პრემიერმინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავისუფლების მოედანზე, ქართველი სამხედროების ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ სიტყვით გამოსვლილას საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ წელს, როდესაც ჩვენ სამშობლოს ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და შეკავშირება.
გიორგი კვირიკაშვილმა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის, სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში დახმარებისთვის, განსაკუთრებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს, რომელთან თანამშრომლობაც უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს. სხვაგვარად, ვერ შევძლებთ იმ დიდი მიზნის მიღწევას რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია. ჩვენ ყველა ერთად, მხოლოდ მშვიდობისა და შერიგების გზით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ნდობის აღდგენით მივაღწევთ სანუკვარ მიზანს და მათთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების შთამომავლებს საქართველოში ჩამოსვლისთვის.
"ამ დიდი ისტორიული თარიღის აღსანიშნავად ჩვენთან ერთად არიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების შთამომავლები. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება სამშობლოში! ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს! განსაკუთრებით ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს წვევამდელებს.
საპატიო და ამაღელვებელია ეს დღე მათთვის, ვინც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამშობლოს ერთგულების ფიცი დადო და საქართველოს ჯარისკაცი გახდა. მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი იქნება და ღირსეულად ატარებს ქართველი მეომრის საპატიო სახელს. მჯერა, თქვენ ბოლომდე გაუფრთხილდებით მათ სახელებს, ვინც სიცოცხლე შესწირა და სისხლი დაღვარა საქართველოსთვის. ჩვენ ყველანი ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე, სამშობლო არასოდეს დაივიწყებს მათ უკვდავ სახელებს. ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღეები და წუთები, რომლებიც მომავალს ქმნიან და ერის ბედს წყვეტენ. 100 წლის წინ სწორედ ასეთი დღე იყო საქართველოსთვის 26 მაისი", განაცხადა გიორგი კვირიკასვილმა.
დღეს საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ყველა სიახლე
15 ივნისი 2026, 12:13
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება,ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
15 ივნისი 2026, 11:54
მსოფლიო
ბრაზილიაში გოგონა როუპ-ჯამპინგის დროს დაიღუპა - ინსტრუქტორებმა ის ისე გადააგდეს, რომ თოკის დამაგრება დაავიწყდათ
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინსტრუქტორებმა 21 წლის მარია ედუარდა როდრიგეს დე ფრეიტასი 40 მეტრის სიმაღლიდან ისე გადააგდეს, რომ დამცავი თოკი არ მიაბეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აჰყავთ ატრაქციონის თანამშრომლებს გოგონა ხელში და უფსკრულში აგდებენ, მაშინ როდესაც თოკი იქვე, ახლოს დევს.
15 ივნისი 2026, 11:49
ეკონომიკა
საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება - იანვარ-მაისში ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა
ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება. 2026 წლის მაისში, წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 15.3%-ით გაიზარდა და მაისის რეკორდული მოცულობა - 668.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იანვარ-მაისში კი ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა. მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველოდან, ჯამში, რეკორდული ღირებულების, 3,108.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.
15 ივნისი 2026, 11:26
მსოფლიო
ტრამპი მაკრონს ფრანგულ ღვინოზე 100%-იანი ტარიფის დაწესებით დაემუქრა
„წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა არჩევანი არ დამრჩება, გარდა იმისა, რომ 100%-იანი ტარიფი დავაწესო საფრანგეთიდან შემოსულ ყველა შამპანურსა და ღვინოზე. მათ მხოლოდ ამ გადასახადზე უარის თქმა სჭირდებათ და მაშინ მაკრონზე ასეთი ზეწოლა აღარ იქნება“, - განაცხადა ტრამპმა გაზეთ New York Post-თან ინტერვიუში.
15 ივნისი 2026, 11:15
მსოფლიო
საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტისთვის უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს
საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და შეერთებული შტატების ლიდერების შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენელთა მონაწილეობით დღეს დაიწყება. სამიტის უსაფრთხოებას 800-ზე მეტი სამართალდამცველი უზრუნველყოფს.
15 ივნისი 2026, 11:13
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო აგრძელებს ლიდერობას ნებისმიერი მიმართულებით. დემოკრატიის, მმართველობის, გამჭვირვალობის და ეკონომიკური განვითარების ინდექსით
საქართველო აგრძელებს ლიდერობას ნებისმიერი მიმართულებით. დემოკრატიის, მმართველობის, გამჭვირვალობის და ეკონომიკური განვითარების ინდექსით, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
15 ივნისი 2026, 11:09
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მაისის თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი გამოავლინეს.
