imedi /  02 აპრილი 2018, 19:17 / სანდო წყარო

დოლიძე და ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრს მუქარაში ადანაშაულებენ

ანა დოლიძე
ნაზი ჯანეზაშვილი

ანა დოლიძე
ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს მოსამართლე წევრ სერგო მეთოფიშვილს, მასთან დაკავშირებით მუქარაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ანა დოლიძის თქმით, როდესაც მან დღეს, საბჭოს წევრებს მიუთითა, რომ არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ ადგილი აქვს ჯგუფურ ჩაგვრას, ამ დროს მოსამართლე წევრმა, მეთოფიშვილმა პირადად მას ის კრიტიკული განცხადებები შეახსენა, რომელიც მოსამართლეების დანიშვნის დროს გააკეთა. დოლიძის თქმით, მეთოფიშვილმა მას განუმარტა, რომ მისი განცხადებები შესაძლოა განხილული იქნას სისხლის სამართლის კოდექსის ჭრილში. ანა დოლიძე მეთოფიშვილის ამ განცხადებას მუქარად აღიქვამს.

"მიჩვეულები ვართ იმას, რასაც ვეძახით ჯგუფურ ჩაგვრას საბჭოში, როდესაც კონსტრუქციული, საგნობრივი კრიტიკის პასუხად საბჭოს წევრები ვიღებთ პიროვნულ შეურაცხყოფებს და პიროვნულ თავდასხმებს ჯგუფის მხრივ. ეს იყო ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ, მაგრამ ახალი, რაც დღეს ვიხილეთ, ეს იყო ის, რასაც მე განვიხილავ მოსამართლე კოლეგიის თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილის მხრიდან, როგორც მუქარას", - განაცხადა დოლიძემ.

სერგო მეთოფიშვილის ამ განცხადებას მუქარად აღიქვამს ნაზი ჯანეზაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ანა დოლიძე, რომელიც ოპონირების რეჟიმშია და კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამს, საბჭოს მოსამართლე წევრი მიუთითებს, იმაზე, რომ სსკ სჯის ადამიანს, რომელიც ერევა საბჭოს წევრის საქმიანობაში და უთითებს 365- ე მუხლზე, ”ეს საზოგადოების მხრიდან ადეკვატურად უნდა შეფასდეს” - თქვა ჯანეზაშვილმა.

ყველა სიახლე

05 მარტი 2021, 01:04

მსოფლიო

Reuters: კაპიტოლიუმის პოლიციამ პენტაგონს თხოვნით მიმართა, ეროვნული გვარდიის მიერ კაპიტოლიუმის დაცვა კიდევ ორი თვით გაახანგრძლივოს

კაპიტოლიუმის პოლიციამ პენტაგონს თხოვნით მიმართა, ეროვნული გვარდიის მიერ კაპიტოლიუმის დაცვა კიდევ ორი თვით გაახანგრძლივოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Morons (White) 

05 მარტი 2021, 00:57

კულტურა

ნიუ-იორკში ბენკსის ნამუშევარი $95 ათასად იყიდეს და პირდაპირ ეთერში დაწვეს

ბენკსიმ Morons (White) 2007 წელს შექმნა. ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშების კოლექციონირების სატირაა. შავ-თეთრ ტრაფარეტზე აუქციონია გამოსახული, რომლის მთავარი ლოტიც ნახატია, წარწერით: „ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ბრიყვები, ამ სისულელეს ყიდულობთ“.

კატები ზღვაში

05 მარტი 2021, 00:52

ტაბლოიდი

ტაილანდში სამხედრომ ზღვაში ცეცხლწაკიდებული გემიდან 4 კნუტი გადაარჩინა🐈🚢🌊

შემთხვევა კუნძულ კო ადანგთან მოხდა. გემს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაძირვა დაიწყო. ეკიპაჟის რვავე წევრმა ზღვაში გადახტომა მოასწრო, რის შემდეგაც ისინი მეთევზეებმა გადაარჩინეს და ნაპირამდე მიიყვანეს. ამის შემდეგ ადგილზე ნავთობის შესაძლო დაღვრის შესამოწმებლად სამხედრო ფლოტის წარმომადგენლები მივიდნენ.

05 მარტი 2021, 00:37

სპორტი

დოჰაში დაგეგმილი პლაჟის ფრენბურთის ტურნირი მონაწილე გოგოების ჩაცმულობის გამო ჩაშლას გადაურჩა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაგეგმილი პლაჟის ფრენბურთის ტურნირი ჩაშლას გადაურჩა. მიზეზი შეჯიბრში მონაწილე გოგონების ჩაცმულობა გახდა. ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ სპორტსმენებს მოკლე ტრუსების ნაცვლად გრძელი მაისურებისა და შარვლების ჩაცმა მოსთხოვა, რითაც მასპინძელი ქვეყნის ტრადიციებისადმი ერთგვარი პატივიცემის გამოხატვა სურდათ.

05 მარტი 2021, 00:31

მსოფლიო

კორონავირუსის პანდემიის გამო, იტალიაში ადგილობრივი არჩევნები შემოდგომამდე გადაიდო

კორონავირუსის პანდემიის გამო, იტალიაში ადგილობრივი არჩევნები შემოდგომამდე გადაიდო.

