imedi /  31 მაისი 2018, 16:54 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: დროა გაიწმინდოს პროკურატურა, ეს დრო დიდი ხანია დადგა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს ეხმიანება და წერს, რომ ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან უნდა გადადგეს. სპეციალური განცხადება ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

"არ მაქვს დეტალური შიდა ინფორმაცია! მაგრამ ჩემთვის პოლიტიკური სურათი ნათელია: პროკურატურამ ჯერ გაწელა საქმე და გააბუნდოვნა, შექმნა გაურკვევლობის განცდა რამაც ამ ინსტიტუტის მიმართ ისედაც არსებული უნდობლობა გააღვივა. დღევანდელმა სასამართლო განაჩენმა კი დააგირგვინა ეს "ინსტიტუციური კრახი". 

ამას რომ იყენებს ოპოზიცია რომ გასული თვის წარუმარტებელი საზოგადოებრივი არეულობა გამართოს ბუნებრივია. ნათელია რომ უდიდესი გამოწვევაა დღეს ხელისუფლეისთვის. ჩატოვებულია პროკურატურაში და სასამართლოში წინა რეჟიმის ხელქვეითები ამოქმედნენ. საზოგადოების უნდობლობა მათი გამოწვეულიცაა და დღეს უკვე პროვოცირებული.

ხელისუფლებას სწრაფი რეაგირება სჭირდება რომ გაუმკლავდეს ამ აგორებულ ტალღას: უნდა გადაყენებულ იყვნენ მთავარი და საქმის წრმოებეი პროკურატორები, ყველა ვინც საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა. 
მთავარი დღეს არის ერთი: ხელისუფლებამ დახევის დალოდების, ოპოზიციის დაკრულზე რეაგირების და უსუსურ თავდაცვითი პოზიციის მაგივრად აიღოს მართვის ბერკეტები ხელში,"- წერს ზურაბიშვილი.

ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს ეხმიანება და წერს, რომ ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან უნდა გადადგეს.  

დღეს ირაკლი შოთაძემ მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროკურატურის პოზიცია განმარტა.

დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს ბრალდების და ბრალდებულების ადვოკატებმა. 

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

18 მაისი 2022, 21:22

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტზე: შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. მადლობა ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე მხარდაჭერისთვის

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ჟოზეფ ბორელი

18 მაისი 2022, 21:21

პოლიტიკა

ბორელი: საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) ჟოზეფ ბორელსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს.

ჟოზეფ ბორელი

18 მაისი 2022, 20:46

პოლიტიკა

ბორელი: ვიზიარებთ საქართველოს პრემიერის შეშფოთებას ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით - ამ რეფერენდუმს არაკანონიერად მივიჩნევთ და მას არ ვაღიარებთ

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

18 მაისი 2022, 20:27

პოლიტიკა

ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა თბილისში მსვლელობა გამართეს

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გამართეს. შეკრებილები გვარამიას პატიმრობას აპროტესტებდნე. აცხადებდნენ, რომ ეს მედიის სოლიდარობის აქციაა და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლაზე საუბრობენ. მედიის წარმომადგენლების გარდა აქციაზე პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.

ჯანეტ იელენი

18 მაისი 2022, 20:20

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ-ს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ჩამორთმევის კანონიერი უფლებამოსილება არ აქვს

აშშ-ის ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ აშშ-ს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ჩამორთმევის კანონიერი უფლებამოსილება არ აქვს.

18 მაისი 2022, 20:14

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური ჟოზეფ ბორელს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ირაკლი ღარიბაშვილი და ჟოზეფ ბორელი

18 მაისი 2022, 20:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ჟოზეფ ბორელს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ბოლო წლებში საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის დინამიკა.

18 მაისი 2022, 20:05

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო საქართველოს ტერიტორიაზე მფრინავი ვერტმფრენების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

თავდაცვის სამინისტრო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მფრინავი ვერტმფრენების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

არჩილ თალაკვაძე

18 მაისი 2022, 20:01

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვინც დღეს ნიშნის მოგებით გამოეხმაურა პრემიერის და ნატოს გენმდივნის შეხვედრის გადადებას - კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საქართველოში ომი ურჩევნია მშვიდობას

ვინც დღეს ჟრიამულით და ნიშნის მოგებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას - კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საკუთარი გაფუჭებული ურჩევნია სხვის გაკეთებულს, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ვიცი-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრას.

