imedi /  06 ივლისი 2018, 18:00 / სანდო წყარო

ჭუბერში მდინარემ კიდევ ერთი სახლი დაანგრია. ვიდეო

შემთხვევის ადგილი

შემთხვევის ადგილი

ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რომელიც ადგილობრივ ფრიდონ ცინდელიანს ეკუთვნის. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ოჯახის წევრებმა მეზობლებისა და მაშველების დახმარებით სახლიდან ნივთების ნაწილის გამოტანა მოასწრეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ჭუბერში სტიქიის შედეგად სულ 21 სახლი დაზიანდა, მათგან 7-9 მძიმე მდგომარეობაშია. 

 

imedinews-ის კორესპონდენტის ცნობით, ხეობაში წვიმამ იმატა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ამ წუთებში, უსაფრთხოების მიზნით,  ელექტროგადამცემ ბოძებს ხსნიან.

სტიქიის ზონაში გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, სტიქიის ადგილზე 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

5 ივლისის სტიქიის შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა.

სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  მაშველები.

ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალაც. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.

ყველა სიახლე

06 ოქტომბერი 2022, 13:35

პოლიტიკა

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი 2024 წლის 1 მარტამდე რჩება ძალაში

სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლის მოქმედება 2024 წლის 1 მარტამდე შეჩერდება. შესაბამისად, ამ დრომდე ძალაში რჩება სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი.

06 ოქტომბერი 2022, 13:30

მსოფლიო

კაცმა, რომელიც ტაილნადში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა, თავისი ოჯახი დახოცა და თავი მოიკლა

თავდამსხმელი პოლიციის ყოფილი ოფიცერია, სახელად პანია კამრაბი, რომელიც სამსახურიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

დავით ნარმანია

06 ოქტომბერი 2022, 13:27

ეკონომიკა

დავით ნარმანია: ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სექტორში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის

ელექტროენერგიით უზრუნველყოფისა და ბუნებრივი აირის უზრუნველყოფის კუთხით ქვეყანა ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება,- ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

06 ოქტომბერი 2022, 13:26

საზოგადოება

გიორგი ხელაშვილი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პედაგოგებს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისა და მასწავლებლებისთვის, სახელმწიფო უწყებებსა და საელჩოებში კულტურულ-საგანმანათლებლო ტურები იმართება.

გიორგი ვოლსკი

06 ოქტომბერი 2022, 13:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გარკვეულ ჯგუფს უნდა სააკაშვილისგან გამიჯვნა, კიდევ ერთი ჯგუფი მის ორბიტაზე ტრიალს ამჯობინებს, მაგრამ ორივეს სჭირდება ფინანსები და მათ შორის ჯახი გარდაუვალია

გარკვეულ ჯგუფს უნდა რეპუტაციადაზიანებული სააკაშვილისგან გამიჯვნა, რათა მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩეს, არის კიდევ ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალს ამჯობინებს, მაგრამ ორივეს ფინანსები სჭირდება. როცა ასეთი ფაქტორები მოქმედებს, ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ჯახი გარდაუვალია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ირაკლი ზარქუა

06 ოქტომბერი 2022, 13:24

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, თურმე რა ხარჯები ჰქონიათ ოპოზიციაში და დემოკრატიას ქადაგებს, ეს ცალკე ტრაგიკომედიაა

მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, თურმე რა ხარჯები ჰქონიათ ოპოზიციაში და დემოკრატიას ქადაგებს, ეს ცალკე ტრაგიკომედიაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის პოსტს, სადაც თოფურიძე ოპოზიციის მიერ დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

ბონი ჯენკინსი

06 ოქტომბერი 2022, 13:20

COVID19

ბონი ჯენკინსი: ლუგარის ცენტრი იყო ნოვატორი COVID19-თან საქართველოს ბრძოლაში, აშშ ამაყობს ლუგარის ცენტრთან თანამშრომლობით

მივესალმები ლუგარის თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და ღიაობას, რომელმაც კარი გაუღო გამჭვირვალობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსმა განუცხადა, რომელიც ბიოუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

ენდრიუ ვებერი

06 ოქტომბერი 2022, 13:03

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე: მივესალმები საქართველოს მიერ რუსეთის კორუფციული სისტემის ლტოლვილებისთვის კარის გაღებას, მათ არ სურთ მოძმე უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლა ამ საშინელ ომში

ვფიქრობ, რეალურად, ამ რთულ პერიოდში საქართველოს უძლიერესი სტრატეგიული პოზიცია უჭირავს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ენდრიუ ვებერმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას რა საფრთხეები ემუქრება ქვეყანას რუსეთისგან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ რთულ დროს.

06 ოქტომბერი 2022, 12:35

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი სომხეთის ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და აშოტ სმბატიანმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და საერთო პროექტები განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა, ელჩს, მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. თავის მხრივ, სომხეთში სფეროს სიახლეებზე ისაუბრა აშოტ სმბატიანმა.

06 ოქტომბერი 2022, 12:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა ჰადას მეიცადს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა საქართველო-ისრაელის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა საქართველოს გეგმები და პროგრესი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელებასთან დაკავშირებით. ელჩმა ისაუბრა 2022 წლის ნოემბერში ისრაელში დაგეგმილ არჩევნებზე.

