ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას შესაძლოა, რამდენიმე ადამიანი დაემატოს
გიგა ოთხოზორია
არჩილ ტატუნაშვილი
ფოტო: არქივი
ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას შესაძლოა, რამდენიმე ადამიანი დაემატოს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „კვირის პალიტრა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სიაში მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატია ცხინვალის ე.წ. მილიციის პოლკოვნიკი, „ომონელი“ აზიმრატ ჯიოევი, რომელიც მუდმივად ავიწროებდა ახალგორელ ქართველებს.
საუბარია გიორგი ქაბულოვზეც, რომელიც კოკოითის ე.წ. პრეზიდენტობის წლებში „ომონის“ მეთაური გახლდათ და ქართველების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკისთვის ჯილდოც დაიმსახურა.
ასევე, გენერალ-მაიორ მერაბ ფუხაევი. მას არაერთხელ დაურბევია ქართველი მოსახლეობა და არსებობს ეჭვი, რომ ტატუნაშვილისა და უფრო ადრე დავით ბაშარულის მკვლელობა სწორედ მის კისერზეა.
არსებული ინფორმაციით, ამ სიას რამდენიმე ადამიანი დაემატება აფხაზეთიდანაც. კერძოდ, ერთ-ერთი მათგანია გარიკ სამანბა, რომელიც ომის დასრულების შემდეგ კონტროლის პალატის თანამშრომელი იყო და ასევე მისი თანამებრძოლელი ბესლან კვიწინია, ბესლან ტორჩუა და ზაურ ადლეიბა. სამანბა 1992-93 წლებში ომის მოტომსროლელთა ბრიგადას მეთაურობდა. აქვს აფხაზეთის ეროვნული გმირის წოდება. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა ეთნოწმენდაში, მის სახელს უკაშირდება გაბელიას წამება, რომელიც ქართველ მეომრებს ეხმარებოდა, მალავდა დაჭრილებს... სამანბა 90-იანი წლების გალის მოვლენებშიც მონაწილეობდა.
„ქართველთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა აფხაზი საველე მეთაური ზაკან ნანბა (მოგვიანებით, ალექსანდრე ანქვაბის პირადი მრჩეველი იყო). ქართველებზე მონადირე ერთ-ერთი დაჯგუფების წევრი და გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო ვიტალი სმირიც, რომლის სახელსაც უკავშირდება ომის პერიოდშიც და შემდგომაც ქართველების მიმართ არაადამიანური მოპყრობა. მათი დაჯგუფება ტყვიის დასაზოგად ცოცხალ ადამიანებს ჭაში ყრიდა...
კიდევ ერთი ვეტერანი ზაურ ადლეიბაა. ის აფხაზეთის ომში ბატალიონ „კასკადის“ მეთაური იყო. 2005-2007 წლებში ოჩამჩირის ადმინისტრაციაში მუშაობდა და გალსა თუ ოჩამჩირეში ვითარების გაკონტროლებას ცდილობდა. აქტიურად მონაწილეობდა გალის მოვლენებში და მის სახელს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი დანაშაული უკავშირდება;
აფხაზეთის ომის მონაწილე ლავრები მიქვაბია 2008 წელს გალის რაიონის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორად მუშაობდა და ადმინისტრაციული საზღვრის კონტროლზეც მიუწვდებოდა ხელი. მიქვაბია ე.წ. საზღვრის დარღვევების გამო მუდმივად აჯარიმებდა, აპატიმრებდა და აწამებდა ქართველებს. მის სახელს უკავშირდება გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიიდან 50 ქართული ოჯახის გაძევებაც. 2008 წლის 15 ნოემბერს ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან ორმხრივი სროლის შედეგად შსს-ს თანამშრომელი, 33 წლის ზურაბ ჯეჯელავა დაიღუპა. აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ქართველ სამართალდამცველებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ისინი სოფელ ქალაღალის მიმართულებით პატრულირებდნენ... თვითმხილველის ინფორმაციით, მანქანიდან გადმოსულ ბარძაყში დაჭრილ ახალგაზრდას ახლო მანძილიდან თავში ესროლეს. თავდასხმას მიქვაბია მეთაურობდა“, - წერს გამოცემა.
სიას, სავარაუდოდ, დაემატებიან მამა-შვილი ვიაჩესლავ და ახრა კვეკვესკირები. აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. 2010 წელს კი მისი გავლენით გალის #2 სკოლის დირექტორად მისი შვილი ახრა კვეკვესკირი დაინიშნა. ახალგაზრდა კვეკვესკირი ყოველგვარი ქართულის მიმართ ისეთი აგრესიული იყო, რომ ქართველ მოსწავლეებთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა. ერთხელ ის უფროსკლასელებმა სცემეს. მამა-შვილმა კვეკვესკირებმა 20-ზე მეტი მოსწავლე გალის მილიციაში დაასმინეს. ყველა მათგანი აღრიცხვაზე აიყვანეს. ახრა კვეკვესკირმა 2011 წელს გალალები გააფრთხილა, რომ ბუნტის განმეორების შემთხვევაში ქართული ენის სწავლება აიკრძალებოდა. ორი წლის შემდეგ ის ე.წ. დეპუტატი გახდა, 2015 წელს კი გალის სკოლებში ქართული ენის სწავლება აიკრძალა.
