imedi /  08 აპრილი 2018, 00:34 / სანდო წყარო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

ილია მეორე

ილია მეორე

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს  კათოლიკოს–პატრიარქმა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II-მ საკათედრო ტაძარში მრევლს მიმართა. 1TV პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს ავრცელებს. ეპისტოლეს უცვლელად გთავაზობთ:

“ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

მენელსაცხებლე დედებთან და მაცხოვრის მოწაფეებთან ერთად საფლავის ლოდსა ზედა მჯდომარე ანგელოზი ჩვენც გვამცნობს, რომ ჯვარცმული ღმერთი საფლავში აღარ არის, რომ

ქრისტე აღდგა!

აღდგა ღმერთი, უძლურთა ძლიერება, მდაბალთა აღმაღლება, მოკვდავთა უკვდავება¥.

,,სად არიან დამბეჭდველნი  საფლავისანი? სად არის დასი პილატესი და მხედარნი, რომელნიც სცვიდენ აკლდამასა?”

„სადა არის, სიკვდილო, საწერტელი შენი, სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? „

მოვედით, ერნო, ვადიდებდეთ სამებასა ყოვლადწმიდასა და ვმადლობდეთ აღდგომილსა მხოლოდშობილსა ძესა და სიტყვასა.

“ქება შენდა ქრისტე, ქება შენდა და დიდება¥ მოსვლასა შენსა, დიდება¥ ჯვარცმასა შენსა,  დაფვლასა და აღდგომასა.“

დღეს ტარიგი უფლისა საზეპურო სუფრაზე გვიხმობს და არა აქვს გარჩევა მდიდრისა და გლახაკისა, უბირისა და განსწავლულისა,  ყრმისა და ხანდაზმულისა; ტრაპეზი გაშლილია და ლხინი განმზადებული.

მიწვეულია ყველა, ვინც  გააცნობიერა ამქვეყნიური ცხოვრების აზრი, ვინც მადლიერებით მიიღო იესოს გამომხსნელობითი ღვაწლი და ნათლობით  ქრისტესთან შეერთებულს სურს,  მასთან ერთად აღდგომა;

მათ კი, რომელთაც ჯერ არ გაუაზრებიათ  მომხდარის სიღრმე და თავისი ამქვეყნიური მისია, მოკლედ შევახსენებთ შემდეგს:

ბიბლია გვასწავლის, რომ დედამიწაც და მთელი სამყაროც უფლის დიდების გამოვლინებაა. ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნენ ჩვენი პირველმშობლები და ხილული ქვეყნის პატრონად და განმგებელად დადგინდნენ; მათი სრულქმნა დღე-ყოველ წარემართებოდა და სულიერ კიბეზე ზესვლა  ხორციელდებოდა.

ამასთან,  ადამსა და ევას მიეცათ კურთხევა, რომ გამრავლებულიყვნენ და მოეცვათ ქვეყანა. ამით დაეკისრათ პასუხისმგებლობა, შთამომავალნიც აღეზარდათ ღვთისადმი რწმენით და იმ სულისკვეთებით, რომ ზედმიწევნით აღესრულებინათ უფლისგან მიცემული აკრძალვა (არ ეგემათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი), რათა სრული ჰარმონია ყოფილიყო შემოქმედსა და ქმნილებას შორის.

ღმერთი სიყვარულია და სამყაროშიც ეს გრძნობა სუფევდა. ამიტომაც, დაცემამდელი ადამიანების მდგომარეობა იყო სიყვარულით, სიხარულით, ღვთისა და ერთმანეთისადმი მსახურებით აღსავსე სიცოცხლე.

მაგრამ ეს ნეტარებითი ცხოვრება დასრულდა. დასრულდა იგი მას შემდეგ, როცა ადამმა და ევამ აღარ შეასრულეს მიცემული მცნება,  ერწმუნნენ  შურით აღძრულ ბოროტ ძალას და  მისი რჩევისამებრ მოიქცნენ.

ასეთმა ქმედებამ ისინი ღვთის მადლს  განაშორა,  გამოიწვია მათი ხორციელი და სულიერი სიკვდილი  და ეს მდგომარეობა  შთამომავლებსაც  მემკვიდრეობით გადაეცათ.

