imedi /  24 მაისი 2018, 13:23 / სანდო წყარო

აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე ვიტყვი, რომ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას საქმეზე ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ

ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა მალე დაიწყება. მანამდე კი ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარს ის ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საქმეებით დაიწყებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

"რა თქმა უნდა, შეხვედრის დასაწყისში ყურადღებას გავამახვილებ იმ დრამატულ ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, ოთხოზორიას საქმე. ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავეები დაისაჯონ და არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გავჩერდებით. არსებობს თანამეგობრობის, ჩვენი პარტნიორების ჩართულობა, სამართლებრივი ბერკეტები. ჩვენ ამას ვიყენებთ და კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ", – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეხვედრის დაწყებამდე ტატუნაშვილის საქმეზე განცხადება გრიგორი კარასინმაც გააკეთა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა გრძნობს თუ არა რუსეთი მომხდარზე პასუხისმგებლობას. ამის პასუხად კი კარასინმა თქვა: "ინტერვიუ გვაქვს, თუ გამოძიება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად ტრაგედიაა. ჩვენ არ გვსურს, ასეთი სამწუხარო ფაქტები მომავალში განმეორდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და რამდენადაც ვხვდები, ამ თემაზე პირდაპირი საუბარი მიმდინარეობს საქართველოსა და ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის", - განაცხადა კარასინმა.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ 2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ.

ყველა სიახლე

ხატია დეკანოიძე

26 იანვარი 2022, 17:17

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციამ უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს

ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო და ამიტომ ჩვენ უკრაინის მხარდამჭერი ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით. გავაგრძელებთ მსჯელობას და არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

26 იანვარი 2022, 17:04

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: გენერალური მდივნის მოადგილემ პირდაპირ დაგვიდასტურა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება

ნიკოლოზ სამხარაძემ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სამი მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღეს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება.

26 იანვარი 2022, 16:49

რეგიონი

რწმუნებულის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა მიღების დღე გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მოადგილეებთან და ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მოქალაქეების მორიგი მიღება გამართა.

26 იანვარი 2022, 16:48

მსოფლიო

ათენში ძლიერი აფეთქება მოხდა. ვიდეო

ცენტრალურ ათენში, ზევსის ტაძართან ახლოს, დაახლოებით, 200 მეტრის მოშორებით, ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად, დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შალვა პაპუაშვილი

26 იანვარი 2022, 16:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლება, პარლამენტი და მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ თავისი წილი საქმე შეასრულოს ნატოში გასაწევრიანებლად

„აქ განსაკუთრებით ხაზგასასმელია სტრატეგიაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ღია კარის პოლიტიკა აისახოს, რომელსაც მადრიდის ნატოს სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს. დარწმუნებული ვარ მადრიდში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. კონსტიტუციით არის გათვალისწინებული ქართველი ხალხის ნება, რომელიც გარდაისახება ვალდებულებად ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და აქედან გამომდინარე „ქართული ოცნების“ პირობებში ეს კონსტიტუციური დავალება ჩაიწერა. ჩვენი ხელისუფლება, პარლამენტი და მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ თავისი წილი საქმე შეასრულოს ნატოში გასაწევრიანებლად და როდესაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრების მხრიდან, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად გავწევრიანდეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილი

26 იანვარი 2022, 16:45

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია ყველამ ვიმოქმედოთ კანონმდებლობის და პროცედურების სრული დაცვით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც მასში წერია, 27 იანვარს, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წევრებს და საზოგადოებას ის წარუდგენს სამომავლო გეგმებს და პრიორიტეტებს საარჩევნო ადმინისტრაციის შემდგომი განვითარების მიზნით.

26 იანვარი 2022, 16:31

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: სახელმწიფო სერვისების სფეროში ჩვენ განსაკუთრებულ თანამშრომლობაზე შევთანხმდით

საქართველოს იუსტიციის მინისტრის სომხეთში ვიზიტი გრძელდება. რატი ბრეგაძემ და კარენ ანდრესიანმა ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ბრიფინგი გამართეს. რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

26 იანვარი 2022, 16:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მიმართ კვლავ მყარი მხარდაჭერა მოვისმინეთ

ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო გენერალური მდივნის მოადგილესთან და ასევე ნატო - საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც სიტყვით მივმართე და მოგვეცა დისკუსიის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

26 იანვარი 2022, 16:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც კონსტიტუციაში გვიწერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა, ამას რეზოლუციაში ასახვა არ უნდა

როდესაც კონსტიტუციაში გვიწერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ამას რეზოლუციაში ასახვა არ უნდა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე საუბრისას.

26 იანვარი 2022, 16:12

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

26 იანვარი 2022, 16:05

სამართალი

შშმ მოზარდზე ძალადობისთვის დაკავებულ ორივე პოლიციელს ბრალდება წარუდგინეს - ერთ-ერთ დაკავებულს 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ მეტროსადგურ „ისანში“ არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი
მირჩა ჯოანე

26 იანვარი 2022, 15:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნატოს გენმდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე გამოვთქვი მადლიერება ნატოს მხრიდან საქართველოს მშვიდობიანი მომავლის მხარდაჭერისთვის

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანესთან შეხვედრაზე გამოვთქვი მადლიერება ნატოს მხრიდან საქართველოს მშვიდობიანი მომავლის მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ Twitter-ზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

26 იანვარი 2022, 15:53

საზოგადოება

თბილისის მერია: მეტრომანები არ უქმდება

„თბილისის მერიამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ აქამდე მოქმედი ბარათები რჩებოდა ძალაში. მომავალშიც, ნებისმიერი მსგავსი სიახლის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში, მერია გაავრცელებს“, - აღნიშნავენ მერიაში.

