თბილისში საქართველო-ავსტრიის ბიზენსფორუმი გაიმართება
ფინანსთა სამინისტრო, შეხვედრა
პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს, არად ბენკოსა და ავსტრიის სავაჭრო პალატის წარმომადგენელს გეორგ კარაბაჩეკს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას, ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში ნაყოფიერი თანამშრომლობის მიუხედავად, აქვთ ურთიერთობის გაღრმავების დიდი პოტენციალი.
პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობას ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის გამო.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს თბილისში საქართველო-ავსტრიის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების საკითხი და აღნიშნეს, რომ აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობა ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ კომისიის სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და ავსტრიის სავაჭრო პალატების ორგანიზებით, ორმხრივი ბიზნეს ფორუმიც გაიმართება, რომლის მუშაობაში ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ყველა სიახლე
17 ივნისი 2026, 11:25
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: ძველი რუსთავი, რომლის ულამაზესი არქიტექტურითაც თითოეული რუსთაველი ვამაყობთ, ავთენტურ იერ-სახეს დაიბრუნებს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავის ისტორიულ უბნებში, 100 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით განახორციელებს, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 11:23
რეგიონი
სულხან თამაზაშვილმა სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში, სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა. მინისტრმა თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 11:19
სამართალი
რკინიგზაში გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულებს ბრალს აცნობენ
რკინიგზაში გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულებს ბრალს აცნობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალდებულებთან ადვოკატები და გამომძიებლები იმყოფებიან.
17 ივნისი 2026, 11:19
პოლიტიკა
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის, თამარა ვუჩიჩის საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს
ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერიც მოინახულა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სულიერ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. აღინიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ კულტურულ და სულიერ კავშირებს.
17 ივნისი 2026, 11:16
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: მისი ნებისმიერი ანგარიში არის უბრალოდ ფურცელზე დაწერილი რაღაც. მას სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს წესით საქართველოსთან მიმართებით, სანამ იგი საქართველოს მოსახლეობას არ მოუხდის ბოდიშს
მას სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს წესით საქართველოსთან მიმართებით, სანამ იგი საქართველოს მოსახლეობას არ მოუხდის ბოდიშს, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს უყრის.
17 ივნისი 2026, 11:15
ტაბლოიდი
ტომ ჰოლანდმა ზენდაიასთან ქორწინება პირველად დაადასტურა
„ჩვენს ბიზნესში შეიძლება ძალიან სტრესული სიტუაციები შეიქმნას და ნამდვილად სასიამოვნოა გქონდეს ურთიერთობის ისეთი საძირკველი, რომელიც დროს გაუძლებს. მე ვიპოვე ჩემი ადამიანი. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და მასთან ერთად იმაზე ბედნიერი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ამავდროულად, არასდროს მიგრძნია თავი ასე მხარდაჭერილად და უსაფრთხოდ, როგორც ახლა“, - განაცხადა მსახიობმა.
17 ივნისი 2026, 11:12
პოლიტიკა
ნინო წილოსანი რასა იუკნევიჩიანეზე: ამ პოლიტიკოსის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ინიცირებას უკავშირდება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს აფასებს. ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ ლიეტუველი პოლიტიკოსის საქმიანობა მხოლოდ საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ინიცირებას უკავშირდება.
17 ივნისი 2026, 11:09
პოლიტიკა
სამადაშვილის ტყუილი - საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ღარიბი ქვეყანაა, IMF -ის 2026 წლის მონაცემი - ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე:1 - საქართველო 10 346$, 2 - მოლდოვა 8 542$; 3 - უკრაინა 6 499$
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო ყველაზე ღატაკი ქვეყანაა ევროკავშირის წევრ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის.
17 ივნისი 2026, 10:59
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი მეცხოველეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ნედლი რძის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ცვლილებები გააცნო, რომლებიც ქართული ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქციისთვის სპეციალური ხარისხის ნიშნის დანერგვას, მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო მარკირებასა და სავაჭრო ობიექტებში მათი განცალკევებულად განთავსებას გულისხმობს. ამასთან, გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის გამკაცრება და ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
17 ივნისი 2026, 10:58
მსოფლიო
Bloomberg: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება 15 ივნისს რეკორდულად გაიზარდა
Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგის ლიდერმა, ილონ მასკმა, საკუთარ ქონებას 10%-ზე მეტი შემატა და მისმა კაპიტალმა 1,27 ტრილიონ დოლარს მიაღწია. 12 ივნისს მეწარმე მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდა, რაც ბირჟაზე SpaceX-ის გასვლამ განაპირობა. Forbes-ი მის კაპიტალს 1,1 ტრილიონ დოლარად აფასებდა, ხოლო Bloomberg-ი 1,05 ტრილიონ დოლარად.
