imedi /  28 მარტი 2018, 21:19 / სანდო წყარო

„რატომ უყვირის ვიცემერი ბიბლიოთეკების თანამშრომლებს?!“ - თბილისის მერია ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე კომენტარს აკეთებს

ქსელში თბილისის კულტურის სამსახურის უფროსის ბიბლიოთეკების წარმომომადგენლებთან შეხვედრის ვიდეო გავრცელდა. 

„რატომ უყვირის ვიცე-მერი ბიბლიოთეკების თანამშრომლებს?!“- ამ კითხვით მიმართავს მომხმარებელი თეონა ჭალიძე თბილისის მერიას და ვიდეოსთან ერთად ბიბლიოთეკარების განცხადებას აქვეყნებს.

,,სოფო ხუნწარია ცინიკურად დაგვცინის, ტელეეკრანიდან აცხადებს, რომ ტრენინგი სამდღიანია და ეს საკითხები ისედაც უნდა იცოდნენო. მინდა ვკითხო სოფო ხუნწარიას, საბიბლიოთეკო კანონის ცოდნა ნიშნავს ბიბლიოთეკის მართვას? (კანონს, რომელსაც შევარდნაძე აწერს ხელს და შესაცვლელია) ან რატომ ჰგონია, რომ ეს არ ვიცით? გამოცდებს იმიტომ მოითხოვს დაჟინებით, რომ ხალხის გაშვება უნდა ქუჩაში. ამბობენ, რომ თავის დაქალი უნდა იყოს ა(ა)იპის დირექტორადო. თუკი სოფო ხუნწარიას სურს რეორგანიზაციაში დავეხმაროთ, მაშინ სპეციალისტებს უნდა მოგვისმინოს" - ნათქვამია ბიბლიოთეკარების განცხადებაში“.




imedinews-ი კომენტარისთვის თბილისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა:

„გიდასტურებთ, რომ ნამდილად შედგა შეხვედრა ბიბლიოთეკარებთან, რომელიც მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას ინიციატივით უკვე მესამედ ჩატარდა. აღნიშნული შეხვედრა წარიმართა ცხარე დისკუსიის რეჟიმში. შევხვედრის მიზანი იყო ის, რომ მერიას ბიბლიოთეკარებთან ერთად კიდევ ერთხელ გაევლო ყველა დეტალი, რომელიც შეეხება საბიბლიოთეკო რეფორმას და გაეგო ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს ტექსტირებისთვის მზადების პროცესი. სამწუხაროდ ერთ-ერთი ბიბლიოთეკარი მთელი შეხვედრის განმავლობაში არ აძლევდა საშუალებას სოფიო ხუნწარიას განემარტა დეტალები და ცდილობდა არეულობის შეტანას. შესაბამისად, მერის მოადგილე ხმის გამაძლიერებლის საშუალებით შეეცადა საკუთარი სათქმელის ჩამოყალიბებას. ჩანაწერში გარკვევით ისმის მისი თხოვნა, რომ მისცემოდა საშუალება ბოლომდე ეთქვა სათქმელი. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს იმ ფაქტს, რომ ადგილი ჰქონდა არა ყვირილს, არამედ ცხარე დისკუსიას.", - განაცხადეს თბილისის მერიაში.

ბიბლიოთკების რეფორმის შესახებ ცნობილი 22 თებერვალს, თბილისის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. რეფორმის შესახებ სოფო ხუნწარიამ ვრცლად „მაესტროს“ ეთერში ილაპარაკა.

6 მარტს თბილისის საკრებულოზე ბიბლიოთეკების გაერთიანების საკითხს მხარი 32-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა. შედეგად, ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების გაერთიანების შედეგად შეიქმნება ახალი ააიპ-ი, სადაც ბიბლიოთეკარები საგამოცდო ტესტირების შედეგად დაინიშნებიან. 

24 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბიბლიოთეკარების ტესტირება ერთი თვით გადაიდო. ტესტირება 29 აპრილს იყო დაგეგმილი. თავის მხრივ, ბიბლიოთეკარები მერიას გამოცდის არა 1, არამედ 8 თვით გადავადებას სთხოვენ.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2026, 21:41

პოლიტიკა

ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. შალვა პაპუაშვილმა კონკრეტული საჯარო მოწოდებები გაიხსენა მათთვის, ვინც ამ დრომდე ირწმუნება, რომ ომში ჩართვის მცდელობა მითია.

26 თებერვალი 2026, 21:37

პოლიტიკა

თავდასხმა მედიაზე - არარსებული მტკიცებულებებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„იმედიც“ ამ დრომდე უცდის საელჩოს განმარტებას: ეჭვების გარდა, რას დაეყრდნო გაერთიანებული სამეფო ქართული ტელეარხების სანქცირებისას. პასუხები არ ჩანს.

