ოხანაშვილი: ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის წინადადება შეიძლება კანონპროექტში აისახოს
ანრი ოხანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის პროექტზეც იმსჯელეს და მმართველ გუნდში აღნიშნეს რომ მათ წინადადებებს გაითვალისწინებენ. ჯანეზაშვილის და დოლიძის საკანონმდებლო წინადადების მთავარი მიზანია, შეიცვალოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის ფორმა, დაინიშნოს კონკურსი, რომელიც იქნება ღია და გამჭვირვალე. საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, კანდიდატებთან გასაუბრება უნდა იყოს საჯარო, რომელსაც ყველა მოქალაქე ნახავს.
„ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის მიერ მომზადებული მთელი რიგი საკითხები შესაბამისობაშია და ემთხვევა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებულ საკანონმდებლო პაკეტს. გვქონდა საინტერესო და კონსტრუქციული მსჯელობა მთელ რიგ თემებთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ის საკითხები, რაც შემოთავაზებულია ამ წინადადებაში, შესაძლოა, ასახული იყოს ჩვენს პროექტში. ვნახოთ, ამაზე ვიმსჯელებთ. ვაგრძელებთ მუშაობას ამ პაკეტზე, ორშაბათს განიხილება საკითხი წამყვან იურიდიულ კომიტეტზე. რაც შეეხება მსგავსებებს, საუბარია ინტერსთა კონფლიქტზე, რაზეც ბევრი მსგავსებაა. საუბარია ასევე იმაზე თუ რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ოპოზიციის კანონპროექტის მთავარი პრინციპი იუსტიციის საბჭოს ყველა წევრისთვის კანდიდატის დასახელების უფლების ქონაა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიციის კანონპროექტი სამართლებრივად სუსტია და ის ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ამასთან დაკავშირებით იურიდიულ სხდომაზე დღეს მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მათი კანონპროექტის მთავარი არსი არის ის რომ პარლამენტში არ შევიდეს გაფლიტრული სია. მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტის მიხედვით, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ სურს პარლამენტში შეიტანოს, დეპუტატებს 252 მოსამართლეობის კანდიდატის განხილვა მოუწევს.
დღევანდელ დღის წესრგიში ეკა ბესელიას კანონპროექტზეც მსჯელობაც იყო დაგეგმილი, თუმცა ბესელია არ გამოეცხადა და არც იმის საფუძველი უთქვამს თუ რატომ არ მივიდა.
რაც შეეხება თავად მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს იურიდიული კომიტეტი ორშაბათს, 18 მარტს იმსჯელებს.
4 მარტს უმრავლესობა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე შეთანხმდა.
მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებისა და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესების გამო "ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რის შედეგადაც პარტიამ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა დაკარგა. ეს პროცესი მმართველი ძალის ირგვლივ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანი სია საჯარო გახდა.
21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. მოგვიანებით, მოსამართლეებმა კანდიდატურები მოხსნეს და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დასადგენად.
ყველა სიახლე
12 აპრილი 2026, 22:55
სპორტი
მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია
პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
12 აპრილი 2026, 22:49
პოლიტიკა
მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.
12 აპრილი 2026, 22:30
პოლიტიკა
მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.
12 აპრილი 2026, 22:15
პოლიტიკა
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
12 აპრილი 2026, 22:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული
ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
12 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან
უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.
12 აპრილი 2026, 21:38
საზოგადოება
რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.
12 აპრილი 2026, 21:29
მსოფლიო
ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე
მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.
12 აპრილი 2026, 21:25
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
12 აპრილი 2026, 21:25
საზოგადოება
წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.
12 აპრილი 2026, 21:15
საზოგადოება
მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.
12 აპრილი 2026, 21:02
საზოგადოება
უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.
12 აპრილი 2026, 20:33
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო
2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.
12 აპრილი 2026, 20:30
საზოგადოება
დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე
მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.
12 აპრილი 2026, 18:52
სპორტი
ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
12 აპრილი 2026, 18:51
სპორტი
კარატისტმა ლიზი ზვიადაურმა პრემიერ ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩინეთის ქალაქ ლეშანში სპორტულ კარატეში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი პრემიერ ლიგა გაიმართა. ქართველმა სპორტსმენმა ლიზი ზვიადაურმა (-55 კგ) კუმიტეში თურქი ზუმრა რეზანი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
12 აპრილი 2026, 18:15
მსოფლიო
ტრამპმა ჰორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკადის დაწყება გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები „დაიწყებენ ყველა იმ გემის ბლოკირებას, გამონაკლისის გარეშე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან იქიდან გამოსვლას შეეცდებიან“.
12 აპრილი 2026, 17:38
მსოფლიო
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა უკვე 66%-ზე მეტმა მისცა ხმა
უნგრეთის ეროვნულ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემები გამოქვეყნდა. ადგილობრივი დროით 15:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 66.01%-მა დააფიქსირა.
12 აპრილი 2026, 17:03
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა უკვე ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა
უნგრეთის ეროვნულ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალი მონაცემები ქვეყნდება. ადგილობრივი დროით 13:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 54.14%-მა დააფიქსირა.
12 აპრილი 2026, 17:00
მსოფლიო
DW: აშშ-სა და ირანს შორის არაფორმალური მოლაპარაკებები გაგრძელდება
„მოსალოდნელია, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მშვიდად, არაოფიციალური არხებით გაგრძელდება. ამჟამინდელი პაუზა დიპლომატიის დასრულებას არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, მხარეებს შორის ურთიერთქმედება გრძელდება“, - განუცხადა წყარომ გერმანულ გამოცემას.


