კობახიძემ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე რუსეთის ოკუპაციაზე ილაპარაკა
ირაკლი კობახიძე
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ფორუმის მთავარი თემაა: "გლობალური რეჟიმის გაძლიერება მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის: საფუძვლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საჭიროება.“ პარლამენტის თავმჯდომარემ ამ გამოწვევაზე ილაპარაკა.
კერძოდ, კობახიძემ ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული სტრატეგია და ასევე საქართველოს ხედვა მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების უფრო ეფექტური მართვის შესახებ წარმოადგინა.
"25 წლის განმავლობაში, საქართველო მუდმივად იდგა იმ 280,000 იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის უზარმაზარი პრობლემების წინაშე, რომლებიც გამოიხიზნენ საქართველოს კოფლიქტური რეგიონებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან. ქართველთა და სხვა ეროვნების ადამიანთა პირველი ტალღა მასობრივად იქნა გამოძევებული ეთნიკური წმენდის შედეგად მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ დაკარგა კონტროლი საკუთარ ტერიტორიებზე 1990-იანი წლების დასაწყისში. ეს ტერიტორიები უკანონოდ და ძალისმიერად იქნა ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო აგრესიის შედეგად სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, რამაც გამოიწვია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა რაოდენობის საგრძნობლად გაზრდა, და იმავდროულად, კიდევ უფრო გააუარესა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდრომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე"- განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ ტატუნაშვილზეც ისაუბრა.
"დღესდღეობით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%; არაკანონიერად ჰყავს განთავსებული შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებზე; ხელს უწყობს საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში; და ამ საოკუპაციო რეჟიმის დახმარებით გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს – იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას. უახლესი შემთხვევა იყო არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, რომელიც დაკავებული იყო ცხინვალში და გარდაიცვალა წამების შედეგად, ზღუდავს თავისუფლად გადაადგილების უფლებას ადგილობრივი მოსახლეობისათვის და ამ რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, ართმევს ბავშვებს მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლებას“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, რუსული შეიარაღებული ძალები ატარებენ ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიკას.
„აღმართავენ მავთულხლართებს, რომლებიც არა მხოლოდ თავისუფლად გადაადგილებას ზღუდავას, არამედ იწვევს სამწუხაროდ არაკანონიერად ჰყოფს შუაზე სოფლებს და ზოგჯერ ოჯახებსაც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იძულებით გადაადგილებული პირებიცა და ის მოსახლეობაც, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავის გადარჩენისა და ძირითადი კეთილდღეობის უდიდესი გამოწვევის წინაშე დგანან. აღნიშნული სიტუაცია გადაულახავ დაბრკოლებას უქმნის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახლებში დაბრუნებას, და წარმოშობს იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღის საფრთხეს"- განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) საერთაშორისო საპარლამენტო დიალოგის ცენტრია, რომელიც პარლამენტებს შორის კონტაქტების დამყარებასა და კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, საერთო გამოწვევებზე მსჯელობას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას უწყობს ხელს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თავდაცვისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა, რაც საპარლამენტო დემოკრატიისა და განვითარების არსებითი ფაქტორია. ღონისძიების მუშაობაში 140-მდე ქვეყნის 800-მდე პარლამენტის წევრი, მათ შორის 65 სპიკერი იღებს მონაწილეობას.
ყველა სიახლე
17 ივნისი 2026, 11:32
კულტურა
მეხუთე „შრეკის“ პირველი თიზერი გამოქვეყნდა
Universal Pictures-მა მეხუთე „შრეკის“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოაქვეყნა. პერსონაჟებს კვლავ ახმოვანებენ მაიკ მაიერსი (შრეკი), ედი მერფი (ვირი) და კემერონ დიასი (ფიონა). შრეკისა და ფიონას ქალიშვილს, ფელიციას კი ზენდეია ახმოვანებს.
17 ივნისი 2026, 11:25
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: ძველი რუსთავი, რომლის ულამაზესი არქიტექტურითაც თითოეული რუსთაველი ვამაყობთ, ავთენტურ იერ-სახეს დაიბრუნებს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავის ისტორიულ უბნებში, 100 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით განახორციელებს, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 11:23
რეგიონი
სულხან თამაზაშვილმა სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში, სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა. მინისტრმა თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 11:19
სამართალი
რკინიგზაში გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულებს ბრალს აცნობენ
რკინიგზაში გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულებს ბრალს აცნობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალდებულებთან ადვოკატები და გამომძიებლები იმყოფებიან.
17 ივნისი 2026, 11:19
პოლიტიკა
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის, თამარა ვუჩიჩის საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს
ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერიც მოინახულა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სულიერ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. აღინიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ კულტურულ და სულიერ კავშირებს.
17 ივნისი 2026, 11:16
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: მისი ნებისმიერი ანგარიში არის უბრალოდ ფურცელზე დაწერილი რაღაც. მას წესით საქართველოსთან მიმართებით სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს, სანამ საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს არ მოუხდის
მას სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს წესით საქართველოსთან მიმართებით, სანამ იგი საქართველოს მოსახლეობას არ მოუხდის ბოდიშს, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს უყრის.
17 ივნისი 2026, 11:15
ტაბლოიდი
ტომ ჰოლანდმა ზენდაიასთან ქორწინება პირველად დაადასტურა
„ჩვენს ბიზნესში შეიძლება ძალიან სტრესული სიტუაციები შეიქმნას და ნამდვილად სასიამოვნოა გქონდეს ურთიერთობის ისეთი საძირკველი, რომელიც დროს გაუძლებს. მე ვიპოვე ჩემი ადამიანი. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და მასთან ერთად იმაზე ბედნიერი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ამავდროულად, არასდროს მიგრძნია თავი ასე მხარდაჭერილად და უსაფრთხოდ, როგორც ახლა“, - განაცხადა მსახიობმა.
