imedi /  13 ივნისი 2018, 14:41 / სანდო წყარო

რომან გოცირიძე: აზერ სულეიმანოვი მხოლოდ ვითარებას არკვევდა

რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ აზერ სულეიამანოვი მარნეულში მომხდართან დაკავშირებით, მხოლოდ ერთ პროცედურაში მონაწილეობდა - ის საქმეს არკვევდა. ასე შეაფასა გოცირიძემ პროკურატურის მიერ სულეიმანოვის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

"შემთხვევა იყო შემდეგი, ეს ახალგაზრდა, რომელსაც მართლაც მოექცნენ საშინლად, თურმე ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი და თქვენი აქტივისტი, რომელიც გამოვიდა მიტინგზე, შემდეგ მოხდა ამ ახალგაზრდის დაბარება შეიხის, აზერ სულეიმანოვისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების მიერ. აზერ სულეიმანოვი მათ სასულიერო ლიდერთან ერთად მონაწილეობდა ამ ახალგაზრდობასთან საუბარში. სულეიმანოვი იცნობს ამ ბიჭს, ექვსი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მებრძოლი იყო. კითხვა იყო ერთადერთი, რატომ მონაწილეობს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით და რატომ აკეთებ განცხადებებს. ამისთვის შეიხი დაბარებულია პროკურატურაში, ახლა იმყოფება რუსთავის პროკურატურაში. აზერ სულეიმანოვი არის გაკვირვებული, ამისთვის აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მთელი საქართველოს გასაგონად აცხადებთ, რომ იგი არის ბრალდებული, უნდა გამოიძიოთ ყველაფერი, რა მოხდა, რატომ იყო ეს ყველაფერი პროვოკაცია და რა შუაში იყო აზერ სულეიმანოვი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ პროცედურაში მონაწილეობდა, რომელსაც ჰქვია ვითარების გარკვევა და იყო თუ არა ეს პროვოკაცია თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ეს მითხრა ახლა აზერმა ტელეფონით. ამას ჩვენ გავარკვევთ და არავის არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნოთ და გამოიგონოთ ახალ-ახალი იურიდიული ტერმინები, როგორიც არის განრიდება, თუ არიდება და ა.შ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღეს დილით, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი მოქალაქის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულად ცნო და დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საქმისწარმოება დაიწყო კიდევ სამი ადამიანის მიმართ. პროკურატურამ მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ - რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ. 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი იყო ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით Live-ჩაერთო, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. ასკეროვის მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე. ოფისში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით ჩერთო სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს ქ.მარნეულში, ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი.

მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

ყველა სიახლე

11 სექტემბერი 2026, 13:35

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

დედაქალაქში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევები გამოავლინეს. ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ.

11 სექტემბერი 2026, 13:34

მსოფლიო

ტრამპი ირანთან ომს არ ნანობს - არჩევნების შემთხვევაშიც იმავეს გავაკეთებდი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყებას არ ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტმა შესაძლოა ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს.

11 სექტემბერი 2026, 13:34

პოლიტიკა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 13:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ყველამ, ვინც ჩვენება მისცა, თქვა, რომ არიან ჭორიკნები და ამ ჭორაობაზე უნდათ ხალხი აანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები

ყველამ, ვინც ჩვენება მისცა, თქვა, რომ არიან ჭორიკნები და ამ ჭორაობაზე უნდათ ხალხი აანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დაკითხვებთან დაკავშირებით.

11 სექტემბერი 2026, 13:26

მსოფლიო

AP: აშშ-ში დიზელის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ერთი გალონის ღირებულებამ 6 დოლარს გადააჭარბა

აშშ-ში დიზელის საწვავის ფასმა პარასკევს ახალი რეკორდი დაამყარა და საშუალოდ გალონზე 6 დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 13:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც რუსეთი არის აგრესიული ომის წამომწყები უკრაინის წინააღმდეგ, რატომ არ შემოგვაქვს ვიზები, რატომ არ ვხურავთ საზღვარს, რატომ არ ვკეტავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს? - იმიტომ, რომ ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან

როდესაც მეკითხებით, რომ „ვაილდბერიზი“ არის უკრაინის სამიზნე, ჩვენთან რატომ არ ხდება მისი შეზღუდვა, ჩემი პასუხი იქნება - მაშინ, როდესაც რუსეთი არის აგრესიული ომის წამომწყები უკრაინის წინააღმდეგ, რატომ არ შემოგვაქვს ვიზები, რატომ არ ვხურავთ საზღვარს, რატომ არ ვკეტავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს? რუსეთი არის ამ ომის დამფინანსებელი, ამ ომის მწარმოებელი, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები გადასახადებს იხდიან და შეიძლება ვთქვათ, რომ არაპირდაპირ აფინანსებენ. მაშინ რატომ არ ვკეტავთ საზღვარს? რატომ არ შემოგვაქვს ვიზები და არ ვხურავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს? - იმიტომ, რომ ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 13:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დემოგრაფიულ გამოწვევებზე: სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება. რაც უფრო გაიზრდება კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, შემდეგ ოჯახები თავს იკავებენ [შვილის გაჩენისგან]. იმიტომ, რომ დაკავებულები არიან ჯერ კარიერით

