imedi /  02 მაისი 2018, 12:40 / სანდო წყარო

პრეზიდენტი: ჩემი მინისტრობის შემდეგ, განათლების სისტემაში არაფერი გაკეთებულა

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოდის. მან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა უკვე ყურადღება, მათ შორის განათლების სისტემაზე.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განათლების მინისტრად მისი მუშაობის შემდეგ, განათლების სისტემაში არაფერი გაკეთებულა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, რაც მაშინ, 2013 წელს გაკეთდა, ყველაფერი რიგით მოქალაქეებზე იყო ორიენტირებული.

"ჩემი დღევანდელი გამოსვლა მეხუთე გამოსვლაა პარლამენტში, რომელიც ბუნებრივად, ბოლო წლებში ჩვენი ერთად მოღვაწეობის შეჯამებაა. ბუნებრივია, ეს პროცესი ვერ იქნება სრული, თუ ჩვენ არ შევეხებით 2012 წელს და იმ ცვლილებას, რომელიც მაშინ მოხდა. 

დღეს, საქართველოს პარლამენტში არ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესის შემოქმედი იყო, მაგრამ მთელ ქართულ საზოგადოებას ახსოვს ის მიღწევა, რომელიც მაშინ შედგა, იმიტომ რომ ეს იყო საქართელოსთვის წინგადადგმული ნაბიჯი. 

ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა გახდა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა თვისობრივად წინ წასწია. მე მახსენდება 2013 წელიც, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება რაც მაშინ იყო. იმიტომ, რომ მაშინ განხორციელებული რეფორმები, ის რაც გააკეთა დავით სერგეენკომ, ის რაც გააკეთა დავით კირვალიძემ, ის რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ მას მერე განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა, იყო ორიენტირებული საქართველოს რიგით მოქალაქეზე, იყო ორიენტირებული იმაზე, რომ შეცვლილიყო რიგითი ქართველის ყოფა. 

ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში და ამ სულისკვეთებით მე დავთანხმდი ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, რადგან ეს მუშაობა და მოღვაწეობა გაგრძელებულიყო, იმიტომ, რომ მართლაც აღმაფრთოვანებელი იყო ჩვენი ყოველდღიური მუშაობით ვცვლიდით რიგითი ქართველის ცხოვრების პირობებს. დღეს ჩვენ შევეცდებით შევაჯამოთ ის, რაც მერე განვლეთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პარლამენტში პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრებიც ესწრებიან.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პარლამენტში დებატები გაიმართება.

ყველა სიახლე

23 ივლისი 2026, 02:20

სამართალი

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა.

23 ივლისი 2026, 02:10

მსოფლიო

აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სამეფოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებას ისახავს მიზნად

აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ოთხშაბათს გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სამეფოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებას ისახავს მიზნად.

23 ივლისი 2026, 01:43

სამართალი

ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, რის შედეგადაც დაიღუპა

ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით შეიყვანეს. კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ფირცხალეიშვილის ინფორმაციით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

23 ივლისი 2026, 01:27

მსოფლიო

Reuters: სპარსეთის ყურის რეგიონში CIA-ს ობიექტებზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის სადაზვერვო ანალიტიკოსებმა დაიწყეს მოკვლევა იმის დასადგენად, უწევდა თუ არა რუსეთი ირანს დახმარებას

სპარსეთის ყურის რეგიონში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ობიექტებზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის სადაზვერვო ანალიტიკოსებმა დაიწყეს მოკვლევა იმის დასადგენად, უწევდა თუ არა რუსეთი ირანს დახმარებას სამიზნეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ან უპილოტო საფრენი აპარატების თანამედროვე ტექნოლოგიებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

23 ივლისი 2026, 00:46

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

ირაკლი კირცხალია

23 ივლისი 2026, 00:27

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს

გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

23 ივლისი 2026, 00:23

სამართალი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია, მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია. მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

ირაკლი კირცხალია

23 ივლისი 2026, 00:17

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ერთმანეთს ილუზიაში აცხოვრებენ, ამდენი წელია ერთმანეთს ატყუებენ, რომ ხვალ ხელისუფლებაში მოდიან. ეს ოპოზიცია არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ოპოზიციაა

სრულიად ლუსტრირებულები არიან, ყველა აგენტი გაიშიფრა. ყველა თანაბრად დაზიანებულია, მათ თავი დაიზიანეს და ეს ასეც უნდა მომხდარიყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას.

ირაკლი კირცხალია

23 ივლისი 2026, 00:07

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო

უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. კირცხალიამ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და მას აუხსნელი თავდასხმები უწოდა.

ირაკლი კირცხალია

22 ივლისი 2026, 23:53

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პეტერ ფიშერზე: არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და ზოგადად, მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა

როგორი პატარა კაცი უნდა იყო, როგორი უთავმოყვარეო აზროვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებ, საიტზე ბერკეტს იყენებ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით.