დაცემა მოხდა იმიტომ, რომ ადამმა და ევამ, გველის შეგონებით, მოინდომეს, ღვთის გარეშე გამხდარიყვნენ უფრო დამოუკიდებელნი და შემოქმედს გატოლებოდნენ. არადა, ბოროტმა შესაქმის გვირგვინს სიცრუითა და მზაკვრობით  სწორედ   თავისუფალება წაართვა და ცოდვას დაამონა. ამის  გამო განეძარცვათ მათ ცხოველსმყოფელი მადლი ღმერთშემოსილობისა, საღვთო სიკეთეთა სულიერი ხედვის უნარი, სულიერი უმანკოება და უვნებობა ეგოისტური ზრახვებითა  და ვნებებით შეეცვალათ და მწუხარება და განსაცდელი  თანამგზავრად ექცათ.

ღვთისგან გაუცხოებულმა ცხოვრების წესმა სხვადასხვა ეპოქასა და სივრცეში სხვადასხვა გამოვლინება ჰპოვა. ჩვენს დროში კი განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა.

ყველგან თვალშისაცემია ტრადიციულ ღირებულებათა მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინების, ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენცია დიდია მცდელობა ზოგიერთი მძიმე  ცოდვის ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადებისა, მასმედიითაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხშირად ხელი ეწყობა აგრესიიისა და უზნეობის, ნარკომანიისა და აზარტული თამაშების პროპაგანდას; ბილწსიტყვაობა, ტყუილი, ცინიზმი, საჯარო შეურაცყოფა… ჩვეულებრივ მოვლენად იქცა;

გაჩნდა გრძნობა დაუცველობისა და ხვალინდელი დღის შიშისა, სულიერი სიცარილის ფონზე ახალგაზრდებში გახშირდა თვითმკვლელობა, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომელნიც მოზარდებს სხვადასხვა სახით აიძულებენ, სიცოცხლე ამ სახით დაამთავრონ. დაეცა განათლების დონე, მოზარდი თაობა ინტერნეტს მიეჯაჭვა და წიგნი დაივიწყა. დაიკარგა უფროსის პატივისცემა, ებრძვიან ავტორიტეტებს, ქმიან ახალი „ღირებულებების“  შესაბამის პერსონებს და მათ წარმოაჩენენ მისაბაძად.

ამ მოვლენებს მეტ-ნაკლებად საქართველოშიც აქვს ადგილი. ჩვენთან დიდია უმუშევართა, სოციალურად დაუცველთა და  უცხოეთში სამუშაოდ წასულთა რიცხვი; იცლება სოფლები და რაიონები; დამაფიქრებელია ხალხის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც, რასაც ხშირ შემთხვევაში სტრესული მდგომარეობა და მდარე პროდუქტებით კვება იწვევს.

შემოტევაა ეკლესიაზე და მრავალწლიანი მცდელობა, შეურყიონ ხალხს მისდამი სიყვარული. მავანნი შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, რელიგიურ გრძნობებს და განუკითხაობით ხარობენ.

ყურადღება მინდა, შევაჩერო დემოგრაფიულ საკითხზე.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოკლე დროში  ნავარაუდევია მოსახლეობის 28% -ით კლება, რაც ისედაც მცირერიცხოვანი ჩვენი ერისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება.

ამ საგანგაშო მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც გამოსწორებისათვის, ჩვენი აზრით, აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის,  საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და პირველ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავება, რათა მათ დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.

უნდა შევნიშნოთ, რომ როდესაც ჩვენს ხალხზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მსგავს, და ზოგ შემთხვევაში, უარეს მდგომარეობაში მყოფი, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები. ვგულისმობ, მაგალითად, აფხაზებს, უდინებს, ქისტებს, ჩერქეზებს, ოსებს, ასირიელებს, ლეკებს, ეზიდებს და სხვათ.

კარგი იქნება, ქვეყანამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას როგორც ქართველ, ისე ამ ეთნიკური წარმომავლობის იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ და გაუწიოს მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება, რაც უნდა მატულობდეს შვილთა რაოდენობის ზრდის მიხედვით. ოჯახებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და მადლიერია მათი თავდადებისა.

