imedi /  16 ივლისი 2018, 19:11 / სანდო წყარო

ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებში მოხალისეებიც ჩაერთვებიან

ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტყის აღდგენა სექტემბერში დაიწყება. იგეგმება 400 000-მდე ნერგის დარგვა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, ნათია იორდანიშვილის თქმით, აღდგენით სამუშაოებში ჩართვის შესაძლებლობა მოხალისეებსაც მიეცემათ.

„გასული წლის აგვისტოში ეს ტერიტორია მეორედ განადგურდა. როგორც გახსოვთ, პირველად ეს 2008 წელს მოხდა. 

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გასული წლიდან დაიწყო ტერიტორიის კომპლექსურად შესწავლა. სწორედ ამის საფუძველზე დაიგეგმა აღდგენის სამუშაოები. ამ  წლის გაზაფხულზე გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულდა. საბედნიეროდ, ნიადაგურმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ წელსვე შეგვიძლია, ნერგების დარგვით აღდგენითი სამუშაოების წარმოება. 

პირველი კრიტიკული მონაკვეთი გახლავთ 234 ჰექტარი, ეს ის ტერიტორიაა, სადაც ადამიანის ჩაურევლობის გარეშე, ძალიან დიდი ხანი დასჭირდება ტყის აღდგენას. 

იგეგმება ეროზიის საწინააღმდეგო ბარიერების მოწყობა.

ჩვენ გვინდა, ამ სამუშაოებში ჩართვის საშუალება ყველა მოხალისეს მივცეთ. მაგრამ ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ რადგან საუბარია ტყის აღდგენის კომპლექსურ ღონისძიებებზე და ამ ტერიტორიაზე ფიზიკურად, ძალიან რთულია მუშაობა (აქ მაღალი დაქანების ფერდობებია), მოსახლეობას და მოხალისეებს მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიაზე მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩაერთონ პროცესში. 

ჩვენი მუშაობა მხოლოდ ნერგების დარგვით არ შემოიფარგლება. დარგვის შემდეგაც ინტენსიური მუშაობა და ნერგების მოვლა გაგრძელდება. 

სხვადასხვა მონაკვეთებზე, ნიადაგის მდგომარეობის გათვალისწინებით, სხვადასხვა ხემცენარე დაირგვება. ძირითადად, ჩვენ კავკასიური ფიჭვი შევარჩიეთ. ასევე, დავრგავთ ნეკერჩხლისა და მუხის რამდენიმე სახეობას“ - თქვა იორდანიშვილმა.

ბორჯომის ხეობაში 2017 წლის 20 აგვისტოს ხანძარმა 752 ჰექტარი მოიცვა, საიდანაც 525 ძველი ნახანძრალი ტერიტორიაა.

ყველა სიახლე

10 აგვისტო 2026, 16:10

საზოგადოება

კულტურის სამინისტრო: 22 ქართველი სტუდენტი ევროპის 9 ქვეყნის 17 სახელოვნებო სასწავლებელში იღებს განათლებას

პროექტის მიზანი უმაღლესი სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე საერთაშორისო პროცესებთან ინტეგრირება, ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის ამაღლება, მათი პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობაა.

10 აგვისტო 2026, 15:51

მსოფლიო

მელონიმ და ფრედერიქსენმა უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს და ევროპის ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეობას დაცვის პირობა დადეს

„ჩვენ არ ვიღებთ უკონტროლო იმიგრაციას ევროპაში და ხელი შევუწყვეთ მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას, როგორც ჩვენს ქვეყნებში, ისე მთელ ევროპაში. არავის შეუძლია უარყოს არალეგალური იმიგრაციის უარყოფითი გავლენა ჩვენს საზოგადოებებზე: დანაშაულის დონის ზრდა, მზარდი ზეწოლა საჯარო სერვისებზე და საზოგადოებრივი ნდობის ეროზია. განსაკუთრებით სერიოზულია, როდესაც უკანონო მიგრანტები, რომლებსაც ჩვენს ქვეყნებში დარჩენის უფლება არ აქვთ, სჩადიან ძალადობრივ დანაშაულს, ვაჭრობენ ნარკოტიკებით ან პასუხისმგებელნი არიან სექსუალურ ძალადობაზე“, - აღნიშნულია მელონის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

10 აგვისტო 2026, 15:21

საზოგადოება

არემჯის საზაფხულო სკოლა წელს პირველად საერთაშორისო სტუდენტებს მასპინძლობს

არემჯის სტუდენტური მხარდაჭერის პროექტის, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, კომპანიის საწარმოებში ერთთვიან სტაჟირებას ქართველ სტუდენტებთან ერთად წელს პირველად უცხოელი სტუდენტებიც გაივლიან.