ირაკლი კირცხალია

22 ივლისი 2026, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ქვეყანა იმ აგენტურული სპირალიდან, რომელიც 2012 წლამდე იყო, გამოვიდა და საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია - ახლა მთელ მსოფლიოში სუვერენული პოლიტიკის დროა

ამ დამანგრეველი ომის დაწყებისთანავე ვთქვით, რომ ჩვენთვის მთავარია მშვიდობა შევინარჩუნოთ, ჩვენ ბევრი სისხლი დავღვარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და ჩვენივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის გათალისწინებით, საქართველო ყველა ქვეყანასთან ისაუბრებს.

ირაკლი კირცხალია

22 ივლისი 2026, 23:43

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: როდის დასრულდება ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენდამი არსებული დამოკიდებულება? მაშინ, როცა ევროპაში საზოგადოება უბრალოდ ციფრებს შეხედავს. ფაქტია, რომ დღეს კლასიკური საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ

როდის დასრულდება ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენდამი არსებული დამოკიდებულება? მაშინ, როცა ევროპაში საზოგადოება უბრალოდ ციფრებს შეხედავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, აბსურდია, როდესაც საქართველოს ღირებულებებზე აგენტი ესაუბრება.

ირაკლი კირცხალია

22 ივლისი 2026, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: უნდა გაიაზრონ ერთი, რომ ისინი ცხოვრობენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის

უნდა გაიაზრონ ერთი, რომ ისინი ცხოვრობენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში. დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

22 ივლისი 2026, 23:26

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ვახო სანაიაზე: რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ, როგორც გამოხატვის თავისუფლებას? რატომ გვიკვირს, ამას იტყვის ერთი-ერთი ნაცაქტივისტი, უბრალოდ პოლიტიკურ ველზე ჟურნალისტის მანტიით მოვლენილი

მთავარ სცენარში, ის პუნქტი სადაც წერია, რომ სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი საზოგადოების პოლარიზაციის, რა თქმა უნდა, მოვისმენთ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს [სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა], - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე შეფასებით, ვახო სანაია პოლიტიკურ ველზე ჟურნალიტის მანტიით შემოსილი ერთ-ერთი ნაცაქტივისტია.

22 ივლისი 2026, 23:23

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა საწვავის გადაზიდვის საკუთარი სექტორის დასაცავად აღნიშნული ზომები დაბლოკა - სასანქციო პაკეტის გადასარჩენად, ხუთშაბათს დილით მოლაპარაკებების დამატებით რაუნდი გაიმართება

ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა საწვავის გადაზიდვის საკუთარი სექტორის დასაცავად აღნიშნული ზომები დაბლოკა, - წერს გამოცემა POLITICO.

ზაალ ანჯაფარიძე

22 ივლისი 2026, 23:11

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში Changi Airport Group-ის ინტერესებზე: მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საავიაციო კომპანია ხედავს იმ დიდ პოტენციალს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ფლობს, როგორც სატრანზიტო-ლოჯისტიკური ჰაბი, და არა მხოლოდ

ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აეროპორტის მმართველი კომპანიის, Changi Airport Group-ის, ინტერესის სფეროში მოექცა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

ირაკლი ლატარია

22 ივლისი 2026, 22:56

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: Changi Airport Group-ის ინტერესი ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის მიმართ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია

ეს უბრალოდ მორიგი საინვესტიციო ინტერესი არ არის, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია, რითაც Changi Airport Group-ის მიერ თბილისის ახალი აეროპორტისადმი გამოჩენილ ინტერესს ეხმიანება.

22 ივლისი 2026, 21:35

მსოფლიო

ევროკომისია: დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პროგრამას უერთდება

ევროკომისიის ცნობით, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პროგრამას უერთდება - მხარეებს შორის მოლაპარაკებები ოფიციალური შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა.

ლიზა გეგეჭკორი

22 ივლისი 2026, 21:32

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას განცხადებაზე: ახია ჩვენზე, თავის დროზე რომ არ შევახსენეთ ყველას, ვინ ვინაა რეალურად - ბერულავა იყო „ნაცების“ რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, მერაბიშვილის მიერ შექმნილი droni.ge და itv.ge-ს ერთ-ერთი მმართველი

ჯერ ერთი რ2-ს, რომელიც სიმართლისა და ქვეყნის მხარეს დგას არაფერი სამარცხვინო არ აქვს და მეორე - ეს, ლაშა ბერულავა, იყო ნაცების რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, - ასე ეხმიანება ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას პოსტს, სადაც ის წერს, რომ “რუსთავი 2”-ის ნაცვლად რცხვენია.

22 ივლისი 2026, 21:26

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.