ხოლო როდესაც საქართველო ეკონომიურად გაძლიერდება, შეღავათები უნდა გავრცელდეს საერთოდ ყველა მრავალშვილიანზე.

ზემოთქმულზე, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში მომუშავეთ, მასმედიასა და ეკლესიას, განსაკუთრებით კი, – კანონმდებელთ.

მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს გაუტეხელ, ქრისტესმოყვარე ერს: არ შეუშინდეთ დროის გამოწვევებს, თავს დატეხილ განსაცდელთ, პრობლემათა სიმრავლეს.

ჩვენ მაცხოვრის ეკლესიის წევრნი ვართ და ისეთი ბედნიერება გვაქვს მონიჭებული, რომ ვერავითარი გარემოპირობები ამ სიხარულს ვერ დაჩრდილავს.

რა სიხარულია ეს?

ეს არის სიხარული, უპირველეს ყოვლისა იმისა, რომ ჩვენ გამოხსნილნი ვართ! მოხდა სასწაული, რომელსაც ათასობით წლის მანძილზე ელოდებოდა ადამის მოდგმა და  ეს სწორედ დღევანდელ დღეს განხორციელდა.

სიხარული გვაქვს იმისა, რომ ვინც ქრისტეს სახელით ჭეშმარიტ ეკლესიაში ინათლება, ღვთისგან, როგორც საბოძვარს იღებს სულიწმინდის მადლს, უფალთან ერთობას და ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც აღმოფხვრილია ადამისეული ცოდვის ის ფესვი, მთელი თაობები სიკვდილს რომ დაუქვემდებარა.

სიხარული გვაქვს იმისა რომ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა  ღვთის შემწეობით და ჩვენი ძალისხმევით მოვიპოვოთ ის მდგომარეობა, რისთვისაც სამოთხეში მყოფ ჩვენს პირველმშობლებს უნდა მიეღწიათ.

იესომ ახალ ერს, ბოროტების ძირისაგან თავისუფალ ახალ კაცობრიობას, დაუდო სათავე და ამიტომაც იწოდება მეორე ადამად;  პირველი ადამისგან სიკვდილი შემოვიდა, მეორესგან კი, –  სიცოცხლე. „და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ (I კორ.15,22)

მაგრამ ჩვენი ცხონებისთვის, – ფიზიკური და სულიერი სიკვდილისაგან გათავისუფლებისათვის, – ქრისტიანად გახდომა არ არის საკმარისი, რადგან მაცხოვარმა ზოგადადამიანური ბუნება გამოიხსნა და, როგორც სამოთხეში, ახლაც კვლავ თავისუფალი არჩევანი შემოგვთავაზა.

ჩვენი გადასაწყვეტია, რას მოვინდომებთ, – ისევ ცოდვებს დამონებულ ყოფას, თუ ცხოვრების იმ წესს, რომლის მაგალითიც ამ ქვეყნად  ღმერთმა მოგვცა.

“სოფელი ბოროტსა ზედა დგას“ და, ბუნებრივია, ადვილად არ დათმობს ადამიანებს. ამიტომაც მორწმუნეთ სერიოზული წინააღმდეგობების დაძლევა უხდებათ და ყოველდღიური ბრძოლა საბოლოო  გამარჯვებისთვის;

არსებული ყოფა არის ასპარეზი ჩვენი პიროვნების წარმოსაჩენად და რამდენადაც ეს გარემო დაშორებული იქნება ქრისტიანულ ღირებულებებს, იმდენად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად, თუმცა საზღაური, შესაბამისივე იქნება ცათა შინა.

ჩვენს ყოველ მოქმედებას უდიდესი დატვირთვა აქვს, რადგან იმქვეყნად  კარგიც და ცუდი საქმეებიც სხვა მასშტაბით გამოვლინდება და ჩვენს იქაურ შესაძლებლობებს განაპირობებს.