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება. რაც უფრო გაიზრდება კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, შემდეგ ოჯახები თავს იკავებენ [შვილის გაჩენისგან]. იმიტომ, რომ დაკავებულები არიან ჯერ კარიერით, გეგმავენ. დაგეგმვის კულტურის შემოსვლა ასევე გადადის ბავშვის გაჩენის თუ გაზრდის დაგეგმარებაში. ის, რაც მანამდე იყო სპონტანური, ემოციური, რომ შვილი ჰყოლოდათ, ბევრი შვილი ჰყოლოდათ, დღეს უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებებშია და რაციონალური მსჯელობის დროს შეიძლება ადამიანმა სხვადასხვანაირად დაალაგოს პრიორიტეტები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დემოგრაფიულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 12:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩვენ არ გვეხება გერმანიაში AFD-ის აკრძალვა ან ის, რომ უკრაინაში 20 პარტია აკრძალეს, მოლდოვაში რომ 3, თუ 5 პარტია აკრძალეს, რომ ლეპენს არჩევნებზე გასვლა აუკრძალეს საფრანგეთში, ისევე არ ეხება საფრანგეთს, გერმანიას, უკრაინას, მოლდოვას თუ სხვა ქვეყანას, რასთან დაკავშირებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ თუ არ ვერევით, ისინი რატომ ერევიან, თვალის ფერი დაგვიწუნეს, კანის, თუ თმის?!

როგორც ჩვენ არ გვეხება გერმანიაში AFD-ის აკრძალვა ან ის, რომ უკრაინაში 20 პარტია აკრძალეს, მოლდოვაში რომ 3, თუ 5 პარტია აკრძალეს, რომ ლეპენს არჩევნებზე გასვლა აუკრძალეს საფრანგეთში, ისევე არ ეხება საფრანგეთს, გერმანიას, უკრაინას, მოლდოვას, თუ სხვა ქვეყანას რასთან დაკავშირებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ თუ არ ვერევით, ისინი რატომ ერევიან, თვალის ფერი დაგვიწუნეს, კანის, თუ თმის?! - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

11 სექტემბერი 2026, 12:56

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

11 სექტემბერი 2026, 12:48

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა

ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა და ამისთვის მარაგებში არსებული კომპონენტებისა და მიწისქვეშა საწარმოო ობიექტების გამოყენება დაიწყო. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 12:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი თორნიკე რაზმაძის განცხადებაზე: უნდა, რომ თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი

[თორნიკე რაზმაძეს] უნდა თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 12:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სასაცილოა უკვე - იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ უკვე სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვესმის

ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სასაცილოა უკვე. როდესაც [ევროკავშირის] წევრებიც არ არიან, არიან კანდიდატები და სუვერენული ქვეყნები, ცდილობენ მათ საგარეო პოლიტიკასა და საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით პირდაპირ ულტიმატუმები დაუყენონ. ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს ამერიკის შეერთებული შტატები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.

11 სექტემბერი 2026, 12:29

საზოგადოება

11-დან 14 სექტემბრამდე ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით (შეჯიბრება RedBullSoapboxRace), 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

მარიამ ქვრივიშვილი

11 სექტემბერი 2026, 12:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონი მგზავრისათვის გათვალისწინებული სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა. აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს

2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

11 სექტემბერი 2026, 12:25

საზოგადოება

გეოლოგიურ საფრთხეთა მონიტორინგის თანამედროვე სისტემების გამოყენებაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა გეოლოგიურ საფრთხეთა თანამედროვე მონიტორინგისა და შეფასების მეთოდების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს. ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით გაიმართა.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 12:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც თავს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს

ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც თავს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე.

ჯეი დი ვენსი

11 სექტემბერი 2026, 12:12

მსოფლიო

ვენსმა აქციის მექსიკის დროშიან მონაწილეს მიმართა: თუ მექსიკა ასე გიყვარს, იქ წადი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკური“ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას დარბაზში მყოფ ერთ-ერთ ადამიანთან, რომელიც მექსიკისა და პალესტინის დროშებს აფრიალებდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

11 სექტემბერი 2026, 11:58

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ ან ანა წითლიძე იტყუება, ან გვარამიამ მოატყუა ის, რომ 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამიამ მას უთხრა, რომ მიშას გაწევდა და 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა.

ნაიჯელ ფარაჯი

11 სექტემბერი 2026, 11:48

მსოფლიო

პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება იზღუდება

ბრიტანელი პოლიტიკოსი და პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი გაერთიანებულ სამეფოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობს.

11 სექტემბერი 2026, 11:43

საზოგადოება

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია. ინფორმაციას სსიპ განათლების მართის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.