imedi /  12 მაისი 2018, 21:31 / სანდო წყარო

კალაძე: შესარიგებელ მატჩს არა, მაგრამ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ველზე გასვლას გთავაზობთ

კახა კალაძე

კახა კალაძე

გუშინ ღამით ჩატარებულ სპეცოპრაცაიაზე, რომელიც კლუბ „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარდა და რომლის დროსაც დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ის რუსთაველზე, აქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს სთავაზობს, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იმსჯელონ და ერთმანეთის მოსაზრებები მოისმინონ. მისივე თქმით, ნარკორეალიზატორების დაკავების ფორმა, - სპეცოპერაცია, შეიძლება, პოლემიკის საგანი იყოს. 

„ჩვენ ვისმენთ არაერთგვაროვან განცხადებებს და მიმდინარეობს სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იმოქმედებს ღამის ეკონომიკის, კლუბური მუსიკის განვითარებაზე. ამ ადამიანებს ვერ დავეთანხმები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ღამის  ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა. 

ჩვენ ვამაყობთ იმ წარმატებებით, რაც ამ მიმართულებით გააჩნია ჩვენს დედაქალაქს. 

მე არავის არ ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს. ვიცი,რომ ამ ადამიანებს ჩემ მიმართ გააჩნიათ პატივისცემა, რასაც ვაფასებ. მე გთავაზობთ, ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და შესაბამის სამსახურებთან ერთად,  ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკსა და ნარკორეალიზატორებს.

ჩვენ გვიკვდება შვილები, დები, ძმები, ჩვენი თანამოქალაქეები. ახალგაზრდები, რომლებიც დღეს პარლამენტის წინ არიან გამოსული, თითოეული მათგანი დაგვიდგება გვერდით და ჩვენ ერთად შევძლებთ ნარკორეალიზატორების დამარცხებას. 

ჩემს უკან დგას ჩვენი პოლიტიკური გუნდი.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, ჩვენ ვისმენთ გარკვეულ შენიშვნებს. მინდა, მივმართო ახალგაზრდებას: გუნდში ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვის არაა მისასაღები. ეს არის ერთი ძალიან დიდი პრობლემა. შესაბამისად, თუ მათ აქვთ ინტერესი, რომ ნახონ, როგორია ჩვენი მოსაზრება, რას ვაპირებთ მომავალში, - ამ შემთხვევაშიც, ვთავაზობთ, მობრძანდნენ, ჩვენი კარია არის ღია, არასდროს აღმართულა კედელი ჩვენსა და მოქალაქეებს შორის, ჩვენსა და ახალგაზრდებს შორის. ჩვენ მზად ვართ, დასხდნენ ჩვენთან ერთად და მოისმინონ ჩვენი ხედვები. 

სპეცოპერაციის ფორმა, შეიძლება, პოლემიკის საგანი იყოს, თუმცა ვთანხმდებით, რომ ნარკორელიზატორებს ერთად უნდა ვებრძოლოთ" -თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

ყველა სიახლე

გია გაბრიჭიძე

23 იანვარი 2022, 16:42

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: რასაც თეა წულუკიანი აკეთებს, იმ მართლაც ბნელი, განვითარების პერსპექტივის მომსპობი წარსულისგან განთავისუფლებაა და როგორც ეს ვითომდა, ძიმაკრაწები ფაფხურობენ, სწორედაც 20-30-იან წლებში დაბრუნება

,,ძალიან სასაცილოა „ნაცებისა“ და აგრესიული ლიბერალების მიერ თეა წულუკიანის მიმართ წამოყენებული ბრალდება მისი „ბოლშევიკური მეთოდების“ შესახებ. სასაცილოა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ წამოყრანტალებული ფრაზით, ისინი თავიანთი განათლებისა და აზროვნების სიმწირეს თავად ადასტურებენ. ცხადია, ამ ტიპებთან რაიმეს ახსნას აზრი არა აქვს. უბრალოდ ნორმალურ, ინტელექტუალურ ხალხს მინდა შევახსენო ის „ბოლშევიკური სტილი“, რაც „ნაცებმა“ და ლიბერასტებმა თავიანთი ზეობის პერიოდში გადმოიღეს.

