imedi /  22 ივნისი 2018, 11:07 / სანდო წყარო

ზაზა სარალიძე: ბევრ ბავშვს გავესაუბრე და არც ერთს მშობელმა საუბარი არ აცადა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მისი შვილის საქმეზე მკვლელები არ დაიჭირეს. ამის შესახებ მან დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ილაპარაკა.

"1 დეკემბერს, როდესაც საავადმყოფოში იწვა ჩემი შვილი, იქ იყო თითქმის მთელი 51-ე სკოლა და არა მხოლოდ ისინი. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა. იქ ასევე იმყოფებოდდნენ ჩემი მეგობარი იურისტები და პოლიციელები. მათაც და მეც ყური მოვკარით, რომ ძირითადად სახელდებოდა მღვდლის შვილი, მ.კ. და გ.ჯ. თავისთავად. 

სანამ არ დავრწმუნდი ამ ინფორმაციის სიმართლეში, მანამდე ხმაც არ ამომიღია და არც მათი სახელები მითქვამს. როდესაც ბავშვი მივაბარეთ მიწას, რაღაც პერიოდის შემდეგ დავუძახე ყველას. ძალიან ბევრ ბავშვს გავესაუბრე, რომლებსაც თავიანთი მამები ახლდა თან. მაინტერესებდა, რას იტყოდნენ განმეორებით. ბავშვს რომ ვუსვამდი კითხვას, მშობელი მცემდა პასუხს. შემდეგ საუბარი მქონდა უშუალოდ ჩემი შვილის მეგობრებთან დ.ღ-სთან და დ.ნ-სთან. მათთან საუბარი ჩავიწერე და რასაც ისინი ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ კომისია ახალ დეტალებს გაარკვევს, სარალიძე ამბობს: “მოლოდინი რომ არ მქონდეს – არ ვითანამშრომლებდი.”

სარალიძის თქმით, ის ისევ უნდობლობას უცხადებს კომისიის წევრ ეკა ბესელიას. “კარგია, რომ მომეცა საშუალება პირადად შევხვდე და ვუთხრა, რაზეც ვარ განაწყენებული. პოლიტიკურ ჭრილში რომ გადაიტანა ჩემი შვილის საქმე, ამაზე ვარ განაწყენებული”, - განაცხადა სარალიძემ.

მანამდე საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე დასაკითხი პირების სია გამოაქვეყნა.პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნასაც პარლამენტმა 6 ივნისს უყარა კენჭი, 17 წევრისგან შედგება.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატის და უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

23 ივლისი 2021, 23:56

COVID19

არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების დაწესების შემდეგ, იტალიაში ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა

არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების დაწესების შემდეგ, იტალიაში ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

გიორგი ვაშაძე

23 ივლისი 2021, 23:48

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ჩვენ ძალიან თანმიმდევრულები ვართ, საინტერესო კანდიდატები გვეყოლება, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში

არის ოპოზიცია, რომელიც დაჯგუფდება „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, არის ოპოზიცია, რომელიც შექმნის მესამე ძალას, ითანამშრომლებს სხვადასხვა კომპონენტში და არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ჯენ ფსაკი

23 ივლისი 2021, 23:32

COVID19

თეთრი სახლი: ადმინისტრაციამ არავაქცინირებულ ამერიკელებს რისკების თაობაზე ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ არავაქცინირებულ ამერიკელებს რისკების თაობაზე ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

23 ივლისი 2021, 23:23

პოლიტიკა

საქართველოს საელჩო საფრანგეთში, ამ ქვეყანაში გამგზავრების მსურველებს ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს

მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებში გარკვეული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.

23 ივლისი 2021, 23:08

COVID19

აშშ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონ დოზას შეიძენს

აშშ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონ დოზას შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ლომჯარია

23 ივლისი 2021, 23:07

პოლიტიკა

ნინო ლომჯარია: მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქებისას პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია, დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ის გვერდზე წერს.

23 ივლისი 2021, 22:56

COVID19

თეთრი სახლი ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში Facebook-სა და YouTube-ს ადანაშაულებს

თეთრი სახლი ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში Facebook-სა და YouTube-ს ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

23 ივლისი 2021, 22:37

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 11 094 შემთხვევა დადასტურდა, რაც მაისიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 11 094 შემთხვევა დადასტურდა, რაც მაისიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

თამთა მეგრელიშვილი

23 ივლისი 2021, 21:46

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: პრემიერ-მინისტრის შვილებზე ხორციელდება ემოციური ძალადობა

