imedi /  03 მაისი 2018, 11:25 / სანდო წყარო

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედია აკადემიას აფუძნებს

მიჩ სემელი
მედია ექსპერტი

მიჩ სემელი
მედია ექსპერტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ამერიკელი მედია ექსპერტი, Long Island University-ის პროფესორი მიჩ სემელი მოიწვია, რომელმაც ქართველი ჟურნალისტებისთვის მასტერ კლასი ჩაატარა. მიჩ სემელი წლების მანძილზე ისეთ გავლენიან მედია საშუალებებს ხელმძღვანელობდა, როგორიც არის CNN-ი, CBS  და Public Broadcasting Service.

კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით,​ კომუნიკაციების კომისია მედია წიგნიერების განვითარებისთვის უახლოეს მომავალში მედია აკადემიას დააფუძნებს. მედია აკადემიის დაფუძნების მიზანი და ამოცანა ქვეყანაში მედია წიგნიერებისა და ცნობიერების დონის ამაღლებაა.

კომისია მედია წიგნიერების განვითარებას 4 ძირითადი მიმართულებით გეგმავს.

პირველი კომპონენტი, რომელიც მედია წიგნიერების პროექტის ფარგლებში ამუშავდება, იქნება 3-6 თვიანი კურსი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და  ჟურნალისტებისთვის. კურსის მიზანია მედიის წარმომადგენლებს მულტიმედიური კონტენტის წარმოების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმაროს.

მეორე კომპონენტი არის მედია კრიტიკის განვითარება, რომელიც ერთის მხრივ თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს,  მეორეს მხრივ კი მომხმარებლებისთვის იქნება გარკვეული გზამკვლევი იმის გასარჩევად,  თუ როგორ მედია პროდუქტს მოიხმარენ.

მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის  თავად მომხმარებლების ცოდნის ამაღლება.  მაშინ, როცა ცვალებად და მრავალფეროვან გარემოში თავად ჟურნალისტებსაც კი უჭირთ გაარჩიონ, რომელია ფეიკ-ნიუსი, რომელია სიმართლე - არა თუ მომხმარებელს, არამედ, კომისიას მიაჩნია, რომ  აუცილებელია მომხმარებელს დაეხმარონ ნამდვილი და ცრუ ამბების, ხარისხიანი და უხარისხო პროდუქტის გარჩევაში. 

მეოთხე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის მედია ლაბის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას. სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული მედიის მიმართულებით შეიმუშავებენ საინტერესო პროექტებს, მიეცემათ შესაძლებლობა მედია ლაბში მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საინტერესო პროექტები.

2017 წლის დეკემბერში, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა და კომისიას ახალი ფუნქცია დაეკისრა, რომლიც - ქვეყანაში მედია წიგნიერების ხელშეწყობა და განვითარებას მოიცავს.

ამერიკელი მედია ექსპერტი მიჩ სემელი საქართველოში კომისიის მოწვევით ორი კვირით ჩამოვიდა და  მედიის წარმომადგენლების გარდა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომლებისთვის 2 კვირიანი ტრეინინგი ჩაატარა.

მედიის წარმომადგენლებისთვის მასტერ კლასი 4 მაისს გაგრძელდება.

ყველა სიახლე

კობი და ჯიანა ბრაიანტები

27 იანვარი 2022, 12:54

მსოფლიო

კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის დაღუპვის ადგილას ქანდაკება დადგეს

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, კობი ბრაიანტისა და ქალიშვილის, ჯიანას ხსოვნის საპატივცემულოდ, იმ ადგილას, სადაც მამა-შვილი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა, ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს.

27 იანვარი 2022, 12:48

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

27 იანვარი 2022, 12:45

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა უგუნური ნაბიჯი იქნება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა უგუნური ნაბიჯი იქნება და ამ შემთხვევაში, თურქეთი იმოქმედებს ისე, როგორც ნატოს წევრმა უნდა იმოქმედოს.

27 იანვარი 2022, 12:22

მსოფლიო

ვულკანის ამოფრქვევისა და ცუნამის შემდეგ, ტონგაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სახელმწიფო-არქიპელაგ ტონგას ტერიტორიაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდას მიაღწია.

27 იანვარი 2022, 12:16

მსოფლიო

უკრაინის შსს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მასშტაბურ წვრთნებს გამართავს

უკრაინის შსს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მასშტაბურ წვრთნებს გამართავს. უწყების ხელმძღვანელის, დენის მონასტირსკის განცხადებით, აქცენტი ფეთქებადსაშიშ ნივთებთან უსაფრთხო მოპყრობის საკითხზე გაკეთდება.

