რა მდგომარეობაა საქართველოს ქალაქებში ძლიერი წვიმის შემდეგ
უხვმა ნალექმა ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის რთული ვითარებაა რუსთავში. ქალაქის შესასვლელი ისევ დაიტბორა. მოძრაობა შეფერხებულია ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ძლიერი წვიმის გამო თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს. სანიაღვრე არხი წყლის დიდი ნაკადის გამო ჩაიხერგა, წყალი კი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომში შევარდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვისა და სამაშველო დახმარების სამსახურები. მათ შენობისკენ მიმავალ წყალს მიმართულება შეუცვალეს, დაგროვილი წყალი ამოტუმბეს და სანიაღვრე არხი გაწმინდეს.
პირველადი დათვალიერებით, კორპუსის საძირკველს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წვიმის გამო დაიტბორა თბილისის რამდენიმე უბნის ქუჩაც, ასევე გართულებული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. წვიმის გამო გმირთა მოედანი - თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი მოქმედებდა.
თბილისის მერი უნივერსიტეტის ქუჩაზე იყო, სადაც წყლით ავტომობილები დაიტბორა.
ძლიერი წვიმის შედეგად, გლდანში, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელი და იქ განთავსებული მაღაზიებიც დაიტბორა. ამ ადგილზე წყლის დონე 40 სანტიმეტრს აღწევდა.
ძლიერი წვიმა იყო გორშიც, სადაც სოფელი მეჯვრისხევი დაზარალდა.
ყველა სიახლე
01 ივნისი 2026, 12:50
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ საქართველოში სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს სიძულვილის ენას - სახელმწიფოები წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან სოციალურ ქსელებში ძალადობისკენ მოწოდებას, ტერორისტულ პროპაგანდას თუ მუქარებს
„მე ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ ის ფაქტი რომ საქართველოში შეიქმნა და დღეიდან დაიწყო მუშაობა შსს-ს სამმართველომ, რომელიც გააკონტროლებს სოცქსელებში სიძულვილის ენას და ამაზე ადეკვატურად კანონის კუთხით რეაგირება ექნება?! - დასავლეთში ასეთი პრაქტიკა საკმაოდ აქტუალურია…“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
01 ივნისი 2026, 12:47
მსოფლიო
„როსსელხოზნადზორმა“ სომხური თევზის სერტიფიცირების შეჩერება მოითხოვა
„როსსელხოზნადზორში“ განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, რომელიც 21-დან 27 მაისამდე სომხეთის თევზგადასამუშავებელ საწარმოებსა და კალმახის საშენ მეურნეობებში ჩატარდა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ საწარმოების ნახევარმა შემოწმების გავლებაზე უარი თქვა.
01 ივნისი 2026, 12:24
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერარისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 12:17
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ყველაზე საყურადღებო იყო ის შეფასებები, რომ დღეს უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას ბევრი მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიების გამოცდის და ა.შ. რაც ბევრ რაღაცაზე შეიძლება მეტყველებდეს
ყველაზე საყურადღებო იყო ის შეფასებები, რომ დღეს უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას ბევრი მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიების გამოცდის და ა.შ. რაც ბევრ რაღაცაზე შეიძლება მეტყველებდეს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.
01 ივნისი 2026, 12:07
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოსა და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები
საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.
01 ივნისი 2026, 12:06
მსოფლიო
ნატოს გენმდივნის მოადგილე: დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე ლაბორატორიაა
„დღეს ვხედავთ, რომ რუსეთს უჭირს უკრაინაში და სწორედ ამიტომ ხდებიან უფრო უგუნურები. სწორედ ამიტომაც, უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უკრაინელების გამოცდილებიდან ძალიან ბევრს ვსწავლობთ. ისინი ინოვაციური ძალა ხდებიან და სწორედ ამიტომ, დღეს და ხვალ, ვილნიუსში ნატო-უკრაინის ინოვატორების ფორუმს გავმართავთ, რათა ვისაუბროთ ამ ცოდნისა და ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე. დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური სისტემების, ელექტრონული ომის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამიზნებისა და მრავალი სხვა ასპექტის ყველაზე მოწინავე, ბუნებრივი ლაბორატორიაა“, - განაცხადა მან.
01 ივნისი 2026, 12:02
ჯანდაცვა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 11:48
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გენმდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა სამხედრო ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია
სესიაზე განხილვის საკითხებია რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები. ასევე, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება. ასევე, სამხედრო ტექნოლოგიების და ინოვაციებში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება. და ზოგადად, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ., რომელიც დელეგაციასთან ერთად, საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.