ჰილარი კლინტონი

26 თებერვალი 2026, 21:35

მსოფლიო

ჰილარი კლინტონი: წარმოდგენა არ მქონდა ჯეფრი ეპშტეინის კრიმინალურ საქმიანობაზე - არ მახსენდება, რომ ოდესმე შევხვედროდი მას

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, სამშაბათს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სახელმწიფო რეფორმების კომიტეტში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ჯეფრი ეპშტეინისა და მისი პარტნიორის, გისლეინ მაქსველის კრიმინალური საქმიანობის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი კირ სტარმერი

26 თებერვალი 2026, 21:10

მსოფლიო

The Spectator: კირ სტარმერი ანადგურებს აშშ-თან განსაკუთრებულ ურთიერთობას

ბრიტანეთის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებულია. ჩვენი კავშირები უფრო ღრმაა, ვიდრე მთავრობები, უფრო ძლიერია, ვიდრე პიროვნებები და მდგრადია იდეოლოგიური მოდის მიმართ. თუმცა, კირ სტარმერის ლიდერობის პირობებში, ამ ოდესღაც ურყევ ორმხრივ პარტნიორობას საფრთხე ემუქრება, რომ სერიოზულად დაზიანდეს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Spectator-ი სტატიაში სათაურით სტარმერი ანადგურებს „განსაკუთრებულ ურთიერთობას“.

26 თებერვალი 2026, 21:09

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

26 თებერვალი 2026, 21:07

კულტურა

თბილისის საკრებულოში ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულომ ინკლუზიურ თეატრს „კონტაქტი“ უმასპინძლა. დასის წევრებმა თეატრალური წარმოდგენა გამართეს. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას თეატრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ინკლუზიურ თეატრის ხელმძღვანელმა გიორგი მიქაბერიძემ მიაწოდა.

26 თებერვალი 2026, 20:17

პოლიტიკა

როგორ ებრძვის რუსეთს ბრიტანეთი, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციას „იმედს“ აბრალებს - უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წლის განმავლობაში ლონდონსა და მოსკოვს შორის სავაჭრო კავშირები 8 მილიარდ დოლარს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ ებრძვის რუსეთს თავად ბრიტანეთი, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციას „იმედს“ აბრალებს - სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წლის განმავლობაში ლონდონსა და მოსკოვს შორის სავაჭრო კავშირები 8 მილიარდ დოლარს აღწევს. ცალკეა საკითხია ექსპორტში - მათ შორის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნედლეულის გატანაში დახმარება. ასევე რუსი ჩინოვნიკების მდიდრული იახტებით გადაადგილების უზრუნველყოფა.

26 თებერვალი 2026, 20:10

მსოფლიო

Reuters: აშშ აფერხებს „ლუკოილის“ აქტივების გაყიდვას, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლის მიზნით

ოთხი ინფორმირებული წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობგიგანტ „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების გაყიდვის პროცესი შეაფერხა, რათა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

26 თებერვალი 2026, 19:45

საზოგადოება

კახა კალაძე: დღეს ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია

„დღეს ღამე უხვი ნალექია დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური მზადყოფნაშია, შესაბამისი ტექნიკით ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდება გზების გასაწმენდად“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

რობერტა მეცოლა

26 თებერვალი 2026, 19:37

მსოფლიო

POLITICO: ევროპარლამენტის პრეზიდენტს სურს თეთრმა სახლმა იცოდეს, რომ მისი მცდელობები, გავლენა მოახდინოს ევროპულ პოლიტიკაზე, სასურველი არ არის

ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას სურს თეთრმა სახლმა იცოდეს, რომ მისი მცდელობები, გავლენა მოახდინოს ევროპულ პოლიტიკაზე, სასურველი არ არის.

ბექა ოდიშარია

26 თებერვალი 2026, 19:12

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: მაღალრეიტინგული მაუწყებლების დასანქცირება ნიშნავს ძალადობას მილიონობით მსმენელსა და მაყურებელზე, ქართველები ყველაზე მეტად ვერ იტანენ უსამართლობას

თავისუფალი სიტყვის სანქცირება ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ მისი უდიდესი ნაწილი სოლიდარობას უცხადებს „პოსტივის“ და „იმედის“ ჟურნალისტებს, - წერს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში.

26 თებერვალი 2026, 19:12

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე არსებულ დაზარალებულის ანგარიშზე მოიპოვა უკანონო წვდომა, საიდანაც უკანონოდ გადმოწერა და შეინახა მისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გამოყენებითაც დაზარალებულს აშანტაჟებდა და ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა.