მორწმუნე  გაჭირვების ჟამს ხშირად სთხოვს დახმარებას  წმინდანებს, ანგელოზებს, ღვთისმშობელს…

გავიხსენოთ, მაგალითად,  წმინდა გიორგი და წმინდა ნიკოლოზი; ერთმა დიდმოწამეობით დაამოწმა ქრისტეს სიყვარული და მისი მცნებების ერთგულება, მეორემ კი, –  საკვირველი ღვთისსათნო ცხოვრებით; ისინი კონკრეტულ  ადგილას და კონკრეტულ  დროში მოღვაწეობდნენ, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ყველა გულმხურვალე მლოცველის  შემწე და მფარველნი გახდნენ ყველა ეპოქაში.

აღარაფერს ვამბობთ მოციქულებზე და ღვთისმშობელზე.

ასეთი საოცარი პოტენციალია ჩადებული თითოეულ ჩვენგანში!

და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხარისხობრივად რა მდგომარეობას განვიკუთვნებთ ზეცაში ან ქვესკნელში.

როგორია ჩვენი გული და გონება? როგორ ნიადაგს დაახვედრებს იგი ღვთის სიტყვას? ნარ-ეკლიანს? სადაც ვერაფერი გაიხარებს, კლდოვანს? სადაც აღმოცენებული ნერგი მალე გახმება, თუ ნოყიერ მიწას, დიდი ხეც რომ ადვილად ფესვს გაიდგამს?

უფლის სამეფო  არის ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით გაერთიანებულ პიროვნებათა კრებული, რომელიც ცხოვრობს ურთიერთსიყვარულითა და ურთიერთმსახურებით, იმ წესით, დაცემამდელ ადამიანებს რომ ჰქონდათ და შემდეგ ჯვარცმულმა იესომ აღვიდგინა.

უფლის სამეფო არის იქ, სადაც მორწმუნენი სათნოებებით არიან შემოსილნი, ღვთის დიდებასა და მასთან ერთობას ესწრაფვიან და შთამომავლობასაც ამ პრინციპით ზრდიან.

უფლის სამეფო არის იქ, სადაც, თუნდაც დიდი შეცდომების მიუხედავად, დიდი სინანულია, სადაც მუდმივი ხსოვნაა  ზეციური სასუფევლისა.

უფლის სამეფო დედამიწაზე ქრისტეს ეკლესიაა  და აქ უხმობს იგი  გადარჩენის ყველა მსურველს.

ამ წიაღის განუყოფელ ნაწილად გახდომა უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანა.

გავიხსენოთ როგორ გვარიგებს ძე ღვთისა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართელესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“ (მათე 6, 33)

მისგან ნასწავლებ ლოცვაშიც, ვამბობთ: „მოვედინ სუფევა შენი (ანუ შენი მეუფობა), იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.“

ვამბობთ ამას იმიტომ, რომ ჩვენი მოვალეობაა, ზეციური მეუფების ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენშიც და ჩვენს გარემოშიც და არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორ სახელმწიფო წყობასა და რომელ ეპოქაში მოგვიწევს არსებობა. ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს  საზოგადოების მოწყობის ისეთი წესები, რაც ცათა სასუფეველთან არ დაგვაპირისპირებს.

თუ ჩვენ მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვდივართ შემოთავაზებულ ურთიერთობებთან და კანონებთან,  ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მკაფიო, მაგრამ ღირსეული, რომ არ დავაზარალოთ იდეა, რასაც ვიცავთ, არ დავაზიანოთ  სხვისი და საკუთარი სული.

სიყვარულია,- რისი აღსრულებაც ამქვეყნად გვევალება. ქმედითი, ცოცხალი, ნამდვილი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.

როგორ შეიძლება ეს გამოვლინდეს?

-ქრისტეს სახელით მოყვასისადმი მსახურებაში.

ამიტომაც ბრძანებს იგი: „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ  და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა“ (მათე 25, 35-36).

სიყვარული არის საკუთარი ინტერესების ნებაყოფილობითი დათმობა, თავის უარყოფა იმისთვის, ვინც გვიყვარს.

მაგალითად, მშობელი ყველაფერს აკეთებს შვილისათვის და  ეს მას სიხარულს ანიჭებს, რადგან უყვარს, ვისთვისაც იღვწის და შვილსაც უყვარს რა მშობელი, მთელი გულით ცდილობს, ასიამოვნოს მას.