15 ივნისი 2026, 11:06
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: მთავარი, რაც დღეს ახალგაზრდებთან საუბარში იკვეთება, არის სურვილი, საკუთარი შესაძლებლობები, რუსთავს მოახმარონ
რუსთავის მერიაში სტუდენტური პროგრამის „მართე შენი ქალაქი“ ახალი - მეთორმეტე ეტაპი გაიხსნა. პროექტის მონაწილეებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან ანა ნელი ჩხარტიშვილთან ერთად შეხვდა.
15 ივნისი 2026, 11:05
მსოფლიო
აშშ-ში ავიაკატასტროფას 12 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში, მისურის შტატში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა ბატლერის აეროპორტთან მოხდა. ინციდენტის შედეგად ბორტზე მყოფი 11 პარაშუტისტი და პილოტი დაიღუპა.
15 ივნისი 2026, 10:57
მსოფლიო
ნორვეგიის კრონპრინცესის ვაჟი გაუპატიურების 2 ეპიზოდში დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს
ოსლოს საოლქო სასამართლოს 250-ე დარბაზის სამმა მოსამართლემ ის გაუპატიურების სხვა 2 ეპიზოდში გაამართლა, თუმცა დამნაშავედ ცნო მრავალ სხვა სამართალდარღვევაში, რომლებშიც ბრალი ედებოდა.
15 ივნისი 2026, 10:46
სამართალი
სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში ე.წ. მაინერები ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 76 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 ივნისი 2026, 10:42
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სასაზღვრო პოლიციას ეწვია
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს სამუშაო სივრცე და აღჭურვილობა დაათვალიერებინა. მინისტრი, ასევე, დაესწრო ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ სწავლებას, რომელიც მოიცავდა ტაქტიკური, საცეცხლე და სამთო მომზადების სხვადასხვა კომპონენტებს.
15 ივნისი 2026, 10:41
სამართალი
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 ივნისი 2026, 10:39
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 ივნისი 2026, 10:38
სამართალი
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს.
15 ივნისი 2026, 10:27
ტაბლოიდი
იზმირში კატამ „რომეო და ჯულიეტას“ ფინალი ჩაშალა და ვარსკვლავი გახდა🐱
სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები კატის მონაწილეობით, რომელიც სპექტაკლ „რომეო და ჯულიეტას“ ყველაზე დრამატულ მომენტში თეატრის სცენაზე გავიდა.
15 ივნისი 2026, 09:57
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს.
15 ივნისი 2026, 09:57
მსოფლიო
რობერტ ქოჩარიანს სომხეთიდან გასვლა აუკრძალეს
თითქმის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც სომხეთში 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ქრთამის აღების მცდელობებზე ისაუბრა და კორუმპირებული პირების დევნა დააანონსა, თუმცა მათი სახელები არ დაუკონკრეტებია.
15 ივნისი 2026, 09:55
პოლიტიკა
მაჭავარიანი: მათ სურთ, პოლიციელებს „მწამებლების“ იარლიყი მიაწებონ და პოლიციელობა სამარცხვინო პროფესიად დაბრენდონ. ჩვენი პოლიციელები მოქმედებენ გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ევროპის წამყვანი ქვეყნების სამართალდამცველები - ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებო, თქვენ ხართ გმირები
იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში ჩვენმა სამართალდამცველებმა რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი პატრონების ხუთი რევოლუციური სცენარი გაანეიტრალეს და ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი საფრთხე აარიდეს თავიდან, ამ მავნებლებმა თავიანთ მედიასაშუალებებთან ერთად ჩვენი გმირი პოლიციელების გაშავების კამპანია დაიწყეს, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
15 ივნისი 2026, 09:48
საზოგადოება
კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი ეფუძნება ბეტსელმანის ფონდის გლობალურ გამოკვლევას თემებზე: „რამდენად შეუძლია მთავრობას კონფლიქტური მიზნების კოორდინაცია თანმიმდევრულ პოლიტიკაში?” და „რამდენად ეფექტურად ავსებენ არაფორმალური კოორდინაციის მექანიზმები სამინისტროებს შორის კოორდინაციის ფორმალურ მექანიზმებს?