დავით ქართველიშვილი

23 იანვარი 2022, 16:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თეა წულუკიანის სიმართლე ნაცსექტის წინააღმდეგ ისეთ გამანადგურებელ იარაღს წარმოადგენს, რომლის წინაშე უძლურია სიცრუეზე, დანაშაულზე აგებული ნებისმიერი სექტანტური ფარი

გელათის ამ დღეში ჩაგდება, რა დღეშიც არის და ახლა უწევს ამ პრობლემის გამოსწორება სწორედ იმ კულტურის მინისტრს, რომელსაც ესენი ასე უმოწყალოდ ლანძღავენ. ამ ფონზე იულონის შვილიშვილი და გიორგი გაგოშიძის შვილი, რომელსაც ხელოვნების მუზეუმში წლებია უნახავდნენ სამსახურს, ამერიკიდან გვმოძღვრავს და წიგნების კითხვას გვირჩევს - ნუ იყოფინ ეგე ჩვენდა!”-წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ეპისკოპოსი დიმიტრი

23 იანვარი 2022, 16:39

COVID19

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) გარდაიცვალა, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

23 იანვარი 2022, 16:28

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „ნაცმოძრაობას“: მიშას სასამართლოები და ჟორიკას აქციები გეყოფათ, ხოლო გაზაფხულიდან ბაჩო ახალაია შემოგიერთდებათ და იმას „ჰუმანური“ მარშები ჩაატარებინეთ

ჟორიკა რურუამ ჩაატარა აქცია კულტურის სამინისტროსთან... ნიკა რურუას მინისტრობის დროს, რომ გრიალებდა „ნაცმოძრაობა“ და განსაკუთრებით ჟორიკა ყველამ იცის, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციას.

გია აბაშიძე

23 იანვარი 2022, 16:26

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სააკაშვილის რეჟიმის დროს ამ მართლაც ნეობოლშევიკი ინტელიგენციისთვის სამინისტროს სისტემაში სასათბურე პირობები იყო შექმნილი, ახლა კი პრივილეგიებს კარგავენ

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, სწორედ ის ხალხი ებრძვის ქალბატონ წულუკიანს, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს პრივილეგიებით სარგებლობდნენ, დღეს კი მხილებულია მათი არაპროფესიონალიზმი და რამდენიმე შემთხვევაში კანონის წინაშეც შეიძლება აგონ პასუხი.

23 იანვარი 2022, 16:16

რეგიონი

თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 8 ფაქტი გამოავლინეს.

23 იანვარი 2022, 15:50

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში, სადაც ჯარისკაცები და მოხალისეები რუსეთის შეჭრისთვის ემზადებიან. ფოტოკოლაჟი

უკრაინის მოქალაქეები ქვეყნის არმიას უერთდებიან. ქვეყანა თავის საზღვრებში რუსეთის შეჭრისთვის ემზადება. მიმდინარე მოვლენების ამსახველ ფოტოკოლაჟს Al Jazeera ავრცელებს.

23 იანვარი 2022, 15:06

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მოგიწოდებთ, არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე, ყინულის ფენაზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი ჩატეხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და არ გადავიდნენ გაყინული წყლის ზედაპირზე.

23 იანვარი 2022, 15:02

მსოფლიო

ტონგა ვულკანურმა ფერფლმა დაფარა

წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლინეზიაში მდებარე სახელმწიფო-არქიპელაგი ტონგა ვულკანური ფერფლითაა დაფარული, სანაპიროები კი, ცუნამმა გაანადგურ.

23 იანვარი 2022, 14:48

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: უსაფუძვლოა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები შეჩერდა

უსაფუძვლოა ბოლო დროს არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეჩერდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის არც ერთ სხდომას არასდროს უმსჯელია, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შეჩერებაზე და არსებული პროგრამები ხორციელდება უწყვეტად.

23 იანვარი 2022, 14:20

COVID19

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ადგილები აღარაა, 3 კოვიდინფიცირებული ბავშვი ამ დრომდე ხელოვნურ სუნთქვაზეა

საქართველოში, ყოველდღიურად, კორონავირუსით ინფიცირების 15-დან 20%-მდე ბავშვებზე მოდის. ამ დროისთვის, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი აღარაა.