ათენი, თოვლით დაფარული აკროპოლისი; 24 იანვარი

26 იანვარი 2022, 15:49

მსოფლიო

ფოტოები ათენიდან და სტამბოლიდან, სადაც იშვიათი მოვლენა - თოვა იყო

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში თოვლი მოვიდა. უამინდობის გამო, მთავრობამ, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, დასვენების დღეები გამოაცხადა. თოვა უჩვეულო მოვლენა არაა საბერძნეთის მთებსა და ჩრდილოეთ ნაწილში, თუმცა ცენტრალურ ნაწილსა და ეგეოსის კუნძულებზე თოვლი იშვიათია.

26 იანვარი 2022, 15:42

ეკონომიკა

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და მწვანე სექტორის რეფორმები გრძელდება

მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 2018 წლიდან მნიშვნელოვანი წარმატება იქნა მიღწეული საქართველოს ენერგეტიკის მიმართულებით არსებული კანონმდებლობის ევროკავშირის წესებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით და ეს პროცესი გაგრძელდება და გაფართოვდება. ენერგეტიკის სექტორში რეფორმების გაგრძელების გარდა, ევროპის გუნდის (Team Europe) პარტნიორები და საქართველოს მთავრობა შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ და განახორციელებენ ენერგეტიკის, კლიმატის, გარემოს დაცვისა და მწვანე ტრანსფორმაციაზე ორიენტირებულ რეფორმებს, რომელიც თანხვედრაშია „ევროპის მწვანე შეთანხმებასთან“. უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმების მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება განვითარების პარტნიორების მიერ.

26 იანვარი 2022, 15:23

რეგიონი

ამბროლაურის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით რესერტიფიცირება გაიარა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი არის დასტური აეროპორტის ყველა ექსპლუატანტისთვის, რომ ოპერირება მის მიერ ოპერირებად აეროპორტში არის უსაფრთხო. სააგენტოს სასერტიფიკაციო კომისია ამოწმებს და ადგილზე აფასებს აეროპორტის ინფრასტრუქტურას, ტექნიკურ საშუალებებსა და აღჭურვილობას, რათა დარწმუნდეს რომ აეროპორტი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობითა და მათი წესით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე ICAO-ს სტანდარტებთან“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

26 იანვარი 2022, 15:12

რეგიონი

ბოლო ორ წელიწადში აჭარას 100-მდე ტურისტული ობიექტი შეემატა

2020-2021 წლებში, აჭარაში 100-მდე ტურისტული ობიექტი გაიხსნა. მიუხედავად პანდემიისა, რეგიონს სასტუმროები, კაფე-რესტორნები, კოტეჯები და გლემფინგები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაემატა. ტურისტული ობიექტების 60% მთიან აჭარაში ამოქმედდა, 40% კი ბათუმსა და ქობულეთში.

26 იანვარი 2022, 15:12

საზოგადოება

თბილისის მერიამ ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა დაიწყო

„ივერთუბნის დასახლებაში მიმდინარეობს წყალარინების ქსელის მოწყობა, რომლის არარსებობა, აქ დასახლებულ ადამიანებს, წლების განმავლობაში, სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. საარჩევნოდ ჩვენი დაპირება იყო, რომ ამ საკითხს გადავჭრიდით. პირველ ეტაპზე, სატუმბი ქსელი ეწყობა. პრობლემაა ისიც, რომ მიწისქვეშა წყლები შემოდის, მაგრამ ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც პროექტითაა გათვალისწინებული. პარალელურად, დავიწყებთ კონკრეტულ ქუჩების დაქსელვას. მთლიანად პროექტის დასრულებას ორი წელი დასჭირდება. გარდა ამისა, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ქუჩები მოასფალტდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანა წითლიძე

26 იანვარი 2022, 14:58

პოლიტიკა

ანა წითლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში მუშაობის გაგრძელებაზე: მიუხედავად ჩემი განსხვავებული აზრისა, გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ის თავიდანვე წინააღმდეგი იყო არალეგიტიმურ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მუშაობის, მაგრამ რა გადაწყვეტილებაც მიიღებს პარტია, იმ გადაწყვეტილებას დაემორჩილება.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 იანვარი 2022, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საბოლოო ჯამში, თუ გადაწყვეტენ და პარლამენტში შემოვლენ, რაღაც პერიოდი მაინც, თვალი დესტრუქციისკენ ექნებათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გასაკვირი არაა, რომ ფრაქციის გუშინდელი სხდომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდა და ამ დრომდე ვერ გადაწყვიტა, როგორ უნდა იმუშაოს მე-10 მოწვევის პარლამენტში. ის არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში მორიგი დესტრუქციისთვის დაბრუნდება.