10 აგვისტო 2026, 15:17

საზოგადოება

ვაკის რაიონში მრავალბინიანი სახლების ამხანაგობებს მიმდინარე წელს 266 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ცოტნე ანანიძე

10 აგვისტო 2026, 15:13

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე აგვისტოს ომზე კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზასა და ჯონ მაკ-კეინის განცხადებებს იხსენებს: „სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს“ - ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი იყო?!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დასავლელი პარტნიორების მაშინდელ პოზიციას იხსენებს.

10 აგვისტო 2026, 14:57

სამართალი

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საჯარო პოსტზე პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის იმედა აბდუშელაშვილი დააჯარიმა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იმედა აბდუშელაშვილი საჯარო პოსტზე პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის დააჯარიმა

10 აგვისტო 2026, 14:54

მსოფლიო

ყველაზე ცხელი ივლისის ფონზე ოკეანის ტემპერატურის რეკორდები მოიხსნა

ზღვის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ მსოფლიოს პოლარული რეგიონების მიღმა ივლისში 20,96°C შეადგინა, რამაც 2023 წელს დაფიქსირებულ ივლისის წინა რეკორდს გადააჭარბა (20,89°C).

ირაკლი ჭეიშვილი

10 აგვისტო 2026, 14:49

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ გვიკრძალავენ, იმას აკეთებენ თვითონ. რატომღაც რაც ჩვენთვის მიუღებელია, ის მათთვის აუცილებლად მისაღებია

მაშინ, როდესაც ჩვენ გვადანაშაულებს ევროკავშირი დღევანდელი ბრიუსელი განსაკუთრებით საფრანგეთი და მისი ხელისუფლება, რომ ჩვენ თურმე რუსული გავლენების ქვეშ ვართ და სანქცირებულ ტვირთებს ვატარებთ და ა.შ, დღეს კი ვხედავთ, რომ საფრანგეთი და ევროკავშირი პირიქით ზრდის ბუნებრივი აირის მოხმარებას რუსეთისგან და ხვალ ალბათ პოლიტიკურადაც დალაგდება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, რომლითაც გამოეხმაურა გერმანული გამოცემის სტატიას, რომ ევროპამ რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტი გაზარდა.

10 აგვისტო 2026, 14:38

პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი „ქრონიკის“ ჟურნალისტს: ერთადერთ პრობლემას შეგიძლიათ გაუსვათ ხაზი, რომ რუსული სიმღერები შესაძლოა ვიღაცისთვის იყოს გოიმური და ვიღაცისთვის - არა. მაგალითად, ჩვენს შორის იცით რა სხვაობაა? - მე პროგრესი განვიცადე და „იმედელებმა“ არა, ისევ გოიმები ხართ

ჩვენს შორის იცით რა სხვაობაა? - მე პროგრესი განვიცადე და „იმედელებმა“ არა, ისევ გოიმები ხართ, - განუცხადა სატელეფონო საუბრისას ნანუკა ჟორჟოლიანმა „ქრონიკის“ ჟურნალისტს რუსოფობიასთან დაკავშირებით შეცვლილი რიტორიკის პასუხად.

10 აგვისტო 2026, 14:35

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა აბულაძეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა აბულაძეს შეხვდა.

10 აგვისტო 2026, 14:33

სამართალი

სამშობლოს ღალატისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება

გენერალურ პროკურატურაში უკვე სამ საათზე მეტია გამოკითხვაზე იმყოფება კობა ლიკლიკაძე. ამ წუთებში პროკურატურის შეკითხვებს პასუხობენ ასევე გიორგი ნიშნიანიძე, მალხაზ თოფრია და აფხაზეთის ომის ვეტერანები.

დავით მათიკაშვილი

10 აგვისტო 2026, 14:31

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ჩვენ გვთხოვდნენ, თავად კი აღრმავებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს. კიდევ უფრო მეტად იკვეთება, თუ რა მასშტაბის ანტიქართული კამპანია წარმოებს, მაშინ როდესაც ხელს ძალიან კარგად ითბობენ ევროპელები რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობით

ჩვენ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, თავად კი აღრმავებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

10 აგვისტო 2026, 14:17

მსოფლიო

Reuters: აშშ მზად არის ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ ირანის პორტებზე ბლოკადა მოხსნას

თეირანი ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენის ახალ მარშრუტებთან დაკავშირებით ის მოლაპარაკებას ომანთან აწარმოებს. სააგენტო კი წერს, რომ ირანმა სრუტის გასახსნელად ვაშინგტონს რამდენიმე პირობა წაუყენა, მათ შორის არის ირანის აქტივების განბლოკვა და პორტებზე შეზღუდვების მოხსნა.