23 იანვარი 2022, 14:13

COVID19

ე.წ. ოქროს ბირჟა 50-ზე მეტი თანამშრომლის კორონავირუსით დაინფიცირების გამო დაიხურა

ე.წ. ოქროს ბირჟა 1-ელ თებერვლამდე დაიხურა. მიზეზი იქ მომუშავე ადამიანების კორონავირუსით დაინფიცირებაა. არსებული ინფორმაციით, გეგმიური, სავალდებულო ტესტირების შემდეგ გაირკვა, რომ 50-ზე მეტ თანამშრომელს კოვიდ-ინფექცია აღმოჩნდა.

ნუსრატ განი

23 იანვარი 2022, 13:54

მსოფლიო

ბრიტანელი პოლიტიკოსის მტკიცებით, მინისტრის თანამდებობიდან მუსლიმობის გამო გაათავისუფლეს

ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, ნუსრატ განის განცხადებით, 2020 წლის თებერვალში, ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მუსლიმია. 49 წლის პოლიტიკოსი აცხადებს, რომ კოლეგებს მისი „რწმენა დისკომფორტს უქმნიდა“.

ქეთევან ლოსაბერიძე

23 იანვარი 2022, 13:50

საზოგადოება

ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ქეთევან ლოსაბერიძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ქეთევან ლოსაბერიძე. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

23 იანვარი 2022, 13:25

COVID19

ავსტრალიის 2 შტატში მოსწავლეებს კორონავირუსზე კვირაში ორჯერ შეამოწმებენ

„ომიკრონის“ გავრცელების გამო, ავსტრალიის ორ შტატში - ახალ სამხრეთ უელსსა და ვიქტორიაში, მოსწავლეებს კვირაში ორჯერ ჩაუტარებენ ტესტს. დღეს ახალ სამხრეთ უელსში (მოსახლეობა: 8.166 მილიონი ადამიანი) 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა და ინფიცირების 20,324 შემთხვევა გამოვლინდა.

მეთიუ უილსონი

23 იანვარი 2022, 13:01

მსოფლიო

აშშ-ში, ბრმა ტყვიამ მეზობლის სახლის კედელი გაიარა და კაცს თავში მოხვდა

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, 31 წლის მეთიუ უილსონი მეზობელ სახლში დაწყებულ სროლას ემსხვერპლა. კაცი ბრიტანელი იყო და აშშ-ს შეყვარებულის გამო სტუმრობდა. პოლიციის ცნობით, დაახლოებით 91 მეტრის მოშორებით ნასროლმა ტყვიამ ხის კედელში გააღწია და საძინებელ ოთახში მყოფ უილსონს თავში მოხვდა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

23 იანვარი 2022, 12:59

COVID19

23 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 2 656 703 აცრა - „ბუსტერ“ დოზით 128 860 ადამიანია აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს.

23 იანვარი 2022, 12:38

ტაბლოიდი

კუნძულ სახალინზე ბავშვი ქარბუქში გაყინვას ძაღლთან ჩახუტებით გადაურჩა

რუსეთში, სახალინის ოლქში, 10 წლის გოგო სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როცა ძლიერი თოვა დაიწყო და გზას ვეღარ აგრძელებდა. თოვლს თან ერთვოდა ქარი, რომლის სიჩქარეც 80 კმ/სთ-ს აღწევდა.

თეა წულუკიანი

23 იანვარი 2022, 12:21

კულტურა

თეა წულუკიანი: გელათი ბაგრატის ბედს - იუნესკო-ს ნუსხიდან ამოღებას ვერ გაიზიარებს, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ

აღმოჩნდა, რომ გიორგი გაგოშიძისა და სხვა მსგავსი ვითომ პროფესიონალების, ხუმრობით ვამბობ, „პროფესორობით“ გელათის სახურავზე ასეულობით კვადრატულ მეტრზე დაგებულ ე.წ. წითელ და თეთრ კრამიტს არ გაუვლია სამხარაულის ექსპერტიზა, – განაცხადა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახურავის ნიმუშების მიხედვით, არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს არც ყინვამედეგობის და არც წყალმედეგობის კრიტერიუმებს.

თეა წულუკიანი

23 იანვარი 2022, 12:06

კულტურა

თეა წულუკიანი: ქუჩაში მყვირალა ადამიანებს იმედი უნდა გავუცრუო, ჩემი გათავისუფლების საკითხი არ დგას

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლების საკითხი, რასაც 17 იანვარს შექმნილი პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ, ამჟამად არ განიხილება. ამ თემაზე მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ ისაუბრა.