რუსთაველზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს
თბილისში პარლამენტის წინ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მოანწილეები ამბობენ, რომ მათ დღეს პოლიტიკური მოთხოვნები არ აქვთ, თუმცა ტრიბუნაზე კუპრავას მხრიდან პოლიტიკური განცხადებები მაინც გაისმა.
ზაზა სარალიძე თბილისში, პარლამენტის წინ აქციას მესამე დღეა მართავს. აქციის დაწყების გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამამ მას შემდეგ მიიღო, რაც საქალაქო სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.
31 მაისვე, დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
საგანგებო ბრიფინგი გამართა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს გამოძიებაში და მას პირადად გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა
ყველა სიახლე
08 აპრილი 2026, 16:04
პოლიტიკა
გორდულაძე სოფო ხორგუანს: ძალადობა იმ ადამიანისთვისაც უნდა იყოს მიუღებელი, რომელიც პარლამენტის წევრს, საკუთარ შვილებთან ერთად, შეურაცხყოფას აყენებს და როდესაც პასუხისმგებლობაზე საუბრობთ და „საკუთარი თავით აგებთ პასუხს“, მათ შორის ამაზეც უნდა აგოთ, რომ გაჩუმებულები იყავით
რაც არის დანაშაული ის უნდა იყოს გამოძიებული მაღალი სტანდარტით და ბოლომდე მიყვანილი, ძალადობა ჩვენთვის მიუღებელია, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრს, სოფო ხორგუანს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.
08 აპრილი 2026, 16:04
მსოფლიო
დონალდ ტრამპი 50-პროცენტიანი ტარიფების დაწესებით ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანს სამხედრო შეიარაღებით მოამარაგებენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაშინგტონი 50-პროცენტიან სანქციებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანს სამხედრო შეიარაღებით მოამარაგებენ.
08 აპრილი 2026, 15:52
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი სოფო ხორგუანს: ის ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად, თან ჯგუფურად, ძალადობდნენ როგორც საზოგადოებაზე, ასევე სამართალდამცველებზე, ისინი არც პროტესტანტები არიან და არც ჰუგენოტები- ისინი არიან პოლიტიკური ექსტრემისტები
ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წევრს, სოფო ხორგუანს შენიშვნით მიმართა.
08 აპრილი 2026, 15:52
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებაზე: როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი რჩება კონკრეტული წარმომადგენლობისთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე იმ მონაცემების არგანახლებას, რომლებშიც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია დასახელებული.
08 აპრილი 2026, 15:51
რეგიონი
ელისო ბოლქვაძე საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, სახელოვნებო განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.
08 აპრილი 2026, 15:44
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: აშშ ირანთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. განიხილება ირანზე დაწესებული ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაშინგტონი თეირანთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.
08 აპრილი 2026, 15:26
პოლიტიკა
ტომაშ ფროელიხი: ის ფაქტი, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სალომე ზურაბიშვილს კვლავ მოიხსენიებს ქვეყნის მეთაურად, ნამდვილად არ არის დამთხვევა. ეს არის პროვოკაცია
„ის ფაქტი, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სალომე ზურაბიშვილს კვლავ მოიხსენიებს ქვეყნის მეთაურად საკუთარ ვებგვერდზე, ნამდვილად არ არის დამთხვევა და არც გამორჩენა. ეს არის პროვოკაცია. ეს სწორედ ის საქციელია, რომელსაც ველით ბრიუსელისგან და ბერლინისგან. გერმანიის ელჩი მუდმივად ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში, ვიხსენებ ევროპარლამენტის უამრავ რეზოლუციაზე, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული და ვფიქრობ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტზე სტრასბურგში. გერმანიამ და ევროკავშირმა უნდა შეწყვიტონ ეს პროვოკაციები, იმიტომ რომ ეს არის თავდასხმა საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტზე. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არის კარგი ურთიერთობების საფუძველი და ეს ასევე ნიშნავს მიხეილ ყაველაშვილის ქვეყნის მეთაურად აღიარებას, რადგან ის კონსტიტუციის მიხედვით აირჩიეს. შეიძლება მოგწონდეს ეს ან არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამას პატივი უნდა სცე“, - განაცხადა ფროელიხმა.
