imedi /  02 ივლისი 2018, 23:28 / სანდო წყარო

16 ივლისიდან მოქალაქეები ექიმის მიერ ჭარბად გამოწერილი წამლების საჭიროებას შეამოწმებენ

საქართველოს მოქალაქეები 16 ივლისიდან, 5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში დანიშნულების გადამოწმებას შეძლებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს ნერგავს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსის ნათია ნოღაიდელის თქმით, განსაზღვრულია ის კრიტერიუმები რის საფუძველზეც გადამოწმდება, ჭარბად არის თუ არა მედიკამენტები გამოწერილი. 

მათ შორის, ყურადღება მიექცევა, ხომ არ არის დანიშნული ორი ან მეტი ანტიბიოტიკი, ასევე, ხომ არ არის ექიმის მიერ გამოწერილი ერთი და იგივე ჯენერიკი ორი და მეტი სავაჭრო დასახელებით ან ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები ხომ არ არის ერთდროულად დანიშნული. 
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევებში გათვალისწინებული იქნება მედიკამენტების ორგანიზმში შეყვანის გზები, რადგან შესაძლოა, მაგალითად, ორი ანტიბიოტიკი იყოს დანიშნული, თუმცა, ორგანიზმში შეყვანის გზები იყოს განსხვავებული (ერთი იყოს დასალევი აბი, მეორე კი მალამოს სახით)“,- თქვა ნათია ნოღაიდელმა.

დაინტერესებული ადამიანები ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გადამოწმებას შეძლებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ფილიალებშ და ელექტრონულად, ელექტრონული რეცეპტების სისტემაში.

2018 წლიდან ამოქმედდა ელექტრონული რეცეპტი. რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს, ეტაპობრივად კი მთელ საქართველოს მოიცავს. 2018 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ის კლინიკები ვეღარ ჩაერთვებიან, რომლებიც ელექტრონული რეცეპტის გამოწერის პრაქტიკაზე არ გადავლენ. 

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

21 ივლისი 2026, 10:30

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს, პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს და სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგს შეხვდება.

21 ივლისი 2026, 10:24

საზოგადოება

Wanderlust-ზე საქართველო ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

დიდი ბრიტანეთის უმსხვილესმა და გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმა Wanderlust Travel Media-მ ყოველწლიური დაჯილდოების — Wanderlust Reader Travel Awards 2026-ის შერჩეული ნომინანტების სია გამოავლინა. ექსპერტთა შეფასებისა და სარედაქციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, საქართველო საპატიო ნომინაციაშია „ევროპის ყველაზე სასურველი ქვეყანა“. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მარკ კარნი და დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2026, 10:18

მსოფლიო

ტრამპმა კანადურ საქონელზე დამატებითი 50%-იანი საბაჟო ტარიფები დააწესა

გადაწყვეტილება მიღებულია ამერიკული პროდუქციის მიმართ კანადის „დისკრიმინაციული დამოკიდებულების“ საპასუხოდ. ტრამპმა მიუთითა 1930 წლის „სატარიფო კანონზე“, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, უცხოური პროდუქცია კონგრესის თანხმობის გარეშე დაბეგროს.

21 ივლისი 2026, 09:35

კულტურა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის მორიგი კონცერტი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართება

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის მორიგი კონცერტი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართება. მონაწილეობას მიიღებენ თეატრის გუნდი, ორკესტრი და მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო ვარსკვლავები.

21 ივლისი 2026, 09:20

მსოფლიო

დაუნინგ სტრიტი: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს, დონალდ ტრამპს ელაპარაკა და თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულება დაუდასტურა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს, დონალდ ტრამპს ელაპარაკა და თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულება დაუდასტურა, - ნათქვამია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში. ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის სხვა დეტალები არ ვრცელდება.

21 ივლისი 2026, 09:07

მსოფლიო

იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს

იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს. მოძრაობის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევიდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოძრაობა იტოვებს უფლებას, საუდის არაბეთის ქმედებების საპასუხოდ, „ყოვლისმომცველი ესკალაცია“ განახორციელოს.

21 ივლისი 2026, 08:57

საზოგადოება

ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს

ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს. ლითონის დნობის საქმიანობასთან დაკავშირებული კომპლექსი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ ძვ.წ XIII-IX საუკუნეებით არის დათარიღებული, თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია კოლხეთში აქამდე ცნობილ მსგავს სახელოსნოებს შორის და სრულყოფილად ასახავს ლითონის დნობის რთულ პროცესს.