უფრო მეტი სიძლიერით უნდა გვიყვარდეს უფალი, რომ მისი ღირსეული შვილები ვიყოთ.

ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, სადაც მხოლოდ ადამიანები კი არ ემსახურებიან ღმერთს, არამედ  თავად ღმერთი გვიჩვენებს კაცთათვის მსახურების,  სიყვარულისა და  თავგანწირვის საოცარ მაგალითს და ჩვენს წინაშე წარმოსდგება, როგორც მეფე-მსახური. (შდრ.: „ძე კაცისაი … მოვიდა … მსახურებად და მიცემად სული თვისი“ მათე 20,20; და ახლად ნათელღებულთა პასუხი:  „მრწამს იგი, – ქრისტე, –  ვითარცა მეუფე და ღმერთი“).

ქრისტე, – მეფე-მსახური უნდა იყოს ნიშან-სვეტი ყოველი ქრისტიანისთვის!

სერთოდ არა აქვს მნიშვნელობა თანამდებობრივად ან ქონებრივად, თუნდაც გავლენით, რას წარმოვადგენთ. ყოველ ჩვენგანს, ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის მქონეს,  უნდა ქონდეს განცდა იმისა, რომ მაცხოვრის მსგავსად,  თვითონაც იყოს მეფე-მსახური.

შენ ხარ მეფე იმდენად, რამდენადაც გაქვს უფლება, რომ შენი ცხოვრება თავისუფალი ნებით წარმართო და ღვთისგანვე შენთვის ბოძებული  ყველა სხვა ნიჭი და უნარი ამ არჩევანის მიხედვით გამოიყენო.

ამიტომაც, მეფე შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ მეფე-მსახური, – მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი.

თუ არ ვცხოვრობთ მცნებებით, არა ვართ სათნოებებით  შემოსილნი და სხვისი მსახურება თუ არ არის ჩვენი სურვილი, მეფე-მსახურნი, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანნი, ვერ ვიქნებით, თუნდაც რომ მაღალი სასულიერო წოდება გვქონდეს;

სამწუხაროდ, ადამიანთა დიდი ნაწილი ესწრაფვის, მას მოემსახურონ და მზრუნველობა მასზე გასწიონ, რომ ეგოისტური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. სხვისთვის მსახურება მათთვის  ტვირთია ან ღიმილისმომგვრელი მდგომარეობა და, რადგან თავისი ცხოვრების წესის გამო სულიერი სიხარული არ იციან რა არის, ბედნიერებას მხოლოდ წარმავალ, მიწიერ     კეთილდღეობაში ეძებენ; ამ ძებნაში კი ცოდვებს ცოდვებზე ამატებენ და ბოროტისაგან სულ უფრო დამონებულნი ხდებიან.

ეკლესიის მისია, რა თქმა უნდა, არის საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ჩართულობა, მაგრამ უმთავრესია, სიმართლის გზა დაანახოს ხალხს და, ვისაც აქვს სურვილი, მოამზადოს  გოლგოთის გავლით ცათა სამეფოს წევრობისათვის.

ამიტომაც განსაცდელების არ უნდა გვეშინოდეს  და უნდა ვიცოდეთ: თუ ჭეშმარიტ მორწმუნეთა საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით, ვერავინ დაგვამარცხებს, თუნდაც რომ დიდ ძალას დავუპირისპირდეთ, რადგან ჩვენ კი არა, ჩვენს გვერდით ჩვენს გადასარჩენად მებრძოლი უფალი იქნება უძლეველი და გამარჯვებული.

ფაქტია, ყველას გვინდა ძლიერი, განვითარებული ქვეყანა გვქონდეს. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ არის  შესაძლებელი, თუ საზოგადოებაში სწორ ღირებულებათა სისტემა იარსებებს და ამ საფუძველზე მოხდება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. დეზორიენტირებული საზოგადოება კი ქაოსში ჩაიძირება  და სახელმწიფოს დიდად დააზარალებს.

მიგვაჩნია, რომ, მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა  იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ და ეს ურთიერთობა შეიძლება შეედაროს ადამიანის სულისა და სხეულის კავშირს.