ეს იმ სერიიდან არის ოჯახში რომ უვარდებოდნენ, აჰყავდათ და საცვლების ამარა გაჰყავდათ ოჯახის უფროსები საკუთარი შვილების, მეუღლისა და მშობლების თვალწინ. სირცხვილია ხალხო, სირცხვილი! თქვენთვის დარჩა რამე ფასეული?! სად ხარ სახალხო დამცველო ნინო ლომჯარია ხმა ამოიღე თუ „პოლიტიკურად“ ღრმა ძილით გძინავს?! სახლის კართან ჩასაფრებული ჟურნალისტების არაპროფესიული ქცევის „სტანდარტის“ სტრესული ფაქტორების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის შვილებზე ხორციელდება ემოციური ძალადობა, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზაალ ანჯაფარიძე

23 ივლისი 2021, 21:33

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ის რასაც „ტვ.პირველი“ აკეთებს პრემიერ-მინისტრის ოჯახის და მისი მცირეწლოვანი შვილების მიმართ, ტიპიური ფსიქოლოგიური ძალადობაა

ის რასაც „ტვ.პირველი“ აკეთებს პრემიერ-მინისტრის ოჯახის და მისი მცირეწლოვანი შვილების მიმართ, არის ტიპიური ფსიქოლოგიური ძალადობა, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ელენე ხოშტარია
ნიკა მელია

23 ივლისი 2021, 21:18

პოლიტიკა

ნიკა მელია თბილისის მერობის, ხოლო ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

23 ივლისი 2021, 21:14

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: თბილისში არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას

თბილისში არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

23 ივლისი 2021, 21:04

სამართალი

სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გიორგი წარუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

23 ივლისი 2021, 21:00

პოლიტიკა

ნინო გიორგობიანი: „TV პირველი“ პრემიერის არასრულწლოვან შვილებს მისდევს და კითხვებს უსვამს... რაც არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება

„დღეს დილის 7 საათიდან კახეთში, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს "ტვ პირველი" 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას. ასევე ჩანს, როგორ უღებს ფარულად კადრებს სახლის ეზოს. სახლში ამ დროს იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის შვილები - 6 წლის გაბრიელი და 5 წლის ნინო და პრემიერის არასრულწლოვანი დისშვილი. მეგობრებო, დამეთანხმებით, ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება!“, - წერს ნინო გიორგობიანი.

გურამ მაჭარაშვილი

23 ივლისი 2021, 20:55

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩემი თვალსაზრიასით თეა წულუკიანის მოქმედება ზომიერი და ადეკვატური იყო

ბუნებრივია რომ, როცა შენ შედიხარ პირდაპირ კონფლიქტში, მეორე მხრიდან შესაბამის, ზომიერ, ადეკვატური რეაქციას უნდა ელოდე, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი 22 ივლისს სენაკის თეატრში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილი

23 ივლისი 2021, 20:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აგრესორი არის აგრესორი, აგრესიისგან გამრიდებელი არის აგრესიისგან გამრიდებელი, აგრესია მოდიოდა ქალბატონი თინა ბოკუჩავასგან

არ არის სასიამოვნო სანახავი და სამწუხაროა, რომ ამ დონემდე მიჰყავს „ნაციონალური მოძრაობას“ საკუთარი ქცევა პარლამენტში, საჭირო ხდება დეპუტატებმა აღკვეთონ მათი მხრიდან მომდინარე აგრესია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

23 ივლისი 2021, 20:42

COVID19

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური კორონავირუსის ახალ ვარიანტზე იუწყება, რომელსაც ამ ეტაპზე სპეციალისტები იკვლევენ

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური კორონავირუსის ახალ ვარიანტზე იუწყება, რომელსაც ამ ეტაპზე სპეციალისტები იკვლევენ.

რომან გოცირიძე

23 ივლისი 2021, 20:42

პოლიტიკა

რომან გოცირიძე განცხადებით თეა წულუკიანი სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი რომელიც საკუთრების უფლებას უნდა იცავდეს, იდგა და სხვისი ქონებით პოზიორობდა სცენაზე, - ასე გამოეხმაურა გუშინ სენაკის თეატრში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.

გია აბაშიძე

23 ივლისი 2021, 20:22

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მეტი ნაცაქტივისტი პარტიულ პოლიტიკაში! იქნება ეს „სირცხვილია“ და მისნაირი წარმონაქმნები თუ ნაცტელევიზიების მიკროფონიანი სუბიექტები

სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე ,,ევროპული საქართველოს” მიერ, პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელად გიორგი ნონიაშვილის წარდგენას ეხმიანება.

დავით ქართველოშვილი

23 ივლისი 2021, 20:20

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი „სირცხვილიას“ წევრებს: გიორგი ნონიაშვილი „ფეისბუქ ჯგუფის თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელია, სადაც ამ ქვეყნის დამხობის გეგმა იხარშებოდა

არშემდგარი „პრაიდის“ დღეებში მე გაგაცანით დახურული ჯგუფი თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების, სადაც ამ ქვეყნის დამხობის გეგმა იხარშებოდა. ამ ჯგუფის დამფუძნებელია გიორგი ნონიაშვილი, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელად წარადგინა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნონიაშვილის პარტიულ თანამდებობაზე წარდგენის საკითხს.