08 აპრილი 2026, 15:24
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: მთავრობას დაგეგმილი აქვს, უახლოესი 10 წლის განმავლობაში ქვეყნის დადგმული სიმძლავრე 11500 მეგავატი გახდეს, რაც წინაპირობა იმისა, რომ ქვეყანა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი და იმპორტზე დამოკიდებულება გავანულოთ
საქართველოს მთავრობის სტრატეგიული გეგმის თანახმად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის დადგმული სიმძლავრე 11 500 მეგავატამდე გაიზრდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ.
08 აპრილი 2026, 15:19
სამართალი
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ ჩამორთმეული ქონების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონების დაბრუნების შუამდგომლობით მიმართვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 15:11
პოლიტიკა
აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 15:11
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანისა და თამარ ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზე: ვერც ერთი კრივი თუ სამბოს ილეთები ამ ორის ჩხუბის დროს, ვერ შეედრება MMA-ს ტურნირებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ის ამბობს, „კი თამარ, შენი ქმარი იყო ის ადამიანი, რომელიც იყო უშიშროების საბჭოს მდივანი და მედიას აკონტროლებდა „ნაციონალების“ დროს - ახლა გააგრძელე, „ნანულაა“ და ფეხების ბაკუნი“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ კრივი თუ სამბოს ილეთები ამ ორის ჩხუბის დროს, ვერ შეედრება MMA-ს ტურნირებს.
08 აპრილი 2026, 14:59
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: 2021 – 2025 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ს შეადგენდა, მაშინ, როცა ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირის კანდიდატი სხვა ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 3.5% იყო
2026 წლის პირველ ორ თვეში საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა - საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8.4% შეადგინა. ამასთან ერთად, დაზუსტდა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და წინა წელს 7.5%-იანი რეალური ზრდა დაფიქსირდა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
08 აპრილი 2026, 14:55
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
08 აპრილი 2026, 14:54
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი შენარჩუნდება, ზოგან - ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება
14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
08 აპრილი 2026, 14:52
საზოგადოება
სემეკმა „ზემო ვინდის“ ქარის ელექტროსადგურზე ლიცენზია გასცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ზემო ვინდის“ ქარის ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.
08 აპრილი 2026, 14:50
სპორტი
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩისთვის მზადება დაიწყო.
08 აპრილი 2026, 14:49
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მანდატი უფრო ფართო იქნება, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა, ან მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ეკონომიკის განვითარების კორპორაციის სახით თვისობრივად ახალი ინსტიტუტი იქმნება, რომლის მანდატი უფრო ფართო იქნება, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა და უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
08 აპრილი 2026, 14:41
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება $52 მილიონით შემცირდა
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის კონტექსტში. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ არსებული გენგეგმა და აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან, რის შედეგადაც სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მილიონი დოლარით შემცირდა. დავასრულეთ სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები და უახლოეს რამდენიმე დღის განმავლობაში უშუალოდ ანაკლიის ტერიტორიაზე დაიწყება აქტიური სამშენებლო სამუშაოები“, - აცხადებს ქვრივიშვილი.
08 აპრილი 2026, 14:30
მსოფლიო
საბერძნეთში 15 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენება აეკრძალებათ
„დარწმუნებული ვარ, ახლა ბევრი თქვენგანი, უმცროსები, ჩემზე გაბრაზდებით; თქვენს ასაკში მეც ალბათ ასე ვიგრძნობდი თავს, მაგრამ ჩვენი როლი ის კი არ არის, რომ სასიამოვნოები ვიყოთ“, მიმართა მიცოტაკისმა ბავშვებს.
08 აპრილი 2026, 14:26
პოლიტიკა
ირაკლი შატაკიშვილი: იმედს გამოვთქვამთ, რომ გაირკვევა ეს საკითხი და საქმე გექნება ტექნიკურ ხარვეზთან და არა იმ პოლიტიკურ დემარშთან, რომლითაც შეიძლება მათ მცდელობა ჰქონდეთ, რომ ქართველების და გერმანელების ურთიერთობას ჩრდილი მიაყენონ
ჩვენ გვაქვს ევრო ბიუროკრატების მიერ წარმოებულ იმ დიდ კამპანიასთან საქმე, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს სწორედ ეს ქმედება და რომლის ნაწილი არის საქართველოში გერმანიის ელჩი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.