ღვთის მადლით, ჩვენ გადაკვეთის არაერთი სფერო გვაქვს, მაგრამ მინდა გამოვყო აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია, რომელიც ძირითადად სახელმწიფოს ძალისხმევით მიმდინარეობს. ეს ის ეკლესიაა, სადაც პირველი საუკუნიდან დაბრძანებული იყო წმ. ანდრია პირველწოდებულისათვის ყოვლადწმინდა  მარიამის მიერ გადაცემული მისი ხელთუქმნელი ხატი ყრმა იესოსთან ერთად.

დღეს, როცა ეს ტაძრი იწყებს განმზადებას ზეციური დედოფლის ხატის დასაბრძანებლად, ახალ სიცოცხლეს იძენს დედა ღვთისას ეს სიტყვებიც, წმ. მოციქულს რომ დააბარა:  `შვილო ანდრია, წააბრძანე სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, ქვეყანასა ჩემდა წილხვდომილისა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი  აღვუპყრა და შევეწიო და არავინ სძლოს მათ“ (ქართლის ცხოვრება).

,,შენ, ზეცისა წვიმისა საწმისო, მარიამ, მხევალო და დედაო და ქალწულო, ცაო ცათაო, მხოლოო ხიდო ღმრთისაო კაცთა მომართ მოსვლისა, ნუ დასცხრები ხსნად სულთა ჩვენთაცა, ამინ!

ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელენო, რუსნო, ებრაელებო, აზერბაიჯანელებო, სომეხნო, უდინნო, იეზიდნო, ასირიელნო, ქურთნო, ინგუშებო, ჩერქეზებო, ჩეჩნებო, ლეკნო … ყოველნო მკვიდრნო საქართველოAსა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

ინებოს ღმერთმა, საქართველოც აღდგეს!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

ილია II.

ყველა სიახლე

06 მარტი 2026, 00:53

რეგიონი

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (შეზღუდული ხილვადობა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ირაკლი გოგავა

06 მარტი 2026, 00:51

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: ამერიკაში მოქმედებს ერთი წესი, ის, რაც ხდება არჩევნების წელს, ყველაფერი ეხება არჩევნებს, თუ ტრამპის ეს ოპერაცია იქნება წარუმატებელი, მას ოპონენტები აუცილებლად მოსთხოვენ პასუხს

ამერიკაში მოქმედებს ერთი წესი, ის რაც ხდება არჩევნების წელს, ყველაფერი ეხება არჩევნებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ შეერთებულ შტატებში ნოემბერში დაგეგმილი არჩევნები მიმდინარე პროცესებზე გავლენას მოახდენს.

ირაკლი გოგავა

06 მარტი 2026, 00:49

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: დისტანციური ომით ირანის დამარცხება შეუძლებელია, ამას სჭირდება სახმელეთო ოპერაცია. ჯობია სამშვიდობო მოლაპარაკებაზე გადავიდნენ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 90 მილიონიანი ქვეყნის წაქცევა ასე იოლი არ არის

დისტანციური ომით ირანის დამარცხება შეუძლებელია. ამას სჭირდება სახმელეთო ოპერაცია. მინდა გავიხსენო მაგალითად, ერაყში საერთაშორისო კოალიციის ინტერვენცია განხორციელდა თითქმის ნახევარი მილიონი ჯარისკაცით. შეერთებულ შტატებს ახლა რეგიონში ჰყავთ 50 ათასი, ამ ოპერაციაში ჩართული. ავღანეთშიც კი, რომელიც ერაყზე და ირანზე მეტად მცირე რესურსების მქონეა, 2001 წელს განხორციელდა 200 ათასი ჯარისკაცით. შესაბამისად, შეერთებულ შტატებს არ ჰყავს იმდენი ცოცხალი ძალა რეგიონში, რომ განახორციელოს სახმელეთო ოპერაცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

ირაკლი გოგავა

06 მარტი 2026, 00:44

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: მშვიდობა რომ გაქვს, თითქოს გგონია, რომ ეს ნაჩუქარია, ამ დროს ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ამიტომ აქ არსებულ მყიფე მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს ეს ფაქტია, არის ასეთი აფორიზმი, რომ ომების ისტორია ეს ადამიანური შეცდომების ისტორია, არის მეორე აფორიზმიც რომ მშვიდობა ეს არის გამარჯვება, რომელზეც წიგნები არ იწერება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. პოლიტოლოგი არსებულ ვითარებაში საქართველოს პოზიციას იწონებს და მას მოზომილს უწოდებს.

