IDFI: 2017 წელს სამინისტროების გაერთიანების შემდეგ მათი ხარჯები 15 მილიონ ლარამდე გაიზარდა
მთავრობის ადმინისტრაცია
ფოტო: facebook
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, საქართველოს მთავრობაში 2017 წლის დეკემბერში დაწყებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა, 2018 წლის საწყისი 5 თვის განმავლობაში, ვერ უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია.
IDFI-ის ცნობით, 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, იმ სამინისტროებში, რომლებსაც 2017 წლის დეკემბერში შეეხოთ სტრუქტურული ცვლილებები, შრომის ანაზღაურების საერთო ხარჯები წინა წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულზე იქნა შენარჩუნებული, ხოლო საქონელი და მომსახურების ხარჯები დაახლოებით 15 მილიონი ლარით გაიზარდა.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სამინისტროების გაერთიანების შედეგად, ცენტრალური აპარატების გარკვეულწილად შემცირებულმა საშტატო რიცხოვნობამ არ განაპირობა სამინისტროს შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირება. მაგალითად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ცენტრალური აპარატების საერთო საშტატო რიცხოვნობა 35 ერთეულით შემცირდა, თუმცა შრომის ანაზღაურების ხარჯები წინა წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულზე შენარჩუნდა.
2018 წლის 5 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქონელი და მომსახურების ხარჯი 7,5 მილიონი ლარით, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს - 5 მილიონი ლარით გაიზარდა.
IDFI-ის ინფორმაციით, სამინისტროების გაერთიანების შედეგად გარკვეულწილად შემცირდა ავტოპარკის მოცულობა. აღნიშნული გამოიწვია ისეთი თანამდებობების (მინისტრი, მინისტრის მოადგილე) გაუქმებამ რომლებზეც განპიროვნებული იყო ავტომობილები.
ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის საწყისი 5 თვის შესრულების მაჩვენებლების ანალიზმა აჩვენა, რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული სამინისტროების გაუქმება/გაერთიანების შედეგად, ბიუროკრატიული ხარჯები არ შემცირდა, ხოლო გაერთიანების შედეგად ზოგიერთი უწყების შემთხვევაში, ბიუროკრატიულმა ხარჯებმა 2017 წელთან შედარებით პირიქით მოიმატა.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 17:09
მსოფლიო
ევროკავშირი ФСБ-ს სტრუქტურების, ასევე პლატფორმების - MAX-ისა და VK-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ კიბერსანქციების უმსხვილესი პაკეტი მიიღო და მოსკოვის კიბერსივრცის მავნე მოქმედი პირები, მათ შორის რუსეთის უშიშროების სამსახური გამოააშკარავა. სანქციების პაკეტი შეზღუდვებს უწესებს 11 ინდივიდსა და 5 კომპანიას: სამხედრო დაზვერვის ოფიცრებს, კიბერ-დამნაშავეებს და ჰაკერებს, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნების სამთავრობო თუ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებისთვის.
13 ივლისი 2026, 17:02
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და მცენარე „კანაფის“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და მცენარე „კანაფის“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
13 ივლისი 2026, 16:35
მსოფლიო
The New York Times: ისრაელის გეგმის ფარგლებში, რომელიც მაჰმუდ აჰმადინეჟადის ირანის ლიდერად დასმას ითვალისწინებდა, ყოფილი პრეზიდენტი მოსადის ხელმძღვანელს შეხვდა - ამჟამად აჰმადინეჟადი დაკავებულია
გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, ისრაელი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, ირანის ლიდერად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაებრუნებინა.
13 ივლისი 2026, 16:28
პოლიტიკა
სადღობელაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ახალი ყაიდის ევროპელებს, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ე.წ. ომის პარტიას წარმოადგენენ, ერთი რამ ვერ გაუგიათ - ეს საქართველოა, აქ ქართველების მიწაა და სწორედ საქართველოს მოქალაქეები წყვეტენ, ვის მიანიჭონ ქვეყნის მართვის მანდატი. ამიტომ, გაუგებარია, ვის რაში სჭირდება გარედან თავსმოხვეული მხარდაჭერა
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.
13 ივლისი 2026, 15:46
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს
სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის პასუხად, რომ მათ არ სურთ მთავრობის მხარდაჭერა და სურთ რომ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს.
13 ივლისი 2026, 15:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც ობიექტური შეფასება ხდება, ფაქტია, რომ საქართველო არის ლიდერი. როდესაც არის პოლიტიკური ინტერესები და ქვეყნის დაზიანების სურვილი უცხოელებში, მაშინ ვხედავთ ხოლმე როგორ კატასტროფას წარმოაჩენენ საქართველოსთან დაკავშირებით
როდესაც ობიექტური შეფასება ხდება, ფაქტია, რომ საქართველო არის ლიდერი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
13 ივლისი 2026, 15:22
რეგიონი
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას კიდევ ერთი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი შეემატა - VR Holding-მა, პროექტ VR Shekvetili Forest Beach-ის ფარგლებში, შეკვეთილში ლეგენდარული საერთაშორისო ბრენდის Café del Mar-ის Beach Club-ი გრანდიოზულად გახსნა.
13 ივლისი 2026, 15:19
სამართალი
სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ფეისბუქ მომხმარებელი გოჩა ადამია ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ფეისბუქ მომხმარებელი გოჩა ადამია ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა.