21 ივლისი 2026, 08:52

საზოგადოება

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე, საერთაშორისო ბანაკი ამოქმედდა - ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს და მონაწილე ახალგაზრდებს, მსოფლიო პატრიარქმა უმასპინძლა

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე, საერთაშორისო ბანაკი ამოქმედდა, რომელშიც სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობენ. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს და მონაწილე ახალგაზრდებს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა უმასპინძლა. ბანაკები მეხუთე წელია ეწყობა.

21 ივლისი 2026, 08:47

სამართალი

თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს. დაკავებულს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

21 ივლისი 2026, 08:40

რეგიონი

თელავში ე.წ. დამბების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

თელავში სელური ნაკადის დამჭერი ნაგებობის ე.წ. „დამბების" გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და თელავის-ახმეტა-ყვარლის და ლაგოდეხის დელეგატმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

21 ივლისი 2026, 08:33

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +31 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.

21 ივლისი 2026, 08:27

რეგიონი

თუშეთში, შენაქო-დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა განახლდა

თუშეთში, შენაქო-დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა განახლდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღდგენილია ხიდი, რომელიც შენაქოსა და დიკლოს აკავშირებს ომალოსთან და ბართან.

21 ივლისი 2026, 08:20

რეგიონი

ლენტეხში, სტიქიის ზონაში დღეს გეოლოგებს ელოდებიან

ლენტეხში, სტიქიის ზონაში დღეს გეოლოგებს ელოდებიან, რომლებიც ადგილზე შექმნილ ვითარებას გაეცნობიან. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, არც ერთი სოფელი, გარე სამყაროს მოწყვეტილი არ არის. სასმელი წყალი არ მიეწოდება სოფელ დურიშს, რადგან მეწყერმა მილები დააზიანა.

21 ივლისი 2026, 08:08

საზოგადოება

თბილისში, მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა - ქალაქის მასშტაბით მოძრაობა აღდგენილია

ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემა შექმნა. წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე გართულდა ავტომობილებით გადაადგილება.

21 ივლისი 2026, 03:26

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი: უხვი ნალექიდან გამომდინარე საპატრულო პოლიციამ ქალაქის მერიასთან ერთად ეფექტურად იმოქმედა. პრევენციულად დაიკეტა შესაბამისი ლოკაციები, სადაც იყო მაღალი წყლის ნაკადი

„უხვი ნალექიდან გამომდინარე საპატრულო პოლიციამ ქალაქის მერიასთან ერთად ეფექტურად იმოქმედა. პრევენციულად დაიკეტა შესაბამისი ლოკაციები, სადაც იყო მაღალი წყლის ნაკადი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ფეისბუქლაივში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით. ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე.

21 ივლისი 2026, 02:53

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: მერიის ყველა სამსახური, გამგეობები, ინფრასტრუქტურის სამსახური, თბილსერვისი პრობლემის დაწყებისთანავე გამოსულები ვართ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მერიის ცხელ ხაზზე შემოსული არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ გვრჩება

მერიის ცხელ ხაზზე შემოსული არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ გვრჩება, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ვიდეომიმართვისას. ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე.

კახა კალაძე

21 ივლისი 2026, 02:35

საზოგადოება

კახა კალაძე: ძლიერმა წვიმამ ქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ ქუჩებზე შექმნა პრობლემები. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, ყველა ჩვენი უწყების თანამშრომელი გამოსულია ქუჩებში, სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც საჭიროება და აუცილებლობაა

„ძლიერმა წვიმამ ქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ ქუჩებზე შექმნა პრობლემები. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.

კეშ პატელი

21 ივლისი 2026, 02:02

მსოფლიო

POLITICO: FBI-ს დირექტორი, კეშ პატელი მიმდინარე წლის ბოლოს, სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთში ვიზიტს გეგმავს

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კეშ პატელი მიმდინარე წლის ბოლოს, სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლექსანდრ სირსკი

21 ივლისი 2026, 00:23

მსოფლიო

უკრაინის გენერალური შტაბი სირსკის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გავრცელებულ ცნობებს უარყოფს

ჭორები უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის სავარაუდო გადაყენების შესახებ ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა, თუმცა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ ეს ცნობები უარყო, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით.

20 ივლისი 2026, 22:57

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.