05 მარტი 2021, 00:09

პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტზე მომუშავე ჯგუფის შედეგები დღევანდელი მდგომარეობით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი საარჩევნო ჯგუფის მუშაობის შედეგებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.„დღევანდელი მდგომარეობით. მუშაობა ისევ გრძელდება: ინიცირებულ კანონპროექტში სულ რეფორმის 12 საკითხია. აქედან, 5 საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივაა; 3 შესწორდა მათთან კონსულტაციით; 4 პირველადი რედაქციით დარჩა.

05 მარტი 2021, 00:01

საზოგადოება

ნუცუბიძის ქუჩაზე გაზი აფეთქდა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩის 14 ნომერში ბუნებრივი აირი აფეთქდა. როგორც „ქრონიკას“ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში განუცხადეს დაშავებულები არ არიან.

04 მარტი 2021, 23:51

მსოფლიო

YouTube-ი დონალდ ტრამპის ანგარიშს შესაძლო ძალადობის რისკების შემცირების შემდეგ განბლოკავს

ვიდეოჰოსტინგი YouTube-ი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშს შესაძლო ძალადობის რისკების შემცირების შემდეგ განბლოკავს. ამის შესახებ YouTube-ის გენერალურმა დირექტორმა, სიუზან ვოჯიცკიმ განაცხადა.

04 მარტი 2021, 23:50

COVID19

Times-ი: ჩინეთში შესვლის მსურველებს ანალური ნაცხის აღებას აიძულებენ

ანალური ნაცხის ასაღები პუნქტები პეკინისა და შანხაის აეროპორტებშია მოწყობილი. კორონავირუსზე ტესტირების ახალი მეთოდი ჩინეთში იანვრის ბოლოს შემოიღეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანალური ნაცხის აღება ამერიკის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებსაც კი აიძულეს, რაც პეკინმა კატეგორიულად უარყო.

მამუკა ხაზარაძე

04 მარტი 2021, 23:25

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პრინციპულად არ ვეთანხმები, ისევე როგორც ბევრ რამეში

პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პრინციპულად არ ვეთანხმები, ისევე როგორც ბევრ რამეში არ ვეთანხმები მას, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ბევრი ეთანხმება პლებისციტის ჩატარებას და ეს მშვიდობიანი და სწორი გამოსავალია.

კახა კალაძე

04 მარტი 2021, 23:23

COVID19

კახა კალაძე: პირბადე ყველაზე მეტად არის დამცავი, რომ კოვიდის გავრცელება შევაჩეროთ, დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლე

პირბადე არის ყველაზე მეტად დამცავი საშუალება იმისა, რომ კოვიდის გავრცელება შევაჩეროთ, დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook-ში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია, ქალაქში ყველამ ატაროს პირბადე, რათა ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს.

04 მარტი 2021, 23:16

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 24 891 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 891 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 295 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

04 მარტი 2021, 23:14

სპორტი

ლევან მაისაშვილმა პორტუგალიასთან მატჩისთვის 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა

6 მარტს პორტუგალიის დედაქალაქ „ლისაბონში“ რაგბი ევროპის 1 ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. გარდა რაგბი ევროპისა აღნიშნული მატჩი ამავდროულად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, რაც შეხვედრის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

04 მარტი 2021, 22:52

სპორტი

ტაშკენტის „გრანდ სლემზე“ ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

ტაშკენტის „გრანდ სლემზე“ ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია. ტურნირზე სხვადასხვა წონით კატეგორიაში 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს, 7 მამაკაცი და 3 ქალი. მსუბუქ, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი მე-2 რაუნდშია დაშვებული, აღნიშნულ წონით კატეგორიაში ქართველი სპორტსმენი ყირგიზ, ოტარ ბესტაევს დაუპირისპირდება.

04 მარტი 2021, 22:49

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 11 322 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 322 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 68 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

გია აბაშიძე

04 მარტი 2021, 22:39

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ხაზარაძე, რომელმაც ბრიტანელ ინვესტორად შემოგვასაღა პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების კომპანია, ანაკლიაში ვითომდა ჩინურ ინტერესებზე საუბრობს

ხაზარაძე, რომელმაც ბრიტანელ ინვესტორად შემოგვასაღა პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების კომპანია, ანაკლიაში ვითომდა ჩინურ ინტერესებზე საუბრობს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე Facebook-ზე წერს. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ სახელმწიფოსგან განსხვავებით, საკუთარი ვალდებულებები მრავალჯერ ვერ შეასრულა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან მიმართებაში.

04 მარტი 2021, 22:25

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 416 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 416 197 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 381 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კახა კალაძე

04 მარტი 2021, 22:23

ეკონომიკა

კახა კალაძე: ყველა ბიზნესის უკან დგანან ადამიანები, ოჯახები და მათ დახმარება სჭირდებათ

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალური ქსელით დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების ინიციატივას გამოეხმაურა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

04 მარტი 2021, 22:12

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 6 037 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 037 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 254 ადამიანი გარდაიცვალა.

04 მარტი 2021, 22:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 5 მარტს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.