10 აგვისტო 2026, 14:14

საზოგადოება

11-12 აგვისტოს ღამის საათებში ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, „China Road and Bridge Corporation“-მა განახორციელა ვაზიანი-საგარეჯოს (ლოტი 1) კმ4-კმ27 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც უნდა განახორციელოს განათების სისტემის ტესტირების სამუშაოები.

ალექსანდარ ვუჩიჩი

10 აგვისტო 2026, 14:13

მსოფლიო

ალექსანდარ ვუჩიჩი: ჩვენ გაცილებით მსხვილი ომის ზღვარზე ვარ

„სერბეთი არ მოქმედებს რომელიმე მხარის ინტერესის გათვალისწინებით. სერბეთი არ მოქმედებს, რომ თავი მოაწონოს რუსეთს, უკრაინას ან ვინმე სხვას. ჩვენთვის სერბების ინტერესებია მთავარი. ევროპამ ყველაფერი გააკეთა უკრაინის დასახმარებლად. ჩვენ ახლა დიდი ომის დასაწყისში ვართ, ამიტომ მსურდა აქამდე მშვიდობისთვის ვინმეს რამე გაეკეთებინა. ეს არ მოხდა და არც მალე მოხდება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გაცილებით მსხვილი ომის ზღვარზე ვართ“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

10 აგვისტო 2026, 14:07

მსოფლიო

Atlantic: Patriot-ის მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინამ შესაძლოა მათი რაკეტების გაუმჯობესება და უფრო იაფად წარმოება შეძლოს

Atlantic-ი წერს, რომ მიზეზი მწარმოებლების პოზიციაა. ისინი შიშობენ, რომ უკრაინა ლიცენზიის მიღების შემთხვევაში გააუმჯობესებს რაკეტებს და მათზე უფრო სწრაფად, მეტი მოცულობით და გაცილებით ნაკლები დანახარჯით დაიწყებს წარმოებას. ოფიციალურ ვერსიად კი მწარმოებლები ინტელექტუალური საკუთრებისა დაცვასა და ტექნოლოგიების გადაცემის საფრთხეს ასახელებენ.

10 აგვისტო 2026, 13:52

საზოგადოება

საპენსიო ფონდი: ივლისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, მათ შორის ჯამური მოგება 2.9 მილიარდი ლარია

ივლისში საპენსიო ფონდის პორტფელების შედეგები, ძირითადად, აზია-წყნარი ოკეანისა და განვითარებადი ქვეყნების სააქციო ბაზრებზე დაფიქსირებულმა კლებამ განსაზღვრა, რაც ხელოვნური ინტელექტის სექტორში განხორციელებული ინვესტიციების უკუგებასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ და ტექნოლოგიური აქციებიდან სხვა სექტორებისკენ როტაციამ გამოიწვია, - ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.

მალხაზ თოფურია

10 აგვისტო 2026, 13:44

პოლიტიკა

მალხაზ თოფურია: „მეომარ“ ბარამიძეს არცერთი ღამე არ აქვს გატარებული სანგარში, ის ყოველთვის გამოწკეპილი, დაუთოებული და გაპრიალებული დასეირნობდა. მიზანი აქვთ ერთი, გაბედნიერდა სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთს გაუჩნდა შანსი, რომ თურმე ეთნიკური წმენდა არის არა შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული

„მეომარ“ ბარამიძეს არცერთი ღამე არ აქვს გატარებული სანგარში, ის ყოველთვის გამოწკეპილი, დაუთოებული და გაპრიალებული დასეირნობდა, - განუცხადა „ქრონიკას“ ომის ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ.

ირინე გელაშვილი

10 აგვისტო 2026, 13:38

პოლიტიკა

ხაშურის საკრებულოს დეპუტატმა ირინე გელაშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა

იგი საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით გააგრძელებს. ირინე გელაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სახელით იყრიდა კენჭს და საკრებულოშიც ამ პარტიის სახელით იქნა არჩეული. იგი პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

10 აგვისტო 2026, 13:37

ტაბლოიდი

Mattel-მა უიტნი ჰიუსტონის ბარბი გამოუშვა

კომპანია თოჯინაზე მომღერლის რძალთან და მისი მემკვიდრეობის მმართველთან, პეტ ჰიუსტონთან, ასევე მუსიკალურ კომპანია Primary Wave Music-თან ერთად მუშაობდა.