01 ივნისი 2026, 11:39
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ გაწვევის ასაკის უკრაინელი კაცები დროებითი დაცვის გაფართოებული სქემიდან გამორიცხოს
Euractiv-ის ცნობით, აღნიშნული წინადადება ევროკავშირის დროებითი დაცვის დირექტივის მომავალი გაგრძელების განხილვისას გაჟღერდა, რომელიც უკრაინელებს საშუალებას აძლევს, ევროპაში თავშესაფრის მიღების ეროვნული სისტემებისთვის მიმართვის გარეშე იცხოვრონ და იმუშაონ.
01 ივნისი 2026, 11:26
მსოფლიო
მადიარის მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, უნგრეთის პრეზიდენტი არ გადადგა
პრეზიდენტის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა პოლიტიკური მოთხოვნა პრეზიდენტის ინსტიტუტის გადააზრებისა, მაგრამ მან თავისი მოვალეობები მოქმედი კონსტიტუციით უნდა შეასრულოს. მან დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეიცავდა ცალმხრივ მოთხოვნებსა და მითითებებს მისი გადადგომის შესახებ, რაც ნეგატიურად მოქმედებს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირებაზე.
01 ივნისი 2026, 11:18
პოლიტიკა
მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს. ასე ბუნდოვნად იმიტომ ვამბობ, რომ საელჩო და მე - ელჩი არ ვმართავთ ვებსაიტს - აცხადებს პეტერ ფიშერი, თუმცა, გერმანულმა მხარემ რუსეთის შესახებ ინფორმაციის განახლება მოახერხა
მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს, - ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა, „რადიო თავისუფლების" კითხვას იმის შესახებ, თუ "რატომ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტად იქ ჯერაც სალომე ზურაბიშვილი წერია, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.
01 ივნისი 2026, 11:16
კულტურა
კანიე უესტმა სტადიონებზე გამართული კონცერტების დასწრების რეკორდი მოხსნა
სააგენტოს მონაცემებით, წინა რეკორდი ჯგუფ Coldplay-ს ეკუთვნოდა. 2025 წლის იანვარში კოლექტივი 111 000 მაყურებლის წინაშე წარსდგა ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში, ნარენდრა მოდის სახელობის სტადიონზე.
01 ივნისი 2026, 11:15
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას
სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
01 ივნისი 2026, 11:11
პოლიტიკა
„ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა - საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ხელისუფლებისგან უკვე რამდენიმე თვეა აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას ელოდება, საქართველოს ხელისუფლების შესახებ ოფიციალური მონაცემები კი ვებ-გვერდზე ისევ არ არის განახლებული
საქართველოს ხელისუფლების შესახებ კი ოფიციალური მონაცემები ისევ არ არის განახლებული ვებგვერდზე.
01 ივნისი 2026, 11:11
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სურს, გამოეხმაუროს მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
01 ივნისი 2026, 11:07
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: აუცილებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება სწრაფად იყოს მიღწეული
„ყველა მათგანს ერთი და იგივე გზავნილი გადავეცი: აუცილებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება სწრაფად იყოს მიღწეული. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
01 ივნისი 2026, 11:04
საზოგადოება
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 11:02
მსოფლიო
ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ „ჰეზბოლას“ 900 წევრია ლიკვიდირებული
თავდაცვის ძალების მტკიცებით, დაჯგუფების წევრები ისრაელსა და მის მოქალაქეებს უქმნიდნენ საფრთხეს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, 2026 წელს „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის კონფლიქტს, სულ მცირე, 3 412 ადამიანი ემსხვერპლა, 10 200-ზე მეტი კი დაიჭრა.
01 ივნისი 2026, 10:56
მსოფლიო
მალტის მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა
48 წლის აბელა, რომელიც მალტის მთავრობას და „ლეიბორისტულ პარტიას“ 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს, ფიცს დღეს დადებს. თავისი პარტიის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას მან ისტორიული უწოდა.
01 ივნისი 2026, 10:23
მსოფლიო
მიანმარში აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა
მაშველების ცნობით, დაღუპულთა შორის 6 ბავშვია, მათ შორის 1 წლის ჩვილი. აფეთქებამ ოსფელ ქაუნგ ტატში დაახლოებით 200 სახლი დააზიანა, კიდევ 100 სახლი მეზობელ სოფელ პან ლონეში დაზიანდა.