06 ოქტომბერი 2022, 12:24

სპორტი

ქართველმა სამხედროებმა მკლავჭიდის საერთაშორისო ასპარეზობაში გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებმა, თავდაცვის მინისტრის პირადი დაცვის წევრებმა საერთაშორისო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ასპარეზობაში გაიმარჯვეს.

06 ოქტომბერი 2022, 12:18

მსოფლიო

ტაილანდში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სროლას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა

ტაილანდში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სროლას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC-ი წერს. თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნონგ ბუა ლამფუში მოხდა. გარდაცვლილთა შორის არიან როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები.

06 ოქტომბერი 2022, 12:11

პოლიტიკა

ციტრუსის მოსავლის დასაცავად, ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს. მავნებლისგან ციტრუსის მოსავლის დასაცავად, აჭარაში სურსათის ეროვნული სააგენტოს 31 ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული. ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება.

დათვი 747

06 ოქტომბერი 2022, 12:06

ტაბლოიდი

ალასკაზე „მსუქანი დათვების კვირა“ დაიწყო🐻

კონკურსის მიზანი წლის ყველაზე მსუქანი დათვის ტიტულის მფლობელის გამოვლენაა. გამარჯვებულს პარკის ბინადრებიდან პარკის ვებგვერდზე ირჩევენ. მონაწილეებს შორის შარშანდელი გამარჯვებული ოტისია - ის კონკურსის რეკორდსმენია, რომელმაც ტიტული უკვე ოთხჯერ მოიპოვა.

ელდინო საღარაძე

06 ოქტომბერი 2022, 12:04

პოლიტიკა

ელდინო საღარაძე: მადლობა ღმერთს, რომ ნამდვილად ეყო სიბრძნე ჩვენს ხელისუფლებას, რომ არ წამოეგო ამდენ პროვოკაციას და არ ჩაერთო ომში

რა თქმა უნდა ომის საფრთხის წინაშე ვართ. პირდაპირ ბომბზე ვსხედვართ, შეიძლება ეს გამოთქმა ვიხმაროთ, მაგრამ ყველაფერი მაინც შენი არჩევანია. მადლობა ღმერთს, რომ ნამდვილად ეყო სიბრძნე ჩვენს ხელისუფლებას, რომ არ წამოგებულიყო ამდენ პროვოკაციაზე და არ ჩართულიყო ომში. არავითარ შემთხვევაში ომი, - ამის შესახებ მსახიობმა და პოეტმა, ელდინო საღარაძემ გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

06 ოქტომბერი 2022, 11:52

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: დღეს კითხვაზე - როგორ აყალბებს IRI-ი და NDI-ი კვლევებს? პასუხი იქნებოდა - აშშ-ის ელჩს ჰკითხეთ

დღეს კითხვაზე: - როგორ აყალბებს IRI-ი და NDI-ი კვლევებს? პასუხი იქნებოდა - აშშ-ის ელჩს ჰკითხეთ, - ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა წერს.

ზაზა შათირიშვილი

06 ოქტომბერი 2022, 11:35

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ივანიშვილის თანხების მითვისება ლესკოდრონის თვითშემოქმედება არ გახლდათ და ამ დანაშაულში ბანკის მთელი მენეჯმენტი იყო ჩართული

ივანიშვილის თანხების მითვისება ლესკოდრონის თვითშემოქმედება არ გახლდათ და ამ დანაშაულში ბანკის მთელი მენეჯმენტი იყო ჩართული, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

ზაზა შათირიშვილი

06 ოქტომბერი 2022, 11:31

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არ გადააყოლა ივანიშვილის ფულს ქვეყანა, არამედ ივანიშვილმა გადააყოლა ქვეყანას თავისი ფული

ნაციონალები მოქმედ ხელისუფლებას ხშირად აბრალებენ, ქვეყანა ივანიშვილის ფულს გადააყოლესო. სინამდვილეში, მისი ადვოკატის წერილიდან ირკვევა, რომ ივანიშვილს, პოლიტიკური გარიგების სანაცვლოდ, 2 მილიარდ დოლარზე მეტს უბრუნებდნენ და მან ამ მაცდუნებელ გარიგებას ქვეყნის ინტერესების გამო ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არ გადააყოლა ივანიშვილის ფულს ქვეყანა, არამედ ივანიშვილმა გადააყოლა ქვეყანას თავისი ფული, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

06 ოქტომბერი 2022, 11:24

პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას შენახვა წელიწადში 1 471 000 ლარი უჯდება - სოსო თოფურიძე პარტიას ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და პარტიაში გამდიდრებულ პოლიტიკოსებზე სოციალურ ქსელში წერს. თოფურიძემ ნიკა მელიას წლიური ხარჯები დაუთვალა და ამბობს, რომ პარტიას თავმჯდომარის შენახვა წელიწადში მილიონ ნახევარი უჯდება. საკუთარ თავს კი პოლიტიკურ დევნილს უწოდებს და ისევ არ აღიარებს, რომ 2012 წლამდე მისი და მისი ხელმძღვანელობის დროს ჩადენილი იყო უმძიმესი დანაშაულები. მეტიც ამბობს რომ მან, დათა ახალიამ და მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს და დაცული იყო ადამიანის უფლებები.

06 ოქტომბერი 2022, 11:00

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი - 1997 წელს დაბადებული ე.ს., 1995 წელს დაბადებული ს.ო., 1983 წელს დაბადებული მ.ქ. და 1996 წელს დაბადებული ს.მ. დააკავეს.