ლევან ნიკოლეიშვილი

18 მაისი 2022, 19:56

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: იმედია, ნიკა გვარამია ახლა ტელევიზორს არ უყურებს, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით, დაპატიმრებიდან მეორე დღეს, ქუჩაც კი ვერ გადაკეტეს

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე მცირერიცხოვან აქციას ეხმიანება, რომელიც გუშინ, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით დაიგეგმა. ,,იმედია, ნიკა გვარამია ახლა ტელევიზორს არ უყურებს და არ ხედავს პირდაპირ ეთერში, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით, დაპატიმრებიდან მეორე დღეს, ქუჩაც კი ვერ გადაკეტეს“, - წერს ნიკოლეიშვილი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 მაისი 2022, 19:47

მსოფლიო

ერდოღანი მოელის, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ნატოს წევრი ქვეყნები უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს გაიაზრებენ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოელის, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ნატოს წევრი ქვეყნები უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს გაიაზრებენ.

მაია სანდუ

18 მაისი 2022, 19:38

მსოფლიო

მაია სანდუ: არ გვსურს ომი ან დესტაბილიზაცია, გვაქვს მოლდოვის მშვიდობიანი რეინტეგრაციის ხედვა

ჩვენ არ გვსურს ომი ან დესტაბილიზაცია, ვინაიდან გვაქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი რეინტეგრაციის ხედვა, - ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

18 მაისი 2022, 19:37

სამართალი

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მარნეულში მოქალაქის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მარნეულში მოქალაქე რ.ბ.-ის თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აქტიურ რეჟიმში აწარმოებს.

ზურაბ ქადაგიძე

18 მაისი 2022, 19:32

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ვიზიარებთ „ნაცების“ მწუხარებას ღარიბაშვილის სტოლტერბერგთან შეხვედრის გამო

„ელვა დეპეშა: ვიზიარებთ „ნაცების“ მწუხარებას ღარიბაშვილის სტოლტერბერგთან შეხვედრის გამო!”- წერს ქადაგიძე.

18 მაისი 2022, 19:19

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში მოისმინა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აღნიშნულმა უწყებამ განახორციელა. მისი თქმით, დასრულდა ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი და 13 რეკომენდაცია გაიცა, რომელთა დანერგვამ მომხმარებლებს უფრო ნაკლები დანახარჯების პირობებში მეტი არჩევანის საშუალება უნდა მისცეს.

შარლ მიშელი

18 მაისი 2022, 19:17

მსოფლიო

შარლ მიშელი: პუტინი ამ ომში უკვე დამარცხებულია

პუტინი ამ ომში უკვე დამარცხებულია, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

18 მაისი 2022, 19:09

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა.

მარიამ ქვრივიშვილი

18 მაისი 2022, 19:05

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ბათუმის აეროპორტიდან უზბეკეთის მიმართულებით პირველი რეისები შესრულდება

„საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარება, ახალი რეისების, ახალი ავიაკომპანიების ოპერირება და ავიამიმოსვლების ზრდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც დიდად არის დამოკიდებული ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორის - ტურიზმის სწრაფი აღდგენა და გაუმჯობესება. ვიცით, რომ ტურიზმში ძალიან მზარდი დინამიკა გვაქვს და სასიხარულოა, რომ ამ პოზიტიურ სტატისტიკაში უზბეკეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობასაც მნიშვნელოვანი წილი ექნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

დერეკ შოლე

18 მაისი 2022, 18:53

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შოლე შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია.

ნინო ნადირაძე

18 მაისი 2022, 18:52

საზოგადოება

„ვივამედის“ დირექტორი მიხეილ სააკაშვილზე: პაციენტი სრულ ნდობას გვიცხადებს და არც ჩვენი მკურნალობისა და არც ჩვენი კვლევების ტაქტიკაზე უკმაყოფილებას არ გამოთქვამს - ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული ნამდვილად არ არის

„ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კვლევები უტარდება და ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის. მისივე თქმით, უკვე ჩატარებული კვლევის შედეგები სახალხო დამცველს გაეგზავნა.