„მამა-შვილის შავ საქმეებში ჩართული იყო ოჩამჩირის ადმინისტრაციის უფროსი ბესლან ახუბა, რომელიც აფხაზეთის ომის მონაწილეა. ის დღემდე წილებს იღებს ადამიანების გატაცებიდან და ნარკობიზნესიდან. მისი გავლენა, ძირითადად, გალისა და ოჩამჩირის საზღვარზე არსებულ სოფლებზე ვრცელდება“, - წერს „კვირის პალიტრა“
26 ივნისს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავ სიაში“ 33 ადამიანის შეყვანის შესახებ განაცხადა. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავ სიას“ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მთავრობის დესტრუქციული ქმედება უწოდა.
2017 წლის 5 მარტს პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმრავლესობას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი 106 ხმით დაამტკიცა.
რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სანქციების ნაწილი, ანუ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნა იყო. რეზოლუციის თანახმად, სიაში უნდა შეეყვანათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის თითქოს სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.
გიგა ოთხოზორია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.სასამართლომ მისი მკვლელი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 11:04
რეგიონი
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება. რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:55
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:50
სამართალი
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
29 აგვისტო 2026, 10:47
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
29 აგვისტო 2026, 10:44
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა
ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 10:39
რეგიონი
სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება
ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.
29 აგვისტო 2026, 10:33
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა ბათუმში გაიმართა
სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 1 შემთხვევა განიხილეს და მასთან დაკავშირებული 2 კლინიკისა და 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ორივე კლინიკასა და ხუთივე ექიმს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.
29 აგვისტო 2026, 10:21
მსოფლიო
რუბიო აშშ-სა და ვენესუელის სანავთობო გარიგებაზე: ეს შეთანხმება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელასთან ნავთობის შესახებ დადებულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარიგება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის.
29 აგვისტო 2026, 10:13
პოლიტიკა
რადიკალი აქტივისტი დავით ჩხეიძე: ღირს პატარა ბიჭების წლობით ციხეში გამოკეტვა იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გზამკვლევი ვარსკვლავები? რა თქმა უნდა, ღირს
რეჟიმი ცდილობს გაგვტეხოს მორალურად: თქვი, რომ დამნაშავე ხარ და გაგიშვებ. ბრძოლის ხაზი ამაზე გადის. მშვიდობიანი ბრძოლის ხაზი ძირითადად ამაზე გადის, - წერს რადიკალი აქტივისტი, დავით ჩხეიძე, სოციალურ ქსელში.
29 აგვისტო 2026, 09:30
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელის ნავთობზე კონტროლი დაამყარა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ვენესუელის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის წყალობითაც აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელურ ნავთობზე კონტროლი დაამყარა.
29 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინამ როსტოვში მდებარე ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმის Ozon-ის საწყობი დაბომბა
უკრაინულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის როსტოვის ოლქში ელექტრონული კომერციის გიგანტის Ozon-ის კუთვნილ საწყობზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 01:30
მსოფლიო
ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება
ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება, - იუწყება ქვეყნის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული ორგანო განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
29 აგვისტო 2026, 01:14
მსოფლიო
ნეპალის საგარეო უწყება: ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის
ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმ ქვეყნების შეთავაზებებისა, რომელთა მოქალაქეებიც დაკარგულად ითვლებიან.
29 აგვისტო 2026, 00:55
რეგიონი
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
29 აგვისტო 2026, 00:26
მსოფლიო
The Telegraph: ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება
ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
28 აგვისტო 2026, 23:08
სპორტი
მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-მონტენეგროს საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს მოპოვებული წარმატება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, შვილთან, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და მონტენეგროს კალათბურთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
28 აგვისტო 2026, 22:46
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპო“-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ
ჩერგოლეიშვილი, ახალგაზრდებს ამუნათებს - შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ, ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად “ეს „გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს”, ეს „საბოტაჟნიკი“ ცოლ-ქმარი, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. ჩარკვიანი ჩერგოლეიშილი-ბოკერიაზე ამბობს, რომ სინამდვილეში ისინი მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ.
28 აგვისტო 2026, 22:37
სპორტი
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია. ლიპარტელიანმა ლოზანის „გრანდ სლემის“ ფინალში ფრანგი სარა ლეონი სისიკე დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 22:32
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 101:74 დაამარცხა.