ლევან მახაშვილი

06 მარტი 2026, 00:43

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა ცალსახაა. მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს პროცესი დააზიანონ და ძირშივე წარუმატებელი გახადონ, წარმატებით გავალთ ბოლომდე

პოზიტიური დინამიკა ცალსახაა. საზოგადოება ხედავს უკვე რამდენიმე თვეა სხვადასხვა სექტორში, სხვადასხვა მიმართულებით პოზიტიურ დინამიკას და მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს პროცესი დააზიანონ და ძირშივე წარუმატებელი გახადონ, წარმატებით გავალთ ბოლომდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

06 მარტი 2026, 00:37

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: იმდენად აღვირახსნილი კამპანია ვიხილეთ და ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან, დიდი მოლოდინები გაგვაქვსთქო ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართულებით, მოგატყუებთ

„იმდენად აღვირახსნილი კამპანია ვიხილეთ და ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან, დიდი მოლოდინები გაგვაქვსთქო ამ [ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის] მიმართულებით, მოგატყუებთ, თუმცა ჯანსაღი განვითარებები ნამდვილად არის წევრ სახელმწიფოებში. მათთან ჯანსაღი ურთიერთობები გვაქვს და ეს მარტო უნგრეთს და სლოვაკეთს არ ეხება.

ირაკლი გოგავა

06 მარტი 2026, 00:26

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: მსოფლიო ომების ეპოქაში შევიდა

მსოფლიო ომების ეპოქაში შევიდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. მისივე თქმით, ამის მიზეზი საერთაშორისო წესრიგის მოშლაა.

ეკა სეფაშვილი

06 მარტი 2026, 00:21

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს-აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება

ეს არის პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და რეალურად დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

აბას არაღჩი

06 მარტი 2026, 00:20

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კითხვაზე, ეშინია თუ არა აშშ-ის შესაძლო სახმელეთო ინტერვენციის: არა, ჩვენ მათ ველოდებით

ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის ამერიკული ჯარების სახმელეთო ინტერვენციისთვის.

ეკა სეფაშვილი

06 მარტი 2026, 00:15

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე: საუბარი შეეხო, როგორ იცავენ ქვეყნები თავიანთ სუვერენულ უფლებებს. იმას, რომ თვითონ ხალხის მოთხოვნების შესაბამისად გადაწყვიტონ შიდა პოლიტიკური საკითხები

დღეს ოფიციალურად გაიხსნა სუვერენული ერების ალიანსის სამიტი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ სხვადასხვა ერების წარმომადგენლები საუბრობდნენ სწორედ იმ ღირებულებებზე, რომელიც ასეთი ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის და რომლის დაცვის გამოც საქართველო საერთაშორისო უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოექცა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

06 მარტი 2026, 00:11

მსოფლიო

Deutsche Welle: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა კომპანია Rosneft Deutschland-ს საქმიანობის გაგრძელების უფლება ყოველგვარი ვადის შეზღუდვის გარეშე მისცა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა კომპანია Rosneft Deutschland-ს, რომელიც ამჟამად გერმანიის მთავრობის მმართველობის ქვეშ იმყოფება, საქმიანობის გაგრძელების უფლება ყოველგვარი ვადის შეზღუდვის გარეშე მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

06 მარტი 2026, 00:09

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ბრიუსელზე: პრეტენზიის ტონით საუბრობენ ხოლმე, ომის პარტიას რატომ ახსენებთო. ფაქტია, ერთი სული აქვთ, საქართველოს ამ პროცესებში ჩათრევას ცდილობენ

მოცემულობა არის ის, რომ ჩვენ ვართ საინფორმაციო ომში, ვისაც როგორ შეუძლია ამ საინფორმაციო ომში არის ჩართული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საქართველოს მიმართ ბრიუსელის დამოკიდებულებაზე საუბრისას. მისივე თქმით, საინფორმაციო ჰიბრიდული ომი ამ ეტაპზე ბევრ ფრონტზეა გაშლილი.

