imedi /  24 მაისი 2018, 12:32 / სანდო წყარო

1 ნოემბრიდან რეგისტრაციის არმქონე ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება

დედაქალაქში მოძრავ ტაქსებს ლიცენზიისა და ნებართვის მიღების შესაძლებლობა აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე შეეძლებათ. 1 ნოემბრიდან კი ტაქსი, რომელიც თბილისში რეგისტრაციის გარეშე ივლის 200 ლარით დაჯარიმდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ თქვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიიღო. 

რამდენიმე დღეში ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მუშაობას საკრებულოს მიერ გამოსაცემ ორ აქტზე. პარლამენტმა კანონი მიიღო იმისთვის, რომ შეექმნა საფუძველი მუნიციპალიტეტისთვის, რათა დაერეგულირებინა ე.წ. M1 მსუბუქი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანის საკითხი. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ფინანსთა სამინისტროსთან. იყო მოარული ხმები, რომ ტაქსების ნებართვიანობა მოიაზრებს იმას, რომ გადასახადებით დაიბეგრებიან ტაქსის მძღოლები და ეს არის სრული სიცრუე. არანაირი ახალი გადასახადი არ იქნება. ყველა ის შეღავათიანი სარეჟიმო სისტემა, რაც მიკრობიზნესისთვის არის დღეს, არის მოქმედი, შენარჩუნდება ტაქსტის მძღოლებისთვის, უბრალოდ, საკრებულოს აქტის მიღების შემდგომ აგვისტოდან ნოემბრის თვემდე დაიწყება რეგისტრაცია-განებართვიანება და უკვე დაახლოებით 1 ნოემბრიდან ყველა ის ადამიანი, რომელიც ტაქსის სერვისს ახორციელებს და არ აქვს გავლილი რეგისტრაცია, იქნება უნებართვო საქმიანობად ჩათვლილი და დაექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ 200 ლარიან სანქციას. მინდა კიდევ შევახსენო საზოგადოებას, რომ პირველ ეტაპზე ტაქსით სარგებლობის ლიცენზიისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ერთჯერადი მოსაკრებლის შეტანა დაახლოებით 50 ლარის ოდენობით. ეს არის ერთჯერადი გადასახადი, ფაქტობრივად, ფურცლის ფულია. ჰიბრიდული ავტომობილებისთვის გადასახადი იქნება 50% სრული გადასახადის, ხოლო ელექტრომობილებისთვის უფასო, ჩვენ ამით ვახალისებთ ამ მიმართულებას და სხვა სანებართვო პირობა არ იქნება", - განაცხადა მაია ბითაძემ.

რეფორმის მეორე ეტაპზე, 2019 წლის ბოლოდან განისაზღვრება ტაქსის ავტომობილების ფერი, ერთიანი სტანდარტი და უსაფრთხოების სხვა ნორმები.

12 თებერვალს თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გავლა მოუწევთ. ხოლო ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან. 

ყველა სიახლე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 მაისი 2022, 19:47

მსოფლიო

ერდოღანი მოელის, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ნატოს წევრი ქვეყნები უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს გაიაზრებენ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოელის, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ნატოს წევრი ქვეყნები უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს გაიაზრებენ.

მაია სანდუ

18 მაისი 2022, 19:38

მსოფლიო

მაია სანდუ: არ გვსურს ომი ან დესტაბილიზაცია, გვაქვს მოლდოვის მშვიდობიანი რეინტეგრაციის ხედვა

ჩვენ არ გვსურს ომი ან დესტაბილიზაცია, ვინაიდან გვაქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი რეინტეგრაციის ხედვა, - ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

18 მაისი 2022, 19:37

სამართალი

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მარნეულში მოქალაქის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მარნეულში მოქალაქე რ.ბ.-ის თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აქტიურ რეჟიმში აწარმოებს.

ზურაბ ქადაგიძე

18 მაისი 2022, 19:32

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ვიზიარებთ „ნაცების“ მწუხარებას ღარიბაშვილის სტოლტერბერგთან შეხვედრის გამო

„ელვა დეპეშა: ვიზიარებთ „ნაცების“ მწუხარებას ღარიბაშვილის სტოლტერბერგთან შეხვედრის გამო!”- წერს ქადაგიძე.

18 მაისი 2022, 19:19

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში მოისმინა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აღნიშნულმა უწყებამ განახორციელა. მისი თქმით, დასრულდა ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი და 13 რეკომენდაცია გაიცა, რომელთა დანერგვამ მომხმარებლებს უფრო ნაკლები დანახარჯების პირობებში მეტი არჩევანის საშუალება უნდა მისცეს.

შარლ მიშელი

18 მაისი 2022, 19:17

მსოფლიო

შარლ მიშელი: პუტინი ამ ომში უკვე დამარცხებულია

პუტინი ამ ომში უკვე დამარცხებულია, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

18 მაისი 2022, 19:09

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა.

მარიამ ქვრივიშვილი

18 მაისი 2022, 19:05

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ბათუმის აეროპორტიდან უზბეკეთის მიმართულებით პირველი რეისები შესრულდება

„საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარება, ახალი რეისების, ახალი ავიაკომპანიების ოპერირება და ავიამიმოსვლების ზრდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც დიდად არის დამოკიდებული ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორის - ტურიზმის სწრაფი აღდგენა და გაუმჯობესება. ვიცით, რომ ტურიზმში ძალიან მზარდი დინამიკა გვაქვს და სასიხარულოა, რომ ამ პოზიტიურ სტატისტიკაში უზბეკეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობასაც მნიშვნელოვანი წილი ექნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

დერეკ შოლე

18 მაისი 2022, 18:53

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შოლე შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია.

