imedi /  05 ივნისი 2018, 00:28 / სანდო წყარო

გაფიცულ მემანქანეებსა და კალაძეს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

შეხვედრა მერიაში

შეხვედრა მერიაში

თბილისის მერიაში მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებსა და თბილისის მერს კახა კალაძეს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

თბილსიის მერიის წარნომადგენლები გლდანის დეპოსთან, გაფიცულ თანამშრონლებთან მიდიან, სადაც გადაწყდება განაახლებს თუ არა მეტრო 5 ივნისიდან მუშაობას.

თბილისის მერიაში შეხვედრა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.

მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ გაფიცვის შემთხვევაში მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებდა. გაფიცულ მემანქანეებს საკრებულოს დეპუტატები და პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი შეხვდნენ. მემანქანეების თქმით, ისინი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. ასევე სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ გაფიცულებთან მოლაპარაკებისთვის მზად არიან.

31 მაისს პროფკავშირების გაერთიანებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროფესიულ გაერთიანების წევრებს მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობა „სამუშაო საათების განმავლობაში“ აეკრძალათ.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.

ყველა სიახლე

21 მაისი 2022, 23:38

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიას სტუმრობდა

მთავრობის მეთაურს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ უმასპინძლა. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია ერთ-ერთი უძველესი სასულიერო სასწავლებელია საქართველოში. ამჟამად გიმნაზიაში 720 მოსწავლე სწავლობს.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 23:08

რეგიონი

პრემიერი გორში ახალი სასტუმროს მშენებლობის პროცესს გაეცნო

118 ნომრიან სასტუმროში მოეწყობა რესტორანი, ბარი და ლაუნჯი, დახურული საცურაო აუზი, სპა, საუნა, ორი საკონფერენციო დარბაზი და ქართული ღვინის ტრადიციული მარანი, სადაც სტუმრებს შეეძლებათ გაეცნონ ქართულ ტრადიციულ მეღვინეობას.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 22:59

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე: კანონი და კონსტიტუცია წყვეტს ამას, მე ვიცავ კონსტიტუციას და კანონს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ იგეგმება.

21 მაისი 2022, 22:26

სამართალი

თელავში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ურთიერთშელაპარაკების შედეგათ ერთი ადამიანი მოკლეს. ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის მოკლულის ძმა.

21 მაისი 2022, 22:13

რეგიონი

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა

12 წლამდე ბიჭი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო.

გიორგი ხელაშვილი

21 მაისი 2022, 21:57

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა იყო აღიარება, რომ საქართველომ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა - დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიც კანდიდატის სტატუსის მონიჭებით უნდა დაგვირგვინდეს

„როდესაც აღწევ რაღაც თამასას, მერე იშლება სრულიად ახალი ჰორიზონტი იმის, რა გაქვს გასაკეთებელი. როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ ეს იყო აღიარება, რომ საქართველომ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. მას შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი, რომლის დაგვირგვინება უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მონიჭება“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

გია აბაშიძე

21 მაისი 2022, 21:45

პოლიტიკა

გია აბაშიძე: CEPS-ის სტატიის მიკერძოებულობას რომ თავი დავანებოთ, ეს მიკერძოებაც დაუდევრადაა დაწერილი - სკოლის მოსწავლეც კი არ დაუშვებს ასეთ ფაქტობრივ შეცდომებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება. მისი თქმით ნებისმიერი მკვლევრისთვის სირცხვილია, როდესაც მის ნაშრომში არის უხეში ფაქტობრივი შეცდომები.

21 მაისი 2022, 21:30

რეგიონი

მთის ტრასების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების პროექტის განსახორციელებლად კომპანიის შერჩევის პროცესს ეხება.

გიორგი ხელაშვილი

21 მაისი 2022, 21:29

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა კარგი მაგალითი იყო იმის, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ადგილი მსოფლიოში დააკნინოს

„ყიჟინა დაიწყეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნატოს გენერალური მდივანი ვერ ხვდებოდა ირაკლი ღარიბაშვილს. ეს ყველასთვის ცნობილი იყო, მათთაც ძალიან კარგად იცოდნენ, წარმოუდგენელია, იმ ადამიანებს, რომლებიც ამაზე ლაპარაკობდნენ, არ სცოდნოდათ რომ მსგავსი რამ ხდება - შეიძლება ადამიანი ავად გახდეს და ვიღაცას ვერ შეხვდეს. წარმოუდგენელია საკუთარი ქვეყნის მტრობა, საკუთარი ქვეყნის გაშავების მცდელობა, ძახილი, რომ ნახეთ გააუქმა ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრა. ადამიანს, რატომ უნდა მოგივიდეს ასეთი რამ თავში, რომ საკუთარი ქვეყნის წარუმატებლობა გიხაროდეს“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

გიორგი ხელაშვილი

21 მაისი 2022, 21:06

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: „ქართული ოცნების“ მიერ ევროპაში შეყვანილი საქართველო არ უნდათ

30 წლის წინ, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი ხდებოდა, მაშინდელ ოპოზიციის წრეებში ასეთი ფრაზა იყო გავრცელებული: ზვიად გამსახურდიას მოპოვებული დამოუკიდებლობა არავის გვინდა, ეს რა თქმა უნდა შეცდომა იყო. მსგავსი ხდება ახლაც - „ქართული ოცნების“ მიერ ევროპაში შეყვანილი საქართველო არ უნდათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 21:05

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკის სამინისტრომ ბაკურიანის გათოვლიანების ტენდერი იმ კომპანიას დაუკვეთა, რომელმაც ყველა მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიადა ჩაატარა და რომელმაც დადგენილი კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილა

ეკონომიკის სამინისტრომ ბაკურიანის გათოვლიანების ტენდერი იმ კომპანიას დაუკვეთა, რომელმაც ყველა მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიადა ჩაატარა და რომელმაც დადგენილი კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 20:56

სამართალი

ირაკლი ღარიბაშვილი: რომ ავიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების საშუალო რეიტინგები, არა თუ ამ პარამეტრებში ვჯდებით, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ ვუსწრებთ ყველა მიმართულებით

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რომ ავიღოთ ევროპის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების საშუალო რეიტინგები და გამოკითხვის შედეგები, რომ შევადაროთ ჩვენს სისტემას, ჩვენ, არა თუ ამ პარამეტრებში ვჯდებით, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ ვუსწრებთ.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 20:51

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ჩვენი ეროვნული, პრაგმატული, მშვიდობიანი პოლიტიკით უნდა შევძლოთ ჩვენი ძმების დაბრუნება, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

„ოკუპაციის ბედი არის რა თქმა უნდა ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვერგო, ჩვენს მთავრობას. მოგეხსენებათ, რომ ეს ოკუპაცია გრძელდება და არ დასრულებულა. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ, რომ არის გამოწვევები, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების არალეგალური დაკავება და მათი გადაყვანა იზოლატორში. ჩვენ ამ საკითხებზე ოპერატიულად ვრეაგირებთ, ვაყენებთ საქმის კურსში ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფს და ბუნებრივია ჩენ გვაქვს პროგრესი დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც, ეს არის სამწუხარო რეალობა“.

ირაკლი ღუდუშაური

21 მაისი 2022, 20:50

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური ლაშა ჩხიკვაძეზე: აშშ მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყანაა და აქედან გამომდინარე, არ მინდა მსგავსი რამ დავიჯერო

„არ მინდა სპეკულაციებია, რადგან აშშ არის მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყანა და აქედან გამომდინარე, არ მინდა მსგავსი რამ დავიჯერო და არ მგონია, ეს რეალური იყოს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

გიორგი ხელაშვილი

21 მაისი 2022, 20:43

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: წარმოუდგენელია, რომ საელჩოს მოსამართლის გადაწყვეტილების გამო მისი კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამიდან ამოღება გადაეწყვიტა

„შეიძლება იქ იყო ტექნიკური დეტალი და ეს ამის გამო მოხდა. სიმპტომატურია, რომ საელჩო ამაზე კომენტარს არ აკეთებს, ვინაიდან ეს არ არის ეპოქალური მნიშვნელობის, ძალიან დიდი გადაწყვეტილება, თუნდაც ეს სიმართლე იყოს, ვინაიდან საელჩოსთვის ეს არის თავსმოხვეული, გარედან არასწორი მიწოდებული ნიუსი“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 20:22

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პირადად ვთქვი, რომ არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის ოპერირებას საქართველოში, იმისთვის, რომ მათ გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის

მორიგი სრული ბოდვა, ცილისწამება, უპასუხისმგებლობა და ბინძური პროპაგანდა. სხვა რა შეიძლება ითქვას. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს საჯაროდ, იცით, რომ სრულ კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და მე პირადად ვთქვი, რომ არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის ოპერირებას საქართველოში, იმისთვის, რომ მათ გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებას ეხებოდა იმის შესახებ, რომ საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს, აუაროს გვერდი სანქციებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 20:16

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: წყალტუბოს განვითარების შემაფერხებელი იყო წყალი, რომელიც კერძო კომპანიის მფლობელობაში იყო, წყლის დაბრუნების შემდეგ ინვესტორები მარტივად შემოვლენ

„ნათქვამი იყო, რომ წყალტუბოში დაწყებულია ძალიან ბევრი პროექტი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თვის ბოლოს ვასრულებთ, ტენდერზე გამოგვაქვს ყველა ის სასტუმრო, რომელიც იქ მანამდე იყო გაპარტახებული წინა მთავრობის დროს. მოგეხსენებათ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით წყალი დეკემბერში დავიბრუნეთ. წყალტუბოს წყალი იყო მთავარი შემაფერხებელი ბარიერი, რის გამოც ინვესტორები არ შემოდიოდნენ. მთავარი ღირებულება, სიმდიდრე წყალტუბოსი იყო წყალი, რომელიც იყო კერძო კომპანიის მფლობელობაში. ეს დავიბრუნეთ, 8 მლნ დოლარი გადავიხადეთ, რომელიც რეალურად უფრო მეტი ღირდა, 17 თუ 16 მლნ დოლარი. ახლა უკვე ძალიან მარტივად შემოვლენ ინვესტორები, ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადებულია, აუცილებლად გამოვიტანთ სასტუმროებსაც და ძალიან მალე დაიწყება ეს მშენებლობები. ეს არის ჩვენი გეგმა“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

21 მაისი 2022, 20:09

რეგიონი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეღვრეკისში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო. მისი თქმით, საბავშვო ბაღი გათვლილია 75 აღსაზრდელზე. სამშენებლო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და მისი დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ბაღი მოემსახურება გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებული ორი სოფლის - მეღვრეკისისა და ერგნეთის მოსახლეობას.

21 მაისი 2022, 20:02

სამართალი

პოლიციამ თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა“.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 19:36

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი სურვილია, რომ მიმდინარე სამუშაოები პირადად მოვინახულო ყველგან რათა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზეა და ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება, ეს არის ჩვენი ამოცანა და პირდაპირი ვალდებულება

ჩემი სურვილია, რომ მიმდინარე სამუშაოები პირადად მოვინახულო ყველგან რათა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.