ჟოზეფ ბორელი

27 იანვარი 2022, 12:06

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: დიპლომატიური გზა უკრაინელ და ევროპელ ხალხს ერთადერთ გრძელვადიან გადაწყვეტას სთავაზობს

დიპლომატიური გზა უკრაინელ და ევროპელ ხალხს ერთადერთ გრძელვადიან გადაწყვეტას სთავაზობს, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა.

27 იანვარი 2022, 11:59

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რობერტ კოხის დაავადებათა კონტროლის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 203 136 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

27 იანვარი 2022, 11:59

ტაბლოიდი

ქალმა მეორადი ნივთების მაღაზიაში 7 დოლარად ნაყიდი სკამი 21 ათას დოლარად გაყიდა

„როდესაც სკამი სახლში მივიტანე, კარგად დავათვალიერე და ვიფიქრე, რომ ის ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა. ელექტრონული ფოსტით მივწერე V&A მუზეუმს, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. შემდეგ, მივმართე დიზაინის სპეციალისტ ჯონ ბლექს, რომელმაც მყისიერად მიპასუხა“, - ამბობს ქალი, რომლის ვინაობასაც მედია არ ასაჯაროებს.

27 იანვარი 2022, 11:50

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3 849 131 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 849 131 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 222 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 იანვარი 2022, 11:44

პოლიტიკა

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურების მოსმენა დაიწყო

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

27 იანვარი 2022, 11:42

რეგიონი

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ოზურგეთის თეატრში სპექტაკლის „რესპუბლიკა გურია“ პრემიერა გაიმართება

29, 30 იანვარს 18:00 საათზე, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის „რესპუბლიკა გურია“ პრემიერა.

27 იანვარი 2022, 11:41

სპორტი

ციმბირში მარათონი -63.4-გრადუსიან ყინვაში ჩატარდა

ციმბირში, -63.4 გრადუსში, მარათონი ჩაატარეს. მოვლენა, სავარაუდოდ, გინესის რეკორდების წიგნში აისახება. ამ დრომდე, რეკორდულად მიიჩნევა 2001 წელს, ასევე ციმბირში ჩატარებული მარათონი, რომელიც -38-გრადუსიან ყინვაში გაიმართა.

27 იანვარი 2022, 11:32

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მაია ჩხაიძე

27 იანვარი 2022, 11:10

პოლიტიკა

ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი: მომართვიანობა არ მომატებულა - მგონი, უკვე ოჯახის პირობებშიც დაიწყეს მსუბუქი მდგომარეობის ბავშვების მართვა

ციციშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 165 ბავშვი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დღის განმავლობაში, კლინიკიდან, დაახლოებით, 40 პაციენტს წერენ. ექიმის განცხადებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში, „დელტასგან“ განსხვავებით, პაციენტების ჰოსპიტალიზაცია სამი დღე გრძელდება.

27 იანვარი 2022, 11:08

რეგიონი

ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევის სასაფლაოს მიმდებარედ მანიშნებლები დაამაგრეს

სოფელ კირბალის შემდეგ ოკუპანტები სოფელ მეჯვრისხევთანაც გამოჩნდნენ. ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა მანიშნებლები სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაამაგრეს, რაც სოფლის მოსახლეობისთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს.

ნინო ლომჯარია

27 იანვარი 2022, 10:59

პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

2022 წლის 26 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში ვენეციის კომისიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს კლერ ბაზი მალარის შეხვდა.

27 იანვარი 2022, 10:56

რეგიონი

ზუგდიდში, ქალზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალს დღეს წარუდგენენ

ზუგდიდში, ქალზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

27 იანვარი 2022, 10:51

COVID19

საქართველოში 980 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, 980 მძიმე პაციენტიდან თბილისში 426, აჭარაში - 127, იმერეთში - 274. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი 274 პირიდან თბილისშია 156, აჭარაში - 50, იმერეთში - 24. 2 080 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 235 - თბილისში, 652 - აჭარაში. 106 977 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

27 იანვარი 2022, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 8 989 თბილისში, 2 255 აჭარაში, 2 255 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

27 იანვარი 2022, 10:51

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 630 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 630-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 686 220 აცრა გაკეთდა.