17 ივნისი 2026, 11:12
პოლიტიკა
ნინო წილოსანი რასა იუკნევიჩიანეზე: ამ პოლიტიკოსის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ინიცირებას უკავშირდება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს აფასებს. ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ ლიეტუველი პოლიტიკოსის საქმიანობა მხოლოდ საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ინიცირებას უკავშირდება.
17 ივნისი 2026, 11:09
პოლიტიკა
სამადაშვილის ტყუილი - საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ღარიბი ქვეყანაა, IMF -ის 2026 წლის მონაცემი - ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე:1 - საქართველო 10 346$, 2 - მოლდოვა 8 542$; 3 - უკრაინა 6 499$
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო ყველაზე ღატაკი ქვეყანაა ევროკავშირის წევრ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის.
17 ივნისი 2026, 10:59
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი მეცხოველეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ნედლი რძის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ცვლილებები გააცნო, რომლებიც ქართული ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქციისთვის სპეციალური ხარისხის ნიშნის დანერგვას, მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო მარკირებასა და სავაჭრო ობიექტებში მათი განცალკევებულად განთავსებას გულისხმობს. ამასთან, გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის გამკაცრება და ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
17 ივნისი 2026, 10:58
მსოფლიო
Bloomberg: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება 15 ივნისს რეკორდულად გაიზარდა
Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგის ლიდერმა, ილონ მასკმა, საკუთარ ქონებას 10%-ზე მეტი შემატა და მისმა კაპიტალმა 1,27 ტრილიონ დოლარს მიაღწია. 12 ივნისს მეწარმე მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდა, რაც ბირჟაზე SpaceX-ის გასვლამ განაპირობა. Forbes-ი მის კაპიტალს 1,1 ტრილიონ დოლარად აფასებდა, ხოლო Bloomberg-ი 1,05 ტრილიონ დოლარად.
17 ივნისი 2026, 10:51
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრს საფრანგეთში კოლეგამ უმასპინძლა
პარიზში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 10:51
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ტრამპს არასდროს უთქვამს, რომ მის მიზანს ირანის ახალ ლიდერად რეზა ფაჰლევის დანიშვნა წარმოადგენდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიზანს არასდროს წარმოადგენდა ირანის ყოფილი შაჰის რეზა ფაჰლევის ისლამური რესპუბლიკის ახალ ლიდერად დასმა.
17 ივნისი 2026, 10:47
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე: 2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე, არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, ეს ფანჯარა გაიღო
სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვა ვრცელდება, რომელიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში განსახილველ ანგარიშზე საუბრობს. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. მისი თქმით, უკრაინელების ბრძოლის გამო ეს ფანჯარა გაიღო და მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ შესაძლებლობას არ იყენებს.
17 ივნისი 2026, 10:44
სპორტი
ივლისის მატჩებისთვის საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა
გუნდს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი მატჩი ელის: 2 ივლისს გასვლაზე უკრაინასთან (ლატვიაში) და 5 ივლისს ესპანეთთან, თბილისში. ნაკრებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვს, თუმცა პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულები გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ,
17 ივნისი 2026, 10:24
სპორტი
არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ლეო მესის ჰეთთრიკით დაიწყო
არგენტინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო.
17 ივნისი 2026, 10:19
ტექნოლოგიები
ამერიკელმა მეცნიერებმა კომპიუტერს პარალიზებული პაციენტის აზრების კითხვა ასწავლეს
აღინიშნება, რომ პაციენტი მოწყობილობას 19 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, დღეში საშუალოდ 9,5 საათს იყენებდა. მან 183 000-ზე მეტი წინადადება - თითქმის 2 მილიონი სიტყვა წარმოთქვა, წუთში საშუალოდ 56 სიტყვის სიჩქარით. მისივე შეფასებით, ფრაზების 92% სულ მცირე ნაწილობრივ სწორი იყო.
17 ივნისი 2026, 10:17
სამართალი
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 10:09
მსოფლიო
„დიდი შვიდეული“: ირანი არასდროს მიიღებს ბირთვულ იარაღს
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა საფრანგეთში გამართული სამიტის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
17 ივნისი 2026, 10:07
პოლიტიკა
ერთიანი ნეიტრალური საქართველო „ქართულ ოცნებას“: გსურთ საქართველო „დიფ სთეითის“ უსიტყვო მორჩილების პირობებში, აგრძელებდეს არსებობას?!- დროულად განაცხადეთ უარი ევროკავშირისკენ სწრაფვის ოფიციალურად დეკლარირებულ პოზიციაზე და დაიცავით ქვეყნის სუვერენიტეტი
„მსგავსი რეალობა სწორედ „დიფ სთეითის“ გავლენამ და ევროპელი ბიუროკრატების ქმედებებმა განაპირობა და კარგად უნდა ვიაზრებდეთ, რომ დღევანდელი ევროკავშირისკენ სწრაფვა, მონური მორჩილების სანაცვლოდ ორგანიზაციაში მიღება, შემდეგ მათი წესების დაცვის მოტივით ტრადიციულ ქართულ ღირებულებებზე უარის თქმის იძულება, ჩვენს ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციის დაშვება და „ლგბტ“ დღის წესრიგის თავზე მოხვევა, საქართველოს ისეთივე მდგომარეობას უქადის, როგორიც ევროპის კონტინენტზე უკვე ნორმად იქცა- წერია “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაში, რომელიც ევროკავშირში ამოქმედებულ მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტს ეხება.”- წერია განცხადებაში.


