გამო, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების გზას შორდება“.
03 ივლისი 2026, 14:26
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ აბაშაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
03 ივლისი 2026, 14:24
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული გიორგი მალანიას მამა: არ ვეთანხმებით ბრალს. ურეკავდა ადამიანი, რომელიც თვალით არ უნახავს და ეუბნებოდა, რომ უნდოდა მის მასწავლებელთან შეხვედრა და დალაპარაკება. ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარს არასათანადოდ ექცევაო, ჩემი ინფორმაციითო, აქედან გამომდინარე მინდა დაველაპარაკოო და წამომყევიო. არ გაჰყვა ჩემი შვილი
მე არ ვეთანხმებოდი არც პირველს ანუ შეუტყობინებლობას და არც ამას არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა. ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას საქართველოში, თუ საჭირო გახდება საზღვრებს გარეთაც. არ იცოდა, - განაცხადა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული გიორგი მალანიას მამამ, მერაბ მალანიამ.
03 ივლისი 2026, 14:24
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში, „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი. ერთადერთი, მათი მოტივია, რამენაირად არეულობა გამოიწვიონ ჩვენს ქვეყანაში
სინამდვილეში, „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი. ერთადერთი, მათი მოტივია, რამენაირად არეულობა გამოიწვიონ ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“.
03 ივლისი 2026, 14:21
სამართალი
„მიყვარხართ! მიყვარხართ!“ - გიგა ავალიანის დედის რეაქცია პროკურატურის გადაწყვეტილებაზე
გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიასთვის ბრალდების წარდგენას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.
03 ივლისი 2026, 14:08
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
03 ივლისი 2026, 14:03
ეკონომიკა
ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის კონკურსი გამოცხადდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ქალაქ ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.
03 ივლისი 2026, 14:00
სამართალი
პროკურატურამ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
03 ივლისი 2026, 13:58
მსოფლიო
The Telegraph: აშშ-მა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, პოლონეთის ტერიტორიაზე პროვოკაცია მოაწყოს ნატოს რეაქციის შესამოწმებლად
აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, პოლონეთის ტერიტორიაზე შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავდეს, რომლის მიზანიც ნატოს რეაქციის შემოწმებაა. ინფორმაციას The Telegraph-ი პოლონურ გამოცემა Onet-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 13:58
ეკონომიკა
ილია ვეკუას სახელობის თბილისის N42 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის №42 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა.
03 ივლისი 2026, 13:25
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: უზბეკეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს
უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან გამართული მოლაპარაკებების დროს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა. ინფორმაციას უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 13:18
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა თურქეთის საზღვაო სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა.
03 ივლისი 2026, 13:13
სამართალი
პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარუდგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 13:08
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს ედოარდო რიქსს შეხვდა. შეხვედრა თურქეთში, საზღვაო სამიტის ფარგლებში გაიმართა.
03 ივლისი 2026, 12:57
რეგიონი
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად ხულოში მცხოვრებ სოფია სურმანიძეს და ვეზირ გორგაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად ხულოში მცხოვრებ სოფია სურმანიძეს და ვეზირ გორგაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 12:52
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ლავროვის განცხადება აჩვენებს, რომ მოსკოვი საქართველოს სთავაზობს არა დიალოგს, არამედ 2008 წლის შედეგების ლეგიტიმაციას
მისი შეფასებით, მოსკოვის გზავნილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ცდილობს, თავი კონფლიქტის მხარის სტატუსიდან გამოიყვანოს და საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალთან იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებების გაფორმებისკენ უბიძგოს.
03 ივლისი 2026, 12:40
მსოფლიო
The Guardian: ბრიტანელი დეპუტატები რუსული მულტფილმის „მაშა და დათვის“ ეთერიდან ამოღებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ის რუსეთის „რბილი ძალის“ დემონსტრირებაა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეისწავლოს შესაძლებლობა, შეწყდეს რუსული ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ მაუწყებლობა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 12:07
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 12:06
მსოფლიო
პოლონეთმა უკრაინისთვის MiG-29 ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე უარი განაცხადა და ამის ნაცვლად მათი ჩამოწერა გადაწყვიტა
პოლონეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი Mig-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიების სანაცვლოდ აღარ გადაეცემა. ინფორმაციას პოლონური მედია პოლონეთს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