ნინო ნადირაძე

18 მაისი 2022, 18:52

საზოგადოება

„ვივამედის“ დირექტორი მიხეილ სააკაშვილზე: პაციენტი სრულ ნდობას გვიცხადებს და არც ჩვენი მკურნალობისა და არც ჩვენი კვლევების ტაქტიკაზე უკმაყოფილებას არ გამოთქვამს - ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული ნამდვილად არ არის

„ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კვლევები უტარდება და ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის. მისივე თქმით, უკვე ჩატარებული კვლევის შედეგები სახალხო დამცველს გაეგზავნა.

გერჰარდ შროდერი

18 მაისი 2022, 18:50

მსოფლიო

პუტინის ლობირების გამო, გერჰარდ შროდერის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ოფისი დაიხურება

ვლადიმირ პუტინის ლობირების გამო, გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შროდერის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ოფისი დაიხურება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ილია დარჩიაშვილი

18 მაისი 2022, 18:46

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: საქართველომ ნატოს გენერალური მდივნისგან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მიიღო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ერთი ნაწილი შედგებოდა ევროინტეგრაციის საკითხებით და მეორე არის ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, ნატოში საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ლექვინაძე

18 მაისი 2022, 18:40

ეკონომიკა

ირაკლი ლექვინაძე: ნავთობპროდუქტების სექტორის წარმომადგენლებთან გავიარეთ ის საკითხები, სადაც შეიძლება მოქალაქეებისთვის პროდუქციის უფრო მისაღები ფასით მიწოდების რესურსი მოიძებნოს

ნავთობპროდუქტების სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გავიარეთ ის საკითხები სადაც შეიძლება მოძებნოს რესურსი მოქალაქეებისთვის უფრო მისაღები ფასით პროდუქციის მიწოდების,- ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

18 მაისი 2022, 18:40

საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უზბეკეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უზბეკეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა უზბეკ კოლეგებს დეტალურად გააცნეს უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და გაუზიარეს საკუთარი წარმატებული გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

18 მაისი 2022, 18:25

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსს და სოფლის მეურნეობისა და სურსათის საკითხებში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ლექვინაძე

18 მაისი 2022, 18:23

ეკონომიკა

ირაკლი ლექვინაძე: მარტ-აპრილში, რიგ მსხვილ კომპანიებს შეეძლოთ და ჰქონდათ საწვავის ფასის შემცირების რესურსი, თუმცა, ეს არ მოხდა და ფასის კლება მხოლოდ მაისის დასაწყისში, 4-10 თეთრის არეალში აისახა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკი ლექვინაძემ, „ქრონიკასთან“, საწვავის ფასებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ მომზადებულ შუალედურ ანგარიშსა და გამოვლენილ ძირითად ტენდეციებზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 მაისი 2022, 18:20

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან

ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრაზე მიმოიხილეს უსაფრთხოების საკითხები, საქართველოსა და ალიანსს შორის გაძლიერებული პარტნიორობის მნიშვნელობა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 მაისი 2022, 18:20

მსოფლიო

Financial Times: თურქეთმა ნატოს მიერ შვედეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებების დაწყება დაბლოკა

თურქეთის ხელისუფლებამ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება დაბლოკა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times-ი წერს. გამოცემის წყაროების ცნობით, 18 მაისს ნატოში ფინეთისა და შვედეთის ელჩების მიერ წარდგენილი განაცხადების განხილვა იგეგმებოდა, თუმცა ანკარას პოზიციის გამო მოლაპარაკებები ვერ დაიწყო.

მიხეილ სარჯველაძე
ალუდა ღუდუშაური

18 მაისი 2022, 18:15

სამართალი

პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის კომუნიკაციის საკითხი ახლებურად დარეგულირდება

„კანონპროექტის თანახმად, ახლებურად რეგულირდება პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის კომუნიკაცია - მიმოწერა, სატელეფონო საუბარი. ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, აგრეთვე ბრალდებულს, რომელსაც სრულად აქვს გამოყენებული პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის ლიმიტები (თვეში სამი ზარი), უფლება ექნება, წერილობით მიმართოს პენიტენციურ დაწესებულებას და მოითხოვოს მისი ადვოკატის ინფორმირება მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე“.

ირაკლი ლექვინაძე

18 მაისი 2022, 18:09

საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძე: ზოგადად, საწვავის ფასი დამოკიდებულია მსოფლიო ფასზე, რომელიც დღეს არის პიკში, თუმცა, ადგილობრივი ვალუტის გამყარების ტრენდის გათვალისწინებით, არის მოლოდინი, რომ მცირე კორექტირება შეიძლება მოხდეს ფასების კუთხით

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მთავრობასთან და კერძო სექტორთან, რომ ბაზარზე იყოს უფრო მეტი კონკურენცია და ეს ნიშნავს უფრო მეტ მისაღებ ფასებს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკასთან“ საწვავის ფასების საკითხზე საუბრისას განაცხადა.