ეკა სეფაშვილი

26 თებერვალი 2026, 19:00

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ესაა ჰიბრიდული ომის ნაწილი, რასაც საქართველოს იმ პროქსი ომში ჩართვა ჰქვია, რომელშიც უკრაინა უკვე 4 წელია იბრძვის

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „პოსTV”-ს დასანქცირებას. დეპუტატის აზრით, ესაა ჰიბრიდული ომის ნაწილი. სეფაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ხდება ახალი გადანაწილება და ამ პროცესში საქართველოს მსხვერპლის როლი ჰქონდა მინიჭებული. მისი სიტყვებით, საქართველომ ხალხის, „ხალხის ძალის“, მთავრობისა და „იმედისა“ და „პოსTV”-ს ერთობლივი ძალისხმევით შეძლო რუსეთთან ომის თავიდან აცილება:

26 თებერვალი 2026, 18:57

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ვინც ქართული ტელეარხების სანქცირებით ხარობს, უკანა რიცხვით უკრავს ტაშს „ნაცრეჟიმის“ მიერ ,,იმედის" დარბევას, ისინი არაფრით განსხვავდებიან 7 ნოემბრის ჯალათებისგან, ისინი კოლექტიური სააკაშვილები არიან

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმაზე ოპოზიციის რეაქციას აფასებს და აცხადებს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ქართული ტელეარხების სანქცირებით ხარობს, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ 2007 წლის 7 ნომებერს "იმედის" დარბევასაც ტაშს უკრავს.

ეკა სეფაშვილი

26 თებერვალი 2026, 18:49

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, იმიტომ, რომ სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი სახელმწიფოს, იმ გენის გადარჩენა, რომელმაც 3 ათასი წლის განმავლობაში შეძლო ქართველობის შენარჩუნება და მეორეზე - ევროპაში ვიზით გადაადგილება

საქართველოს მიმართ გამწვავებული პოლიტიკის მიზეზი ახსნა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა და განაცხადა, რომ ამის საფუძველი საწადელის მიუღწევლობაა.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 თებერვალი 2026, 18:44

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სანქციები პირდაპირი თავდასხმაა თავისუფალ სიტყვაზე, გვეუბნებიან, რომ საქართველოში მხოლოდ მათთვის სასარგებლო მეინსტრიმული აზრი უნდა ბატონობდეს

ეს პირდაპირი თავდასხმაა თავისუფალ სიტყვაზე, მედიაზე, დიდი ბრიტანეთის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები სწორედ რომ პროპაგანდისტულია და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მეტე ფრედერიკსენი

26 თებერვალი 2026, 18:32

მსოფლიო

Reuters: დანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება - ფრედერიკსენი ფსონს გრენლანდიის კრიზისის შედეგად გაზრდილ რეიტინგზე დებს

„ამ ნაბიჯით იგი ცდილობს გამოიყენოს მხარდაჭერის მკვეთრი ზრდა, რომელიც გრენლანდიის საკითხზე აშშ-ის მხრიდან ზეწოლის მიმართ მისმა მტკიცე პოზიციამ გამოიწვია“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

26 თებერვალი 2026, 18:26

საზოგადოება

იაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგი ნათია ცერცვაძე: როგორც კი შეფასდა ბავშვის ზოგადი საჭიროებები და კლინიკური მდგომარეობა, ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ გაემგზავრა ბათუმში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევისთვის

შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო პროცესში. მეორე დილით, ორშაბათს, როგორც კი შეფასდა ბავშვის ზოგადი საჭიროებები და კლინიკური მდგომარეობა, ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ გაემგზავრა ბათუმში, - აცხადებს იაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგიის სამსახურის უფროსი, ნათია ცერცვაძე, ბათუმში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2026, 18:25

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ევროპელი ლიდერები საუბრობენ კომუნიკაციის აუცილებლობაზე რუსეთთან. არც ერთს საკუთარი ელჩი არ გამოუწვევია და დიპლომატიური ურთიერთობა ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს რუსეთთან. ჩვენ კი მოგვიწოდებენ, რომ ჩავერთოთ ომში

თურმე ჩვენი მთავარი დანაშაული არის ის, რომ ომში არ ვართ ჩართული. ხვალ თუ საქართველო ჩაერთვება ომში, ამ ყველაფრის მერე ისინი რუსეთთან დასხდებიან ერთ მაგიდასთან და თავს კომფორტულადაც კი იგრძნობენ. აი, ეს არის ის დეკადანსი და დაცემა, რაც ევროპულ პოლიტიკაში არსებობს დღეს, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ევროპული ქვეყნების ზოგიერთი ლიდერის განცხადებაზე, რომ ევროპამ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგოს.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2026, 18:25

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში, ევროპის ქვეყნები რუსეთის ფედერაციაში უფრო მეტ „ფულს ასხამენ“, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერაში - ამ პროცესში ფლაგმანი ყოფილა დიდი ბრიტანეთი, რომელიც მილიარდობით ფუნტი სტერლინგით ვაჭრობს რუსეთთან

სინამდვილეში, ევროპის ქვეყნები რუსეთის ფედერაციაში უფრო მეტ „ფულს ასხამენ“, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერაში. როგორც ჩანს, ამ პროცესში ფლაგმანი ყოფილა დიდი ბრიტანეთი, რომელიც მილიარდობით ფუნტი სტერლინგით ვაჭრობს რუსეთთან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.