06 მარტი 2026, 00:06

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: სიმართლის მოლაპარაკე მედიები კი არ უნდა დაასანქცირონ და შეეცადონ მათ შეზღუდვას, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების დაპირებები აუსრულონ და ამით შეძლებენ უკრაინის დახმარებას

სიმართლის მოლაპარაკე მედიები კი არ უნდა დაასანქცირონ და შეეცადონ მათ შეზღუდვას, ეს დაპირებები აუსრულონ და ამით შეძლებენ უკრაინის დახმარებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

ვიქტორ ორბანი

06 მარტი 2026, 00:04

მსოფლიო

ორბანი: პრეზიდენტ ზელენსკის მუქარები ჩემ წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის უნგრეთს ემუქრება

პრეზიდენტ ზელენსკის მუქარები ჩემ წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის უნგრეთს ემუქრება, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

მარიამ ლაშხი

05 მარტი 2026, 23:47

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი აშშ-ში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი და ხალხის ხმა გავაჟღეროთ ყველა მნიშვნელოვან წარმომადგენელთან, რაც შემდეგ გადაითარგმნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვით

როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა, დაგეგმილია შეხვედრები კონგრესში, სენატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მარკუეინ მალინი

05 მარტი 2026, 23:46

მსოფლიო

ტრამპი: მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ოკლაჰომას შტატის დიდად პატივსაცემი სენატორი, მარკუეინ მალინი გახდება შიდა უსაფრთხოების მდივანი

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ოკლაჰომას შტატის დიდად პატივსაცემი სენატორი, მარკუეინ მალინი გახდება ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების მდივანი - გადაწყვეტილება ძალაში შევა 2026 წლის 31 მარტიდან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ლევან მახაშვილი

05 მარტი 2026, 23:46

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: 2018 წლიდან ნუშის ყოველ აყვავებაზე თავიდან ერთიანდებიან, თუმცა ფაქტია მათი სტრატეგია არ შეცვლილა, დასაწყისიდან დღემდე მიზანი არის ქვეყანაში არასტაბილურობის შემოტანა

2018 წლიდან ნუშის ყოველ აყვავებაზე თავიდან ერთიანდებიან, ცდილობენ საზოგადოებას წარმოუჩინონ თითქოს ახალი ძალაა, თუმცა ფაქტია მათი სტრატეგია არ შეცვლილა, დასაწყისიდან დღემდე მიზანი არის ქვეყანაში არასტაბილურობის შემოტანა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას. მისივე თქმით, უცვლელი სცენარით და ძველი გზავნილებით ოპოზიცია წლებია საზოგადოებაში ემოციების გამოწვევას ცდილობს.

დავით ქართველიშვილი

05 მარტი 2026, 23:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ ფაქტორად იქცევა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციასა და ირანსა და ამერიკულ ინტერესებს შორის დაპირისპირების ფონზე საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მარიამ ლაშხი

05 მარტი 2026, 23:41

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი აშშ-ში ვიზიტზე: ეს იყო პარტნიორული, თანაბარი და ერთმანეთის ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული დიალოგი. იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი იქნება ორ ქვეყანას შორის თვისობრივი გადატვირთვის საფუძველი

ეს იყო პარტნიორული, თანაბარი და ერთმანეთის ღირებულებებზე და ფასეულობებზე დაფუძნებული დიალოგი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი იქნება ორ ქვეყანას შორის თვისობრივი გადატვირთვის საფუძველი, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

ლევან მახაშვილი

05 მარტი 2026, 23:31

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ხიდაშელის განცხადებაზე: ეს არის პირდაპირი მოწვევა, რომ აქაც დაბომბონ და საქართველოთი დაინტერესდნენ

ნებისმიერ სიტუაციას გამოიყენებენ იმისთვის, რომ სახელმწიფო დააზიანონ. უნდათ ქვეყანაში შექმნან არასტაბილურობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.