17 ივნისი 2026, 10:51
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ტრამპს არასდროს უთქვამს, რომ მის მიზანს ირანის ახალ ლიდერად რეზა ფაჰლევის დანიშვნა წარმოადგენდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიზანს არასდროს წარმოადგენდა ირანის ყოფილი შაჰის რეზა ფაჰლევის ისლამური რესპუბლიკის ახალ ლიდერად დასმა.
17 ივნისი 2026, 10:51
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრს საფრანგეთში კოლეგამ უმასპინძლა
პარიზში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 10:47
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე: 2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე, არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, ეს ფანჯარა გაიღო
სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვა ვრცელდება, რომელიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში განსახილველ ანგარიშზე საუბრობს. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. მისი თქმით, უკრაინელების ბრძოლის გამო ეს ფანჯარა გაიღო და მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ შესაძლებლობას არ იყენებს.
17 ივნისი 2026, 10:44
სპორტი
ივლისის მატჩებისთვის საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა
გუნდს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი მატჩი ელის: 2 ივლისს გასვლაზე უკრაინასთან (ლატვიაში) და 5 ივლისს ესპანეთთან, თბილისში. ნაკრებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვს, თუმცა პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულები გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ,
17 ივნისი 2026, 10:24
სპორტი
არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ლეო მესის ჰეთთრიკით დაიწყო
არგენტინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო.
17 ივნისი 2026, 10:19
ტექნოლოგიები
ამერიკელმა მეცნიერებმა კომპიუტერს პარალიზებული პაციენტის აზრების კითხვა ასწავლეს
აღინიშნება, რომ პაციენტი მოწყობილობას 19 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, დღეში საშუალოდ 9,5 საათს იყენებდა. მან 183 000-ზე მეტი წინადადება - თითქმის 2 მილიონი სიტყვა წარმოთქვა, წუთში საშუალოდ 56 სიტყვის სიჩქარით. მისივე შეფასებით, ფრაზების 92% სულ მცირე ნაწილობრივ სწორი იყო.
17 ივნისი 2026, 10:17
სამართალი
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 10:09
მსოფლიო
„დიდი შვიდეული“: ირანი არასდროს მიიღებს ბირთვულ იარაღს
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა საფრანგეთში გამართული სამიტის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
17 ივნისი 2026, 10:07
პოლიტიკა
ერთიანი ნეიტრალური საქართველო „ქართულ ოცნებას“: გსურთ საქართველო „დიფ სთეითის“ უსიტყვო მორჩილების პირობებში, აგრძელებდეს არსებობას?!- დროულად განაცხადეთ უარი ევროკავშირისკენ სწრაფვის ოფიციალურად დეკლარირებულ პოზიციაზე და დაიცავით ქვეყნის სუვერენიტეტი
„მსგავსი რეალობა სწორედ „დიფ სთეითის“ გავლენამ და ევროპელი ბიუროკრატების ქმედებებმა განაპირობა და კარგად უნდა ვიაზრებდეთ, რომ დღევანდელი ევროკავშირისკენ სწრაფვა, მონური მორჩილების სანაცვლოდ ორგანიზაციაში მიღება, შემდეგ მათი წესების დაცვის მოტივით ტრადიციულ ქართულ ღირებულებებზე უარის თქმის იძულება, ჩვენს ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციის დაშვება და „ლგბტ“ დღის წესრიგის თავზე მოხვევა, საქართველოს ისეთივე მდგომარეობას უქადის, როგორიც ევროპის კონტინენტზე უკვე ნორმად იქცა- წერია “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაში, რომელიც ევროკავშირში ამოქმედებულ მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტს ეხება.”- წერია განცხადებაში.
17 ივნისი 2026, 10:05
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ევროკავშირის ხელმძღვანელობა, სახელმწიფოებს მიგრანტების მიღებას აიძულებს, ხოლო შემდეგ, მასპინძელი ქვეყნის შვილებს, საკუთარი სამშობლოსადმი პატივისცემისა და სიყვარულის საჯაროდ გამოვლენის მცდელობებს, უკვე შეფარებული ადამიანების შეურაცხყოფაში უთვლიან, რაც სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ბოლომდე შელახვა და ევროპული ღირებულების ფეხქვეშ გათელვაა
უკვე დიდი ხანია, რაც „დიფ სთეითმა“ ევროკავშირის ხელმძღვანელების და კონკრეტული „ეროვნული“ ხელისუფლებების ხელით, ევროპული ქვეყნები აიძულა, რომ მიგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკა უკიდურესად შეერბილებინათ და მილიონობით არალეგალი მიგრანტი საკუთარ ქვეყნებში მიეღოთ.- ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