13 ივლისი 2026, 15:17
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: აუცილებელია მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ ეიძულებინათ მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში. ამაში ჩართული იყვნენ ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები
აუცილებელია მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ ეიძულებინათ მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში, ამაში ჩართული იყო ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები,- განაცხადა პარლამენტი თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
13 ივლისი 2026, 15:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ნათელია რატომ მოხდა პატიმრების რაოდენობის ასე ზრდა - დაახლოებით 2000 ან უკვე მეტი ადამიანი დაკავებულია მარტო ნარკოდანაშაულის გამო, ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შსს აწარმოებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ
დაახლოებით 2000 ან უკვე მეტი ადამიანი დაკავებულია მარტო ნარკოდანაშაულის გამო, ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შსს აწარმოებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2026 წელს პატიმრების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით.
13 ივლისი 2026, 15:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე: მოტივზე თავად ელისაშვილმა ილაპარაკა. ილაპარაკა, როგორ გეგმავდა თავდაპირველად, რომ ეყიდა ავტომატები, დახვედროდა მოსამართლეს და პროკურორს და დაეცხრილა. სიტყვა-სიტყვით ეს თქვა. ყველა ტერორისტი ამას ამბობს, რომ უსამართლობას ებრძვის
თავად ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ჩაიდინა დანაშაული და თქვენ არ გჯერათ?! - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც აღნიშნა, რომ ვიდეო-კადრებში არსებული პირი იდენტიფიცირებული არ არის. საუბარია კადრებზე, რომელიც საქმეში მტკიცებულების სახით დევს და სადაც ჩანს, როგორ ცდილობს ალეკო ელისაშვილი საქალაქო სასამართლოში ცეცხლის წაკიდებას.
13 ივლისი 2026, 15:13
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმი - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები“ გახსნა
ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმის - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
13 ივლისი 2026, 15:12
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 15:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყველას მოვუწოდებ, ნუ აჰყვებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და მსგავს ანტიკონსტიტუციურ დაჯგუფებებს, რომლებიც ერთ რამეს ფიქრობენ მხოლოდ, დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ხალხი
გასაკვირია, რა საჭიროა ასეთი ხუთწუთიანი ტყუილი, თან მაშინ, როდესაც ხალხის ბიუჯეტიდან გაქვს მიღებული უკვე თანხა. ამის დამალვა და პირიქით, პრეტენზიის წაყენებას რა შინაარსი აქვს, არ ვიცი, - განუცხადა თელავში მედიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
13 ივლისი 2026, 15:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას, მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები. შემდეგ მათ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას. ქალბატონ კალასს და კოსს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები
„ალდემ“ და მსგავსმა გაერთიანებებმა ჯერ წაუყრუეს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმას და მათ რიგებში ჰყავთ ზიზღის ენის შემოქმედები, მათ წაუყრუეს ფიზიკურ ძალადობას და ქალბატონ კალასს და კოსს საკუთარ პარტიულ გაერთიანებაში ჰყავთ ძალადობის ინსპირატორები, ორგანიზატორები და განმახორციელებლები, ისინი, რომლებიც 4 ოქტომბრის გადატრიალებაში მონაწილეობენ, ისინი, რომლებიც პარლამენტის დაწვის მცდელობაში მონაწილეობდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
13 ივლისი 2026, 15:07
მსოფლიო
ზელენსკი რადას სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის აგვისტოდან გაგრძელებას სთავაზობს
საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის მოქმედების ვადა კიდევ 90 დღით გაგრძელდეს.
13 ივლისი 2026, 15:05
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს
საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
13 ივლისი 2026, 15:05
პოლიტიკა
პაპუაშვილი კალასის განცხადებაზე: ეს ყველაზე სამარცხვინო განცხადებაა, ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია - ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ იქნება თავდასხმა ქართველ ხალხზე ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლისგან? - იქნება ადეკვატური პასუხი
ეს ყველზე სამარცხვინო განცხადებაა, რაც ხაზს უსვამს იმას, რამდენად არის ქალბატონი კალასი ევროპულ ღირებულებებს აცდენილი და წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს დემოკრატია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას.
13 ივლისი 2026, 15:02
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული, 150 მლნ დოლარის ინვესტიციის პროექტი დაიწყო, რომელიც 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის აეროპორტს გამტარუნარიანობას
„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული, 150 მლნ დოლარის ინვესტიციის პროექტი დაიწყო, რომელიც 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის აეროპორტს გამტარუნარიანობას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
13 ივლისი 2026, 14:54
მსოფლიო
მედია: აშშ-ის ეროვნული დაზვერვიდან თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყეს
გამომძიებელი ჟურნალისტი დევიდ როუდი განმარტავს, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ბილ პულტე, ასრულებს ტრამპის ადმინისტრაციის გეგმას, რომ უწყებას ჩამოაშორონ ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც „დიფ სთეითთან“ კავშირშია ეჭვმიტანილი. თავად ბილ პულტე განმარტავს, რომ შემცირების მესამე რაუნდის ფარგლებში გაათავისუფლებენ ყველა იმ ზედმეტ თანამშრომელს, ვისაც დაზვერვის სამსახურში კრიტიკული როლი არ აქვს.


